From the category archives:

სვითის ვნებანი

Ally Mcbeal-ში ელის ჰყავს ფსიქოთერაპევტი და პირველივე სეანსზე ჰკითხავს რა არის შენი ცხოვრების Theme Song-იო.

ელი ჰკითხავს ეგ რას ნიშნავსო?

ტრეისი უპასუხებს აი ქუჩაში რომ მიდიხარ ტროტუარზე რა სიმღერა გესმისო? ოღონდ მხიარული უნდა იყოსო…

და მერე ელიც დაიწყებს Theme სიმღერის შერჩევას.

ჩემი გაგებით თემ-სიმღერა არის სიმღერა რომელიც კარგ ხასიათზე გაყენებს და თან ძალიან კარგად გერგება ნებისმიერ სიტუაციაში.

დღეს ჭურჭლის რეცხვის დროს ვიპოვე ჩემი Theme Song-ი.

გვენ სტეფანის და ეიქონის – Sweet Escape

შეიძლება მერე შემეცვალოს თემ-სიმღერაც. მაგრამ იქამდე ეს წავა!

სახლის დალაგების დროს ეს მესმის ხოლმე ^_^


{ 10 comments }

სვითიმ რომ გესთ ბლოგერად მიმიწვია, პირველი რაც ვქენი, ის იყო, რომ “Confessions of a shopaholic”-ის საუნდთრექის ალბომი ჩავრთე და იდეაც მოვიდა; მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩემთან უკვე დავბლოგე და იდეები მთლად ასე ხშირადაც არ მაწუხებენ ხოლმე. მოკლედ, ვეცდები დღეს ვარდისფერ სამყაროს ცოტა მზისფერი შევურიო და ვნახოთ, როგორი გამოვა. წინა მოწვეული ბლოგერი, თაზო იყო, რამდენადაც მახსოვს და იმან თავის “ჰარემზე” დაწერა. Man, მე არ მაქვს ჰარემი, სამაგიეროდ, მაქვს წარსულის “ცოდვები”, რომლებსაც ავდგები და აქ მოვყვები, ბარემ შოპაჰოლიკის აღსარებას ვუსმენ ;)

გამარჯობა! მე სოფი Golden ვარ, საშინელი პ-ოპაჰოლიკი!

მეცინება, როცა ადამიანები დასცინიან პაპსა მუსიკას, ასევე კაიფობენ რუსულ ესტრადაზე, ამ დროს ღამღამობით კრისტინა ორბაკაიტეს უსმენენ, კაი, ლუბა უსპენსკაიას მაინც. სამაგიეროდ, ვგიჟდები პაპსა ამერიკულ ფილმებზე, სადაც ფინალი ყოველთვის ერთია, ბიჭი გოგოს გაეკიდება აეროპორტში, კაკ მინიმუმ, რკინიგზის ვაგზალზე (’My best friend’s wedding’), რა თქმა უნდა, დაეწევა და სახალხოდ დაიწყებენ კოცნას, მერე მთელი ეს ნაროდი ტაშს უკრავს და თუ სადმე ძაღლიცაა, კუდს გააქიცინებს.

My favorite one

My favorite one

რა ვქნა, people, მაგრად მიყვარს ასეთი ფილმები. ეგ კი არა, იყო დრო Spice Girls-ის & Backstreet Boys-ის სიმღერები ზეპირად ვიცოდი. ვინც ამბობს, რომ არ უყვარს და ევროპული ინტელექტუალური კინემატოგრაფი ურჩევნია – ან იტყუება, ან გაუგია, რომ უნდა მოსწონდეს… ან მართლა მოსწონს :ლოლ: მე, კი, რახან სვითის ბლოგზე ვარ, ერთი პოსტით მაინც დავიჯერებ ვარდისფერ რეალობას, იმასაც დავიჯერებ, რომ ცხოვრება მსუბუქია, სერიალივით “განგრძობადი” და ბოლოს კარგად დამთავრებადი, სადაც მისტერ ბიგი ცოლად მოიყვანს კერი ბრედშოს, თუ როგორც არის, სვითიმ იცის ;) მე ვერთობი ფილმებით, ვერთობი ცხოვრებით და მსოფლიოც ერთ Big Fat Fun-ად მიმაჩნია!

Have fun, you guys too :)

Let The Sunshine In!

{ 11 comments }

trivia game

trivia game

როგორც იქნა ჩამომივიდა Sex and the City-ს ნანატრი ტრივია თამაში.

ძალიან მაგარი რაღაცა გამოდგა!!!

ჯერ შეკითხვებს არ ვკითხულობ. წესიერად არ დამითვალიერებია…

გადავწყვიტე იქითა შაბათს საღამოს Sex and the city-ს party მოვაწყო გოგოებისთვის.

