14 ნოე 09

პერსონაჟები

9:37 pm |

პერსონაჟები, რომლებსაც ამ ბლოგზე ყველაზე ხშირად შეხვდებით:

characters

.:: კოტე ::.

იგივე Spieler

ჩემი მეორე ნახევარი. 24 წლის.

აიტიშნიკი, გეიმერი, მუსიკოსი, რითმავიკი, კრეატივშიკი.

2 წლის განმავლობაში მუშაობდა ერთ-ერთ სამთავრობო დაწესებულებაში ნეტ-ადმინად. ამ წუთას დროებით უმუშევარი.

უყვარს ელარჯი, ხინკალი და ქაბაბი, კომპიუტერული თამაშები, სერიალი Supernatural-ი, წიგნების კითხვა (როცა არ თამაშობს!).

.:: თინი ::.

იგივე Tiny

ჩემი მეგობარი ბლოგერი. 19 წლის.

ხელოვანი, მევიოლინე, კარგი დიასახლისი, პატარა, მაგრამ მუშა.

სწავლობს თსუ-ში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

უყვარს როცა შეყვარებულია, რომანტიკული მელოდრამები, ტირილი ამ მელოდრამებზე, მუსიკა, თავისი ბლოგი, სახლის დალაგების დროს ცეკვა, საკუთარი თითები.

.:: მარიამი ::.

იგივე ლილიანი

საქმიანი დაქალი. 22 წლის.

დიპლომიანი მარკეტოლოგი,  ფოტოგრაფი, ბუნებით ექსტრემალი, დამსახურებული სწერვა.

ამზადებს არაჩვეულებრივ სალათებს. ყოველ 6 თვეში ერთხელ 2 კვირით შიმშილობს.

უყვარს სტიკერები, ფერადი ტანსაცმელი და აქსესუარები, ექსტრემალური სპორტი,

.:: ლოლა ::.

Geek-ი დაქალი. 23 წლის.

დიპლომიანი ფინანსისტი (თუმცა ოცნებობს იურისტობაზე), გეიმერი, ცინიკოსი, სერიალების ექსპერტი, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი.

ამ წუთას არაფერს არ აკეთებს.

უყვარს სხვების კრიტიკა, კოქტეილი “მარგარიტა”, ახალი სერიალების მოძებნა და მეგობრებში გაპიარება, ოცნება თავისი პირველი მილიონის დახარჯვაზე.

.:: გვანცა ::.

ნაშოჩკა დაქალი. 23 წლის.

ფინანსისტი, ქალი საჭესთან, მამაკაცების გულთამპყრობელი, ამოუცნობი ელემენტი.

არავინ არასდროს იცის, რა აქვს ჩაფიქრებული, სად არის ან რა აინტერესებს.

უყვარს ძვირადღირებული კოსმეტიკა, ტანსაცმელი და აქსესუარები.

.:: ზურა ::.

იგივე Zurrius

ახლახანს შეძენილი #2 მეგობარი ბლოგერი. 21 წლის.

ჟურნალისტი, სტუდენტი, ოპერის მომღერალი, არ შემდგარი მსახიობი, მხატვარი, კეისარი.

ხატავს ილუსტრაციებს წიგნისთვის, სწავლობს GIPA-ში.

უყვარს სტვენა, ქუჩაში პირზე-ხელაფარებულს სიმღერა, დაფნის გვირგვინები, youtube-ზე ატვირთული ოპერის არიების მოსმენა, მარშუტკაში ძილი, ზაფხულის წვიმაში ენაგადმოგდებული სიარული (რომ გაგრილდეს).

.:: დედაჩემი ::.

დედაჩემი. 46 წლის.

ეკონომისტი, მეოჯახე, დიასახლისი, მარადმწვანე სტუდენტი, უბერებელი, მზრუნველი, უჭკვიანესი დედა მსოფლიოში.

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

6 კომენტარი

რა საყვარლობაა :წუბ:

 

ვხოოოოოოოოოოოოოოოოოოხააააააააააააააააააააააააააავ!!!
აი საღოლ ჩაგეთვალა მარ.
შენს თავს ვფიცავარ ნახევრად მძინარე (თუ კარგად ჩაძინებული არა) გამოფხიზლდი და ვცახცახებ სიცილისგან, გავაღვიძე სასაფლაო, კილომეტრის რადიუსით ყველა ფეხზე დგას : )))))))))))))))))))))))))))))))))))))

აი ბრავო :D

:D არ ჩაბჟირდე :D

 
 

მოკლედ რა აღმაფრთოვანებელი ყოფილა ჩემი ბრწყინვალება, არ მჯეროდა აქამდე, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ ასეა! :D

 
ლიზი sweet
at 2010-01-08 15:29:24

საყვარელლლ

 

ფლუგენგეგეხოლენს მოგცემ მე შენ! მოხვალ სახლში ამხანაგო ჭიპილია

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: