დაისუ

Actarus_Duke_Fleed_Grendizer_by_handesigner

ეს ის ბიჭია, ცხოვრებაში სულ, სულ, სულ პირველად რომ შემიყვარდა. <3 ის 1975 წელს გადაღებული იაპონური ანიმე სერიალის – გრენდაიზერის პერსონაჟია.

ჩემი თაობის ბავშვები ამ სერიალს ვაღმერთებდით. უფრო პატარებს არასდროს უნახავთ. მე კი მთავარ გმირზე ფიქრში ვიძინებდი და ვიღვიძებდი. სიზმრებში ალტერნატიულ სერიებს ვქმნიდი, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი მეც ვიქნებოდი. მეც მქონდა საკუთარი სფეისერი, რომლითაც გრენდაიზერს ვეხმარებოდი დედამიწის დაცვაში. ხანდახან გასაჭირშიც ვვარდებოდი, მაგრამ დაისუ ამონი ყოველთვის ახერხებდა ჩემს გადარჩენას. მასთან ერთად ისეთი თავგადასავლები მაქვს გავლილი, რომ შემიძლია გრენდაიზერისთვის ერთი დუჟინი სერიის სცენარი დავწერო.

venusia_hikaru__makiba_by_toshia76-d50wsqz

ყველაზე მეტად კი ჰიკარი მეზიზღებოდა. ღმერთს ლოცვებში ვევედრებოდი, რომ რამენაირად ჩამოეშორებინა ჩემთვის ეს საშინელი მეტოქე. ვფიქრობდი, ძალიან დიდი სასჯელი იქნებოდა, ჰიკარის საზღვაო სფეისერს რამე ტრაგიკული შემთხვეოდა. ასეთ შემთხვევაში დაისუსაც გაუჭირდებოდა დედამიწის დაცვა (პრობლემა მხოლოდ ტექნიკური იქნებოდა, რა თქმა უნდა, და არამც და არამც ფსიქოლოგიური).

უკეთეს გეგმად მესახებოდა, თუკი ჰიკარის ქოჯი შეუყვარდებოდა. ამით ის მეტოქედ აღარ ჩაითვლებოდა, მე კი შანსი მექნებოდა დაისუს გული დამეპყრო.

ეს ხდებოდა დაახლოებით 19 წლის წინ. ნეტა ახლა შემეძლოს ეგრე ვინმე მიყვარდეს, როგორც ეს არარეალური პერსონაჟი მიყვარდა.

კატმანდუში წვიმს

კატმანდუ, ნეპალი

დრო თუ ყველაფრის მკურნალია, ალბათ სევდასაც წაიღებს. მაგრამ ყოველი ახალი დღე გამოწვევაა.

პირველი დღეები ყველაზე რთულია, მერე (იმედია) ნელ-ნელა გაივლის. მთავარია როგორმე ეს კვირა გავიდეს…

მომავალი დღეები გავავსე ღონისძიებებით, ყურადღება რომ გადავიტანო. ყველა მუსიკალური ფესტივალი მონიშნული მაქვს კალენდარში. ახალი ხალხი მინდა გავიცნო და ახალ სიტუაციებს მოვერგო.

ორ კვირაში საქართველოდანაც წავალ და რამდენიმე თვე არ ჩამოვალ. მომბეზრდა აქაურობა, ყელში ამოვიდა. Eat Pray Love მახსენდება ეს დღეები… ვფიქრობ ნეპალზე ან მალაიზიაზე.

ამ წამს ჩემი პირველი მიზანი დროის გაყვანაა. დროის გაყვანა იმ დღემდე, სანამ თვითმფრინავში ჩავჯდები.

ეს ქალაქი ლანდებითაა სავსე. ლანდებით და ზომბებით… აღარ შემიძლია.

კატმანდუში წვიმს.

Change

Most importantly, if you can at all avoid it, don’t be normal. Strive, burn and do everything you can to avoid being the industry standard. Even the highest industry standard. Be greater than anything anyone else has ever dreamed of you. Don’t settle for pats on the back, salary increases, a nod-and-a-smile. Instead, rage against the tepidness of the mundane with every fiber of whatever makes you, you. Change this place.

Please, do that for me.