ვისაც უნდა party-ზე დასწრება დაწერეთ კომენტარში.[აუცილებლად შეავსეთ იმეილის ველი სწორად. დეტალებს მეილზე გამოგიგზავნით]

აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მინიმუმ ერთხელ გქონდეთ მთელი სერიალი ნანახი. თუ არადა თამაშს წააგებთ. ვფიქრობ რამე სახალისო პრიზიც დავაწესო გმარჯვებულებისთვის.

გარდა თამაშისა შეგვეძლება DVD-ზე ვუყუროთ მონატრებულ სერიებს და გადავამოწმოთ თამაშში არსებული პასუხები. ;)

Food Background: ჩაი, ყავა და ვაფლი.

კტო ზა?

{ 13 comments }

დილის 5-ის ნახევარზე დავწექი. პრეზენტაციას და სტატიას ვაკეთებდი.

Audrey

Audrey

სტატიის დამთავრება მოვასწარი კიდევ კარგი. პრეზენტაცია – არა!

დღისით 2-ზე გამეღვიძა. ვეცი და როგორღაც გავიყვანე ბოლოში. მერე ტაქსით გავვარდი რედაქციაში. სტატია უნდა მიმეტანა. 2 დღეში ჟურნალი რომ არ დამთავრდეს ვერ გამოვა შემდეგი ნომერი და მოკლედ ძალიან საპასუხისმგებლო იყო ამ სტატიის მიტანა.

ტაქსს გარეთ დავალოდებინე და ჩქარ-ჩქარა ვალაგებდი ამ სტატიას კომპიუტერზე იმ პროგრამაში, რაშიც ჟურნალს ვაწყობთ. ძლივს გადავაკოპირე და გამოვვარდი ისევ ჩავხტი ტაქსში და გავვარდი სოროსში.

Grace Kelly

Grace Kelly

იქ ბლოგკემპი ტარდებოდა 5 საათზე. 6-ის ნახევარზე მივაღწიე.

მაგრად წვიმდა! ცისფერი შარფი და დიდი შავი სათვალე მეკეთა. ნუ ეს ცალკე სტილია! ამ დროს თავი გრეის კელი ან ოდრი ჰეპბერნი ან მინიმუმ ბრიჯიტ ჯონსი მგონია!

სპეციალურად ვიყიდე ასეთი დიდი სათვალე და ეს შარფებიც მაგარი გატაცებაა. კოტეს დედა მამარაგებს საბერძნეთიდან და ჭკუაზე არ ვარ ისე მიყვარს! კარგად მესმის გრეის კელისი, აბრეშუმის შარფების მთელი კოლექცია ჰქონდა, როგორც ვიცი…

Bridget Jones

Bridget Jones

თემას გადავუხვიე და…

იმას ვამბობდი რომ ბლოგკემპი ძლაიან მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა. სხვების შთაბეჭდილებებზე პასუხს არ ვაგებ, მაგრამ მე მომეწონა. რეალურად, არაფერი ახალი და გასაგიჟებელი არ გვილაპარაკია, მაგრამ ინფორმაციის ასეთი გზით გაზიარება სასარგებლოა აზრთა სხვადასხვაობების წარმოსაქმნელად, დისკუსიისთვის, ახალი იდეები მოგდის ადამიანს და ა.შ. ა, ხო… კიდე ლამაზი ბიჭები სხედან და ყურადღებით გისმენენ  :D სრულად წაკითხვა →

{ 37 comments }

cosmopolitan_bg_logo

კოსმოპოლიტენმა ჩემი ხელშეწყობით დაიწყო სოციალური ქსელების მოცვა.

დაამატეთ თქვენს საყვარელ საიტებზე!!!

Facebook-ზე, Myspace-ზე და Twitter-ზე იხილავთ რეგულარულ განახლებებს, სხვადასხვა ინფორმაციას, კონკურსებს და ფოტოებს!

რაც შეეხება Flickr-ს – აქ დაიდება ჟურნალში გამოუქვეყნებელი ფოტოები (წიპა Uncut-ები :D )

Amazon-ზე კი Cosmopolitan-ის wishlist-ში იხილავთ Cosmo-ს ყოველ ნომერში  Shopping რუბრიკის ქვეშ გამოქვეყნებულ ნივთებს და ყველა კოსმო-გოგონასთვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარებს!

15hbcl3 2qib76e xlgqdj

34zlroz 11lip9f

P.S. სხვა რომელ საიტს მირჩევდით, რომ დავამატო კოსმოს სოციალურ პორტფელში??? ვფიქრობდი ქართულ სოციალურებზე – Face.ge, MyFace.ge და MyClass.ge ???

