ვის უფრო გრძელი აქვს?

დღეს თინი მესტუმრა სამსახურში.

ავხედ-დავხედე და გადავწყვიტე გამერკვია, ჩვენ ორს შორის ვის უფრო გრძელი აქვს!

ეს ისეთი საკითხია, ყველა დაქალს შორის აუცილებლად გარკვეული რომ უნდა იყოს და თანაც ამ საქმის მოცდა და გადადება არაფრით არ შეიძლება!!!

ამის თქმა იყო და თინიმ დაიწყო პრანჭვა-გრეხა…

ისაო, ესაო, ბიჭები არიან მაინც ოფისშიო, მრცხვენიაო, მარტო რომ ვიქნებით მერე იყოსო, არ შემარცხვინო ახლაო, მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მორჩილად გამომიშვირა.

თავიდან ვცდილობდით ზედმეტი ზომვა-წონვის გარეშე ჩაეარა ოპერაციას და უბრალოდ ერთმანეთისთვის დაგვეტოლებინა, მაგრამ ოფისში მოსიარულე მამრების ყურადღება იმდენად მივიპყარით რომ იძულებული გავხდით უფრო ცივილური ხერხებისთვის მიგვემართა.

ამიტომ, ამოვიღე უჯრიდან ჩემი 30 სანტიმეტრიანი ვარდისფერი სახაზავი და თინის ვუთხარი ჰაერში აღემართა და ჩემსკენ მოეშვირა მუნ იგი გასაზომელი…

სრული 10 სანტიმეტრი დაუფიქსირდა…

“ეგრე არ უნდა” – მეთქი, აღმომხდა აღშფოთების ყიჟინა!

სად იყო და სად არა დავაძრე ჩემიც, გავზომე და… Continue reading ვის უფრო გრძელი აქვს?

ანონიმურ სიყვარულომანთა კლუბი

– მოგესალმებით, მე მარიამი მქვია და მე სიყვარულომანი ვარ.

– გამარჯობა, მარიამ! – თქვენც მესალმებით, აქა-იქ აპლოდისმენტები ისმის.

– მე დღეს აქ იმისთვის მოვედი რომ დახმარება გთხოვოთ. ეს დახმარება არ გულისხმობს არც მატერიალურს, არც მორალურს, არც ფიზიკურს, არც სხვა რაიმე სახის დახმარებას… მე დღეს აქ რწმენის განსამტკიცებლად მოვედი.

ბოლო რამოდენიმე თვეა ვფიქრობ, რომ სიყვარული არ არსებობს…

რომ არ მოვსულიყავი, ალბათ ბევრიც არაფერი დაშავდებოდა, კიდევ ერთი იმედგაცრუებული და ხელმოცარული ადამიანი შეემატებოდა სამყაროს და ყველა სხვა ადამიანის ცხოვრება კი ჩვეული დინებით გაგრძელდებოდა, მაგრამ მე სიყვარულომანი ვარ! მე არ შემიძლია სიცოცხლის ფიზიკურად გაგრძელება რწმენის გარეშე – რწმენის, რომ სიყვარული არსებობს და რომ ის ატრიალებს დედამიწას!

დიახ, თქვენ მართალი ხართ, წითელ თმიანო გოგონავ, მარჯვნივ მესამე რიგში! დიახ, დაბადებიდან მეოცნებე ვარ! ყველაზე დიდი მეოცნებე, რასაც კი შეიძლება თქვენი ფანტაზია გასწვდეს!

ყოველ საღამოს ჩაძინებამდე ჩემი ოცნების სამყაროში მიმიხარია,  ხოლო ყოველ დილით გაღვიძებისას იმავე სამყაროდან გადმოსვლა ისე მიჭირს თითქოს სიცოცხლეს ვთმობდე!

დიახ, ჭაბუკო, ბოლო რიგში, თქვენც მართალი ხართ, ბავშვობაში ძალიან ბევრი ზღაპარი წამიკითხავს! რასაც არ ვკითხულობდი, მამიკო და დედიკო მიკითხავდნენ და მიყვებოდნენ.

ვისაც არ დაეზარა, ყველამ ჩემი სული ასაზრდოვა სიყვარულზე დაწერილი ზღაპრებით, სადაც მთავარი მოქმედი გმირები – უფლისწული და მზეთუნახავი – ბოლოს ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებდნენ.

სამწუხაროდ, “ჭირი – იქა და ლხინი – აქა”-ს შემდეგ რა ხდებოდა ისევე არავის უთქვამს, როგორც არავინ გვიყვება თუ რა ხდება ფილმებში ტიტრების შემდეგ, ან როგორც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას გვიმალავენ.

ახლა კი ჩემი ცხოვრების მეოთხედზე ვდგავარ და სიყვარულის აღარ მჯერა. Continue reading ანონიმურ სიყვარულომანთა კლუბი

ქართული რეალობა

მოწვეული ბლოგერის პოსტი: Yob

“დაგვიბრუნეთ გაყინული ანაბრები ! “

„ბენდუქიძე იუდა!“

„სოროსის მონები!“ „იაღოველები!“ „მიშისტები!“ „ნაცისტები!“

„გვშიაააა!“ „მეც მშიააა!“ „ჩვენც გვშიაა!“

„ლილიპუტინი!“

ან კიდე….

„ჰელოუინი! – სატანისტები!“ „ღმერთი არ გწამთ?!“ „თუთბერიძისნაირებო!“ „იაღოველებო!“

„ღმერთი არ გწამს, შენი დედ ********** ! “

„გადაგვჭამეს ჩინელებმა!“

ან კიდე….

„ოდნოებში ხაარ?“  „+5 დამიწერეეე…“ „გოგო ოდნოები ჩაბანძდა, ფეისბუქზე ხო არ გადავიდეთ?“ Continue reading ქართული რეალობა

სექსუალური რევოლუცია და ღამე შორენასთან

არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე, მაგრამ მე Youtube-ზე ვნახე შორენა ბეგაშვილის გადაცემა (“ღამე შორენასთან”) და უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ მომეწონა!

შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი

ჩემი სიმპათიის ცოტაოდენი მიზეზები:

პირველ რიგში, წამყვანი ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქალია. მომაჯადოვებელი ღიმილით. რითაც გარანტირებული აქვს უამრავი მამრობითი სქესის მაყურებლის გულის მოგება.

ის ასევე ძალიან კარგად მეტყველებს. არ აქვს არცერთი ლაფსუსი დიქციაში, არც სიტყვები ეშლება, არც ხელებს იქნევს უაზროდ. თავი კარგად უჭირავს. მოძრაობები ისეთი, როგორიც გადაცემას შეეფერება. (გაგეცინებათ და თითქმის არისტოკრატულიც!)

თემა დამუშავებულია. მართალია, პირველ გადაცემას ეს დიდად არ ეტყობოდა (თემა კარგად არ გაშალეს!), მაგრამ იმედია მომავალში შეეტყობა. საიდანღაც ხომ უნდა დაეწყოთ. Continue reading სექსუალური რევოლუცია და ღამე შორენასთან

გვიშველეთ. მოგვკლეს.

წეღან ფეისბუქზე წავიკითხე თუ როგორ დაესხნენ თავს ფონდი “ინკლუზივის” ოფისს და ხასიათი წამიხდა.

როდემდე შეიძლება ასეთ ქვეყანაში ცხოვრება?… ნუთუ არ არსებობს რამე ან ვინმე, ვინც ამ ყველაფერს ბოლოს მოუღებს?!

აღარ მინდა აქ ცხოვრება, აღარ მინდა საქართველოს მოქალაქეობა…

მინდა რომ ყველა ქართველმა დაწეროს დიდი საჩივარი საკუთარი თავის წინააღმდეგ და მერე ვინმე კეთილმა მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯოს!

აღარ მინდა ამდენი პრობლემები, აღარ მინდა ამდენი გაჭირვებული ადამიანის ნახვა, აღარ მინდა ომი!

მინდა დალაგებული ცხოვრება, მინდა მშვიდობიანი და ნათელი დღეები ყოველგვარი თავდასხმების გარეშე, მინდა  ვცხოვრობდე ლამაზ, მდიდარ და თავისუფალ ქვეყანაში!

სადაც შემიძლია ვიყო ნებისმიერი მრწამსის, კანის ფერისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანი და ამისთვის არავინ მომკლავს, არავინ დამარბევს, არავინ ჩამსვამს ციხეში!

იმიტომ რომ მე ვარ – მე, და არ შემიძლია ვიყო ვინმე სხვა.

ისევე როგორც შენ – შენ ხარ! მე კი პატივს გცემ ამის გამო და მოვითხოვ, რომ შენც ზუსტად ისევე მცე პატივი!

ჩემი აშენებული ცხოვრების დანგრევას კი ნუ ცდილობ, შენი საკუთარი დანგრეულის აშენება სცადე! Continue reading გვიშველეთ. მოგვკლეს.