27 თებ 10

ანონიმურ სიყვარულომანთა კლუბი

66

- მოგესალმებით, მე მარიამი მქვია და მე სიყვარულომანი ვარ.

- გამარჯობა, მარიამ! – თქვენც მესალმებით, აქა-იქ აპლოდისმენტები ისმის.

- მე დღეს აქ იმისთვის მოვედი რომ დახმარება გთხოვოთ. ეს დახმარება არ გულისხმობს არც მატერიალურს, არც მორალურს, არც ფიზიკურს, არც სხვა რაიმე სახის დახმარებას… მე დღეს აქ რწმენის განსამტკიცებლად მოვედი.

ბოლო რამოდენიმე თვეა ვფიქრობ, რომ სიყვარული არ არსებობს…

რომ არ მოვსულიყავი, ალბათ ბევრიც არაფერი დაშავდებოდა, კიდევ ერთი იმედგაცრუებული და ხელმოცარული ადამიანი შეემატებოდა სამყაროს და ყველა სხვა ადამიანის ცხოვრება კი ჩვეული დინებით გაგრძელდებოდა, მაგრამ მე სიყვარულომანი ვარ! მე არ შემიძლია სიცოცხლის ფიზიკურად გაგრძელება რწმენის გარეშე – რწმენის, რომ სიყვარული არსებობს და რომ ის ატრიალებს დედამიწას!

დიახ, თქვენ მართალი ხართ, წითელ თმიანო გოგონავ, მარჯვნივ მესამე რიგში! დიახ, დაბადებიდან მეოცნებე ვარ! ყველაზე დიდი მეოცნებე, რასაც კი შეიძლება თქვენი ფანტაზია გასწვდეს!

ყოველ საღამოს ჩაძინებამდე ჩემი ოცნების სამყაროში მიმიხარია,  ხოლო ყოველ დილით გაღვიძებისას იმავე სამყაროდან გადმოსვლა ისე მიჭირს თითქოს სიცოცხლეს ვთმობდე!

დიახ, ჭაბუკო, ბოლო რიგში, თქვენც მართალი ხართ, ბავშვობაში ძალიან ბევრი ზღაპარი წამიკითხავს! რასაც არ ვკითხულობდი, მამიკო და დედიკო მიკითხავდნენ და მიყვებოდნენ.

ვისაც არ დაეზარა, ყველამ ჩემი სული ასაზრდოვა სიყვარულზე დაწერილი ზღაპრებით, სადაც მთავარი მოქმედი გმირები – უფლისწული და მზეთუნახავი – ბოლოს ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებდნენ.

სამწუხაროდ, “ჭირი – იქა და ლხინი – აქა”-ს შემდეგ რა ხდებოდა ისევე არავის უთქვამს, როგორც არავინ გვიყვება თუ რა ხდება ფილმებში ტიტრების შემდეგ, ან როგორც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას გვიმალავენ.

ახლა კი ჩემი ცხოვრების მეოთხედზე ვდგავარ და სიყვარულის აღარ მჯერა. [მეტი...]

ზემოთ ↑


16 თებ 10

:ზიზღ:

39

დღეს ერთ საქორწინო სალონთან ჩავიარე და მივხვდი, რომ მეზიზღება საქორწინო სალონები…

მეზიზღება თეთრი კაბები.

მეზიზღება მენდელსონის მარში.

მეზიზღება ქორწინების სასახლეები.

მეზიზღება მანქანებზე მიმაგრებული ფერადი ბანტები.

მეზიზღება ქუჩაში სიგნალებით მოსიარულე კოლონები.

მეზიზღება პატარძლის გამხმარი ვარცხნილობა, მერე 3 დღე რომ ვერ ჩამოიბანს…

მეზიზღება შამპანურის პირამიდები.

მეზიზღება უნიჭო ქართული ცეკვები.

მეზიზღება უნიჭო უცხოური ცეკვებიც.

მეზიზღება თამადის სადღეგრძელოები.

მეზიზღება ქარქაშიდან ამოღებული ხმლების ხეივნები.

მეზიზღება საქორწინო საჩუქრები.

მეზიზღება ოქროულობა და ბრილიანტები.

მეზიზღება ახალ სახლში გადაბარგების პროცესი…

მეზიზღება ჩემი მშობლების თაობა, რომელსაც ეს ყველაფერი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჰგონია.

მეზიზღება!

ზემოთ ↑


5 თებ 10

ქალი – კუხნაში

8

ვერ ვხვდები, საკუთარი მეუღლე რატომ არ უნდა მიჭერდეს მხარს ისეთ რამეში, როგორიც არის მაგალითად სხვა ქვეყანაში სასწავლებლად/ტრენინგზე/კონფერენციაზე წასვლა, თუნდაც 3-4 დღით. ერთ წელზე და ხანგრძლივ პერიოდზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია.

რატომ არ უნდა უხაროდეს ჩემი წარმატებები, რატომ არ უნდა იყოს აღფრთოვანებული, როცა ოცნებები მისრულდება? რატომ არ უნდა მიწევდეს საუკეთესო მეგობრობას და რატომ უნდა მიჩნდებოდეს ხანდახან შეგრძნება რომ “ის ამას ვერ გამიგებს”?

ვერასდროს მივხვდები, როგორ მუშაობს ეს “ქალი – კუხნაში” პრინციპი.

ზემოთ ↑


17 იან 10

სუფთა სამზარეულო და ტრანსპორტირების გადასახადები

18

ო ღმერთო! რა მშვენიერი სამზარეულო მქონია!

გუშინ მოვიდა ჩემთან თინი, დამეხმარა ჭურჭლი რეცხვაში, პოსტის დაწერაში, ბევრი ვიჭორავეთ, ღამე ჩემთანაც დარჩა (მისი დებიუტია სხვასთან ღამე დარჩენის, მიულოცეთ!).

ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. მინდა რომ უფრო ხშირად მოვიდეს და დარჩეს <3

ჩემი ნახევარ დიასახლისა

ჩემი ნახევარ დიასახლისა

* * *

ამ კვირაში 3 ამანათს ველოდები.

ერთი უკვე ჩამოსულია. წეღან გადავრიცხე ტრანსპორტირების გადასახადი.

უბრალოდ ვერ ვხდები რატომ დაჯდა 2 ფეხსაცმლის ტრანსპორტირება 63 ლარი! როგორ გამოდის 2 ფეხსაცმელი 4 კილო? ანუ თითო 2 კილო?

ანუ ორ კილოიანი ფეხსაცელი უნდა ვატარო ფეხზე??? WTF?

არადა Urbanog.com-საც მივწერე რომ ზედმეტი არაფერი არ ჩადოთ ყუთში ფეხსაცმლის გარდა. გამოტენიან ხოლმე ათასი ქაღალდით. ვითომ ტრანსპორტირებისას რომ დაიცვას!

მერე ლოჯიქსსაც მივწერე, “ზედმეტი ქაღალდები თუ იდება შიგნით, ამოიღეთ და მარტო ფეხსაცმლიანი ყუთი გამოუშვით”-მეთქი.

არა!

მაინც 4 კილოა ამანათი. შეიძლება გავგიჟდე რა!

ახლა USA2Georgia-მაც ეგეთი ამანათი თუ გამოუშვა და კიდე ერთი 90 ლარი დამისვეს, საერთოდ აღარ გამოვიწერ ონლაინ არაფერს!

აღარასოდეს!

ზემოთ ↑


24 დეკ 09

ჩაი ქენდისთან (“საუზმე ტიფანისთან” მოტივებზე)

13

ქენდის ბუდუარში ისეთივე მყუდროება და სითბოა, როგორც ფილმში “საუზმე ტიფანისთან”.

შუქი ჩამქრალია, მაგრამ სინათლე მაინც ბევრია… საკმარისი, ყელამდე. [მეტი...]

ზემოთ ↑