გთავაზობთ ასეთ თამაშს: "მოწვეული ბლოგერი"

  • ყოველი თვის ბოლო დღეს ამ ბლოგზე დაიდება მოწვეული ბლოგერის პოსტი.
  • მოწვეულ ბლოგერს ექნება თავისი ექაუნთი და პაროლი და დაწერს ერთ პოსტს რაზეც მოესურვება, თუნდაც ერთ ჩვეულებრივ პოსტს, როგორსაც დაწერდა თავის საკუთარ ბლოგზე. მას შეუძლია გააფორმოს პოსტი ნებისმიერი მედია-მასალით(ფოტო-აუდიო-ვიდეო), შეუძლია პოსტში დაურთოს თავის ბლოგის ლინკი. გააკეთოს პოდკასტი, ვოდკასტი.
  • მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ბლოგერს.
  • მოწვეული ბლოგერის ვინაობა პოსტის გამოქვეყნებამდე საიდუმლოდ დარჩება.
  • მსურველებმა საკუთარი თავი და ბლოგი წარადგინეთ შემდეგი მეთოდებით:
    • მომწერეთ e-mail-ზე sweet[at]sweet[dot]ge
    • ან მომწერეთ Facebook-ის ფანკლუბის გვერდზე: [ლინკი]

მოწვეული ბლოგერები, 2009:

  1. აპრილი - თაზო კუპრეიშვილი. [Me and My Harem]
  2. მაისი - Sophie Golden [Confessions of A Pop-aholic]
  3. ივნისი - ნატოშა [Pyjama Party - That's What I like]
  4. აგვისტო - კიკიტო [WE LOVE BLOGOSPHERE]
  5. სექტემბერი - ზურიუსი [უბრალოდ, Sex and the City]
  6. დეკემბერი - თაა [From Taa With Love]
31 იან 10

ქართული რეალობა

33

მოწვეული ბლოგერის პოსტი: Yob

“დაგვიბრუნეთ გაყინული ანაბრები ! “

„ბენდუქიძე იუდა!“

„სოროსის მონები!“ „იაღოველები!“ „მიშისტები!“ „ნაცისტები!“

„გვშიაააა!“ „მეც მშიააა!“ „ჩვენც გვშიაა!“

„ლილიპუტინი!“

ან კიდე….

„ჰელოუინი! – სატანისტები!“ „ღმერთი არ გწამთ?!“ „თუთბერიძისნაირებო!“ „იაღოველებო!“

„ღმერთი არ გწამს, შენი დედ ********** ! “

„გადაგვჭამეს ჩინელებმა!“

ან კიდე….

„ოდნოებში ხაარ?“  „+5 დამიწერეეე…“ „გოგო ოდნოები ჩაბანძდა, ფეისბუქზე ხო არ გადავიდეთ?“ [მეტი...]

ზემოთ ↑


30 დეკ 09

From Taa With Love

14

ახლა ისეთ განწყობაზე ვარ სტუმრად წავიდოდი …

ლიფტს დავაიგნორებდი, კიბეებზე ავიდოდი და კარზე დავაკაკუნებდი.
შევიდოდი თბილ ოთახში სადაც რამდენიმე ისეთი ადამიანი დამხვდებოდა თვალს და გულს რომ
გაუხარდებოდა.
მერე ცხელი ყავა, სიგარეტი, სასუსნავები და ტლიკინი. ბევრი და ტვინის წამღები. უამრავი სიახლე უამრავი ინფორმაცია,უამრავი ემოცია.  რამდნი რამე დამიგროვდა სათქმელი და ვერ ვამბობ, იმიტომ რომ არ მცალია, იმიტომ რომ სამსახურში იმდენი საქმე მაქვს საათები წუთებივით გადიან. შუა აურზაურში და მუშაობაში რომ ვარ მაშინ მოდის ხოლმე 7ის ნახევარი და სახლში წასვლის დროა..

