მოწვეული ბლოგერი

უბრალოდ, Sex and the City

მოგესალმებით ყველას, მე zurriuss ვარ და ვინც არ მიცნობთ, ეგებ ახლა მაინც გეშველოთ :) ხუმრობა იქით იყოს და ძალიან მიხარია, რომ ამ ბლოგზე მოწვეული ბლოგერის სტატუსით ვსარგებლობ. ვნერვიულობ და თუ რაიმე ისე არ გამოვა, მომიტევეთ ;)

kinopoisk_ru-Sex-the-City-21851

მოკლედ, იყო და არა იყო რა. იყო მანჰეტენი, იყო პროგრამა СТС და მასზე გადიოდა სერიალი ზემოაღნიშნული სახელწოდებით. რა დროს სექსია–მეთქი, ვფიქრობდი :) ისე, ქართველების გადმოსახედიდან, ამ სერიალს კიდევ კარგა ხანს ეროტიკულად აღქმა უწერია. ასე იყო ჩემ გარშემოც, როცა აბიტურიენტობის პერიოდში ღამის 1 საათამდე ვიცდიდი, რომ “სექსი დიდ ქალაქში” მენახა.

მაშინ ახალი გადაწყვეტილი მქონდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება (იმ დროს ჯერ კიდევ ფაკულტეტი ერქვა) და აზრზე არ ვიყავი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა მეაზროვნა. ჰოდა ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, საკუთარ თავში  სტერეოტიპებს გადავაბიჯე და პულტის #14–ს დავაჭირე. Continue reading

WE LOVE BLOGSPHERE !!!

მოგესალმებით ვარდისფერი სამყაროდან, მე ვარ კიკიტო Kikitoland-დან, დაე კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ბლოგზე. ჰალილუია : ))

Sweety-ს შემოთვაზების მერე დავჯექი და დავიწყე ფიქრი თუ რაზე დამეწერა, რამე საინტერესო, აქაურობის შესაფერისი და ისეთი ყოფილიყო ჩემ ბლოგზე ჯერ რომ არც დამიწერია და აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ მაინც რაღაც ჩემისეული ყოფილიყო. გადავხედე კიდევაც წინა მოწვეული ბლოგერების თემებს, გადავიკითხე კიდევ ერთხელ და გავაგრძელე ფიქრი. არ ვიცი რამდენად გამომივა ამ ყველაფრის შეთავსება, მაგრამ მთელ ძალებს მოვიკრებ და შემოგთავაზებთ რამე თემას.

მაშ ასე:

მინდა დავწერო ამ სამყაროზე სადაც ჩვენ ვარსებობთ, როგორც Sweety, Sophie Golden-ი, Kissie, Tjorven, Kikito …. და ამ არსებაზე რომელსაც ვუყურებთ, ვუწკაპუნებთ, რომლის საშუალებით ერთმანეთს ვეკონტაქტებით, ვესიყვარულებით, ვეჩხუბებით თუ ვუზიარებთ აზრებს და მთელი ჩვენი ცხოვრება ამ სამყაროსთან არის გადაკვანძული და ამ შინაურ ცხოველს ვეჩვევით და ჩვენი ყურადღების 70% ვუთმობთ, რატომ ცხოველი და არა უბრალოდ ნივთი? და რატომ მოვიხსენიებ როგორც სულიერ არსებას?

რა თქმა უნდა, ჯერ (იმედია) არ გამირეკია და არ მგონია, რომ ჩემ კომპიუტერს გული, ყურები და კუჭი აქვს, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობა რო არ მივცეთ ყველაფერს, ზუსტად მასეა და ყველა ზევით ჩამოთვლილი ორგანო გააჩნია, თავისებურად, მოვლა და ყურადღება სჭირდება, რომ ერთ დღეს არ გვიმტყუნოს და ჩვენ ბლოგებზე დაგვაპოსტინოს ყველანაირი შეფერხების გარეშე, კვება და წამლებიც სჭირდება, რომ კარგად გამოიყურებოდეს და სხვებთან ურთიერთობის დროს არ გადასდოს რამე.  ყოველთვის მოწესრიგებული და ორგანიზირებული იყოს, რომ გამოგვადგეს ახალი ინფორმაციის მოძიებაში და არ ჩამოვრჩეთ არც ერთ ნიუსს. Continue reading

Pyjama party! That’s what i like

სვითისგან შემოთავაზების მიღების შემდეგ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ event-ზე დავწერო :)

Pyjama Party!

ვინც ვერ მიხვდა,ეს  არის მეგობრების შეკრება (ძირითადად გოგოების ;) )
და მთელი ღამის ერთად გატარება.  ერთხელ მაინც, ცხოვრებაში ყველა
ჩვენგანი იქნება ნამყოფი მსგავს “დევიშნიკზე”. თქვენი არ ვიცი,
და მე ძალიან მიყვარს ასეთი რაღაცეები. ამ დროს მე და მეგობრები, ვიკრიბებით,ვაკეთებთ საჭმელს, ვსვამთ(რადგან უკვე დიდი გოგოები ვართ:)),  ბევრს ვცეკვავთ(მეზობლების გულის გასახეთქად), ვჭორაობთ და რაც მთავარია, ვუყურებთ რომანტიულ მელოდრამებს!:)

ჩემი აზრით, ეს ელემენტი  მნიშვნელოვანია. ის დევიშნიკი,
რის დევიშნიკია, ყველამ ერთად თუ არ იტირეთ, ყველაზე
სენტიმენტალურ მომენტში?ძალიან ბევრი სასაცილო მომენტი მახსენდება, ამასთან დაკავშირებით. გქონიათ სიტუაცია, როდესაც აცრემლებული, მეგობრებს გადახედავთ
და უცებ ყველას სიცილი გიტყდებათ?ხო მაგარი გრძნობაა?)) ამ დროს, მახსენდება, ყბადაღებული “დოგმა”, რომ ბიჭები არ ტირიან.. რატომ მახსენდება? იმიტომ რომ, მეცოდებიან ხოლმე მამრები, ისინი ვერასოდეს გაიგებენ, რა მაგარია, რაღაც სულელურ ფილმებზე დაქალებთან ერთად ტირილი )) it’s so fun!..

კიდევ რამდენიმე დეტალი, რამაც შეიძლება გაახალისოს ასეთი ფართი. სხვა და სხვა სახის snack-ები:ჩიპსები,კრეკერები,პოპკორნი,მზესუმზირა + ბევრი უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელი:კოლა,წვენი,ნემიროვი და ა.შ. ))..

რით შეიძლება გაერთო ამ დროს? პირველ რიგში,ერთმანეთთან ყოფნით და ჭორაობით ),ფილმები,make up შეჯიბრება,dressing contest და სურათების გადაღება,Cosmopolitan-ის ახალი ნომრის წაკითხვა, კარაოკე :), სხვა და სხვა თამაშები.. ბოლოს, გამთენიისას ჩაძინება, ადამიანებთან, რომლებიც ასე ძალიან გიყვარს ))

მოკლედ, ძალიან მიყვარს Pyjama Party-ები.. ))

ესეც, ერთ-ერთი რომანტიული და სევდიანი ანიმე, რომელსაც გირჩევთ მე პირადად: 5 centimeters per second

p.s. ესეც, სვითის, სულ ახლახანს დაწერილი პოსტი, რომელიც წერისას გამახსენდა: If we wanna rock – we rock!

Confessions of A Pop-aholic

სვითიმ რომ გესთ ბლოგერად მიმიწვია, პირველი რაც ვქენი, ის იყო, რომ “Confessions of a shopaholic”-ის საუნდთრექის ალბომი ჩავრთე და იდეაც მოვიდა; მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩემთან უკვე დავბლოგე და იდეები მთლად ასე ხშირადაც არ მაწუხებენ ხოლმე. მოკლედ, ვეცდები დღეს ვარდისფერ სამყაროს ცოტა მზისფერი შევურიო და ვნახოთ, როგორი გამოვა. წინა მოწვეული ბლოგერი, თაზო იყო, რამდენადაც მახსოვს და იმან თავის “ჰარემზე” დაწერა. Man, მე არ მაქვს ჰარემი, სამაგიეროდ, მაქვს წარსულის “ცოდვები”, რომლებსაც ავდგები და აქ მოვყვები, ბარემ შოპაჰოლიკის აღსარებას ვუსმენ ;)

გამარჯობა! მე სოფი Golden ვარ, საშინელი პ-ოპაჰოლიკი!

