Bremen Christmas Market

შაბათს ბრემენში ვიყავი საშობაო ბაზრობაზე.

ექსკურსია ESN-მა მოაწყო. იმდენი მოვგროვდით, რომ სამი ავტობუსი გავავსეთ. ჩემთან ერთად სიმონე, ანდრე და მარკუსი მოხვდნენ, და კიდევ სიმონეს მეგობარი ტიმი, რომელთან ერთადაც ორი კვირის წინ Pub Quiz-ი ვითამაშეთ.

all of us

group picture 1

group picture

andre and me

გერმანული საშობაო ბაზრობები განსაკუთრებით მიმზიდველი და გამორჩეულია ევროპაში. გარშემო ყველაფერი მორთულია და ბრჭყვიალებს. ყველა კუთხე-კუნჭულში თვალისმომჭრელი საშობაო დეკორაციები, სათამაშოები, მუსიკა და განათება გხვდება.

xmas market

xmas market 2

birth of Jesus

xmas park

lit tree

deerHauptbahnhof

ravens

ice men

mermaid

band

pirate statue

საშობაო ბაზრობაზე შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა პროდუქცია, ტანსაცმელი, სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები… ასევე გერმანული ტრადიციული ტკბილეული, სასუსნავი და საჭმელი.

birds houses

tiny nutellas

german sausage

ყველაზე კარგად გლინტვეინი და ფოიერცანგენბოულე იყიდება. ეს უკანასკნელი ღვინის, რომისა და შაქრისგან მზადდება. ალკოჰოლის მაღალ დოზა და ასევე უამრავ კალორიას შეიცავს. ალკოჰოლური სასმელის შესაძენად გრძელ რიგში უნდა ჩადგე. თითო პორცია გლინტვეინი ან/და ფოიერცანგენბოულე დაახლოებით 2-დან 3 ევრომდე ღირს, მაგრამ ამ ფასს ყოველთვის 2 ევრო – ჭურჭლის საფასური – ემატება. თუ ფინჯანს უკან დააბრუნებ, ჭურჭლის საფასურს დაგიბრუნებენ, სხვა შემთხვევაში შეგიძლია ფინჯანი სუვენირად დაიტოვო.

Gluhwein

Feuerzangenbowle

christmas tree and me

ბრემენი ლამაზი, პატარა და კოხტა ქალაქია. აქ პირველად, კოპენჰაგენში მიმავალები, მე და სიმონე გავლით მოვხვდით, მაგრამ მაშინ ორივე გზაზე თითქმის ბნელოდა და რკინიგზის სადგურის გარდა არაფერი გვინახავს.

Simone and me

Bremen Center

bremens musicians 2

ბრემენში ყველაზე სახელგანთქმული ოთხი მუსიკოსის ქანდაკებაა, რომელთანაც ყველა ტურისტი იღებს ფოტოსურათს. ქანდაკება ძმები გრიმების ზღაპრის, “ბრემენელი მუსიკოსების” მიხედვითაა შექმნილი. სასაცილო ის არის, რომ ზღაპრის მიხედვით მუსიკოსები – ვირი, ძაღლი, კატა და მამალი – ბრემენამდე ვერც აღწევენ, და კიდევ ის, რომ ზღაპრის მორალი და შინაარსი ძალიან ცოტასღა თუ ახსოვს.

bremens musicians

Bremen Musicians

ხრონინგენიდან ბრემენამდე დაახლოებით 2,5 საათის გზაა. უკანა გზაზე ავტობუსში თითქმის ყველას ეძინა. მაგრამ რაც მთავარია, საშობაო ბაზრობაზე 6 საათზე მეტი გავატარეთ. ვჭამეთ გერმანული სოსისი და სოკო, დავლიეთ გლინტვეინი და ფოიერცანგენბოულე და სიარულისგან ფეხებიც დაგვაწყდა. მაგარია ევროპული შობა! ^_^

4 thoughts on “Bremen Christmas Market”

  1. მარი,რა მაგარია,სუუუულ ცოტათი მშურს შენი.

    და რა კარგია პოსტებისთვისაც რომ იცლი.საახალწლო განწყობა შემიქმენი.თბილისში ყველაფერი ზუსტად ისეა მორთული,როგორც იყო გასულ თერთმეტ ახალ წელს

    1. არა, უნივერსიტეტთან არსებულმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ.

Leave a Reply