In the Closet

წინა პოსტში ვწერდი, რომ ოთახის დალაგებას მივყავი ხელი. ამ დალაგების პროცესს ძალიან გლობალურად მივუდექი. შევეცადე განმესაზღვრა, თუ როგორ უნდა დავალაგო კარადა ისე, რომ მომავალში აღარ ამერიოს.

ამის შესახებ ვეძებე ინტერნეტშიც: წავიკითხე უამრავი სტატია ონლაინ–ჟურნალებიდან სახლის კეთილმოწყობის შესახებ, ვიძრომიალე ბლოგებზე და ა.შ. ბოლოს მივაგენი საოცარ ნივთებს, რომლებიც შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენო ტანსაცმლის კარადაში, დაზოგო ადგილი და რომლებიც აქ საქართველოში ჯერ არცერთ მაღაზიაში არ მინახავს (თუ თქვენ გინახავთ, აუცილებლად მომწერეთ – სადაა!!!).

ქამრების საკიდი
ქამრების საკიდი

ქამრები

რამდენი ტანსაცმლის კარადა, უჯრა თუ კომოდი მქონია, მთელი ცხოვრება ქამრებს ადგილს ვერასდროს ვუჩენდი. დაკეცილი – ფუჭდება, დახვეული – იშლება, გაშლილი – ბევრ ადგილს იკავებს, კარადის შიდა კაუჭებზეც ვერ დაკიდებ – ძალიან ბევრია და ამდენ კაუჭს ვერსად მიამაგრებ.

ჰოდა, თურმე ამ დილემის გადასაწყვეტათ გენიალური ნივთი გამოუგონიათ… შესაბამის ინსტანციებს. :D

ქამრების გარდა ასეთ კაუჭზე შეგიძლია მომცრო ზომის ჩანთებიც ჩამოკიდო. Continue reading In the Closet

HairHaus Experiment – After a Week

პოსტში I’m not beautiful, it’s just my HAIR! ვწერდი ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც სილამაზის სალონ HairHaus-სთან ერთად დავიწყე და შეგპირდით შედეგების ფოტოების დადებასაც.

თქვენს წინაშეა ფოტოსესია –

AFTER A WEEK:

ინტენსიური ფერი
ინტენსიური ფერი

თმამ ადვილად შეინარჩუნა საღებავის ფერი და ბზინვარება.

გასათვალისწინებელია, რომ ამ ფოტოსესიის დროს თმა ბუნებრივად მაქვს გამშრალი ყოველგვარი ხელოვნურად დახვევა/გასწორების გარეშე. Continue reading HairHaus Experiment – After a Week

I’m not beautiful, it’s just my HAIR!

ძალიან ცოტას ვიცნობ ისეთ ადამიანს, რომელსაც ვარცხნილობა რადიკალურად ცვლის. მეც მათ შორის ვარ… ვთვლი, რომ ჩემი თმა ჩემი სიამაყეა. ბავშოობიდან დედაჩემი მეუბნებოდა, “თმა არასდროს შეიჭრა, ერთი ქალის ფასი მარტო თმა გაქვსო”. ჰოდა მეც არასდროს შემიჭრია. ან შემიჭრია, მაგრამ მხოლოდ “შესწორების” მიზსნით. ვარცხნილობა კი სულ ერთი და იგივე მქონდა – გრძელი!

რაც ბლოგზე ფოტოების ინტენსიურად დადება დავიწყე, მკითხველებისგან უამრავი კომენტარი დაგროვდა ჩემი თმის ფერთან/ხარისხთან დაკავშირებით. ბლოგზე თუ ფეისბუქზე ყველა აღნიშნავდა, რომ ლამაზი თმა მაქვს. ორჯერ იმეილიც კი მივიღე სრულიად უცნობი ადამიანებისგან. მეკითხებოდნენ რომელი საღებავის რა ნომრით მქონდა შეღებილი.