{ 5 comments }

სტატია მაქვს კოსმოპოლიტენისთვის მოსამზადებელი და ხვალინდელი ბლოგკემპისთვის პრეზენტაცია გასაკეთებელი.
სტატიის ნახევარს გავცდი. პრეზენტაციასაც ახლა შევეჭიდები.
მეხმარებიან: კაპუჩინო – ჩემს საყვარელ ჭიქაში, მარწყვის ბანანისა და ნაყინის ნარევი, თინის მხარდაჭერა (რომელიც ასევე თავის საკუთარ პრეზენტაციას უჩხიკინებს).

სამუშაო პროცესის სიტკბოება

სამუშაო პროცესის სიტკბოება

როგორ მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ!!!

{ 19 comments }

ერთი კვირაა მე და თინი Gossip Girl-ს ჩავუჯექით და აღფრთოვანებულები ვართ!

Gossip Girl

Gossip Girl

სრულად წაკითხვა →

{ 29 comments }

ძალიან მაგარია ფოტოაპარატი. ხანდახან როცა არ მახსოვს რა ხდებოდა წინა დღეებში, კამერაში ვიყურები და გადაღებული ფოტოების მიხედვით ვიღდგენ სიტუაციებს :love:

კოსმოპოლიტენის რედაქციაში

რედაქცია

რედაქცია

სრულად წაკითხვა →

{ 10 comments }

2009 წლის რეზოლუცია რომ დავწერე, მესამე პუნქტად მეწერა “კოსმოში დავიწყებ მუშაობას”.

ჰოდა აღსრულდა ოცნება!

ერთი წლის ნაოცნებარი სამსახური მივიღე! ის რაც ამდენი ხანი მინდოდა, ვგეგმავდი, ვფიქრობდი…

შემიძლია ამაყად ვთქვა ხოლმე: მე ჟურნალ კოსმოპოლიტენში ვმუშაობ!

გუშინ ვიყავი, ასე ვთქვათ, გასაუბრებაზე. სინამდვილეში “გასაუბრება” ერთი წლის მანძილზე რედაქტორთან ვირტუალური მიმოწერით მიმდინარეობდა. პირველი მიმოწერა შარშან ივნისში შედგა და მას შემდეგ ძალიან ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი ერთმანეთს შევხვედროდით, თუმცა გუშინ როგორც იქნა მივაღწიე კოსმოს ოფისში და ყურებამდე გაღიმებული ვიჯექი და ვუსმენდი staff-ის პოლემიკას უკანასკნელი პოლიტიკური ამბების შესახებ.

სამუშაო გრაფიკი ძაან თავისუფალი მაქვს. მარშუტკა 20 წუთში მიდის ოფისამდე.

ორშაბათიდან ვიწყებ მოკლედ კოსმო-დღიურების წერას და კიდე ძალიან ძალიან საინტერესო პროექტებს. ^_^

ჩემი პოზიცია რედაქტორის თანაშემწეობა იქნება. ზუსტად ისე, როგორც Anne Hathaway-ა ფილმში Devil Wears Prada.

ოღონდ ამ შემთხვევაში რედაქტორში გამიმართლა. :sweet:

Devil Wears Prada

Devil Wears Prada

{ 22 comments }

Gratz!

by Sweety on 9 მაისი, 2009 · 11 comments

in ოჯახი,სვითის ვნებანი

გილოცავ კოწიკ დაბადების დღეს!!!!

გისურვებ:

green card

green card

ძალიან მიყვარხარ!!!

იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე ერთი წლის წინ!

ერთი წლის წინ კიდე იმაზე მეტად მიყვარდი ვიდრე ორი წლის წინ!

ნამდვილი ევოლუციაა ეს სიყვარული :love: :drug:

geek-ური ტორტი :D

ესეც შენ: geek-ური ტორტი :D

{ 11 comments }

კოტემ მომიტანა სამსახურიდან :D

სად გაჩითა აზზე არ ვარ :D

10 წუთია ვატრიალებ და ზანგი ქალის სისხლს ვგრძნობ ძარღვებში :lol:

[podcast]http://sweet.ge/wp-content/uploads/2009/05/present-for-margalo-peopl.mp3[/podcast]

P.S. ტი შტო, დიბილ’ ილი გლიუხოი? o_O

beyd

{ 13 comments }

ადრე Ugly Betty-ს რომ ვუყურებდი, პოსტი დავწერე ამ ჩანთაზე: Handbag

დღეს Gossip Girl-ის ყურება დავიწყე და პირველივე სერიაში…

$158 რომ არ ღირდეს, ვიყიდიდი რა… :user:

Gossip Girl S01E01 Screenshot

Gossip Girl S01E01 Screenshot

{ 8 comments }

</