ხოდა მოკლედ ადამიანები მაკლია, ჩემნაირი ადამიანები, მეგობრული შეხვედრები, არაოფიციალური და თბილი. [მეტი...]

ზემოთ ↑


1 ოქტ 09

უბრალოდ, Sex and the City

44

მოგესალმებით ყველას, მე zurriuss ვარ და ვინც არ მიცნობთ, ეგებ ახლა მაინც გეშველოთ :) ხუმრობა იქით იყოს და ძალიან მიხარია, რომ ამ ბლოგზე მოწვეული ბლოგერის სტატუსით ვსარგებლობ. ვნერვიულობ და თუ რაიმე ისე არ გამოვა, მომიტევეთ ;)

kinopoisk_ru-Sex-the-City-21851

მოკლედ, იყო და არა იყო რა. იყო მანჰეტენი, იყო პროგრამა СТС და მასზე გადიოდა სერიალი ზემოაღნიშნული სახელწოდებით. რა დროს სექსია–მეთქი, ვფიქრობდი :) ისე, ქართველების გადმოსახედიდან, ამ სერიალს კიდევ კარგა ხანს ეროტიკულად აღქმა უწერია. ასე იყო ჩემ გარშემოც, როცა აბიტურიენტობის პერიოდში ღამის 1 საათამდე ვიცდიდი, რომ “სექსი დიდ ქალაქში” მენახა.

მაშინ ახალი გადაწყვეტილი მქონდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება (იმ დროს ჯერ კიდევ ფაკულტეტი ერქვა) და აზრზე არ ვიყავი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა მეაზროვნა. ჰოდა ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, საკუთარ თავში  სტერეოტიპებს გადავაბიჯე და პულტის #14–ს დავაჭირე. [მეტი...]

ზემოთ ↑


1 სექ 09

WE LOVE BLOGSPHERE !!!

12

მოგესალმებით ვარდისფერი სამყაროდან, მე ვარ კიკიტო Kikitoland-დან, დაე კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ბლოგზე. ჰალილუია : ))

Sweety-ს შემოთვაზების მერე დავჯექი და დავიწყე ფიქრი თუ რაზე დამეწერა, რამე საინტერესო, აქაურობის შესაფერისი და ისეთი ყოფილიყო ჩემ ბლოგზე ჯერ რომ არც დამიწერია და აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ მაინც რაღაც ჩემისეული ყოფილიყო. გადავხედე კიდევაც წინა მოწვეული ბლოგერების თემებს, გადავიკითხე კიდევ ერთხელ და გავაგრძელე ფიქრი. არ ვიცი რამდენად გამომივა ამ ყველაფრის შეთავსება, მაგრამ მთელ ძალებს მოვიკრებ და შემოგთავაზებთ რამე თემას.

მაშ ასე:

მინდა დავწერო ამ სამყაროზე სადაც ჩვენ ვარსებობთ, როგორც Sweety, Sophie Golden-ი, Kissie, Tjorven, Kikito …. და ამ არსებაზე რომელსაც ვუყურებთ, ვუწკაპუნებთ, რომლის საშუალებით ერთმანეთს ვეკონტაქტებით, ვესიყვარულებით, ვეჩხუბებით თუ ვუზიარებთ აზრებს და მთელი ჩვენი ცხოვრება ამ სამყაროსთან არის გადაკვანძული და ამ შინაურ ცხოველს ვეჩვევით და ჩვენი ყურადღების 70% ვუთმობთ, რატომ ცხოველი და არა უბრალოდ ნივთი? და რატომ მოვიხსენიებ როგორც სულიერ არსებას?

