- 16 სართულიანის ბოლო სართულიდან გადმოგიხედავს?
- არა, მაგრად მეშინია სიმაღლის.
- ესე იგი შენ ვერასდროს გაიგებ რას ვგრძნობ, როცა მენატრები.
- გადმოვიხედავ. : *
არ გადმოიხედავ შენ… მაგრამ მე გადმოგახედებ!
![]()
{ 27 comments }
Brunette with lots of Blonde moments...
From the category archives:
- 16 სართულიანის ბოლო სართულიდან გადმოგიხედავს?
- არა, მაგრად მეშინია სიმაღლის.
- ესე იგი შენ ვერასდროს გაიგებ რას ვგრძნობ, როცა მენატრები.
- გადმოვიხედავ. : *
არ გადმოიხედავ შენ… მაგრამ მე გადმოგახედებ!
![]()
{ 27 comments }
მე და შენ გავარღვევთ კოკაინის დიუნებს. გავცურავთ ალკოჰოლის ტალღებზე. დავამტრვრევთ შპრიცებს. გავალღობთ ერთმანეთის გაყინულ ხელებს. შევხვდებით სიზმრებში და გვექნება სამყარო, რომელიც არ არსებობს. დამინახე სიბნელეში. ჩემი სისხლი. შენი სისხლი. ჩვენი სისხლი.
ჩვენ ნარკოტიკი არ დაგვჭირდება. ერთმანეთს ვეყოფით. ამოწურვამდე და მერე მინუს უსასრულობამდე. თავდაყირა დავდგებით. 69-ჯერ.
შევხვდებით 7-ის 17 წუთზე და გადმოვიხედავთ 16 სართულიანი კორპუსის ბოლო სართულიდან, რომ ხელის გულებში მონატრებამ დაგვიაროს. სევდას შევაწუხებთ ჩვენი სიცილით.
ვიცხოვრებთ იმ დრომდე სანამ ვართ და ვიქნებით იმ დრომდე სანამ ვცხოვრობთ.
{ 8 comments }
დღეს ისე დამაწვიმა, მეგონა წამლეკავდა.
ოცამდე სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად ავტობუსის გაჩერებას ვიყავი შეფარებული. ერთმანეთს ვეკროდით. სუნთქვა გვიჭირდა. გადახურულში ღრიჭოებიდან წვიმა შემოვიდა. გზაზე წყალი დაგუბდა. ტროტუარს მისწვდა, ყოველი ავტობუსის გამოვლაზე დიდდებოდა და ტალღებად გადმოდიოდა ჩემს ფეხსაცმელებზე.
სველ ქვაფენილს გავყურებდი. ღიმილით. კოკისპირულად წვიმდა. ნაბიჯი გადავდგი და წყლის ფარდის ქვეშ აღმოვჩნდი. წვიმამ დამინახა და მშიერი მეცა მშრალს.
თვალები დავხუჭე.
მტკივნეულად ვგრძნობ, როგორ მეხება პირველივე წვეთი, როგორ აღწევს თმის სიღრმეში. მისველებს შუბლს, თვალებს, ტუჩებს. რა საჭიროა ტირილი, როცა წვიმა იტირებს ჩემს მაგივრად.
ვდგავარ გაბრწყინებული და თვალდახუჭული. არაფერი მაწუხებს. სრულად ვენდობი სტიქიას. უფლებას ვაძლევ, დაიპყროს ჩემი სიმშრალე. ხელებს ვადუნებ, ვათავისუფლებ, მორჩილად ვუშვებ.
თქეშია. წვიმამ ჩამიკრა გულში. მხრები გამელუმპა. დაღლილი წვეთები მკლავებს ჩააცოცდნენ, თითებს ჩაუყვნენ, ჩაწანწკარდნენ.
ღრმად ამოჭრილ მაისურში მკერდს წვიმა ასკდება. მე კი მხოლოდ იმას ვგრძნობ, თუ როგორ ვკარგავ წვეთებს თითებით, როგორ მწყდებიან. თითეული წვეთი როგორ იწელება, როგორ მშორდება და სადღაც უფსკრულისკენ მიექანება.
