ალბათ გახსოვთ 4 თვის წინ Transitions Online-ს მცირე საგრანტო კონკურსი რომ გამოცხადდა. მე ჩემი ვიდეო-პროექტი წარვადგინე და 500+ დოლარის გრანტი მოვიგე.
ამ 3 თვის განმავლობაში ვყიდულობდი აპარატურას, ვწერდი სცენარს, ვფიქრობდი ბრენდინგზე და საბოლოოდ ჩემი პატარა ვებ-შოუ რამდენიმე დღეში გაიხსნება.
ვერ დაგპირდებით, რომ ეს იქნება რაღაც ძალიან გრანდიოზული და სკანდალური. არაფერი მაგის მსგავსი!
უბრალოდ პატარა გასართობი ვიდეო-ამბები Sweety-ს ცხოვრებიდან. ვნახოთ დაიმსახურებს თუ არა თქვენს მოწონებას და რა გამოვა აქედან საერთოდ.
მანამდე კი რა თქმა უნდა გადაღებებზე დავრბივარ. ახლაც სველი თმით ვზივარ ჩემს ვარდისფერ ლეპტოპთან და ისე ვბლოგავ.
5 წუთში ვარცხნილობა უნდა გავიკეთო და გავვარდე “ობიექტზე”.
* * *
ერთი პრობლემა რასაც წავაწყდი არის შოუს სახელწოდება. ვერაფრით შევჩერდი რომელიმე კონკრეტულ ვარიანტზე.
ყველაზე მარტივი, ტენდენციური და ადვილად დასამახსოვრებელი “Sweety-ს შოუ” აღმოჩნდა, მაგრამ ერთადერთი მყარი არგუმენტი ამ სახელის დასარქმევად არის ის, რომ ინგლისურად და ქართულად ერთნაირად გამოითქმის.
ისე კი ცოტა არ იყოს ბანალურად მეჩვენება.
იქნებ თქვენ, ჩემმა საყვარელმა, კრატიულმა მკითხველებმა მოიფიქროთ რამე ორიგინალური.
P.S. ვინც ყველაზე მაგარ სახელს მოიფიქრებს პატარა სიურპრიზს ვპირდები!
{ 34 comments }










