დიეტის საიდუმლო
თბილისში ჩამოსვლის მერე დიეტაზე ვარ.
ნამცხვრებს და შოკოლადებს არ ვეკარები. არც ცომეულს.
მარტო სალათებს და ხორცეულს ვჭამ. თეთრი პურიც ავკრძალე.
საერთოდ ვერ ვგრძნობ… სამსახურში გუშინ ქაბაბი და მექსიკური კარტოფილი მივირთვი. დღეს რამე სალათს შევუკვეთავ…
ჩემი აზრით დიეტა წარმატებული მაშინ გამოდის, როდესაც კონცენტრირებული ხარ იმაზე, რასაც ჭამ და არა იმაზე, რასაც ვერ ჭამ.
ვის უფრო გრძელი აქვს?
დღეს თინი მესტუმრა სამსახურში.
ავხედ-დავხედე და გადავწყვიტე გამერკვია, ჩვენ ორს შორის ვის უფრო გრძელი აქვს!
ეს ისეთი საკითხია, ყველა დაქალს შორის აუცილებლად გარკვეული რომ უნდა იყოს და თანაც ამ საქმის მოცდა და გადადება არაფრით არ შეიძლება!!!
ამის თქმა იყო და თინიმ დაიწყო პრანჭვა-გრეხა…
ისაო, ესაო, ბიჭები არიან მაინც ოფისშიო, მრცხვენიაო, მარტო რომ ვიქნებით მერე იყოსო, არ შემარცხვინო ახლაო, მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მორჩილად გამომიშვირა.
თავიდან ვცდილობდით ზედმეტი ზომვა-წონვის გარეშე ჩაეარა ოპერაციას და უბრალოდ ერთმანეთისთვის დაგვეტოლებინა, მაგრამ ოფისში მოსიარულე მამრების ყურადღება იმდენად მივიპყარით რომ იძულებული გავხდით უფრო ცივილური ხერხებისთვის მიგვემართა.
ამიტომ, ამოვიღე უჯრიდან ჩემი 30 სანტიმეტრიანი ვარდისფერი სახაზავი და თინის ვუთხარი ჰაერში აღემართა და ჩემსკენ მოეშვირა მუნ იგი გასაზომელი…
სრული 10 სანტიმეტრი დაუფიქსირდა…
“ეგრე არ უნდა” – მეთქი, აღმომხდა აღშფოთების ყიჟინა!
სად იყო და სად არა დავაძრე ჩემიც, გავზომე და… [მეტი...]
KidsNews
ორი კვირის წინ ჯანომ, საბავშვო ამბების პროდიუსერმა, რუსთავი 2-ში დამპატიჟა. სურდა სტუდიაში გადაცემის ჩაწერას დავსწრებოდი და შემდეგ მისთვის ჩემი აზრი გამეზიარებინა.
პირველ რიგში, აღფრთოვანებული დავრჩი ბავშვებით!!!
ყველანი ისეთი საყვარლები, ლაღები და თავისუფლები იყვნენ, ისე არ უშინდებოდნენ კამერებს, მიკროფონებს და უთვალავ განათებებს, მათ შემყურეს მეც კი მომინდა გადაცემის წამყვანობა. [მეტი...]
Blinged Camera
მე-1000 პოსტი!
როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი კრისტალები!
5 თვის ლოდინის შემდეგ ჩამოაღწია მალაიზიიდან. თუმცა მე უკვე იმედი სრულიად გადაწურული მქონდა და გამყიდველს ფული უკან დავაბრუნებინე.
ამის გამო თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ 5 თვე ლოდინი ძალიან ბევრია… თან ათასჯერ შეცვალა ჩემი შეკვეთა, ზოგი რაღაც გაუთავდა იქიდან რაც მინდოდა და სხვა რაღაცეები შემომტენა…
ყოველ შემთხვევაში…
გუშინ გამეთიშა მაგთიფიქსის 48 საათიანი საცდელი პაკეტი და გააქტიურება დამავიწყდა. სახლში ადრე მივედი იმ იმედით რომ ვიდეო პოსტს ჩავწერდი ონლაინ-შოპინგზე, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა.
გადავწყვიტე ფოტოაპარატი მომერთო ჩემი ახალი კრისტალებით და ეს გადამეღო ვიდეოზე.
ამის გაფიქრება და შესრულება ერთი იყო!
ვიდეო გამოვიდა 2 საათიანი, ბევრი უაზრო კადრებით, ამიტომ გადავწყვიტე მკაცრად დავამონტაჟო, თანაც ზოგადად ჩემი პირველი ვიდეო პოსტია, სადაც გავბედე რამე თემაზე ლაპარაკი და ცოტა უცნაურად მეჩვენება საკუთარ თავს რომ ვუყურებ…
როგორც კი მონტაჟს მოვრჩები, ვიდეოს დავდებ Show-ს გვერდზე.
დოდკას ეწერა სადღაც რა პროგრამით ამონტაჟებდა, ადვილიაო, და არ მახსოვს, adobe premiere იყო ვითომ?
P.S. მირჩიეთ რამე ადვილი სამონტაჟო პროგრამა!
ესეც ჩემი ფოტოაპარატი:
ბლოგო, გვეღირსა სიყვარული!
ჯერ-ჯერობით 48 საათიან სატესტო რეჟიმში ვართ. სამსახურში ვარ და ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და ლეპტოპს შევუერთო.
იმედია კარგად მუშაობს და სწრაფია!
P.S. სხვათაშორის, ეს ჩემი 999-ე პოსტია. შემდეგზე გავათასდებით
) ^_^









