მას შემდეგ რაც ჩემს ხელთ არსებული სავიზიტო ბარათების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ძვირფასი კონტაქტები ყველა უჯრაში ყველგან ეყარა, გადავწყვიტე რამე მეღონა. მოუწესრიგებელი უჯრები და მით უმეტეს, საჭირო ხალხის საკონტაქტო ინფორმაცია იმდენად უსარგებლოა, რომ ჯობია საერთოდ არ გქონდეს, ადგილს მაინც არ დაიკავებს.
ამიტომ ორი კვირის წინ Ebay-ზე ვიზიტკების ალბომების თვალიერება დავიწყე და სასურველ ვარიანტს წამსვე მივაგენი.
ბრენდი – ROLODEX
ფერი – ვარდისფერი
მოცულობა – 72+
ფასი – US $13.99
Ebay-ს აუქციონი – ლინკი
უი რა მოსახერხებელი რაღაცაა : ))) მარკების ალბომივით :)) მე მეგონა ყუთს ეძებდი ^^ მარა ეს უკეთსია <3
გააელექტრონულე და ეგაა… რათ გინდა მუყაოების არმია ))
კავკასიის ვიზიტკა მომხვდა საყვარლად თვალში :დ
გილოცავ კარგი შენაძენია,თან ვარდისფერი <3
რა ლამაზია <3 სიამოვნებით ვიყიდდი ასეთს, რომ მჭირდებოდეს :D :D
კაი რაღაცაა, მაგრამ არფერში არ მჭირდება :D
იბაიდან იწერ? მე ფეხასაცმელი მომეწონა,არასოდეს არ გამომიწერია და ირგვლივ ვერც ვერავინ ვნახე რომ გამომიწეროს. პ.ს. გადასარევი შენაძენია.
მართლა კარგია.მეც მაქვს და დავისვენე!კოხტად თავსდება ყველა ვიზირკა.
72+? მე არ მეყოფა :s… უნდა მოვიძიო მეც, ოღონდ ალბათ რამე უფრო მოცულობითი თან კომპაქტურიც რომ იყოს.
ჩემი სმართფონი უფრო მოსახერხებელია ვიდრე ეგ საქალო რაღაცაა