From the category archives:

სოციალური მედია

Transition Online – მედიის განვითარების საერთაშორისო, არა-სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ოპერაციებს აწარმოებს 29 პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში. სათაო ოფისი მდებარეობს პრაღაში (ჩეხეთი).

მათი მიზანია ამ ქვეყნებში ახალი მედიის პროფესიონალიზმის, დამოუკიდებლობისა და გავლენის გაუმჯობესება.

Transition Online Georgia კი არის მათი წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბლოგოსფეროს განვითარებაზე.

3 დღის წინ დამიკავშირდა Transition Online Georgia-ს წარმომადგენელი ჟურნალისტი და ინტერვიუ მთხოვა, როგორც Blog.ge-ს წარმომადგენელს და ბლოგინგის ექსპერტს ( :D ).

ჩემი ინტერვიუ:

1. თქვენი აზრით როგორ არის საქარველოში ბლოგოსფერო განვითარებული?

- როგორც არ უნდა იყოს, სულ მალე უკეთესად იქნება. :)

სულ ასამდე აქტიური ბლოგის ჩამოთვლა შემიძლია და 90%-ს ე.წ. პირადი დღიურის კატეგორიაშია. თუმცა ზოგადად, მთელს მსოფლიოში ასეა, პირადი ბლოგები ძირითადი ბლოგოსფეროს 80-%-ს შეადგენს, რადგან ასეთი ტიპის ბლოგებს უფრო მეტი მკითხველი ჰყავს. დანარჩენი თემატური ბლოგების სეგმენტია.

თუმცა ერთი-ორი წლის წინანდელთან შედარებით ბლოგოსფერო ნამდვილად განვითარებულია.  მაშინ სულ ათიოდე ბლოგერი არსებობდა, ვინც აქტიურად წერდა, თუნდაც კვირაში ერთხელ. ახლა კი დღეში დაახლოებით 50-70 ახალი პოსტი იწერება.

ამის მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. ვცდილობდით ფართო მასებისთვის აგვეხსნა, რას წარმოადგენდა ბლოგინგი და რამხელა პერსპექტივები ჰქონდა მას, როგორც მედიის საშუალებას.

სრულად წაკითხვა →

{ 13 comments }

შეგიძლიათ დაასახელოთ საქართველოში არსებული კომპანიებიდან, ისეთი ვინც most likely ბლოგოსფეროში ფულს ჩადებდა? ან ბლოგებზე რეკლამას გააკეთებდა?

რატომღაც სულ ჯეოსელი/მაგთი-ზე ვფიქრობ. ნუთუ სხვა არავინ? :(

ჩამოთვალეთ თუ იცით. I am sure თქვენც წაგადგებათ როდესმე. thx.

ადრე დავწერე, რომ ხშირად ვკითხულობ სინგაპურულ ბლოგებს და ერთ ერთ მათგანზე წავაწყდი ტესტს: Which Singaporean Blogger Are you?

ასეთივე ტესტის გაკეთება მინდა ძალიან ქართველ ბლოგერებზე. იქნებ ვინმემ ტესტის სკრიპტი მომცეთ, ა?

ჩემი პასუხი ქვევით [ჩამჯდარი ვარ ამ გოგოს ბლოგზე, ძალიან მიყვარს!!! She's really Singaporean me!]

თქვენც გააკეთეთ რა ტესტი plzplzplz! და კომენტარებში დაპოსტეთ. ძალიან მაინტერესებს.

Congratulations Sweet Baby Girl, you are…

‘Xia Xue’ Wendy Cheng of xiaxue.blogspot.com

You are a goddess/god. You’ve got the looks, the brains and the body. You have such an irreverent sense of humour, people listen to you religiously and worship the ground you walk on. On the other hand you can also be straightforward, blunt and very very controversial. That has the potential to offend many people, but of course you don’t care, you just shoot. In the end, people either love you or hate you. Nothing in between.

Which Singaporean Blogger Are You?

