Boring Monday

ვცდილობ ხასიათი გამოვიკეთო. მაგრამ ვერა.

3 დღეში ახალი წელია. არაფერი მიყიდია. არც საჩუქარი კოტესთვის. არც საჭმელი. ქვეყნის ჭურჭელი მაქვს დასარეცხი. ახალი წლის ღამესაც ფართის ვეღარ ვაწყობ.

სორრი გაიზ. ეს ყველაფერი იმიტომ , რომ ”ატმორი” გაგვიფუჭდა. ამ კვირაში უკვე მესამედ. that’s horrible!

ცივი წყლით ჭურჭლის დარეცხვა არ მინდა :((( noooo! მაგრამ მომიწევს ახლა… 15 წუთში. :((

დღეს თავი ავწიე პირველ საათზე. მინდოდა მთელი დღე ლოგინში გამეტარებინა და ლეპტოპზე Ugly Betty-სთვის მეყურებინა, მაგრამ…

  1. თავს ძალა დავატანე და საშობაო რადიო ჩავრთე last.fm-ზე
  2. მერე ჩავიცვი,
  3. ყველა გამათბობელი საშუალება ჩავრთე,
  4. სახლი კარგად გავანიავე
  5. მერე გავათბე,
  6. სარეცხი გავავლე და გავფინე,
  7. ლოგინი ავალაგე და გამთბარ საძინებელში გადავიტანე,
  8. ნივთები შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგე,
  9. Ugly Betty-ს 2 სერიას ვუყურე [პირველი სეზონი დავასრულე]
  10. და საგოზინაყე კაკალი გავსინჯე… არ ამძაღებულა! :yahoo:

ახლა მინდა კეთება დავიწყო.

ჩემი პირველი გოზინაყი… დედაჩემა მითხრა გამოდი, თუ გინდა და მე მოგეხმარებიო, მაგრამ… მინდა ჩემით გავაკეთო. It’s a challenge!

მოკლედ ვცდილობ რამენაირად საახალწლო განწყობა შევიქმნა.

გუშინ ისეთ ხასიათზე მოვედი სახლში, რომ ეგრევე ჩავწექი ლოგინში და ვი-Desperate-Housewife-ე.

ცუდ ხასიათზე კი იმიტომ ვიყავი რომ კოტე კინოში არ წამომყვა. თავიდან გავბრაზდი და უბრალოდ კარის გაჯახუნებით გავედი სახლიდან. მაგრამ იქ რომმივედი ყველა ვიღაცასთან ერთად იყო მოსული. მართალია მეც მყავდა ლოლა წაყვანილი, მაგრამ …

და მერე მაკდონალდსიდან რომ გამოვედი ყველა წავიდ-წამოვიდა და სულ მარტო დავრჩი… :( და რომ არ წამეზმუკუნა, რომ მარტო ვრჩები და როკოს არ გაეგონა, მართლა მარტო დავრჩებოდი… არა, გვიანი კი არ იყო… უბრალოდ მარტოობა საქზ…

ფილმზე მერე დავწერ. ერთს ვიტყვი რომ ძალიან მომეწონა. :user: და ძალიან უხდებოდა კორკოტას საუნდტრეკი… აი, ძალიან! ჭკუაში დამიჯდა კორკოტას რჩევა და მაგ სიმღერას აუცილებლად ჩავრთავ 31-ში საღამოს :)  მინდოდა კოტეც ჩემთან ყოფილიყო…

ხო შეიძლებოდა, რო წამოსულიყო? :( მთელი საღამო მერე მინდებოდა რაღაც შუტკები მეთქვა იმ კინოდან და ვერ ვეუბნებოდი, ნანახი რახან არ ქონდა :(

აუ, ძალიან მიყვარს… აი ძალიან :(

მსოფლიოში საუკეთესოა! ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე საყვარელი და ყველაზე თბილი.

და თან მეშინია საკუთარი თავის, იმიტომ რომ ხანდახან როცა ცუდად იქცევა, მაგალითად ლინიჯს დიდხანს თამაშობს ან კინოში არ მომყვება, მე მაინც ვერ ვდგები და ვერ მივდივარ სახლში :(არ მინდა რომ ვიყო მასზე დამოკიდებული და მაინც ვარ…

უძლური ვარ მისი ყველა ცუდი მხარის წინაშე და როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ხანდახან სახლში მისვლაც არ მინდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვიჩხუბოთ…

ვხვდები, რომ ყველანაირ პრინციპზე, გატაცებაზე და სურვილზე მაღლა დგას და არ მინდა რომ ვეჩხუბო ხოლმე :(

ძალიან მიყვარს და უფრო და უფრო მიყვარდება, რადგან ყოველდღიურად მიმტკიცებს თავის სიკარგეს…

კაი ხო… ვიტყუები  :D

ყოველდღიურად არა… მარა კვირაში ორჯერ მაინც :love:

*  *  *

ეხა ცოტა Ugly Betty-ზე. მოკლედ ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ეს სერიალი. ან თუ არ გაქვთ აწი ნახავთ.

