ყურადღება!

ქართული სტუდია ”ფორმულა კრეატივი” [”ჩვენი ოფისი”-ს და ”ბიჭები და გოგონები”-ს შემქმნელები] იღებს მხატვრულ ფილმს ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”, რომელიც გამოვა კინოთეატრებში დეკემბრის ბოლოსთვის. ამასთან დაკავშირებით პატარა ივენტიც იგეგმება ბლოგერებისთვის. ანუ ეს ”ის ივენტი” არ არის, რაზეც მე სიტყვას გიკრავდით… ისიც იქნება…

იქამდე კი…

ხვალ, 15 დეკემბერს, კინოთეატრ ”რუსთაველში”, 15:30-ზე გაიმართება ამ ფილმის საუნდტრეკზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია.

საუნდტრეკს ასრულებს კორკოტა. სიმღერის ავტორი – ნიაზ დიასამიძე. კლიპის რეჟისორი – გიორგი ლიფონავა.

დაპატიჟებულია ყველა ბლოგერი!!!


სამწუხაროდ გვიან მომაწოდეს ინფორმაცია. შეძლებისდაგვარად შევეცდები ყველას მივწერო ესემესით.


იმედია გაგიხარდათ და ბლოგებზე დაწერთ რა იყო და როგორ ამ საღამოზე! მე აუცილებლად იქ ვიქნები და იმედია ყველას გნახავთ ვინც დღეს არ მოვიდა სხოდკაზე იმათაც ;) :love: