6 სექ 09

Change in Relationship

By Sweety at 5:30 pm | წაიკითხულია 1675-ჯერ |
21

ამ პოსტში გავამხელ ნამდვილ მიზეზს თუ რატომ წავედი ბათუმში მარტო (კოტეს გარეშე) და რა შედეგები მოჰყვა ამას.

რაც კოტემ სამსახურს თავი დაანება და 24 საათიან რეჟიმში სახლში დაჯდა, ემოციურად იმდენად გადავიღალე, რომ ხანდახან მისი დანახვაც არ მინდოდა. იმიტომ კი არა, რომ მაღიზიანებდა ან ცუდად იქცეოდა ან აღარ მიყვარს, არამედ შეუჩვეველი ვიყავი მის 24/7-ზე სახლში ყოფნას და მითუმეტეს რომ არსად არ დამყვება – არც კაფეში, არც კინოში, არც მეგობრებთან – ძალიან ასოციალურია.

მოკლედ მისი სახლში ჯდომის გამო ძალიან დავიძაბე და მინდოდა დასასვენებლად სადმე წავსულიყავით 1 კვირით მაინც. თავიდან ბათუმში ერთად წასვლას ვაპირებდით, მაგრამ მერე მივხვდი რომ 24/7-ზე ბათუმშიც ვერ ავიტანდი ჩვენს ერთად არსებობას და ძლივს დავიყოლიე, რომ სახლში დარჩენილიყო.

წასვლამდე ბოლო დღეებში ძაღლი და კატასავით ვიყავით მართლა. ერთმანეთს ყველაფერზე ვკბენდით და ვესწერვებოდით.

სამაგიეროდ…

იქ რომ წავედი მეორე დღესვე მომენატრა. რომ ჩამოვედი აბსოლუტურად ყველაფერი დაგვილაგდა ურთიერთობაში.

მივხვდი რომ პაუზა ძალიან სასარგებლოა.

მახსოვს, როდესაც მივლინებებში დადიოდა, ერთი მხრივ მიხაროდა სახლში მარტო დარჩენა და ამ სიმარტოვეში 3-4 თვის ”მასალის” გადახარშვა. ამის გამო, მისი ჩამოსვლა/დაბრუნებაც დღესასწაული ხდებოდა.

კიდევ ერთ რამეს მივხვდი რომ თუ მას გარეთ გასვლა არ სურს (მიზეზს მნიშვნელობა არა აქვს) სახლშიც შეიძლება დღესასწაულის მოწყობა.

აი მაგალითად, იმ დღეს ჩინურ რესტორანში გამოვიარე და რაღაცეები წამოვიღე სახლში.

მართალია სასტუმრო ოთახი ჭკუიდან გადამდგარი დამხვდა, მაგრამ იმდენად მინდოდა რომანტიკული საღამო გამოსულიყო, რომ იმ დომხალის მოწესრიგებაც კი არ დამეზარა.

დომხალ

დომხალ

საბოლოოდ ოთახი მილაგდა, სუფრა გავშალე და ერთი სნთელიც დავუმატე ამ ყველაფერს.

მოწესრიგებული ოთახი

მოწესრიგებული ოთახი

Chinese

Chinese

I loved it

I loved it

ქათამი ანანასის სოუსში

ქათამი ანანასის სოუსში

ბრინჯი

ბრინჯი

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

21 კომენტარი

:უპ:
მაგარი ხარ მარF!!!

 

რა საყვარლადაა ოთახი დალაგებულიიიიიიიიიიიიიიიიიიიი:)

 
ბაბისა
at 2009-09-06 17:46:59

მგონი მართლა საჭიროა ხოლმე პაუზები,ცოლ-ქმრისთვისაც კი :) )))) მაგარი ვახსჰამი გამოსულა :P

 

<3
მიყვარხარტ ორივენი, ერთად <3

 

ჰეჰე კაი ცოლი, მართალი ცოლი

მე პერსონალკების კითხვა დავიწყე ))) ტოესც შენ და დოდკას გკითხულობთ გამალებით ))) რაღაც ჯიგრულად წერთ :სჰყ:

 

მსგავსი რომანტიკა ძალიან სასასრგებლოა ურთიერთობაში :)

 

რა გემრიელად გამოიყურება :D
მალადეც შენ მარ :*

 

მშია :(

საჭმელებს რომ შევხედე მეც მომშივდა :\ :(

 
 
მარფა
at 2009-09-06 22:58:01

რატომ მარფა? ვიღაცამ ასე მოგმართა ზემოთ :)

 

ვაი, თქვე საყვარლებოო! :* ზოგს ბანალურად მიაცჰნია რომანტიზმი, მაგრამ მე მიყვარს და რა ვქნა?!

 

გენნაცვალეთ!
სამსახურის დედაც, ცოლი მინდა :D

 

ცოლი გინდათ თუ ეგ ჩინური საჭმელი :შ

 

რომელი ჩინურიდან?:)

გაგარინის :)

 
 
გვანცა
at 2009-09-07 12:28:33

აუუ ძაან მაგარი ხარ, მეც მიყვარს რომანტიკა;-)

 

ორშაბათი გუშინ იყო . რატო არ დაგდე ახალი გაკვეთილი ბლოგერებისტვის??

 

გული, ენა, კბილები, ტვინი და თვალები ერთნაირად დუგ–დუგებს ამ კერძების შემხედვარე :) )
ბლოგს ქვესათაურად წაუმძღვარე “მშივრები ნუ შემოხვალთ”, რააა :) ))))

 

:D

დაულაგებელი და დალაგებული ოთახის სურათებს რო შევხედე, მეც გამიკვირდა :yes:

რა გაგიკვირდა ბუსკა? :user:

 
 

ყოოჩაააღ :) არ ვიცი რა დავწერო :) მომეწონა შენი მოქმედება :D :)

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: