11 მარ 10

30+ ქართველი, 10+ უცხოელი ბლოგერი და 15+ ცნობილი ადამიანი ტვიტერზე

22
ეს პოსტი წარმოადგენს 4 ნაწილს 4 ნაწილიან სერიაში Twitter

დავიწყებ იმით, რომ ტვიტერი არაჩვეულებრივი მიკრო-ბლოგინგის პლატფორმაა!

ბევრმა ბლოგერმა ტვიტერს რატომღაც ვერ გაუგო…

ალბათ იმიტომ რომ არ იციან საიდან დაიწყონ.

იმისათვის რომ ტვიტერის ყველა შესაძლებლობა გამოიყენო, ტვიტერის სხვა მომხამრებლებთან დიალოგებში უნდა ჩაერთო.

ამისათვის კი საჭიროა გყავდეს “მიმდევრები” და თვითონაც “სდიო” სხვებს.

როცა ტვიტერზე პირველად რეგისტრირდები, სისტემა თავად გაძლევს საინტერესო მომხმარებლების სიას, რომლებსაც შეგიძლია “მისდიო” და ამით დაიწყო ტვიტერის ათვისება.

გადავწყვიტე ჩამომეწერა საინტერესო ბლოგერების, არა-ბლოგერების, ცნობილი ადამიანების და საზოგადო მოღვაწეების ტვიტერის გვერდები. [მეტი...]

ზემოთ ↑


15 თებ 10

Escape.ge-ს ბლოგერი ვარ!

9

ერთი კვირის წინ Escape.ge-ს ანაზღაურებადი ბლოგერი გავხდი, რაც იმას გულისხმობს, რომ კვირაში ერთხელ Escape.ge-ს ბლოგერის სტატუსით რაიმე ივენტს უნდა ვეწვიო და მეორე დღეს მათ ვებ-გვერდზე გავაშუქო.

“Escape.ge ინტერნეტ გამოცემაა, რომელიც კლუბური და რესტორნული ცხოვრების გაშუქებას ემსახურება.

ეს არის საქართველოში შექმნილი პირველი სოციალური ქსელიც ვებ 2.0-ის სულისკვეთებით :) და თავშეყრის ადგილი ცხოვრების აქტიური სტილის მიმდევარი ადამიანებისთვის.”

5 თებერვალს პირველ ივენთზე ვიყავი, ჩემთან ერთად იყო Escape.ge-ს ფოტოგრაფი.

მართლა ძალიან კარგი საღამო გავატარე თანაც იმ ღამეს ჩემს დაბადების დღეს შევხვდი.

ჩემი პირველი მიმოხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ – Djuma Soundsystem და Timo G.U.R.U. Club-ში

Escape.ge-ს ბლოგერთა რიცხვს ჩემი რეკომენდაციით კიდევ სამი ბლოგერი შეემატა. ესენი გახლავთ – თაა, პიკასო და ლანდიშა.

ამ სიახლეს ალბათ მათი ბლოგებიდანაც უკვე შეიტყობდით.

კლუბური ცხოვრების (და არა მარტო! ) მოყვარულებს მოგიწოდებთ დარეგისტრირდეთ საიტზე, ან/და შეუერთდეთ Escape.ge-ს Facebook-ის გვერდს.

escape.ge

ზემოთ ↑


11 თებ 10

2010 წელს საკითხავი 6 ვარდისფერი ბლოგი

16

ძალიან ბევრ უცხოურ ბლოგზე 2010 წლის დაწყებისთანავე გამოჩნდა ლისტ-პოსტები, თუ რომელი ბლოგების კითხვაა რეკომენდირებული ამ წელს. ძირითადად ყველა ისეთ ბლოგებს უწევდა რეკომენდაციას, რომლებიც მათ საკუთარ ბლოგებთან თემატურად იყო დაკავშირებული და მკითხველისთვის გარკვეულ წილად საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო.

ამ მოვლენამ მეც გამიჩინა იდეა, ჩამომეთვალა ის საინტერესო ბლოგები, რომლებმაც შესაძლოა ჩემი მკითხველი დააინტერესოს.

შესაბამისად, თუ ჩემი ბლოგის კითხვა გიყვართ, გადაათვალიერეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი ბლოგი და მომახსენეთ თქვენი აზრი თითოეული მათგანის შესახებ.

მაშ ასე, Sweet.ge-ს მიერ რეკომენდირებული 2010 წლის 6 ვარდისფერი ბლოგი: [მეტი...]

ზემოთ ↑


5 თებ 10

ნაძვი

3

აუ და კიდე თუ არც მოგწონთ ჩემი ჰედერი რა! : )))

მეზარება გამოცვლა და თანაც უკეთესის იდეა ჯერ არ მომსვლია. ნათლისღება და ჩიჩილაკები არ ვიცი მე!

ძველს არ დავაბრუნებ. : p

ზემოთ ↑


15 იან 10

Cupcake Story ანუ დაიკარგა ვარდისფერი ქოლგა

27

გუშინ პროსპეროს კაფეში შევედი. მეგობრებს უნდა შევხვედროდი პატარა საქმეზე.

და დავინახე ის!…

რაც აქამდე პირისპირ არასდროს მენახა, რაც არასდროს გამესინჯა და რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

ვარდისფერი, ფუმფულა, წვნიანი და მიმზიდველი, დიდი წყლიანი თვალებით მიყურებდა და მეძახდა, მოდი და წამიყვანეო.

ჰოდა, მეც მივედი და წამოვიყვანე. ოღონდ სანამ შევჭამდი, სურათები გადავუღე ყველა კუთხიდან.

ვარდისფერია ნამდვილად!

ვარდისფერია ნამდვილად!

ფოტოგრაფირების პროცესში მენეჯერი მომიახლოვდა და თავაზიანად მკითხა, თუ რატომ ვიღებდი სურათებს.

მეც მაშინვე ჩემი სავიზიტო ბარათი მივეცი და ვთხოვე თუ ნებას დამრთავთ, ბლოგზე დავდებ ფოტოებს-მეთქი. საბედნიეროდ, ნებაც დამრთეს და თან რაღაც თავიანთ ლიტერატურულ ღონისძიებაზე დამპატიჟეს.

სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდა! თანაც კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) მადლობა გადავუხადე საკუთარ თავს, სავიზიტო ბარათებისთვის ფულის და დროის დახარჯვა რომ არ დამენანა.

ქაფქეიქი ძალიან მომეწონა. ასე ვთქვათ, ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა.

მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩემი ბლოგის დიზაინში არსებულ ქაფქეიქებს რომ ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი როდის გავსინჯავდი პირველად  და განსაკუთრებით ქერი ბრედშოუს და მირანდა ჰობსის ხელში რომ აღმოვაჩინე, მას მერე მაინტერესებდა ამ ნამცხვრის გემო.

შიგნით სულაც არ იყო ისეთი მშრალი, მე რომ წარმომედგინა, პირიქით, რაღაცნაირი სველი, რბილი და ჰაეროვანი აღმოჩნდა. ვარდისფერი კრემიც ძალიან გემრიელი.

ვისაც არ გაქვთ გასინჯული, მაგრამ გაინტერესებთ, – წადით და გასინჯეთ (მე ვიპოვე პროსპეროს კაფეში, პროსპეროს წიგნის მაღაზიის გვერდით, სადაც გარდა იმისა, რომ ამერიკული ნამცხვრები მოეპოვებათ, უფასო WI-FI ინტერნეტი, ცოტა ხალხი, ბევრი წიგნები და არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. შემდეგ მისვლაზე ჩიზქეიქის გასინჯვას ვგეგმავ აუცილებლად!).

მთელი იდილია: ჩაი, ვარდისფერ კრემიანი ქაფქეიქი, კოსმო და მყუდრო გარემო

მთელი იდილია: ჩაი, ვარდისფერ კრემიანი ქაფქეიქი, კოსმო და მყუდრო გარემო

მერე ბიჭებიც მოვიდნენ და სურათები იმათ გამიღეს… (ბიჭების ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ვამხელ, მალე ისედაც ყველა გაიცნობთ და შეგიყვარდებათ. სასწაულებრივი ბიჭები არიან. ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული. მომავლიდან მომაკითხეს და შემპირდნენ შენც წაგიყვანთო.)

ზოგადად ძალიან დამღლელი, მაგრამ პროდუქტიული დღე გვქონდა. უზარმაზარი პროექტი გადავწერეთ თავიდან ბოლომდე.

რომ მოვრჩით, უკვე მოსაღამოვებული იყო და ისე გვშიოდა, მაკდონალდსამდე სული ძლივს მივაღწიეთ.

კოტეს ნაჩუქარი ქოლგა დამეკარგა მაკდონალდსში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვინც იპოვა, იმას ძალიან გაუხარდებოდა. როგორც კი აღმოვაჩნე რომ თან აღარ მქონდა მაშინვე დავრეკეთ ადმინისტრაციაში მაგრამ დაცვამ ვეღარ იპოვა. ნამდვილად ვიღაცამ გააყოლა ხელს.

Anyway, გუშინ საღამოს, მაკდონალდსის გასასვლელში კლოუნის ხელზე ჩამოკიდებული ვარდისფერი ქოლგა თუ იპოვეთ და სახლში წაიღეთ, იცოდეთ, რომ ჩემია და თუ დამიბრუნებთ, იმდენად გამიხარდება, რომ ორმაგ ჩიზბურგერზეც კი დაგპატიჟებთ!

3

3

ზემოთ ↑