წვიმა კანზე თბილ, სველ და წებოვან ნაკვალევს მიტოვებს. მაგრამ არ ვინძრევი. შენთან წვეთები მაკავშირებს. წვეთები, რომლებსაც ამ წამს ვკარგავ და გაშვება არ მინდა. ყოველი მათგანი მეძვირფასება.
შენ ამას ვერ გაიგებ.
ვერ გივიწყებ, ისევ მეწვეთები.
ნეტავ როდის გადაიღებს…
{ 20 comments }
ჩემმა სრულიად ახალმა ნაცნობმა, ამერიკელმა ჯარისკაცმა იენმა ერთი ფანტასტიკური ბლოგი აღმომაჩენინა. ვერ მოვწყდი. შეიძლება იმიტომ, რომ უბრალოდ ასეთი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში. ან შეიძლება იმიტომ, რომ უბრალოდ გენიალურია.
ზოგი პოსტი უბრალოდ ერთი წინადადება და ფოტოა, მაგრამ იმდენად გულში ჩამწვდომი, რომ ასობით კომენტარია მასზე გაკეთებული. არქივების კითხვაც კი დავიწყე. ერთ-ერთი ბოლო პოსტის გადათარგმნა მომინდა საშინლად. არ ვიცი, რამდენად კარგი გამომივიდა, მაგრამ ორივე ვერსიას წარმოგიდგეთ.
თქვენც ეწვიეთ ბლოგს და თქვენი ფავორიტი პოსტების ლინკები მომწერეთ…
მეც მინდა, ასე გრძნობით ვწერდე.
(რაც შეეხება ამერიკელი ჯარისკაცის გამოჩენას, მაგ სახალისო ისტორიას ამ დღეებში მოგიყვებით. :$ )
Monday, June 14, 2010
The Taking Of Turns
You are in some songs that still get played on the radio when the DJ is feeling nostalgic.
You are in a book you once lent me (never returned) with yellowed pages.
You are in trees when I touch them, even ones without names carved into them.
You are in the way someone on the street laughs as I pass them.
You are in a box I keep filled with letters.
You are in a ring I no longer wear.
And, every day, you each get a moment to haunt me.
* * *
შენ სიმღერებში ხარ, რომლებიც მხოლოდ მაშინ გადის რადიოში, როცა წამყვანს ნოსტალგია შემოაწვება.
შენ ფურცლებგადაყვითლებულ წიგნში ხარ, ადრე რომ მათხოვე და დაბრუნება ვერ მოვასწარი.
შენ იმ ხეებში ხარ, რომელთაც ვეხები, თუნდაც ზედ ჩვენი სახელები არ იყოს ამოკაწრული.
შენ იმ უცნობის სიცილში ხარ, ქუჩაში რომ შემთხვევით მოვკარი ყური.
შენ ყუთში ხარ, წერილებით რომ გავსებულა.
შენ ბეჭედში ხარ, რომელსაც უკვე აღარ ვატარებ.
და თითოეული თითო წამით მსტუმრობთ ყოველ ცისმარეს.
{ 9 comments }
როგორც შეგპირდით, ვიდეო დამონტაჟდა და Youtube-ზეც დაიდო.
უკვე იმდენჯერ ვუყურე, სიმღერაც მომბეზრდა და თქვენი სიფათებიც
თავიდან ჟრუანტელი მივლიდა. ბოლოსკენ უკვე აბსოლუტურად უემოციოდ ვუყურებდი. (ერთადერთი, 1:42-ზე რატომღაც გული მეკუმშება…)
აი ეს არის რეჟისორის / ორგანიზატორის ხვედრი. They can never enjoy their own art.
საბოლოო ჯამში ამ ემოციების გათვალისწინებით მგონია, რომ ბანძია. იმედია თქვენ მაინც მოგეწონებათ.
პირველ ყურებაზე გამორთეთ ანოტაციები მარჯვენა ქვედა კუთხიდან (მანდ მხოლოდ თქვენი ბლოგების ლინკებია, რაც მგონი ისედაც იცით)
გაუშვით FullScreen-ზე! ზოგიერთი ეფექტი პატარა ფანჯარაში არ ჩანს.
* * *
სასიამოვნო ყურებას გისურვებთ..
* * *
P.S. სიმღერის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან.
All-I-Want-For-Christmas.mp3
{ 64 comments }
რამდენიმე დღის წინ, თავში გენიალური იდეა მომივიდა: გამეკეთებინა ქართველი ბლოგერების საახალწლო მილოცვა დანარჩენი სამყაროსადმი.
იდეა ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე ნაპოვნმა პოსტმა შთამაგონა, მაგრამ იქ ცოტა უფრო ბანძად იყო გაკეთებული და ამიტომ მათი შეცდომის გამოსწორება მე განვიზრახე. (პოსტის ლინკს შეგნებულად არ ვდებ, რომ ჯერ-ჯერობით სიურპრიზის ეფექტი არ გავაფუჭო!)
მოკლედ 50-მდე ბლოგერს გავუგზავნე ამ პროექტში მოწვევის წერილი და უმრავლესობამ დასტურით მიპასუხა.
ყველას დავუგზავნე გარკვეული ფრაზები და მათი დავალება იყო რომ ამ ფრაზების მონაწილეობით გადაეღოთ კრეატიული ფოტოსურათები.
20-მდე ბლოგერის ნამუშევარი უკვე ჩემს ლეპტოპში ძევს და დამონტაჟებაც დავიწყე.
ისე მიხარია ვერ აღგიწერთ. კლიპის დამონტაჟებულ ნაგლეჯებს რომ ვუყურებ თვალზე ცრემლი მადგება…
უბედნიერესი ვარ, რამე ასეთ გრანდიოზულს რომ ვიწყებ და ხალხიც ამყვება ხოლმე.
დღეს ველოდები უმრავლესობის ფოტოსურათებს.
გთხოვთ არ დაიზაროთ და რამე უბრალო მაინც გადაიღოთ, თორემ ეს ვიდეო 10,000 ნახვას რომ გადააჭარბებს youtube-ზე, მერე გული დაგწყდებათ.
თანაც ყველა ბლოგერის ფოტოზე მისი ბლოგის ლინკი განთავსდება.
მაშ ასე, ყველამ გამოიგზავნეთ ფოტოები და დაელოდეთ ქართული ბლოგოსფეროს ისტორიაში ყველაზე ლამაზ და ამაღელვებელ მუსიკალურ ვიდეო-კლიპს!
ერთ-ერთი სურათი რომელიც ძალიან მომეწონა:
P.S. ვინც ჯერ კიდევ არ იცით ამ პროექტის შესახებ, მომწერეთ კომენტარებში და ვეცდები ჩაგსვათ სცენარში. ზოგმა ბლოგერმა უარი თქვა გუშინ და ფრაზები ჯერ კიდევ დარჩენილია…
(მონაწილეობისთვის აუცილებელია ბლოგის ქონა!)
{ 24 comments }
მჯერა, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს გარესამყაროს.
ბავშვობაში ალბათ თქვენც დაგინახავთ შპალერის არშიებზე და მოხატულობებზე სხვადასხვა ცხოველები, ჯუჯები, მფრინავი ცხენები.
საერთოდაც, ერთი დიდი ფანტასტიკური საყაროს მცხოვრები ვარ. სრულად წაკითხვა →
{ 9 comments }
ეს პოსტი ვიპოვე შემთხვევით ბლოგებზე ძრომიალისას: Apparently, my bling likes to swing
ორი წელიწადია ვინახავ ზუსტად ასეთ სუფთა დაფას, რომელზეც მინდოდა რაღაც კომპოზიცია დამეხატა და დამეზარა.
სხვა გამოყენებაც ვერ მოვუძებნე.