ნუ სიუჟეტი არის მახინჯ იხვის ჭუჭულზე რომელი ალბათ ოდესმე გედად იქცევა, მაგრამ იქამდე რთული და ეკლიანი გზა უნდა გაიაროს.

მე ვერ ვითმენ გედად ქცევამდე, რადგან ძალიან დამაინტერესა როგორ გამოიყურებოდა არა-მახინჯი ამერიკა ფერერა და სურათები დავგუგლე. OMG!

americaferreramc_450x250

არა-მახინჯი ამერიკა ფერერა

america-ferrera-39th-naacp-image-awards-2008

არა-მახინჯი ამერიკა ფერერა

ასდ

არა-მახინჯი ამერიკა ფერერა

ფგ

არა-მახინჯი ამერიკა ფერერა

ფგჰ

არა-მახინჯი ამერიკა ფერერა

ჰჯკჰჯკ

არა-მახინჯი ამერიკა ფერერა

7 Comments

  1. “ვხვდები, რომ ყველანაირ პრინციპზე, გატაცებაზე და სურვილზე მაღლა დგას და არ მინდა რომ ვეჩხუბო ხოლმე ”
    ეჰ. :( როგორ მესმის შენი ნეტა იცოდე…
    ზუუუსტად მასე ვარ ჩემს შეყვარებულთან, ჯერ მხოლოდ შეყვარებულები ვართ და მაინც… :( და როგორ მინდა ვიმნემ მასწავლოს როგორ შევძლო რომ ჩემს პრინციპებს და გატაცებებს დავუქვემდებარო, შენ არ იცი? თეორიულად მაინც :)

    1. აბა რა გითხრა…თეორიულად უბრალოდ ის უნდა გააკეთო, რაც გინდა…
      მე 80% ეგრე ვაკეთებ ხოლმე მაგრამ მერე სულ ვჩხუბობთ მაგრამ მერე ვრიგდებით :love:

      ცოტა ეგოისტი უნდა იყო… ისე არაფერი გამოვა.

  2. ხატ, დაქვემდებარება ცოტა უხეში ნათქვამია :user: თანაც რავი, მგონი როცა იტ’ს ლოვე, მაინც ისე აკეთებ, როგორც გგონია, რომ იმას მოეწონება. ქალებს გაცილებით მეტი შეუძლიათ წყნარად გააკეთონ, ვიდრე ჩხუბით. მაგრამ ეს თეორიაა, რომელიც ყველას არ გამოსდის. მათ შორის მეც :D
    მე ჩხუბი არ მიყვარს, ათასში ერთხელ ძალიან თუ გავჭედე პმს-ის დროს, მაგალითად გუშინ ნამეტანი მომივიდა :D მაგრამ ნუ ალბათ ჩემი კაცი ერთეული შემთხვევაა- ძნელია მაგის გამოყვანა წყობიდან. ამიტომ გამოდის, რომ მარტო მე ვჩხუბობ და ეგრე მონოლოგის რეჟიმში წიკვინს რა აზრი აქვს :) მერე უფრო ვნერვიულობ რა მაჩხუბებდათქო და ახლა მაგაზე მეტირება :D წაყოლა-წამოყოლას რაც შეეხება კიდე ზოგჯერ ზემდეტი ფერება და ხვეწნა უყვართ :ყეს:

    1. ომგ ომგ როგორ არ მიყვარს ჩხუბი მასთან, სულ ყველასთან შემიძლია ჩხუბი, საკმაოდ კომფლიქტური ვარ ხოლმე ხანდახან რაღაც ჩემს გემოზე რომ არ არის, მაგრამ მასთან ისეთი დამთმობი ვარ საკუთარი თავის ცემა მინდება და მერე “ღირსი ხარ… ღირსი ხართქო…” ჩემს თავს ვეუბნები :(

  3. “ძალიან მიყვარს და უფრო და უფრო მიყვარდება, რადგან ყოველდღიურად მიმტკიცებს თავის სიკარგეს…

    კაი ხო… ვიტყუები :D

    ყოველდღიურად არა… მარა კვირაში ორჯერ მაინც :love: ” – აი ამაზე ავყირავდი :D

    იმდენი ვიცინე ცრემლები ღვარად მომდის!!
    მაგარია რა გენაცვალეთ

  4. აჰა, მეც დავსერჩე :D ისე წიგნისმიხედვით არასდროს გედდება, როგორც ვიცი და სერიალშირ ას იზამენ იევიც.
    აი ლავ ხერ, ნებისმიერ ვიდზე :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.