Events

Georgian Blogging Days 2011

ყოველ წელს გაზაფხულზე ქართულ სოციალურ მედიაში აქტიური პერიოდი იწყება ხოლმე.

შარშან ჯერ iTV კონფერენცია მოეწყო, მერე სოციალური ინოვაციების ბანაკი, მერე ქართული ბლოგინგის დღეები, მერე სოციალური მედიის დღე იყო. ამათ გარდა კიდევ უამრავი სხვა წვრილი ივენთი ჩატარდა, რომლებიც არც მახსენდება.

როცა ცხოვრება აღსავსეა შთაბეჭდილებებით და საწერი წესით ბევრი უნდა იყოს, მაშინ წერისთვის დრო აღარ რჩება. როცა სახლში ზიხარ და დრო თავზე საყრელი გაქვს, მაშინ – შთაბეჭდილებებს და მუზის არქონას უჩივი.

ჰოდა, ბლოგინგი რთული “პროფესია” იმიტომაცაა, რომ ოქროს შუალედი უნდა დაიჭირო. : )

მოკლედ გადაწყვეტილი მაქვს, რომ ავად თუ კარგად ყველა ღონისძიების შესახებ მოვყვე რასაც ამ პერიოდში ვესწრები.

პირველი იყო ქართული ბლოგინგის დღეები, რომელიც უკვე მეორე წელია რაც იმართება კვარიათში.

ჩემი წარმოდგენილი თემა იყო “სოციალური მედია, როგორც ფულის შოვნის საშუალება“.

აქვე რამდენიმე (საშინელი) ფოტო ღონისძიებიდან.

დაძაბული ვყვები სოციალური მედიით ფულის შოვნის შესახებ

რააატომ ვარ ამ სურათებში ასეთი მსუქანი და გაჩეჩილი?????????????!!!!!

დამსწრე ბლოგოსფეროს ნახევარი

GBD11 – პრეზენტაცია

ქართული ბლოგინგის დღეებზე ვინც ვერ/არ წამოვიდა მათგან ბევრს აინტერესებდა თუ რა თემებზე გავაკეთეთ პრეზენტაციები და მათივე თხოვნით ვტვირთავ ჩემი პროექტის მოკლე პრეზენტაციას.

GBD – Mariam Talakhadze

ფოტოები გადავიღე ძალიან ცოტა და ზოგადად ეს ვოიაჟიც ჩემთვის საკმაოდ მოკლე და დამღლელი იყო. ვეცდები ხვალ მოკლედ დავწერო რა ვაკეთე და რა ხდებოდა.

NCIB – ფინალში გავედი!

ვაშა!!!

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავედი ანუ საუკეთესო ხუთეულში მოვხვდი!

ახლა 6 კვირის განმავლობაში სპეციალურად გამოყოფილი ვებ სივრცის (ბლოგის) მართვა მომიწევს.

NCIB-ს ოფისში, სხვა კონკურსანტებთან ერთად

ინტერვიუ.

NCIB – კონკურსის მეორე ეტაპი

მინდა ბლოგზე ერთი კონკურსის მიმდინარეობა გავაშუქო, რომელშიც ვმონაწილეობ და საკმაოდ ვნერვიულობ მის შედეგებზე.

19 მაისს NCIB-მ ვებმარკეტინგის კონკურსი დაიწყო, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

კონკურსის პირობები ერთი შეხედვით მარტივია:

I ეტაპზე – უნდა დარეგისტრირებულიყავი საიტზე, აგერჩია ლობისტი კომპანია და დაგეგროვებინა მინიმუმ 50 ხმა.
II ეტაპზე – უნდა გაგეგზავნა ლობისტი კომპანიისთვის შექმნილი ვებმარკეტინგის სტრატეგია.
III ეტაპზე – 5 ფინალისტი სტრატეგიის ავტორმა უნდა მართოს ვებ-მარკეტიგნის კამპანია.

გამარჯვებულის გამოვლენის საკითხი ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. როგორც კონკურსის საიტზე წერია, თითოეული კონკურსანტისთვის გამოიყოფა სპეციალური ვებ-სივრცე სადაც მან უნდა განახორციელოს თავისი სტრატეგია.
შედეგები კი ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით დაითვლება.

აქ უამრავი კითხვა მიჩნდება:

  • როგორ დაითვლიან ვიზიტორებს?
  • გაითვალისწინებენ თუ არა ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა bounce rate? საიტზე გაჩერების ხანგრძლივობა? returning visitors?
  • ჩაითვლება თუ არა ნაყიდი და სერფინგებით მიღებული ტრაფიკი?
  • საშუალება ექნებათ თუ არა ფინალისტებს გამოიყენონ ლობისტი კომპანიის უკვე არსებული პლატფორმები? (მაგალითად facebook-ის გვერდი)

ამ შეკითხვებზე პასუხები მართლაც საინტერესოა, თუმცა იმედია მალევე გაირკვევა.

პრიზი კი ძალიან მიმზიდველია – კონკურსში გამარჯვებული 5000 ლარს მიიღებს!

მე ავირჩიე კომპანია “კამპა” და საკონკურსო ნაშრომიც გაგზავნილი მაქვს. ამ კვირის ბოლოს დაიდებაო პასუხები. ძალიან მინდა ფინალში გადასვლა.

ვნერვიულობ…

Free Style Event

დღეს ალდაგმა დედაენის პარკში Free Style Event გამართა, სადაც კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ჭადრებზე ალერგია მაქვს… პირდაპირი მნიშვნელობით!
არანაირი წამალი არ მშველის. :( დღეში 2 აბ “ალერტეკს” ვსვამ და შედეგი – 0. რამე იქნებ მირჩიოთ? :(

დიეტის მეორე თვეს მოვრჩი და ერთ კვირიანი “შვებულება” მაქვს. მარჯვენა სვეტში ის მარწყვის ნაყინიც მაგ “შვებულების” შედეგად მოხვდა.

უი, მართლა…
ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ უნდა ჩავრთო email-ით პოსტვა wordpress-ზე, თორემ MMS-ებით დავპოსტავდი რაღაცებს. რამდენჯერაც ვცადე, არადა არ გამოდის.
იქნებ ვინმეს კარგი ტუტორიალი მოგეძებნებოდეთ? მინდა რომ პოსტები მობილურიდან გამოვაგზავნო, თავის ფოტოებით.

ესეც ცოტა სურათები დღევანდელი ივენთიდან.
საინტერესო არაფერი, ცოტაოდენი ბლოგერი ვიყავით და “ცვრიან ბალახზე” ვეყარეთ რამდენიმე საათი.