Media & Gadgets

მოდღიურო ელემენტები…

მგონია რომ არ კითხულობს…
მაგრამ მაინც ვწერ.
იმისთვის მაინც ვწერ რომ ჩემი გრძნობა გადმოვცე.

მალე ახალი წელი მოვა, კიდევ ერთი ახალი წელი…
წელი რომელიც არავისთან ერთად იწყება. არავინ მომილოცავს. არავინ არ მეტყვის რომ ვუყვარვარ. წელი რომელიც დავიმსახურე. წელი რომელიც კიდევ ერთი კოშმარივით გაივლის.

ფორუმზე აღარ ვპოსტავ. აზრი დაკარგა. ხანდახან მინდა დავწერო რაღაც, მაგრამ როცა სწაფი პასუხის ფანჯარა ში ავკრეფ ორ სიტყვას… ისევ ვშლი.
იმიტომ, რომ ვიცი მაინც არავინ წაიკითხავს.
ფორუმზე სადაც 9463 მომხმარებელი პოსტავს.
არავინ კითხულობს შენს ნაწერს.
საკმარისია ორი დღე მიიკარგო.
9463 მომხმარებლიდან გაახსენდები 2-ს ან 3-ს.
ამ სამიდან ორს ეგრევე მიავიწყდები.
მესამე კი ფორუმზე აღარ შემოდის.
ხოდა რა აზრი აქვს…

არ ვიცოდი ლუკა ქალის სახელიც თუ იყო…

განწყობა:

ნუთუ მონატრება და სიყვარული ერთი და იგივეა? მაგრამ ვაითუ მატყუებს ეს მონატრება, უბრალოდ შეჩვევის ამბავია და მერე უფრო ვატკინო გული… არ შემიძლია ვუყურო ყოველდღე გულგაპობილს… თავს აღარ მივცემ იმის უფლებას ვინმე შევიყვარო, ან ვინმეს თავი შევაყვარო. აღარ მინდა. თუკი ორ თვეზე მეტ ხანს გასტანს ეს მონატრება და კიდევ უფრო გაიზრდება… სიყვარული ყოფილა და ვერ გამიგია… მაგრამ მაშინ უკვე გვიან იქნება. უკვე ვეღარავინ დააბრუნებს დღევანდელ დღეს. არადა, დღევანდელი დღე, გაწელილი მომავალში, აუცილებლად კრახით დასრულდება… აუცილებლად.

ალბათ ძალიან ეგოისტი ვარ… ასეთი მიყვარს ჩემი თავი. ეგოისტი და ქედმაღალი. მომხიბლავი, კეკლუცი, სიცოცხლის მოყვარული. სილამაზის და სიფერადის ტრფიალი.

ქალი იტირებს. კაცი ვერა… ეს განსხვავებაა ჩვენს შორის. ცრემლს გამოაქვს სიმხურვალე, აღარ გიდუღს გული. მარტო ლექივით რჩება ტკივილი. რაღაც შავ ტლაპოსავით…

მერე შავი ტლაპოც გადმოდინდება ოდესმე. მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, რომ ვინმე შეესწროს ჩემი შავი ტლაპოების გადმოდინებას…

ისევ მარტო ვარ…

 

პირველი საათია თუ ორი?

მაიკროსოფტ ვორდის ადდ-ინ დავაინსტალირე. ამ პოსტს ოპირდაპირ ვორდში ვწერ.
კაი რამე უნდა იყოს მგონი.
ოღონდაც ”დაზ ნოთ საფორთ ფიქჩურზ”-ო
ჰოდა ეგაა რა.
კაი რამეა ინტერნეტი.

ეჰ, პაწ…
სად ვართ.

სახელი

ჩემი სკოლის მეშვიდე-მეთერთმეტე კლასის გეომეტრიის წიგნში ორასორმოცდამეცხრე გვერდზე წერია:
”მრავალწახნაგს, შექმნილს ყველა იმ მონაკვეთისგან, რომელიც მოცემულ წერტილს აერთებს ბრტყელი მრავალკუთხედის წერტილებთან, პირამიდა ეწოდება. პირამიდის ზედაპირი შედგება ფუძისა და გვერდითი წახნაგებისგან. თითოეული გვერდითი წახნაგი სამკუთხედია.
სამკუთხა პირამიდას ტეტრაედრი ეწოდება.”

სამი საკრალური ციფრია. ეგვიპტელებს სწამდათ რომ პირამიდა კოსმოსიდან უცნობ ენერგიებს იღებს.
მეტი არ მინდა დავამატო.
უბრალოდ სიტყვა კარგად ჟღერს.

When you feel that love is starting

აუ… პახმელიაა თუ რაღაც უბედურებაა…
წუხელ გვიან მოვედი სახლში, სადღა მქონდა ინტერნეტის თავი?
მარიკას დაბადების დღე იყო… იუბილარი არსად ჩანდა, ველოდებოდით. (არ მეგონა თუ მოვიდოდა) მაგრამ მოვიდა.
დაბადებისდღე უკლებამ გადაუხადა
ყველაფერი მომეწონა.
ცოტა დავიღალე, მაგრამ…

PS. Something Happened to me, and it IS great!!!
მიხარია, ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი დამთავრდა და მეორე დაიწყო
Waiting .