ადამიანები

არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაცნობის პირველივე წამიდან სულს გვიმშვიდებენ.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაცნობის პირველივე წამიდან სულს გვიფორიაქებენ.

და არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც შეგვიძლია პირველ და მეორე ადამიანებზე ვილაპარაკოთ.

სხვა დანარჩენი ადამიანები ჩვენთვის არ არსებობენ.

არა?

Carpe Diem

დამტაგა ადომ

გარეთ ბინდდება
ერიკა მღერის
მუსიკა იღვენთება
კოცნა იწელება
საათი წიკწიკებს
ბალიში ისრისება
თმა იბურდება
თითები ცეკვავენ
შენ მიყურებ
მე ვიღიმი
სახლი თბება
დღე გადის

freedom

აღარ მინდა! მომბეზრდა! ეს სახლი, ეს კედლები, ეს ოჯახი, ეს შეზღუდვები!

არ მაქვს უფლება პარასკევ საღამოს კლუბში წავიდე საცეკვაოდ? ან 10 საათს გადავაცილო სახლში მოსვლა ისე, რომ არავინ დამირეკოს და შემაწუხოს ყოველ 15 წუთში?

მარტო ყოფნა მინდა!!!

მომბეზრდა ყველა. მეზიზღება ყველა.

არ ესმით რომ მე ვარ 23 წლის ზრდასრული ადამიანი და მაქვს საკუთარი ცხოვრება, რომელსაც როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ და არა ისე როგორც სხვებს/მათ უნდათ!!! აქამდე რაც გამიფუჭეს, დამინგრიეს, არ მაცალეს ეგეც მეყოფა.

ყველა თავს რატომ არ დამანებებს?

ჯანდაბა რა.

Random Quote

“The truth is, I probably don’t want to be too happy or content, ’cause then what? I actually like the quest, the search. That’s the fun. The more lost you are, the more you have to look forward to. What do you know? I’m having a great time and I don’t even know it.” — Ally McBeal