ოქტომბერი, პროდუქტიულობა და “დროის გადამრჩენელი”

მე იმ ტიპის ადამიანი ვარ, რომელთაც საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად სხვების აღიარება ესაჭიროებათ. :) ამიტომაც ვარ ალბათ RescueTime-ის ფანი.

Rescue Time ქართულად ნიშნავს: “გადაარჩინე დრო”. იგი პატარა აპლიკაციაა, რომელსაც აყენებთ კომპიუტერზე, ან მობილურ მოწყობილობაზე. ის იმახსოვრებს ყველა პროგრამას თუ ვებგვერდს, რომელზეც დღის განმავლობაში ამ მოწყობილობიდან შედიხართ, და ასევე იმახსოვრებს, რამდენ დროს ატარებთ ამ ვებგვერდებზე თუ აპლიკაციებში. თუ თქვენთვის ერთ-ერთი მთავარი ცხოვრებისეული ღირებულება ზრდა და პროდუქტიულობაა, მაშინ ახლავე გადმოწერეთ ეს აპლიკაცია და საკუთარი თავის შესახებ საინტერესო რამეებს აღმოაჩენთ.

პირველ რიგში გაიგებთ, თუ რამდენ საათს ატარებთ დღის განმავლობაში პროდუქტიულად. აღმოაჩენთ, რომ სამსახურში გატარებული 8 საათი არასდროს უდრის 8 პროდუქტიულ საათს. ხოლო თუ თქვენი ყოველდღიური პროდუქტიულობა 5 საათს მაინც აჭარბებს, გილოცავთ, თქვენ მეტისმეტად მუყაითი ადამიანების სიაში ხართ :)

October goal by day
ჩემი ყოველდღიური მიზანია, კომპიუტერთან გავატარო 5 პროდუქტიული საათი. ოქტომბერში სამუშაო დღეების უმეტესობაში გეგმა გადაჭარბებით მაქვს შესრულებული, უქმე დღეებში კი დამსახურებულად დამისვენია :)
October apps by day
ეს ანალიტიკური ანგარიში საშუალებას მაძლევს გავარკვიო, რომელ დღეებში რომელ აპლიკაციებზე დავხარჯე ყველაზე მეტი დრო.
October Productivity Pulse
Productivity Pulse ანუ პროდუქტიულობის პულსი :) სპეციალური ტერმინია, რომელიც %-ად გამოსახავს პროდუქტიულობას პერიოდში. აღმოჩნდა, რომ ოქტომბერში თითქმის 70%-იანი პროდუქტიულობა მქონია.
October Productivity by Day
ეს გრაფიკი დღეების მიხედვით პროდუქტიულობას მაჩვენებს.