დღის სიმღერა: World of Our Own

მახსოვს ეს სიმღერა პირველად რომ მოვისმინე რადიო ფორტუნა პლუსზე, რამდენიმე კვირა ვიტანჯებოდი, სანამ არ გავიგე, შემსრულებლის და სიმღერის სახელი.

რადიო მუდამ ჩართული მქონდა იმ იმედით, რომ იქნებ რომელიმე დიჯეის გამოეცხადებინა შემსრულებლის სახელი, მაგრამ რატომღაც თავიდან იმდენად პოპულარული არ იყო და არც ხშირად უშვებდნენ. არც Request Show-ში ითხოვდნენ მსმენელები, მე კი რომც დამერეკა ვერ მოვითხოვდი, სიმღერის სახელი არ ვიცოდი…

“დღის სიმღერა” თამაში იყო ფორტუნა პლუსზე: დღის განმავლობაში სამჯერ მოულოდნელად გაიჟღერებდა რომელიმე წინასწარ არჩეული სიმღერა; ვინც ჩაუსაფრდებოდა, სიმღერის დაწყებისთანავე დარეკავდა ეთერში და იტყოდა, რომ ეს არის დღის სიმღერა, ის ხდებოდა გამარჯვებული. ერთ დღესაც სწორედ ეს სიმღერა აირჩიეს “დღის სიმღერად” …და მე ვიყავი პირველი, ვინც დარეკა და გამოიცნო.

ინტროში, მეთორმეტე წამზე, რაღაც “ღძნნნ” ხმა რომ ისმის, მაგით მქონდა დამახსოვრებული და ამის გამო მოვახერხე ყველაზე სწრაფად გამოცნობა. რაღაც პრიზებიც მოვიგე, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ასე ტანჯვა-წამებით მოპოვებული ინფორმაცია გამომადგა და დამიფასდა. მერე შემსრულებლის სახელი გავიგე და “ვესტლაიფის” ალბომიც ვიყიდე – მათი თითქმის ყველა სიმღერა მიყვარდა.

ეს ხდებოდა 13 წლის წინ. სად იყო მაშინ Youtube :(

მალეფისენტი

ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომლის გამოსვლასაც ძალიან ძალიან ველოდები.

ზოგადად ძალიან მომწონს დისნეის ახალი პროექტები, როგორც 3D ანიმაციის, ისე – ფილმების კუთხით. მგონი ეს ფილმი რაღაც საშუალოა ორივე ჟანრში.

ველი, რომ იქნება ძალიან ლამაზი, საინტერესო და ორიგინალური სიუჟეტით და რაც მთავარია, პრინცესა ავრორა, რომელიც ყველა მუტფილმში და ეკრანიზაციაში თითქოს “უსულო” და “უტვინო” პერსონაჟია, აქ ცოტა სხვაგვარად დაგვანახებენ.

მოკლედ 5 ივლისიდან, საქართველოს კინოთეატრებში, სასურველია ინგლისურ სეანსზე… :)

Internet Forum Tbilisi 2014

blogging and online activism

24 მაისს სრულიად ქართული ბლოგოსფეროს შემორჩენილი ნაწილი ისევ ერთ სივრცეში – Multimedia Education Center-ში შეიკრიბა. Internet Forum Tbilisi ერთ დღიანი ღონისძიებაა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა. მისი მიზანი ბლოგერების, ინტერნეტ აქტივისტების, დეველოპერებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების ერთად შეკრება და საქართველოში ინტერნეტის განვითარებაზე საუბარი იყო.

მთელი დღის განმავლობაში 9 დისკუსია / პრეზენტაცია ჩატარდა და თითო საათი მიეძღვნა. სპიკერთა შორის მეც ვიყავი და საუბარი ინტერნეტ ჟურნალების წარმოებაზე და მათ ბედ-იღბალზე მომიწია. ჩემთან ერთად პანელისტები იყვნენ ნასტასია არაბული (wis.ge), აკო ახალაია (marketer.ge), ლევან პაიჭაძე (ideahub.ge) და ლაშა ქავთარაძე (photoessay.ge).

Internet Forum Tbilisi - Online magaiznes

All serious and stuff...
All serious and stuff…

სრული დღის წესრიგი შეგიძლიათ ამ გვერდზე იხილოთ: Internet Forum Tbilisi 2014

ჩვენი პანელ-დისკუსია ვიდეოს სახით შეგიძლიათ myvideo-ს ლაივსტრიმზე ნახოთ (მოგვიანებით Youtube-ვიდეოს დავამატებ).

საკმაოდ ცხარე და დატვირთული გამოვიდა დისკუსია ბლოგინგის გამოწვევების შესახებ. ორიგინალური და მრავლისმომცემი გამოდგა ონლაინ აქტივიზმის შესახებ პრეზენტაცია, რომელსაც ნიკა დავითაშვილი (პარტიზანული მებაღეობა) უძღვებოდა. ასევე ძალიან დავინტერესდი დისკუსიით ღია მმართველობის შესახებ.

Open Government

რა თქმა უნდა ონლაინ სატირის შესახებ დისკუსიამ ისე ჩაიარა როგორც მოველოდით: წარდგენა ნიკა ქავთარაძის მონოლოგით დაიწყო, შემდეგ კი “სცენაზე” ჩიტის და ზარათუშტრას შემქმნელები გამოვიდნენ.

online satira

თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, მგონი დამსწრე საზოგადოება ყველაზე მეტად ტვიტერით გაერთო. დიდ ეკრანზე Live Feed-ი იყო გაშვებული და ტვიტის გაგზავნისთანავე ეკრანზე ჩანდა ჩვენი “ნაღვაწი”. რა თქმა უნდა ბლოგერთა “გარყვნილმა” გონებამ უმალ შემოაგდო ისეთი თემები როგორიცაა პორნოს ყოფნა არყოფნის საკითხი, ნინი ბადურაშვილისა და საბუნიას აღებ-მიცემობის საკითხი და სხვა. ეს ფიდი ინტერნეტის ფარულ კუნჭულებში იმალება, თუმცა მე აქვე პოსტში შემიძლია წარმოგიდგინოთ.


ასეთი აქტიურობა ტვიტერზე რამდენიმე წელია არ მინახავს. გული დამწყდა და სურვილი გამიჩნდა, უფრო აქტიურად ვიყენებდეთ ტვიტერს საქართველოში. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქართულ ენოვანი კონტენტის შემქმნელები ტვიტერზე არ არსებობენ. ალბათ გარკვეული დრო და თვითდისციპლინა სჭირდება იმას, რომ ქმნიდე კონტენტს ფიდბეკის გარეშე და ელოდებოდე follower-ების ზრდას. თუმცა ბლოგინგიც ხომ ასეთი გზით დავიწყეთ. Back in 2005, არავინ არ იყო მკითხველი და მხოლოდ იმიტომ ვწერდით, რომ ჩვენ გვსიამოვნებდა.

MEC-ის მხიარული საპირფარეშო:

MEC-ის შესასვლელში Foodpanda-ს მასკოტი, რომელმაც დღის განმავლობაში არაერთხელ დაგვაპურა, მომსვლელებს ესალმებოდა და ასევე 3 ლარიანი ვაუჩერები დაგვირიგა.

ჩემი ვაუჩერის კოდს გიზიარებთ: panda3

მისი გამოყენება ასე შეგიძლიათ:

  1. გაიარეთ რეგისტრაცია foodpanda.ge-ზე
  2. მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს მოძებნე საჭმელი და მარცხენა მხარეს ფილტრის შედეგებში მონიშნეთ “ვაუჩერით სარგებლობა”.
  3. აირჩიეთ რესტორანი, კერძი და შეკვეთის დასრულებისას შეიყვანეთ ვაუჩერის კოდი შესაბამის გრაფაში
  4. შეკვეთის ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 15 ლარს

foodpanda

პანელ-დისკუსიების ყველა მონაწილეს კარიკატურები დაგვირიგეს:

Internet Forum Tbilisi 2014

მემორაბილია:

Internet Forum Tbilisi - memorabilia

მოუთმენლად ველოდებით მომავალი წლის ღონისძიებას. :)

Gifts from Geocell

ეს საჩუქრები ჯეოსელისგან მივიღე, როგორც პერიტუსის ბლოგერების კონკურსის მონაწილემ.

wpid-img_20140411_135504.jpg

wpid-img_20140411_135543.jpg

wpid-img_20140411_135721.jpg

wpid-img_20140411_135756.jpg

მე და ელდარ პირმისაშვილი

რადიო ინტერვიუ: Pink.ge, ქალთა უფლებები და სხვა კატასტროფები

შაბათს, 22 მარტს, რადიო ჯაკოს ეთერში ჩემი ინტერვიუ გავიდა: