ჩემმა სრულიად ახალმა ნაცნობმა, ამერიკელმა ჯარისკაცმა იენმა ერთი ფანტასტიკური ბლოგი აღმომაჩენინა. ვერ მოვწყდი. შეიძლება იმიტომ, რომ უბრალოდ ასეთი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში. ან შეიძლება იმიტომ, რომ უბრალოდ გენიალურია.
ზოგი პოსტი უბრალოდ ერთი წინადადება და ფოტოა, მაგრამ იმდენად გულში ჩამწვდომი, რომ ასობით კომენტარია მასზე გაკეთებული. არქივების კითხვაც კი დავიწყე. ერთ-ერთი ბოლო პოსტის გადათარგმნა მომინდა საშინლად. არ ვიცი, რამდენად კარგი გამომივიდა, მაგრამ ორივე ვერსიას წარმოგიდგეთ.
თქვენც ეწვიეთ ბლოგს და თქვენი ფავორიტი პოსტების ლინკები მომწერეთ…
მეც მინდა, ასე გრძნობით ვწერდე.
(რაც შეეხება ამერიკელი ჯარისკაცის გამოჩენას, მაგ სახალისო ისტორიას ამ დღეებში მოგიყვებით. :$ )
ეს პოსტი წარმოადგენს 5 ნაწილს 5 ნაწილიან სერიაში Twitter
ტვიტერის ძალიან საყვარელი სერვისი არსებობს, TweetCloud.com. შეხვალ, ავტორიზაციას გაივლი, მონიშნავ დროს, ღრუბლის ზომას და საიტი ტვიტების ღრუბელს აგენერირებს.
ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩემი ყველაზე ხშირად დატვიტული 3 სიტყვა იყო:
Love, Hate & Thanks
თქვენც გააკეთეთ და კომენტარებში დამიწერეთ თქვენი ტოპ-3 სიტყვა.
დღეს ცოტა ნერვებ მოშლილი ვიყავი და არ ვიცოდი რა მეკეთებინა.
სანამ კრიტიკულ კომენტარს დაწერდეთ, გაითვალისწინეთ, რომ პიანინოზე დაკვრა არ ვიცი, დაახლოებით 15 წუთის ნავარჯიშები მქონდა ეს აკორდები და ხმას საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. (მესმის, რომ ერთი-ორგან საშინელი დეტონაციები მაქვს. დაიკიდეთ, მოგეშვებათ.)
სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტას ყოფილმა შეყვარებულმა ერთხელ უთხრა:
- შენ ვერასდროს მიაღწევ წარმატებას, ვერასდროს აიღებ „გრემის“, შენი არცერთი სიმღერა ჰიტი არ გახდება და მეც სწორედ ამის იმედი მაქვს!
სტეფანიმ კი მიუგო:
- ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩვენ უკვე ერთად აღარ ვიქნებით, კაფეში შეხვალ და ყავასაც კი ვერ დალევ ჩემი სიმღერის მოსმენისა და ჩემი სახის დანახვის გარეშე…
* * *
ორიოდე კვირის წინ მეგობარს ვკითხე მოსწონდა თუ არა მისი სიმღერები. მისი აზრი მართლა მაინტერესებდა, მაგრამ უფრო საპასუხო შეკითხვას მოველოდი – შენ?
მინდოდა გამერკვია იმ მომენტში რას ვუპასუხებდი. უფრო სწორად – ჩემი პასუხი ერთხელ და სამუდამოდ ხმამაღლა, სიტყვებში დაბეჭდილი დამეფიქსირებინა, რადგან აგერ უკვე ერთ თვეზე მეტია ვფიქრობდი მომწონდა თუ მძულდა და აქამდე ვერ გადამეწყვიტა.
და მან დამისვა საპასუხო შეკითხვა… ჩემი პასუხი კი ისევე გაურკვეველი იყო, როგორც ფიქრები.
- რიტმებზე მეცეკვება… – მელოდია მემღერება… – გარეგნობა არ მომწონს… – ჩაცმულობა მაღიზიანებს… – მუსიკის სიღრმეს დიდად ვერ ვწვდები… – არ ვიცი… – ვერ გადამიწყვეტია მომწონს თუ არა!
ეს პოსტი წარმოადგენს 1 ნაწილს 4 ნაწილიან სერიაში PhotoSeries
ეს ფოტოები 31 იანვარსაა გადაღებული აკაკის მიერ. გიორგი იმ ღამეს ჩამოვიდა ლონდონიდან და ეს სწორედ პირველი შეხვედრის ფოტოებია.
ამ დღეს აღიბეჭდა შეხვედრა, ცრემლები (მე არ შევსწრებივარ ), სიცილი, საჩუქრების გადაცემა და ერთი სიტყვით აკას ფოტოაპარატი ხელიდან არ გაუგდია.
ელვისში ვიყავით, ფილარმონისს ქვეშ. ამ ბოლო დროს მანდ ხშირად დავდივარ და ბევრმა მითხრა უკვე, “ელვისში დაგინახეო”. ეტყობა თქვენც ხშირად დადიხართ. კარგი ადგილია ძალიან!
ყოველ საღამოს, აი, როცა ძილის წინ საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და იმდენად დაღლილი ვარ, რომ ნორმალურ თემაზე ფიქრიც კი არ შემიძლია, თვალწინ მიდგება ყოველდღიური სერიალი ჩემს ცხოვრებაზე სახელწოდებით – “ეს რომ სხვანაირადიყოს“.
ამ სერიალში თავს ისე ვგრძნობ, როგორც ალისა – სარკის მიღმეთში.
ყველაფერი მართლა სხვანაირადაა!
ხან მდიდარი ვარ, ხან ღარიბი, ხან ძველი წელთაღრიცხვის ხანაში ვცხოვრობ, ხან სულ სხვა პლანეტაზე, ხანაც მითიური არსებებით გარშემორტყმული, ძველი ბერძნული ან ეგვიპტური მითოლოგიის პერსონაჟი ვარ.
ვოცნებობ და დავქრივარ ამ საოცარ სამყაროებში სადამდეც ფანტაზია და წარმოსახვის უნარი მეყოფა.
ადრე დავწერე ვარდისფერი ფილმები მიყვარს მეთქი. მისი მნიშვნელობა კი არ ამიხსნია.
ვარდისფერი კინო ჩემი მოგონილი სახელია. მასში მთავარი პერსონაჟი (მოდით მას ”პრინცესა” შევარქვათ) აუცილებლად ქალია, აუცილებლად 22 წელზე ზემოთ, აუცილებლად მეოცნებე და აუცილებლად რაღაც “პრობლემით” (ზოგს სიმსუქნე აწუხებს, ზოგს შოპინგისადმი ზედმეტი სიყვარული, ზოგი კი უბრალოდ ძალიან ქერაა ).
მაგრამ მთავარი ეს მახასიათებლები კი არაა, მთავარია ის, რომ მრავალჭირვარამგადანახადი პრინცესა (OMG! გეხვეწებით წარმოიდგინეთ! ) ფინალში აუცილებლად აღწევს წარმატებას ან ისრულებს თავის ოცნებას.
* * * მე და შენ გავარღვევთ კოკაინის დიუნებს. გავცურავთ ალკოჰოლის ტალღებზე. დავამტრვრევთ შპრიცებს. გავალღობთ ერთმანეთის გაყინულ ხელებს. შევხვდებით სიზმრებში და გვექნება სამყარო, რომელიც არ არსებობს. დამინახე სიბნელეში. ჩემი სისხლი. შენი სისხლი. ჩვენი სისხლი. მეტი... (8 კომენტარი)
This most exciting blog ever was created by Sweety, in Tbilisi, 2005, during a very lazy and hot spring, when she was suffering from pollen allergy, and she was abso-fucking-lutely in love.