ექსკურსია ჩარგალში და ვოიაჟი კვარიათში

ხვალ ბლოგერები ექსკურსიაზე მივდივართ ჩარგალში. ვისაც ჯერ არ გინახავთ Facebook-ის ღონისძიება, შეგიძლიათ აქ დაკლიკოთ და ჯერ კიდევ არის დრო – შემოგვიერთდეთ!

ჩარგალი

ჩარგალი

იქითა კვირაში რამოდენიმე ბლოგერი ეკონომიკის სამინისტროს კვარიათში მივყავართ 3 დღით.

ეგ კი მიხარია, მაგრამ თბილისიდან ავტობუსით უნდა წავიდეთ და თან დღისით. იმედია სიცხე მაინც არ იქნება, თორემ არ ვიცი როგორ ჩავაღწევთ იქამდე. მთავარია რამის თავი გვქონდეს და იქ გატარებულ დროს მართლა ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

რა მიზნით მივყავართ, ჯერ კარგად ვერც მე გავიგე, სავარაუდოდ საკითხი ეხება კიბერ ბრძოლებს და საქართველოს პიარს ინტერნეტში.

კვარიათი

კვარიათი - სურათი ვიკიპედიის ენციკლოპედიიდან

ერთი სიტყვით, მალე ფოტორეპორტაჟებით გაიძეძგება ეს ბლოგი. დაელოდეთ. :)

12 Comments

  1. ულამაზესი ადგილია, ზღვის ნოსტალგია გამიჩნდა ფოტოს დანახვისას :(

  2. დღეს ვიყავი და დიდი არაფერიი…თაან საშინლად წვიმდა იქ

  3. იცი რა არ მომწონს მარ? რაგაცნაირი უსიცოცხლო გახდა შენი ბლოგი და დროა რაგაცები შეცვალო, არაერტი ბევრად საინტერესო ბლოგი არსებობს და მაინც შენ ჩანხარ, ძველი დროის გავლენაა კიდევ და იმიტომ. წინა პოსტები მილიონჯერ კარგი იყო და ცხოვრებისეული..

  4. როგორ მინდოდა ჩარგალში წამოსვლა მაგრამ დედაჩემს ფული ვერ დავტყუე = ((
    აბა ტქვენ იცით კარგი დრო გაატარეთ

  5. რა კარგია… მე ვერ წამოვედი სიცხე მაქვს :( მაგრამ გისურვებთ კარგად გართობას :* :*: *

  6. კიდევ ეს მინდოდააააააააა :(
    ისედაც მაჟრიალებს ზღვის ხსენებაზე
    ასე მგონია ვეღარასოდეს გავაღწევ მეთქი

Leave a Reply