ბუს…

by Sweety on 26 ოქტომბერი, 2007 · 4 comments

in კრეატივი,ურთიერთობები


შენს გრილ სუნთქვას შეფარებული,
გადავრგავ ჩემი ოცნებების ჩითილებს რეალობაში
და გამოვართმევ მათ სიცოცხლეს ალვის რტოებს…
ვერ ვიკავებ სიყვარულს…
ვერც შენს მზერას გულში
და ვერც შენს შეხებას გონებაში…
გამანათა შენმა ღიმილმა,
როგორც ადრეული გაზაფხულის თბილ დღეს ანათებს
ალერსიანი და სათნო მზის სხივი…
რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ გაგიჟდებოდი…
ნამდვილი შეშლილივით ირბენდი დედამიწაზე და ფოთოლცვენისას დარჩენილ ფოთლებს დაითვლიდი ხეებზე…
და მერე მეტყოდი…
”სუ, ჩუმად…
ნახე…
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა…
ვიღაცამ მაცივრის კარი გამოაღო და იქიდან გაყინული სიყვარულის ნაჭრები გამოიღო…
ვიღაცამ სული შთაბერა სიყვარულს…”
შენ კი მე მაცოცხლებ…
როდესაც შენს თვალებს წავაწყდები ამ გაბინდულ რეალობაში, რომელმაც დაკარგა რიტმის გრძნობა და მიერითმა უსასრულო ჟამთა დინებას,
გულის ყოველი ნაწილაკი შეიგრძნობს განუსაზღვრელ სითბოს…
ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ…
ვგრძნობ რომ მტკიცე ვარ და შეუვალი…
შენ გძნობ, რომ ცოცხალი ხარ, მე კი შენს თითებს ვეფერები უგზოუკვლოდ ატირებული…
ნაძვის ხეებზე ვამაგრებ გირჩებს და მალე ახალი წელი მოვა….
გადმომწვდი და გადმომიგდე შენი უხვი სათნოება…
გამოატანე ნიავს სიცილი… და მე პასუხად ღაწვზე გაჩენილ ნაოჭში კოცნას გამოგიგზავნი…
შენ რომ იგრძნობ გულში ჩაიკარი და არავის უთხრა.
გვეცოდინება მხოლოდ ჩვენ ორს. მე და შენ…
და საჩუქრებით გალაღებულნი შევხვდებით ერთმანეთს ყველაზე მაღალი ნაძვის ხის ძირში…
ვივლით ხელიხელჩაკიდებულნი… ნიავიც ჩვენ გამოგვყვება… და თუ შეგვცივდება ატმის სურნელს მოგვინიავებს რომ გაზაფხული ვიგრძნოთ…

შენ რომ ასე მიყვარხარ, ბეღურებს რა ვუთხრა?

{ 4 comments… read them below or add one }

1 Spieler 26 ოქტომბერი, 2007 at 1:54 pm

მიყვარხარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ!!!! ძალიაააააან ძალიაააააააააააააააან!!! :ლოვე: :ლოვე: :ლოვე:

პასუხი

2 tazo 26 ოქტომბერი, 2007 at 2:09 pm

sayvarlebi xart oriveni :)

პასუხი

3 tiko 27 ოქტომბერი, 2007 at 1:46 am
4 ქეთუნა 27 ოქტომბერი, 2007 at 7:21 pm

ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ!!!

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</