მოდა

გადავწყვიტე დავხარჯო! – ანუ 3 ფეხსაცმელი 190 ლარად

როგორც იქნა გადავწყვიტე რომ ჩემი ამ ხნის მანძილზე ბლოგინგიდან მიღებული და დაგროვილი შემოსავლები რაღაცეებში დავხარჯო.

როცა დავიწყე ბიუჯეტის დათვლა, აღმოჩნდა, რომ ნაწილი უკვე დამიხარჯავს, მაგრამ შემომრჩა რაღაც 300-მდე დოლარი, რომელსაც ლეკვის საყიდლად მქონდა შენახული.

თუმცა, რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ ტყუილად ვინახავდი:

  1. ჯერ ერთი ისეთი ლეკვი, როგორიც მე მინდა თბილისში არ იშოვება.
  2. რომც ვიშოვო, 300 დოლარი არ მეყოფა.
  3. რომც ვიშოვო და რომც მეყოს, სამსახურის გამო ვერ მოვუვლი.

ამიტომაც გადავდე ძაღლის ყიდვა უახლოესი მომავლისთვის და ჩავიძირე ონლაინ შოპინგის მაცდურ ტალღებში.

საერთოდ ყიდვისას ძალიან დიდი ხანი ვარჩევ რაღაცას.

ჯერ ყველაფერს რაც ოდნავ მაინც მომეწონება ვყრი სავაჭრო კალათაში, მერე დღეების განმავლობაში ვცხრილავ და ვზომავ, ნამდვილად მინდა თუ არა, მემეტება ფული თუ არა, იგივეს თბილისში უფრო იაფად ვიშოვი თუ არა და ა.შ.

მაქვს რამდენიმე საყვარელი ონლაინ მაღაზია, რომლებსაც ძალიან ხშირად ვათვალიერებ: Continue reading

როგორ შევარჩიოთ ტანსაცმელი – ქალებისთვის

asdaasd

Casual Wear

ადრე დავწერე ამ საიტის შესახებ და კიდევ უნდა ვახსენო.

ამ საიტზე დევს ტუტორიალები და buying guide-ები აბსოლუტურად ყველაფერზე. აქვე შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები საჩუქრების შესახებ და ეს ყველაფერი უფასოა!

პატარა ტუტორიალს ვდებ თუ როგორ უნდა შეარჩიოს ქალმა ოფიციალური ტანსაცმელი.

წყარო: Guide to Work Clothes for women

საუბარია პიჯაკზე და ქვედაბოლოზე, რომელსაც არა ყოველდღე, არამედ განსაკუთრებული შეხვედრების დროს იცვამ. Continue reading

Gossip Girl Handbag

ადრე Ugly Betty-ს რომ ვუყურებდი, პოსტი დავწერე ამ ჩანთაზე: Handbag

დღეს Gossip Girl-ის ყურება დავიწყე და პირველივე სერიაში…

$158 რომ არ ღირდეს, ვიყიდიდი რა… :user:

Gossip Girl S01E01 Screenshot

Gossip Girl S01E01 Screenshot

failure to shop

$ 10.90

$ 20

აუ რა უბედურებაა რა…
რამდენიმე დღის წინ ეს ფეხსაცმელი გამოვიწერე. კაი ხანია მინდა.

ამას წინათ ერთი გოგო დამიკავშირდა ფორუმიდან ერთად გამოვიწეროთ რაღაცეებიო.
კაი მეთქი და ეგრევე დავძებნე ეს ფეხსაცმელი კიდევ თუ ქონდათ. აღმოჩნდა რომ იყო, ფერიც და ზომაც.
მოკლედ ყავისფერი შევუკვეთეთ და იმ გოგომაც რაღაცეები. 20 $ დამიჯდა თავის შიფინგიანად.
მაგრამ დღეს მეუბნება ის გოგო რომ დაუზუანდათ შენი ფეხსაცმელი და აღარ გამოაგზავნეს ფულს გადმოგირიცხავენო.

საიტზე შევედი ახლა და ზომები აღარ აქვთ.

ნუ დეფიციტური ფეხსაცმელია ყველა ყიდულობს ეტყობა თან 8 და 8,5 ზომები ძალიან ხოდშია. ქალების 70% მაგ ზომის ფეხი აქვს.

დარწმუნებული ვარ დაჟე, რომ არაფერი არ დაზიანებიათ, არამედ რომელიღაცა მტვირთავს ან მოლარეს დაევასა და სახლში წაიღო. :((

მაინც დავითრევ ამ ფეხსაცმელს ვაა!!!

მაგათა თელავი სოფელი ხომ არა ჰგონიათ??!!!