განცხადება

ბლოგის დიზაინის ცვლილება

გუშინ თინი შემხვდა და ბევრი მისმინა.

ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:

“ერთი შეკითხვა მაქვს, აი, ამდენს ერთად როგორ უძლებ?”

მანდ მივხვდი, რომ სასწრაფოდ მჭირდება ახალი თეთრი ფურცელი ცხოვრებაში.

ჯერ ბლოგის დიზაინს მოვიყვან ჭკუაზე, მერე ჩემს ოთახს ჩემებურად მოვაწყობ, მერე გარდერობს განვაახლებ და მერე დასასვენებლად წავალ ერთი კვირით სადმე მიკარგულ სოფელში. ბევრს დავწერ, ბევრს ვისეირნებ, საღამოობით წითელ ღვინოს დავლევ.

დღეს დიზაინით დავიწყე – ეს რამოდენიმე თვის წინ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერაფრით თავი ვერ მოვაბი.

ახლა რასაც ხედავთ, საბოლოო არ არის. ერთ-ორ დღეში დავასრულებ.

შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ შეეჩვევით. წინა დიზაინი უკვე ძალიან ბევრ რაღაცას მახსენებდა და ვერაფრით ვერ ვწერდი ბლოგზე.

დიზაინთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები კომენტარებში მომწერეთ.

მადლობა!

ახალი ბლოგი – SexandtheCity.ge

ქალბატონებო და ბატონებო!

მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ჩემი და მეცამეტე დარიჩინის საერთო შვილი,

ახალი ბლოგი ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლებისთვის ცნობილი სერიალის და ფილმის შესახებ!

Sex and the City.ge

აქ დაიწერება უამრავი სტატია და კულუარული ინფორმაცია Sex and the City-სთან დაკავშირებით. ასევე დაიდება სერიალის ეპიზოდების გადმოსაწერი ბმულები.

თუ თქვენ გიყვართ ეს სერიალი, შეგიძლიათ შემოუერთდეთ ამ ბლოგს თანაავტორად! გაიარეთ რეგისტრაცია!

აქვე გათამაშდება საინტერესო პრიზები!

სულ მალე ამუშავდება Sex and the City-სთან დაკავშირებული ნივთების მაღაზია.

ასევე გვსურს მოვაწყოთ ფანების ერთობლივი სვლა ახალი ფილმის პრემიერაზე – 27 მაისს.

ამიტომ შემოგვიერთდით ყველგან სადაც შესაძლებელია და არ გამოტოვოთ სიახლეები!

ბლოგი | Facebook | Twitter

ესეც მომცრო რეკლამა:Sexy Dresses

ტრენინგები, კონფერენციები, ვორქშოფები

ბლოგერებო! უკვე ოფიციალურად გილოცავთ გაზაფხულის მოსვლას! მართალია ეს ჩემს ჰედერს სულ არ ეტყობა და ამის გამო ბოდიში მომითხოვია, მაგრამ გუშინდელი თოვლის მიუხედავად, დღეს მშვენიერი ამინდია და იმედი მაქვს, რომ დღეიდან ასეც გაგრძელდება.

მინდა გახაროთ, რომ წლევანდელი გაზაფხული ბლოგერებისთვის (და არა მარტო) ძალიან დატვირთული იქნება! ქვემოთ ჩამოვთვლი უახლოეს მომავალში დაგეგმილ ტრენინგებს, ვოქრშოფებს და კონფერენციების და მიუხედავად იმისა, რომ ისედაც გადატვირთული დღის რეჟიმის პირობებში ვცხოვრობ მაინც ვეცდები დრო გამოვნახო და ყველას დავესწრო. იმედი მაქვს ბევრ თქვენგანს შეგხვდებით თითოეულ ღონისძიებაზე! :love:

გარდა ამისა, მინდა მთელი გულით და სულით დაგპატიჟოთ სინგულარის პირველ ღონისძიებაზე – iTV Conference-ზე, რომელიც აპრილში გაიმართება.

და რაც ყველაზე მთავარია! (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია! :love:)

15 აპრილს თბილისში ჩამოდის სინგაპურელი ბლოგერი…

Xiaxue!!!

ნუ ამაზე ცალკე პოსტი უნდა დავწერო… ჩემს ემოციებზე და დამოკიდებულებაზე, ამ ფაქტთან დაკავშირებით, და საერთოდ როგორ მოხდა და მოხერხდა ეს ყველაფერი… ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თუ გსურთ მასთან შეხვედრა, არ გამოტოვოთ ჩვენი ივენთი! :love:

დეტალებისთვის გაეცანით 16 და 29 აპრილის ღონისძიებებს ამ პოსტის ბოლოს!

დააბუქმარქეთ ეს პოსტი, გაავრცელეთ Facebook-ზე და ტვიტერზე, რათა მთელი მარტის და აპრილის განმავლობაში თქვენი ბლოგერული კალენდრისთვის ერთგვარი გზამკვლევი მუდამ ხელთ გქონდეთ.

სხვათაშორის ჩვენს ივენტს ოფიციალური ჰაშტაგიც აქვს – #itvc – ასე რომ თუ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რაიმეს დატვიტვა მოგინდებათ, ტვიტს დაურთეთ ჰაშტაგი #itvc!

გარდა ამისა, თუ გაიგებთ საინტერესო კონფერენციის, ტრენინგის ან ვორქშოფის შესახებ, აუცილებლად შემატყობინეთ კომენტარის ან email-ის საშუალებით! Continue reading

გამოკითხვა-კონკურსის შედეგები

ყველას მადლობას მოგახსენებთ გამოკითხვა-კონკურსში მონაწილეობისთვის.

მივიღე 68 სრულიად განსხვავებული და საინტერესო აპლიკაცია.

წუხელ ძალიან გვიანობამდე მე და ჩემი თანამშრომელი ამ პასუხებს ვაანალიზებდით და ზოგიერთი ისეთი საჭირო და სასარგებლო პასუხი აღმოვაჩინეთ, დავრწმუნდით, რომ მართლა ღირდა ამ გამოკითხვაზე ბიუჯეტის გამოყოფა.

რაც მთავარია, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველები ასეთი მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანები არიან.

გარდა ამისა, ზოგიერთი ისეთი პასუხი შემხვდა, გავიხიეთ სიცილით :D მინდოდა ამაზე ცალკე პოსტი დამეწერა და სასაცილო პასუხები გამომექვეყნებინა (რა თქმა უნდა ანონიმურობის სრული დაცვით), მაგრამ მეშინია ავტორებმა არ მიწყინონ და ამიტომ თავს ვიკავებ. :)

მართალია აპლიკაცია ძალიან გრძელი და ერთი შეხედვით რთული იყო (რაც ჩემი შეცდომაა!), მაგრამ გპირდებით, რომ მომავალში გავითვალისწინებ და ასე ძალიან აღარ გაგტანჯავთ.

ახლა ის, რაც ყველას ასე ძალიან გაინტერესებთ – გამარჯვებულების გამოვლენა.

თითოეული მონაწილის პასუხებს ვაფასებდით ორი კრიტერიუმით – კრეატიულობა და იდეის ჩვენი პროექტისთვის გამოსადეგობა.

თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პასუხები ფასდებოდა 1-დან 3-მდე ქულით. ამ დაჯამებული ქულების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.

ყველაზე კრეატიული და სასარგებლო პასუხებისთვის პრიზებით დაჯილდოვდებიან:

  1. ბექა – 6 ქულა

  2. ნანუკა – 6 ქულა

  3. კოკოლა – 5 ქულა

  4. თინი – 5 ქულა

  5. ცირა ვახანია – 5 ქულა

გილოცავთ და დიდი მადლობა ასეთი კარგი პასუხებისთვის!

ხუთივეს დაგიკავშრდებით აპლიკაციაში მითითებულ იმეილზე და პრიზებსაც უახლოეს დღეებში გადმოგცემთ.

დანარჩენებს გთხოვთ გული არ დაიწყვიტოთ, რადგან უახლოეს მომავალში იმდენ სასიამოვნო სიურპრიზს შემოგთავაზებთ, რომ ეს გამოკითხვა-კონკურსი აღარც გაგახსენდებათ.

გამოკითხვა-კონკურსი

ძვირფასო მკითხველებო!

გთავაზობთ გამოკითხვას, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეიტანოთ თქვენი წვლილი ახალი მობილური სერვისების დანერგვაში.

სულ მალე ბაზარზე გამოჩნდება Continue reading