ვაღიარებ, ლამაზი არ ვარ! ეს უბრალოდ ჩემი თმაა ლამაზი.

Crying down on my hair...

უფრო სწორად – იყო…

Continue reading I’m not beautiful, it’s just my HAIR!

Pool Day

გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო დღე მქონდა რაც კი დაქალებთან ერთად გამიტარებია.

მე, გვანცა და ლოლა აუზზე წავედით. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა სამივემ ერთად გადავწყვიტეთ მისვლა. დიდი ხანია გვინდოდა ამ აუზის ნახვა, დიპლომატიურ სოფელში და აი, გუშინ როგორღაც მოვაბით თავი.

აუზი დიპლომატიურ სოფელში

ძალიან მომეწონა! ზემოთ მეორე სართულზე ბარიც აქვთ. გვერდით პატარა საჭყუმპალაოცაა ბავშვებისთვის. აუზი ღრმა არ არის, მაგრამ იდეალურია გარუჯვისთვის. გარშემო შეზლონგები ალაგია და შეგიძლია უპრობლემოდ გამოიყენო რომელიმე.

ცოტა ძვირი მომეჩვენა (30 ლარი – შაბათ-კვირას, 20 ლარი – სამუშაო დღეებში) მაგრამ ერთ თვიანი აბონემენტი 200 ლარი ღირს, შეგიძლია კვირის ნებისმიერ დღეს შაბათ-კვირის გარდა მიხვიდე და მთელი დღე იყო.

Anyway, მე ჩვეულებრივ დღეებში მაინც არ მცალია და ალბათ ისევ შაბათ-კვირას მოვახერხებ მისვლას.

როცა სტრესებისგან და გადაღლილობით მობეზრებული საშინელ ხასიათზე იქნებით, დაურეკეთ ორ-სამ დაქალს და რომელიმე აუზზე გაეშურეთ გასარუჯად და საჭორაოდ. იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ხასიათზე მოხვიდე, განსაკუთრებით თუ იქვე ბარიცაა და გამაგრილებელი სასმელების ყიდვაც შესაძლებელია.

აუზიდან პიცის საჭმელად წავედით კაფე “პანარამა”-ში. (პეროვსკაიას ქუჩის ბოლოში)

ვინც Tweet.ge-ს სერვისის მოხმარება დაიწყეთ, ალბათ მოგდით საპასუხო sms-ები და სხვადასხვა შემოთავაზებები. მათ შორის ერთ-ერთი “პანარამა”-ს შემოთავაზებაა, რომლის თანახმადაც პიცის, სენდვიჩის ან/და ტოსტის შეკვეთის შემთხვევაში მეორეს საჩუქრად იღებთ.

და რაც მთავარია უგემრიელესი პიცა აქვთ!!! აუცილებლად მიდით სანამ დამთავრდება აქცია.

სულ უკანა სავარძელზე მიწევს ჯდომა :D

HairHouse

ეს არ არის სარეკლამო პოსტი!

გუშინ HairHouse-ში ვიყავი. ყოველი თვის პირველ კვირაში მოქმედებს აქცია “კომბო”.

თმის სიგრძე დავიმოკლე და მანიკური გავიკეთე. ახალი სიგრძე მომწონს. არც ძალიან გრძელია და არც ძალიან მოკლე. თუმცა 2 თვე ვემზადებოდი სულიერად რომ შემეჭრა.

ჩემთვის თმა ძალიან მნიშვნელოვანია.

იმხელა გაიზარდა, უკვე ბოლოები მეყოფოდა და ხარისხი მიფუჭდებოდა.

არა უშავს კიდევ გამეზრდება…

HairHouse Combo Offer A
HairHouse Combo Offer A
მხიარული სტილისტი - ბესო

ყველაზე მეტად მეგობრული ატმოსფერო მომეწონა…

და ნუ რა თქმა უნდა  შედეგი – ის რაც დაემართა ჩემს გარეგნობას :love:

შედეგი:

შედეგი