მოწვეული ბლოგერი

მოწვეული ბლოგერი

დღეს არჩვეულებრივი იდეა მოგვივიდა მე და თინის. და ორივე ვაპირებთ განვახორციელოთ ჩვენს ბლოგებზე. კონკრეტულად ჩემს ბლოგზე რა იქნება ამას ახლა მოგახსენებთ და მერე თინიც დაწერს, როგორ სახეს მისცემს ამ იდეას თავის ბლოგზე.

გთავაზობთ ასეთ თამაშს:

  • ყოველი თვის ბოლო დღეს ამ ბლოგზე დაიდება მოწვეული ბლოგერის პოსტი.
  • მოწვეულ ბლოგერს ექნება თავისი ექაუნთი და პაროლი და დაწერს ერთ პოსტს რაზეც მოესურვება, თუნდაც ერთ ჩვეულებრივ პოსტს, როგორსაც დაწერდა თავის საკუთარ ბლოგზე.
  • მოწვეულ ბლოგერს შეუძლია დაწეროს ნებისმიერი, შინაარსიანი პოსტი, და გააფორმოს იგი ნებისმიერი მედია-მასალით(ფოტო-აუდიო-ვიდეო), შეუძლია პოსტში დაურთოს თავის ბლოგის ლინკი. გააკეთოს პოდკასტი, ვოდკასტი.
  • აკრძალულია რეკლამა, პორნოგრაფია და გულისამრევი სანახაობის შემცველი მასალა.
  • თუ პოსტი წარმატებით გაივლის მოდერაციას, სტილი იქნება აბსოლუტურად დაცული.
  • მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ბლოგერს.
  • მსურველებმა საკუთარი თავი და ბლოგი წარადგინეთ კომენტარებში.
  • მოწვეული ბლოგერის ვინაობა პოსტის გამოქვეყნებამდე საიდუმლოდ დარჩება.
  • მოწვეული ბლოგერის შერჩევა მოხდება ჩემი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე.
  • მოწვეულ ბლოგერად არჩეულ პირს ვთხოვ არ გაამჟღავნოს საკუთარი თავი პოსტის დადებამდე. ;)

რაც შეეხება თინის, მის ბლოგზე პირველი მიწვეული ბლოგერი მე გახლავართ და ჩემი პოსტი უკვე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ოპერაცია კოდური სახელწოდებით: Landish vs. MysteryX

ზემოთ აღწერილი წესები ეხება მხოლოდ ჩემს ბლოგს რადგან თინი ალბათ თავის წესებს მოიფიქრებს.

თუ იდეას აიტაცებთ და გამხიარულდებით, ძალიან მაგარი გამოვა.

მოწვეული ბლოგერის პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს საზღვარგარეთ. ძირითადად ბლოგერები თავის ბოიფრენდებს/გელფრენდებს იწვევენ ხოლმე და კვირაში ერთხელ მაინც აწერინებენ პოსტებს.

მე კიდევ გადავწყვიტე ყველა მკითხველი ჩავრთო ამ ამბავში…

აბა, როგორი იდეაა? ვინ იქნება პირველი?