რამე იდეები მომაწოდეთ, რაში შეიძლება გამოვიყენო, ჩარჩოზე გადაკრული თეთრი ტილო.
თუ არადა მეც ისეთ სამკაულების საკიდს გავაკეთებ, რაც იმ პოსტში ვნახე.
[...აქ ჩავსვამ ჩემი დაფის სურათს, მოგვიანებით, როცა სახლში მივალ... გავბანძდი და ვერ ჩავსვი. დამეზარა გადაღება]
{ 7 comments }

შენს გრილ სუნთქვას შეფარებული,
გადავრგავ ჩემი ოცნებების ჩითილებს რეალობაში
და გამოვართმევ მათ სიცოცხლეს ალვის რტოებს…
ვერ ვიკავებ სიყვარულს…
ვერც შენს მზერას გულში
და ვერც შენს შეხებას გონებაში…
გამანათა შენმა ღიმილმა,
როგორც ადრეული გაზაფხულის თბილ დღეს ანათებს
ალერსიანი და სათნო მზის სხივი…
რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ გაგიჟდებოდი…
ნამდვილი შეშლილივით ირბენდი დედამიწაზე და ფოთოლცვენისას დარჩენილ ფოთლებს დაითვლიდი ხეებზე…
და მერე მეტყოდი…
”სუ, ჩუმად…
ნახე…
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა…
ვიღაცამ მაცივრის კარი გამოაღო და იქიდან გაყინული სიყვარულის ნაჭრები გამოიღო…
ვიღაცამ სული შთაბერა სიყვარულს…”
შენ კი მე მაცოცხლებ…
როდესაც შენს თვალებს წავაწყდები ამ გაბინდულ რეალობაში, რომელმაც დაკარგა რიტმის გრძნობა და მიერითმა უსასრულო ჟამთა დინებას,
გულის ყოველი ნაწილაკი შეიგრძნობს განუსაზღვრელ სითბოს…
ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ…
ვგრძნობ რომ მტკიცე ვარ და შეუვალი…
შენ გძნობ, რომ ცოცხალი ხარ, მე კი შენს თითებს ვეფერები უგზოუკვლოდ ატირებული…
ნაძვის ხეებზე ვამაგრებ გირჩებს და მალე ახალი წელი მოვა….
გადმომწვდი და გადმომიგდე შენი უხვი სათნოება…
გამოატანე ნიავს სიცილი… და მე პასუხად ღაწვზე გაჩენილ ნაოჭში კოცნას გამოგიგზავნი…
შენ რომ იგრძნობ გულში ჩაიკარი და არავის უთხრა.
გვეცოდინება მხოლოდ ჩვენ ორს. მე და შენ…
და საჩუქრებით გალაღებულნი შევხვდებით ერთმანეთს ყველაზე მაღალი ნაძვის ხის ძირში…
ვივლით ხელიხელჩაკიდებულნი… ნიავიც ჩვენ გამოგვყვება… და თუ შეგვცივდება ატმის სურნელს მოგვინიავებს რომ გაზაფხული ვიგრძნოთ…
შენ რომ ასე მიყვარხარ, ბეღურებს რა ვუთხრა?
{ 4 comments }
დაიკიდე რომ აღარ ხმაურობს წვიმა შენი ფანჯრის მინაზე…
ისიც დაიკიდე რომ მზე გამოვიდა…
რა მნიშვნელობა აქვს როგორ გინდოდა…
გიხარია? გტკივა? იქნებ გულის ნაფლეთებად დაშლას უცდი სანამ რაიმეს იტყოდე…
რატომ იკავებ თავს?
მოდი, იყვირე, შემომხედე სახეში, გამისწორე თვალი და მითხარი რომ გაქცევა გინდა…
არ გინდა???
მაშ რას ნიშნავს შენი ჩუმი მზერები… შენი აუჩქარებელი ფეხაკრეფილი ნაბიჯები? რატომ არ მომიჯდები გვერდით და არ იმღერებ ჩემთან ერთდ…
ხედავ, ვუკრავ? სწორედ იმ სიმღერას შენ რომ გიყვარს…
წერა დამავიწყდა…
აზრის ძაფიც გამიწყდა…
იმედიც გადამეწურა
რომ რამეს გეტყვი… ან მეტყვი…
მინდა სხვა…
რა მინდა…
შენ ხომ მიმიხვდები. შენ ხომ უსიტყვოდ გესმის..
ნახე, გაიხედე, გარეთ გრიგალი ანგრევს ყველაფერს…
-სიგარეტზე ჩაგეგზავნო?
იქნებ წამიღოს ამ ქარმა…
იქნებ მომგლიჯოს ცრემლისფერ დედამიწას…
მერე გადავუფრენდით ნაწვიმარ ტყეებს…
მე და შენი ერთი კოლოფი სიგარეტი…
სამყარო მინდა…
მივიწყებენ ჩემგან წასული მგზავრები…
ვივიწყებ მათ ვისგანაც წავედი…
უფრო დიდი სამყარო მინდა…
სად დავმალო ჩემი სიშიშვლე?
სული რას შევაფარო?
იქნებ გინდოდა მალე ამომეტანა შენი ერთი კოლოფი სიგარეტი, და მე კი ამ დროს ჰეეე… სამყაროს ვუფრენ გარშემო, დიდი ხნის წინათ ამოვარდნილ ქარიშხალთან ერთააად…
ხო… მაპატიე…
ასე დავიგვიანე…
აჰა… ესეც ხურდა…
დავსველდი? არა უბრალოდ ცოტა დავიღალე… არ წვიმს… ქარია…
დაიკიდე… თუ მოგინდება ისევ ჩავალ…
ჩემს გულის ცემას ვუსმენ სულგანაბული… დღეები დღეებს მისდევენ, წუთები – წუთებს…
ვეღარ ვიოკებ მომუჭულ მუშტში ჩატეულ მთვარეს…
გული გეტკინა…
დაიკიდე ეგეც…
{ 1 comment }
ჩამომათენდა
კიდევ ერთი მზიანი ღამე
დავსდევ შენს ჩრდილებს…
ვეფერები წარსულის სტროფებს…
ვიხლართები
ობობის ქსელში…
ფანტაზიასთან მწყრალად ვყოფილვარ
ეს მაშფოთებს
და გულს მიტოკებს….
როგორც დაბალი ძაბვის ელექტროობა…
სხეულში მივლის ეს გულის ფეთქვა…
რაღაც სიმძიმით დამიამებს წუხანდელ ტკივილს…
ალბათ…
აწკრიალდება ხვალ უთენია ტელეფონი…
-მოდიხარ?
- არა…
-სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა..
-მე ხომ მკვდარი ვარ… რაღა უნდა იყოს ამაზე უფრო სამკვდრო-სასიცოცხლო…
-მაინც.. იქნებ სიცოცხლე გეძვირფასება…
- არ დამრჩენია არაფერი ამ ქვეყანაზე, რომ ვიძვირფასო ეს ერთი მტკაველი სიცოცხლე…
-კარგი…
და ტელეფონის ყურმილში ისმის წყვეტილი ტუ-ტუ-ტუუ….
გავაგრძელებ ძილს. დავიამებ ყველა იარას…
ამ უსასრულო მუსიკამაც გადამიარა…
მივყვები მოცარტს…
სტაკატოები მესობიან თვალებში ნემსად…
მიყვარს ვალსები…
მაგრამ ვერ ვიტან იმ გარემოს სადაც ისმის ვალსის კვნესა…
პურიტანები და სნობები…
ფუF… რა მყრალია თქვენი სუნამოები
გველის ტყავივით სლიპინა და საზარელი:
აბრეშუმის კაბები…
იცი, მგონი მიყვარდები?..
ავიდეთ სადმე მაღალი სახლის სახურავზე…
გავიშალოთ თმა…
ვიცეკვოთ ვალსი
ანდა ვიმღეროთ
შევარჩიოთ სიტყვები ჩაიკოვსკისთვის…
-ჩაი?
-კოვზი…
-კი…
არ დაგვჭირდება ბევრი სიტყვა…
ერთმანეთს ვეყოფით…
აღარ ვიქნებით გუშინდელივით უცხოები…
თავიდან კიდევ ერთხელ შევეჩვევით
ერთმანეთის თვალების ფერს..
ერთად სუნთქვას და ვალსის ცეკვასაც..
მდა… ეს მუზა რაღაც მევასა…
ამოვქექავ ჩემს ძველ ჩემოდანს
შარშანდელი და იმისწინდელი დღიურებიდან ამოვხევ ფურცლებს…
წავშლი რასაც ვგრძნობდი მაშინ…
რომ ისევ ვწერო
და ყოველი ლექსი იყოს ჩემთვის პირველი…
ხოლო შენ დაიტაცებ და შეაგროვებ ამ ნახევებს…
და ერთ ღამეს, როცა ამდენ ტკივილს შენი მუზაც ვეღარ გაუძლებს…
ჩაუჯდები ჩემი ცხოვრების ზოლიან და მკვეთრ აბლაბუდას…
გაიხლართები, როგორც ახლა მე გავიხლართე…
და სიყვარულით გულში ჩაიკრავ ჩემი ძველი ლექსის ნაკუწებს…
{ 2 comments }
სანამ წაიკითხავ ეს სიმღერა გადმოწერე, ჩააგდე პლეილისტში და როგორც კი პირველი სიტყვა გაიჟღერებს მაშინ დაიწყე კითხვა…
* * *
Побледневшие листья окна заpастают пpозpачной водой…
19 წლის გოგო სადარბაზოდან გამოვიდა, კრემისფერი ნაოჭაყრილი ქვედაბოლო და შავი მაისური ეცვა, ხელში კრემისფერი ჩანთა ეჭირა, ყავისფერი ტყავით გაწყობილი… კეფიდან მუქი წაბლისფერი კულული ეცემოდა მხრებზე…
თაფლისფერი თვალები მოავლო კორპუსის ფანჯრებს, ცხელოდა… საღამოს 5 საათი იქნებოდა, თუ არა მეტი…
У воды нет ни смеpти, ни дна. Я пpощаюсь с тобой.
40-45 წლის კაცი ტაქსში იჯდა სადარბაზოს წინ… მძღოლი: საჭესთან… ნახშირივით შავი მზესუმზირის მარცვლები ეყარა მის წინ პატარა გაშლილ ტილოზე თუ პირსახოცზე… ოდნავ ჭაღარა შერეული საფეთქლები… სწორი ცხვირი და მსხვილი, კოტიტა თითები… იჯდა ტაქსში, მძღოლი…
Гоpсть тепла после долгой зимы – донесем.
19 წლის გოგო ტაქსთან მივიდა…
”თემქაზე…”
”4 ლარი…”
ხელით აჩვენა სამი თითი… მძღოლმა თავი დაუქნია…
გოგოს გაეღიმა…
Пять минyт до yтpа – доживем.
მეგობარი გააცილა ჯერ… მერე ტაქსში ჩაჯდა… ნაოჭაყრილი ქვედა ბოლო მომუჭა მუხლებთან… ტაქსს არ ჰქონდა უკანა კარები.. წინ მოუწია ჩაჯდომა… რიდით გადახედა მძღოლს. ის ქვანახშირივით შავ მზესუმზირას შეექცეოდა… მარცხენა ფეხი მარჯვენის ქვეშ შემოატარა… როგორც ძველად დიდგვაროვანი ქალები სხდებოდნენ, სწორედ ისე… უყვარდა ასე ჯდომა…
Hаше моpе вины поглощает вpемя-дыpа
Это все, что останется после меня,
Это все, что возьмy я с собой.
С нами память сидит y стола, а в pyке ее пламя свечи.
ტაქსი დაიძრა… მძღოლი ფიქრობდა. გოგოს ნაოჭი გასჩენოდა შუბლზე. ნეტავ რატომ?
Ты такой хоpошей была, посмотpи на меня, не молчи.
”მივალ, დავჯდებ, მკითხავს: ’რა უნდა გეთქვა?’
გავჩუმდები… როგორც ყოველთვის… ისევ მკითხავს ის. ნეტავ არ მკითხოს თავიდანვე. რომ ლაპარაკს მოვაყოლო, ისე, სასხვათაშორისოდ ვუთხრა… როგორც წუხანდელ სიზმარს მოვუყვებოდი…
უბრალოდ. არ გავართულო. რადგან არაა ასეთი რთული. რატომ გამიჭირდება, რატომ?
რატომ მიჭირს, საერთოდ, ასეთი საუბრების დაწყება?”
Кpики чайки на белой стене окольцованной чеpной лyной.
მძღოლმა რადიო ჩართო… რა ნაცნობი რუსული სიმღერა დაიწყო…
ყურს ესიამოვნა…
ფრთხილი, გაზაფხულისებრი დასაწყისი აქვს…
ჩურჩულებს გიტარა… თითქმის ჩურჩულებს ხმაც…
Hаpисyй что-нибyдь на окне и шепни на пpощанье pекой.
”განა სად შეიძლება მიდიოდეს. სულ ახალგაზრდაა… სულ ნორჩი. ჩემი შვილის ტოლი. იქნებ გაკვეთილზე მიეჩქარება მასწავლებელთან. აგვიანდება უკვე… ექვსის ნახევარზე ექნება ალბათ დანიშნული… და ტაქსით ამიტომაც მიდის. ეჩქარება… მეც მალე წავალ…”
გაზს ფეხი მიაჭირა…
Это все, что останется после меня,
Это все, что возьмy я с собой.Это все, что останется после меня,
Это все, что возьмy я с собой.
Две мечты и печали стакан мы, воскpеснyв, допили до дна.
”განა რას მეტყვის? ალბათ გულში ჩამიკრავს და ისევ მეტყვის: ’რა სულელი მყავხარ…’
განა მართლა სულელი ვარ… ისე მოფერებით მეტყვის ხოლმე…
ნეტავ ეს მძღოლი რაზე ფიქრობს ახლა… რა ჭუჭყიანი ფრჩხილები აქვს…”
Я не знаю, зачем тебе дан пpавит мною доpога-война.
”თითებზე მიყურებს…”
მძღოლმა ხელები გადაანაცვლა საჭეზე… თითები დამალა… გოგომ ფანჯარაში გაიხედა…
”რამხელა ხიდი გაუდიათ… თითქოს ორ სამყაროს აკავშირებდეს…
მე და მას.
გაღმით შენა ხარ, გამოღმით მე… შუა ჩაგვიდის მდინარეო…
რა დამთხვევაა…
’რაღაცა არსებობს-თქო’ – ვეტყოდი ახლა…”
И не плачь, если можешь, пpости. Жизнь – не сахаp, а смеpть нам – не чай.
”ხომ არ მიირთმევთ???” – მზესუმზირაზე ანიშნა ხელით მძღოლმა…
”არა, გმადლობთ…” – თავი დახარა… ”რა აჭმევს ამ სიცხეში მზესუმსზირას… ზეთიანია… მაგრამ ისე… რა შუაშია სიცხე.”
არ უყვარდა მზესუმზირა…
”ხმას ვუფრთხილდებიო” – იმიზეზებდა ხოლმე…
რა შუაშია ხმა?!… არ უყვარდა რა…
Мне свою доpогy нести. До свиданья, дpyг, и пpощай
Это все, что останется после меня,
Это все, что возьмy я с собой.Это все, что останется после меня,
Это все, что возьмy я с собой.