{ 23 comments }

ჩემი პირველი პოდკასტი: [podcast]http://sweet.ge/wp-content/uploads/mere-ra-rom-pirvelia-mainc-miyvars.mp3[/podcast]

იმიტო გავაკეთე, რო ტუტორიალის დაწერა დამეზარა…

ვიცი, რომ ძალიან საშინელია. გამომაგდებდნენ რადიოდან, რომ მივსულიყავი :D

საიტის მისამართი: http://bloglines.com

რეკომენდირებულია რომ თან უსმინოთ და თან გააკეთოთ ის რასაც ვლაპარაკობ…

თუ არ გააკეთებთ, ძაან მოსაწყენად მოგეჩვენებათ ესპოდკასტი

ხარვეზები:

  1. მუსიკა დავადე ბანძად
  2. სიტყვა ბლოგლაინს გადავეკიდე, ვეღარ ვამბობ :S I am a bad speaker ვაფშე!
  3. უცებ ვიღაცა შემომივარდა ემესენში (თუმცა ხმა არ ისმის შემოვარდნის) და გაოცება ვეღარ დავმალე :D
  4. დასკვნითი ნაწილი ვაფშე არაფერ შუაშია, პროსტა რაღაცა ხო უნდა მეთქვა :D ვიბოდიალე  :D

ოჰ, ძაან დავიღალე ამ ჩაწერისას, ზოგი ნაწილი შვიდასჯერ ჩავწერე და აღარ მინდა მეორედ პოსდკასტს გავეკარო, მაგრამ მაინც ვერ დამძლევს! :(

შემდეგი პოდკასტი იქნება უფრო კარგი! ან არ იქნება?

{ 10 comments }

OMG! რა უნდა იფიქრო ადამიანზე, ვინც მუდამ სხვის ჭკუაზე დადის? [ნუ, თუნდაც ის სხვა მე ვიყო :D ]

ვინმეს რომ თავის ბლოგზე დაეწერა, რომ ‘აი, როგორ არ მევასებიან ვიღაცეები და როგორ არ მინდა, რომ მოვიდნენ ბლოგერების შეკრებაზე’ და მე იმ ადამიანთან მთლად კარგი დამოკიდებულება არ მქონოდა, შესაძლებელია მეფიქრა, რომ პოსტი მე მეხება, მაგრამ სულაც #ლეზე დავიკიდებდი და მაინც წავიდოდი იმ შეკრებაზე.

რომც არ მდომოდა წასვლა, ჯინაზე მაინც წავიდოდი. არავის არ მივცემდი უფლებას, რომ ჩემი წასვლა-არ წასვლის საკითხი გადაეწყვიტა. ზუსტად ისევე, როგორც გუშინ გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა რომ ვიღაც ნიტო ტიპები მოდიან, მე მაინც წავალ, იმიტო რო who the fuck are they, რომ მათ გამო სადმე არ წავიდე?!

მაგრამ სიტუაციის მთელი პრიკოლი იმაში აღმოჩნდა, რომ იმ ნიტო ტიპებმა სავარაუდოდ წაიკითხეს ჩემი წინა პოსტი და მართლაც არ მოვიდნენ სხოდკაზე. :D

აი, როგორ ვთქვა… ცოტათი გამიტყდა კიდევაც. (!)

ვიღაცასთან კონფლიქტი რომ გაქვს, ან არ გევასება, გულის სიღრმეში, 30 %-ით მაინც, შენს სიმაღლეზე განიხილავ იმ ადამიანს. ადამიანის კონკურენტული ბუნებაა ეგეთი, ‘მტერს’ უნდა ებრძოლო, მაგრამ თან პატივი უნდა სცე, და სიფრთხილე შეინარჩუნო, იმიტომ რომ ისიც ძლიერია რაღაც პონტში. ცხოვრება კატა-თაგვობანას თამაშია, ხოლო კონფლიქტები ბლოგერის ცხოვრებაში დამატებითი კლიკები და ფეიჯ-ვიუებია :D სრულად წაკითხვა →

{ 17 comments }

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ბლოგერები ვიკრიბებით 5 საათზე, ხინკალ ცენტრში!

ოფიციალურად ვაცილებთ ზამთარს! წამოიღეთ ფოტოაპარატები!!!

რატომ ვწერ ამ პოსტს არც კი ვიცი, მაგრამ მინდა, რომ რაღაცნაირად დავიცალო და ისე წავიდე ბლოგერების შეკრებაზე… არ მინდა რამე მაწუხებდეს ან ნერვებს მიშლიდეს.

პირველად ხდება, რომ ჩემსავე დაგეგმილ და მოწყობილ ბლოგერების სხოდკზე წასვლისას ფეხები უკან მრჩებოდეს და დიდად არ მიხაროდეს…

ნელ-ნელა ვეგუები იმ ფაქტს [და ყველას მოუწევს შეგუება], რომ ბლოგოსფერო გაიზარდა.

ვიღაცასთან მე მაქვს კონფლიქტი, ვიღაცასთან – სხვას. ზუსტად ისევე ფორმირდება ჩვენი ბლოგოსფერო, როგორიც გლობალური ბლოგოსფეროა. მალე ბანაკებიც ჩამოყალიბდება. I can clearly see it! :D

შეკრებაზე კი ყველა ერთად მოიყრის თავს. ამის გამო, შესაძლოა რაიმე გართულებებიც კი წამოიჭრას.

პირველი გართულება გუშინწინ ისევ მე მქონდა.  სულ დამავიწყდა, რამდენიმე სუბიექტის არსებობა ბლოგოსფეროში, რომლებთან შეხვედრა და მითუმეტეს ხინკლის ერთად ‘წოვა’ დიდად არ მესიამოვნებოდა დღეს, და ვთქვი, რომ აუჰ, ვსიო, მე აღარ მოვდივარ.

მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ ვერც ერთ ბლოგერს ვერ აუკრძალავ ისეთ ტოტალურ [ :D ] ივენტზე მოსვლას, როგორსაც “ბლოგერების შეკრება” ჰქვია. Everyone is welcome to the show! ;)

ასე რომ გადავიფიქრე.

what the fuck? სხოდკა ჩემი დაგეგმილია, ყველა ჩემს იმედზეა, და მე კიდევ ვიღაცების გამო არ უნდა წავიდე. noway! აბრძანდნენ და თვითონ ნუ წამოვლენ თუ ძალიან უნდათ. ანდაც წამოვიდნენ რას მიშლიან რო? თუ რამეა და ვალში არავის დავრჩები. [ამ ბოლო დროს გატაცებული ვარ VooDoo ხელოვნებით :D ]

ნუ მოკლედ, ამ წარმტაცი ფიქრებით მტკიცედ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად, აუცილებლად წავალ სხოდკაზე!!!

თუ რამე კონფლიქტს, სკანდალს, ინტრიგას ან/და ემოციების მოზღვავებას ექნება ადგილი, ეს აუცილებლად დაიწერება.

თანაც დღეს ჩემი პირველი ბლოგერული ჰონორარი უნდა ავიღო! It will make my day! :)

უი, ხო ყველამ იცით, რომელი ბლოგი უნდა შეამოწმოთ ხოლმე ხშირად? :spy:

{ 13 comments }

ჰაა, სანამ გაგვეპარა ზამთარი, ჩავსხდეთ სითბოში სადმე და ხინკლით ვიწუწაოთ :D

დავთქვეთ ბიძა კაცებივით და მერე ქუჩაში გამოვვარდეთ და ასფალტზე ვიხოხიალოთ…

:user:

კიარადა

შაბათს, 5 საათზე, ხინკალ-ცენტრთან გელოდებით ყველა ბლოგერს.

ფოტოაპარატები წამოიღეთ!

ბიცოლაჩემი არ მიშვებს ან/და მაგ დროს ბაბუაჩემის მესამე ცოლის პირველი შვილიშვილი უნდა გავასეირნო-ს მსგავსი excuse-ები არ მიიღება!!! :braz:

Update: ხალხის მოთხოვნით ვამატებ მისამართს ფოტომასალის სახით :D გუშინ მე და ლედიქრაუმ გავიარეთ მაგ ზავიძენიის წინ და ეს ბუკლეტი მომაჩეჩეს:

260220098992602200989726022009898

შეკითხვები და დისკუსია კომენტარებში.

{ 18 comments }

როგორც შეგპირდით წინა პოსტში, ალექსას გასაუმჯობესებელ ტუტორიალს გთავაზობთ.

პირველ რიგში, ავხსნათ როგორ მუშაობს ალექსას რანკი.

ეს არის ალექსას toolbar-ის მომხმარებლების მიერ მონახულებული საიტების საშუალო რეიტინგი.

აქედან გამომდინარე, თუკი გვინდა რომ საიტი მოხვდეს ალექსას რეიტინგში, ან უკვე მოხვედრილია მაგრამ გვინდა რეიტინგი აუმაღლდეს, უნდა გამოვიყენოთ ალექსას toolbar-ი და ყველა ჩვენი საიტის მომხმარებელს მოვუწოდოთ მის დაყენებისკენ.

თავისთავად ალექსას toolbar-ი დიდი არაფერი პროდუქტია, უბრალოდ უკავშირდება ალექსას ბაზებს და ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, თუ რა გვერდებს ათვალიერებთ. შესაბამისად, ამ გვერდების რეიტინგი იმატებს ან იკლებს.

Alexa Toolbar-ის დაყენების ინსტრუქცია: http://www.alexa.com/site/download

გარდა Toolbar-ის დაყენებისა თქვენი ალექსას რანკის გასაზრდელად შეგიძლიათ ბლოგზე დააყენოთ ალექსას ვიჯეტები, რომელთა დაყენების ინსტრუქციაც იხილეთ აქ: http://www.alexa.com/site/site_stats/signup

ჩემი რჩევა: ყველაზე გამოსადეგი ბოლო ორი ვიჯეტია…

{ 18 comments }

კორპორატიული ბლოგინგი ან პროფესიონალი, გამოცდილი ბლოგერის დაქირავება კომპანიის ოფიციალური ბლოგისთვის უცხოეთში ერთგვარ ტენდენციად არის ქცეული. საქართველოში კი ბლოგის რაობის შესახებ რაღაც მითები დადის, რომ ეს იგივეა რაც პიკზო.ქომი ან მაისფეისი და ა.შ.

სამი წლის წინ როცა ჩემი ბლოგის გავხსენი blogger.com-ზე, ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი თუ ეს საქმიანობა ჩემს ერთგვარ მეორე პროფესიად გადაიქცეოდა, თუმცა დღეს უკვე ყველაფრის წარმოდგენა შემიძლია.

ერთი კვირის წინ შემოთავაზება მივიღე კორპორატიული ბლოგერის პოზიციაზე.

გამოჩნდა ადამიანი ვისაც დიდი ხანია აწუხებდა ბლოგის იდეა, მაგრამ არ ჰყავდა შესაბამისი კონტენტ-მეიქერი. შენ იტყვი “ამის გაკეთებას რა უნდაო”, მაგრამ გაითვალისწინე, რომ თუ შენც ჩემსავით დიდი ხნის ბლოგერი ხართ და წერა ასე თუ ისე გეხერხება, შესაბამისად მარტივი, ყველასათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ტექსტის შექმნაც პრობლემას არ წარმოადგენს შენთვის (ყოველ შემთხვევაში ბლოგერების უმრავლესობისთვის). სრულად წაკითხვა →

{ 9 comments }

უკვე ერთ წელზე მეტია რაც ბლოგს აწარმოებ და ჯერ ამ საქმიანობიდან ერთი ცენტიც არ მიგიღია? მაშ ეს პოსტი უნდა წაიკითხო.

უცხოურ ბლოგებზე იმის გარდა არაფერი იწერება, თუ როგორ შემოსავლებს იღებენ პოპულარული ბლოგერები.

მას შემდეგ რაც გადაწყვეტ, რომ არცთუ უსაფუძვლოდ გაქვს პრეტენზია ბლოგიდან მიღებულ შემოსავლებზე, აუცილებელია მოძებნო შუამავალი რეკლამის განმთავსებელსა და შენს შორის.

ასეთი შუამავლები ბევრია, თუმცა ზოგან რეგისტრაცია დახურულია და მხოლოდ მიწვეული ბლოგერებისთვის არის გახსნილი. ჩვენ თავი დავანებოთ დახურული რეგისტრაციის მქონე სერვისებს და მივხედოთ გახსნილებს.

პირველი სერვისი, რომელიც რეკლამის განმთავსებლებთან შუამავლობას სთავაზობს ბლოგერების, გახლავთ – რომელიც მუშაობს შემდეგ პრინციპზე:

  1. დარეგისტრირდები საიტზე
  2. დაამატებ შენს ბლოგს
  3. დაელოდები სისტემაში ავტორიზაციას
  4. მეილზე მოგივა დავალებები
  5. რომლებიც უნდა შეასრულო, შენს ბლოგზე სტატიების დაწერის სახით.

სტატიებზე ანაზღაურება 1$-იდან იწყება და ადის 1000$-მდე. რაც დამოკიდებულია ისევ და ისევ დამკვეთის სოლიდურობაზე, ბლოგის პოპულარობაზე და რანკებზე. სრულად წაკითხვა →

{ 33 comments }

daily

by Sweety on 30 იანვარი, 2009 · 9 comments

in ბლოგოსფერო,დღიური

გუშინ მე და კოტე მარშუტკით ვმგზავრობდით, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიების მიმართულებით. ჩვენს უკან ორი გოგო იჯდა და საუბრობდნენ. ერთი მეორეს ეუბნება, “…ინგლისურ გუგლში ვეძებე და ვერ ვიპოვეო”, მეორემ ურჩია – “შენც ქართულ გუგლში მოძებნეო.” :D

რა დალევს ნუბებს ^_^ but that’s my advantage, right?

მუსიკალურ მაღაზიაში რა გვინდოდა? ჰეჰე, ელექტრონული გიტარა ვიყიდეთ!!! :jump: უძალიან მაგრესი ^_^ ანუ ახალი შვილი გვყავს ჩვენი მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექციაში. მაგრამ ეს შვილი განსაკუთრებული რამეა… დაახლოებით, 5 ბიჭი რომ გყავს და მეექვსე გოგო რომ გეყოლება, მაგას გავს :D

30012009800 30012009801 30012009802

ჩვენს შოპ-ლისტში დარჩენილია: სრულად წაკითხვა →

{ 9 comments }

დღეს იმ შეხვედრაზე ვიყავით მე, დოდკა და მროველი გუშინდელ პოსტში რომ ვახსენე.

ძალიან კმაყოფილი დავრჩი დამსწრეთა დაინტერესებით და პატარა იმედიც გამიჩნდა, რომ რაღაც შეიცვლება ბლოგოსფეროში.

მართალია, დღევანდელი შეხვედრა და იქ გამოთქმული მავანთა იდეებით ჩემი გაბედნიერება დეკემბერში ჩვენს (ანუ ბლოგერების) კინოსეანსზე დაპატიჟებას მაინც ვერ გადაფარავს, რადგან მაშინდელი კინოში მიპატიჟება პირველი სიყვარულივითაა, პირველი მერცხალია და მაინც განსაკუთრებულად მიყვარს, მაგრამ დღევანდლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ რომ შეიცვლება, ეგეც ფაქტია.

პირველ რიგში გეტყვით, რომ დეტალების დიდად გახმაურება არ მინდა/გვინდა, მაგრამ თუ პირობას მომცემთ, რომ ჩვენს შორის დარჩება “საიდუმლოდ გავამხელ”: საქმე ეხება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების გაბლოგერებას. იმ მომავალ ჟურნალისტებს, რომლებიც ხვალ და ზეგ წამყავნი ტელევიზიების ეკრანებზე გაიბრწყინებენ ან პოპულარული ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები და წარმომადგენლები გახდებიან.

დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ბავშვებთან იყო, დაახლოებით 10-მდე სტუდენტი დიდი ყურადღებით მოეკიდა ბლოგინგის არსს, დაინტერესდა და შეხვედრამაც მშვენივრად ჩაიარა.

შეხვედრას 2 ცნობილი სახეც ესწრებოდა… ^_^

მაგრამ ამაზე მერე ვისაუბროთ…

ხო? ;)

{ 12 comments }

ოჰოჰო

by Sweety on 28 იანვარი, 2009 · 10 comments

in ბლოგი

რამდენი ლოგოები დამიგროვდა…

ახლა უკვე დავიბენი და აღარ ვიცი რომელი ამოვარჩიო…

წუხელ გაკეთებული გამოკითხვაც აზრს კარგავს, რადგან შესაძლო ვარიანტები ძალიან ძალიან ბევრია….

აქ იმიტომ ვპოსტავ შედარებით უკეთეს ვარიანტებს რომ თვალწინ მქონდეს ყველა ერთად და იქნებ რომელიმე ამოვარჩიო…

მოწონების მიხედვით მაქვს დალაგებული… ანუ ყველაზე მეტად 1 ნომერი მომწონს, შემდეგ მეორე და ა.შ. სრულად წაკითხვა →

{ 10 comments }

</