რა თქმა უნდა, ჯერ (იმედია) არ გამირეკია და არ მგონია, რომ ჩემ კომპიუტერს გული, ყურები და კუჭი აქვს, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობა რო არ მივცეთ ყველაფერს, ზუსტად მასეა და ყველა ზევით ჩამოთვლილი ორგანო გააჩნია, თავისებურად, მოვლა და ყურადღება სჭირდება, რომ ერთ დღეს არ გვიმტყუნოს და ჩვენ ბლოგებზე დაგვაპოსტინოს ყველანაირი შეფერხების გარეშე, კვება და წამლებიც სჭირდება, რომ კარგად გამოიყურებოდეს და სხვებთან ურთიერთობის დროს არ გადასდოს რამე.  ყოველთვის მოწესრიგებული და ორგანიზირებული იყოს, რომ გამოგვადგეს ახალი ინფორმაციის მოძიებაში და არ ჩამოვრჩეთ არც ერთ ნიუსს. [მეტი...]

ზემოთ ↑


3 ივლ 09

Pyjama party! That’s what i like

17

სვითისგან შემოთავაზების მიღების შემდეგ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ event-ზე დავწერო :)

Pyjama Party!

ვინც ვერ მიხვდა,ეს  არის მეგობრების შეკრება (ძირითადად გოგოების ;) )
და მთელი ღამის ერთად გატარება.  ერთხელ მაინც, ცხოვრებაში ყველა
ჩვენგანი იქნება ნამყოფი მსგავს “დევიშნიკზე”. თქვენი არ ვიცი,
და მე ძალიან მიყვარს ასეთი რაღაცეები. ამ დროს მე და მეგობრები, ვიკრიბებით,ვაკეთებთ საჭმელს, ვსვამთ(რადგან უკვე დიდი გოგოები ვართ:)),  ბევრს ვცეკვავთ(მეზობლების გულის გასახეთქად), ვჭორაობთ და რაც მთავარია, ვუყურებთ რომანტიულ მელოდრამებს! :)

ჩემი აზრით, ეს ელემენტი  მნიშვნელოვანია. ის დევიშნიკი,
რის დევიშნიკია, ყველამ ერთად თუ არ იტირეთ, ყველაზე
სენტიმენტალურ მომენტში?ძალიან ბევრი სასაცილო მომენტი მახსენდება, ამასთან დაკავშირებით. გქონიათ სიტუაცია, როდესაც აცრემლებული, მეგობრებს გადახედავთ
და უცებ ყველას სიცილი გიტყდებათ?ხო მაგარი გრძნობაა?)) ამ დროს, მახსენდება, ყბადაღებული “დოგმა”, რომ ბიჭები არ ტირიან.. რატომ მახსენდება? იმიტომ რომ, მეცოდებიან ხოლმე მამრები, ისინი ვერასოდეს გაიგებენ, რა მაგარია, რაღაც სულელურ ფილმებზე დაქალებთან ერთად ტირილი )) it’s so fun!..

კიდევ რამდენიმე დეტალი, რამაც შეიძლება გაახალისოს ასეთი ფართი. სხვა და სხვა სახის snack-ები:ჩიპსები,კრეკერები,პოპკორნი,მზესუმზირა + ბევრი უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელი:კოლა,წვენი,ნემიროვი და ა.შ. ))..

რით შეიძლება გაერთო ამ დროს? პირველ რიგში,ერთმანეთთან ყოფნით და ჭორაობით ),ფილმები,make up შეჯიბრება,dressing contest და სურათების გადაღება,Cosmopolitan-ის ახალი ნომრის წაკითხვა, კარაოკე :) , სხვა და სხვა თამაშები.. ბოლოს, გამთენიისას ჩაძინება, ადამიანებთან, რომლებიც ასე ძალიან გიყვარს ))

მოკლედ, ძალიან მიყვარს Pyjama Party-ები.. ))

ესეც, ერთ-ერთი რომანტიული და სევდიანი ანიმე, რომელსაც გირჩევთ მე პირადად: 5 centimeters per second

p.s. ესეც, სვითის, სულ ახლახანს დაწერილი პოსტი, რომელიც წერისას გამახსენდა: If we wanna rock – we rock!

ზემოთ ↑


12