საერთოდ რა უცნაურად იწელება ხოლმე ეს გზა… გულისსწორამდე მისასვლელი… გააჩნია რით მიდის და საიდან მიდის, მაგრამ მაინც… უსასრულოდ იწელება ხოლმე… ახლა კი… ახლა პირიქით…
უცებ გაიქროლა ამ ტაქსმა გლდანისკენ გადასასვლელი ხიდი… მერე ”ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურთან აუხვია აღმართზე თემქისკენ…
ზემოდან მანქანა ჩამოდიოდა… ”უპირატესობა ჩვენ არ გვეკუთვნის? რატომ არ დაგვითმო?” – გაახსენდა საგზაო წესების წინა გაკვეთილი. – ”ნამდვილად აღარ მახსოვს… სახლში რომ მივალ ვნახავ ვის ეკუთვნოდა გზა… ეჰ,სულ არ ვაკვირდები საგზაო ნიშნებს. მართალია მამაჩემი, ასე ვერ ვისწავლი მანქანის ტარებას… აწი დავაკვირდები”
სამიოდე წუთი კიდევ იარა მანქანამ…
”ასორმოცდა მერაღაცე სკოლა…” – მარჯვნივ…
”აქ გამიჩერეთ… აი ინებეთ… დიდი მადლობა… ნახვამდის…”
”როგორ ჩავიდა, სკოლასთან. ნამდვილად გაკვეთილზე მიდიოდა… აქვე ასწავლის, ალბათ ,მისი მასწავლებელიც, ამ სკოლაში. ამ კორპუსში ცხოვრობს. უკან რითი წამოვა ნეტავ…
ან ხომ შეიძლება აქ ცხოვრობდეს და იქ იყო სტუმრად წასული???
ეგ რატომ ვეღარ ვიფიქრე?…
რა ნელა მიდის… თითქოს ფეხები უკან რჩებოდეს… თუ მასწავლებელთან მიდის გასაგებია… ჩემს გოგოსაც ასე ეზარება გაკვეთილებზე სიარული…”
Это все, что останется после меня,
Это все, что возьмy я с собой.Это все, что останется после меня,
Это все, что возьмy я с собой.
”ავალ, დამხვდება… როგორ ცხელა რა… ალბათ ისევ თამაშობს. ნეტავ თუ შეაგვიანდება კარების გაღება… ან იქნებ გაიფიქროს ’ოღონდ ახლა არაო’. არ გაიფიქრებს, არა! მე ხომ ვიცი, ’ვიცი’.”
ყურებში გამოყოლილი მუსიკის ხმა ედგა…
”სად არიან ნეტა ისინი, რამდენი დღეა ერთად არ შევკრებილვართ ოჯახი… ამ დღეებში იქნებ მოვახერხოთ… მაგრამ ჩემი ბუღალტერიის გამოცდა ჩაეკვეხა უშნოდ… ვნახოთ…ვეცდები….”
საკუთარ თავს აძლევს პირობას…
”რატომ უნდა მეშინოდეს. განა რა მაქვს სათქმელი ისეთი… არც არაფერი… ნამდვილად ტყუილად ვშფოთავ.
რა სულელი ვარ…
როგორ მომენატრა…”
ნაბიჯსაც აუჩქარა… ჩაისუნთქა ივნისის საღამოს ჰაერი… შეუყვა სადარბაზოს კიბეებს…
Это все, что останется после меня,
Это все, что возьмy я с собой.
”არ უნდა მეფიქრა ამაზე ამდენი… სისულელეა. უბრალოდ ვეტყვი ერთხელ და ეგაა… არაფერი პრობლემა. მორჩა. გაიგებს. ძალიან გულისხმიერია…”
მეშვიდე სართული… 9 საფეხურია დარჩენილი და მის თვალებს წააწყდება ნახევრად სიბნელეში… ან შეიძლება შუქიც კი ჰქონდეს ანთებული…
მის სურნელს შეიგძნობს… რა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს…
აირბინა ბოლო საფეხურები სულმოუთქმელად…
”მომენატრა…”
შეყოყმანდა.. ერთხანს უყურა ხის კარებს… ინიციალები, გვარი…
Это все…
”მორჩა, ვაკაკუნებ…”
Это все…
{ 4 comments }