მეცინება, როცა ადამიანები დასცინიან პაპსა მუსიკას, ასევე კაიფობენ რუსულ ესტრადაზე, ამ დროს ღამღამობით კრისტინა ორბაკაიტეს უსმენენ, კაი, ლუბა უსპენსკაიას მაინც. სამაგიეროდ, ვგიჟდები პაპსა ამერიკულ ფილმებზე, სადაც ფინალი ყოველთვის ერთია, ბიჭი გოგოს გაეკიდება აეროპორტში, კაკ მინიმუმ, რკინიგზის ვაგზალზე (’My best friend’s wedding’), რა თქმა უნდა, დაეწევა და სახალხოდ დაიწყებენ კოცნას, მერე მთელი ეს ნაროდი ტაშს უკრავს და თუ სადმე ძაღლიცაა, კუდს გააქიცინებს.

My favorite one

My favorite one

რა ვქნა, people, მაგრად მიყვარს ასეთი ფილმები. ეგ კი არა, იყო დრო Spice Girls-ის & Backstreet Boys-ის სიმღერები ზეპირად ვიცოდი. ვინც ამბობს, რომ არ უყვარს და ევროპული ინტელექტუალური კინემატოგრაფი ურჩევნია – ან იტყუება, ან გაუგია, რომ უნდა მოსწონდეს… ან მართლა მოსწონს :ლოლ: მე, კი, რახან სვითის ბლოგზე ვარ, ერთი პოსტით მაინც დავიჯერებ ვარდისფერ რეალობას, იმასაც დავიჯერებ, რომ ცხოვრება მსუბუქია, სერიალივით “განგრძობადი” და ბოლოს კარგად დამთავრებადი, სადაც მისტერ ბიგი ცოლად მოიყვანს კერი ბრედშოს, თუ როგორც არის, სვითიმ იცის ;) მე ვერთობი ფილმებით, ვერთობი ცხოვრებით და მსოფლიოც ერთ Big Fat Fun-ად მიმაჩნია!

Have fun, you guys too :)

Let The Sunshine In!

მე და ჩემი ჰარამხანა

მე თაზო ვარ, თავისუფალი სიტყვის ბლოგიდან. გუშინ Sweet Baby Girl-მა შემომთავაზა მისი ბლოგისთვის რამე პოსტი დამეწერა. “ბიჭი ხარ და პირველად შენ სწორედ ამიტომ გითხარიო”. სწორედ ამიტომ, დღეს “სვითლენდის” სტუმარი ვარ. ამაყ!

ამ პოსტში ვისაუბრებ ქალისა და კაცების ურთიერთობაზე. უფრო კონკრეტულად ჩემზე და ქალებზე, რომლებიც ჩემს გარშემო ტრიალებენ(თუ მე ვტრიალებ მათ გარშემო…ნუ რა მნიშვნელობა აქვს). დაწყნარდი, განვლილი ვნებიანი ღამეების აღწერას და ამით ტრაბახს  არ ვაპირებ (ხოხ!). არაფერი მსგავსი.

ჩემი ბედნიერება მეათე კლასიდან დაიწყო.  გადავედი სკოლაში, სადაც კლასში 22 გოგო და მხოლოდ  5 ბიჭი ვიყავი. აი იქ მივხვდი, რომ მაგრად გამიმართლა.  ტკბილია უმცირესობაში ყოფნა, მეტისმეტად ტკბილი. აი, სწორედ მაგ დროიდან დავუწყე ზოგიერთ ვირგლას გატრაკება, გოგოებს რომ აჩმორებდნენ.  ჰო, აჩმორებდნენ.

“რო გლეწავ გაგაკრავ კედელზე!”, “მოგაჯენ პოლზე!”, “აგილეწავ როჟას!”-ზოგიერთი ქუთაისელი ჩმო ასე ეკონტაქტებოდა საპირისპირო სქესს. ეს თავიდან, მერე უკვე აღარ. ყოველ შემთხვევაში ჩემი და ჩემი მეგობრების “სამოქმედო კვადრატში” ასე ხდებოდა.

“დეტსკი” ისტორიებს მოვრჩეთ.

მეორედ უკვე უნივერსიტეტში გამიმართლა. თავად განსაჯეთ: კურსზე 80-მდე გოგო და 15-მდე  ბიჭი ვართ. Continue reading