9 მარ 10

Back to the Routine!

18

წუხელ ღამის 4-ზე ჩამოვედი ბათუმიდან!

უკან წამოსასვლელი მატარებლის ბილეთები წინასწარ ნაყიდი არ გვქონდა და სადგურში რომ მივედით უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო… მეორე დილის ბილეთებიც…

არადა მეორე დღეს ყველას სამსახური გვქონდა.

ბოლოს ტაქსი დავიქირავეთ 150 ლარად და 4 საათში ჩამოგვიყვანა…

იმ მატარებელსაც ჩამოვასწარით.

რა ვაკეთე:

  • მეძინა
  • ვჭამდი
  • ბულვარში ვსეირნობდი
  • ბლოგზე შემოვდიოდი და თქვენს ბოლო კომენტარებს ვკითხულობდი
  • ზღვას ველაპარაკებოდი
  • ისევ ვჭამდი
  • ისევ მეძინა
  • Facebook-ზე და Twitter-ზე სტატუსებს ვანახლებდი
  • თინის სკაიპში ვეჩატავებოდი
  • ყველაფერს ვივიწყებდი
  • ვმღეროდი
  • სარკის წინ თმას ვივარცხნიდი
  • და კიდევ ერთხელ მეძინა…

რაზე მომეშალა ნერვები:

  • ყველა ნაცნობი (თუ უცნობი) მწერს თუ როგორ წუხს ჩემი და კოტეს დაშორების გამო და ცდილობენ თანაგრძნობა გამოხატონ. ვიცი, რომ ამას მართლა გულით განიცდით და გინდათ მხარდაჭერა დამანახოთ, მაგრამ მართლა არ მჭირდება… თავს კარგად ვგრძნობ. I am absolutely fine! Really!
  • ლიტერატურულში ბეკონიანი პიცის მაგივრად ლორიანი პიცა შევუკვეთე :|
  • მეორე დღეს გაწვიმდა.

რა აღმოვაჩინე:

  • ყოველ ჯერზე, როცა დავეცემი, შემიძლია უპრობლემოდ წამოვდგე და გზა გავაგრძელო…
  • რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა წავიდე, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ნამდვილი მეგობრები მუდამ ჩემს გვერდით იქნებიან.
  • ტუნის სალათი ბათუმის ლიტერატურულ კაფეში!
  • ზღვას თუ დიდხანს ელაპარაკები, ბოლოს – გაიგებს… : )
  • ჩემი სამსახური მიყვარს…
  • ახალი ზარი ტელეფონზე – ლაი-ლაის რეკლამაში გაჟღერებული სიმღერა
  • Update: ახლა გამახსენდა კიდევ ერთი აღმოჩენა! ონლაინ-შოპინგი მატარებელში! ლოლიტას საჩუქრად წიგნი ვუყიდე ამაზონზე შუა გზიდან! :love:

ეს სამ დღიანი დასვენება საკმარისი აღმოჩნდა სრული რესტარტისთვის.

ახლა ორმაგი ძალისხმევით შევუდგები ჩემს ჩვეულ ყოველდღიურობას, რომელიც თურმე არც ისე მოსაწყენი ყოფილა. :love:

ზემოთ ↑


4 მარ 10

Moving on…

22

“все, что не убивает, делает меня сильнее!”

დედამიწა თავის ჩვეული ღერძიდან 8 სანტიმეტრით გადაიხარა! მე უბედური კი იმაზე ვდარდობდი, სად და როგორ დამექირავებინა ბინა უახლოეს მომავალში.

აბსოლუტური უმწეობის შეგრძნება არ მასვენებს! ასე მგონია სამყაროში სრულიად მარტო ვარ გამოკიდებული და მიზიდულობის ძალაც კი არ მოქმედებს ჩემზე. უჰაერო სივრცეში ვცურავ…

ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. თანაც – ნულიდან!

ბოლო რამოდენიმე დღე არ ვეგუებოდი ამ აზრს, დეპრესიის ნიშნებიც მქონდა, შანსიც კი ვითხოვე, მაგრამ არ მომეცა. აღმოჩნდა, რომ ზოგ შეცდომას ვერ გამოასწორებ, ან არ გაპატიებენ.

ჰოდა, სხვა გზა არ მაქვს! ფეხზე უნდა დავდგე. მარტომ უნდა მოვახერხო ცხოვრების გაგრძელება. არავინ მჭირდება. თუნდაც იმ დრომდე, სანამ ჩემს ახალ ნულოვან ცხოვრებას არ შევეგუები…

ყოველთვის მინდოდა, ოჯახისგან დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს ჩემი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ, მაგრამ იმდენად მინდოდა ჩემი გათხოვების გადაწყვეტილების მიღებაში ამან თავისი მცირეოდენი როლიც კი ითამაშა. [მეტი...]

ზემოთ ↑


3 მარ 10

Room Mate

10

ბოლოს და ბოლოს უნდა ავიხდინო ჩემი დიდი ხნის ოცნება  – დამოუკიდებლად ცხოვრება!

მაგრამ ჯერ-ჯერობით ბინის მარტო დასაქირავებლად სახსრები არ მყოფნის…

მგონი room mate-ი მჭირდება… :(

ზემოთ ↑


27 თებ 10

ანონიმურ სიყვარულომანთა კლუბი

66

- მოგესალმებით, მე მარიამი მქვია და მე სიყვარულომანი ვარ.

- გამარჯობა, მარიამ! – თქვენც მესალმებით, აქა-იქ აპლოდისმენტები ისმის.

- მე დღეს აქ იმისთვის მოვედი რომ დახმარება გთხოვოთ. ეს დახმარება არ გულისხმობს არც მატერიალურს, არც მორალურს, არც ფიზიკურს, არც სხვა რაიმე სახის დახმარებას… მე დღეს აქ რწმენის განსამტკიცებლად მოვედი.

ბოლო რამოდენიმე თვეა ვფიქრობ, რომ სიყვარული არ არსებობს…

რომ არ მოვსულიყავი, ალბათ ბევრიც არაფერი დაშავდებოდა, კიდევ ერთი იმედგაცრუებული და ხელმოცარული ადამიანი შეემატებოდა სამყაროს და ყველა სხვა ადამიანის ცხოვრება კი ჩვეული დინებით გაგრძელდებოდა, მაგრამ მე სიყვარულომანი ვარ! მე არ შემიძლია სიცოცხლის ფიზიკურად გაგრძელება რწმენის გარეშე – რწმენის, რომ სიყვარული არსებობს და რომ ის ატრიალებს დედამიწას!

დიახ, თქვენ მართალი ხართ, წითელ თმიანო გოგონავ, მარჯვნივ მესამე რიგში! დიახ, დაბადებიდან მეოცნებე ვარ! ყველაზე დიდი მეოცნებე, რასაც კი შეიძლება თქვენი ფანტაზია გასწვდეს!

ყოველ საღამოს ჩაძინებამდე ჩემი ოცნების სამყაროში მიმიხარია,  ხოლო ყოველ დილით გაღვიძებისას იმავე სამყაროდან გადმოსვლა ისე მიჭირს თითქოს სიცოცხლეს ვთმობდე!

დიახ, ჭაბუკო, ბოლო რიგში, თქვენც მართალი ხართ, ბავშვობაში ძალიან ბევრი ზღაპარი წამიკითხავს! რასაც არ ვკითხულობდი, მამიკო და დედიკო მიკითხავდნენ და მიყვებოდნენ.

ვისაც არ დაეზარა, ყველამ ჩემი სული ასაზრდოვა სიყვარულზე დაწერილი ზღაპრებით, სადაც მთავარი მოქმედი გმირები – უფლისწული და მზეთუნახავი – ბოლოს ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებდნენ.

სამწუხაროდ, “ჭირი – იქა და ლხინი – აქა”-ს შემდეგ რა ხდებოდა ისევე არავის უთქვამს, როგორც არავინ გვიყვება თუ რა ხდება ფილმებში ტიტრების შემდეგ, ან როგორც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას გვიმალავენ.

ახლა კი ჩემი ცხოვრების მეოთხედზე ვდგავარ და სიყვარულის აღარ მჯერა. [მეტი...]

ზემოთ ↑


22 თებ 10

ბლოგო, გვეღირსა სიყვარული!

23
I love my babe!!!!

I love my babe!!!!

ჯერ-ჯერობით 48 საათიან სატესტო რეჟიმში ვართ. სამსახურში ვარ და ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და ლეპტოპს შევუერთო.

იმედია კარგად მუშაობს და სწრაფია! :love:

P.S. სხვათაშორის, ეს ჩემი 999-ე პოსტია. შემდეგზე გავათასდებით :) ) ^_^

ზემოთ ↑