10 იან 10

როგორ ბლოგებს არ ვკითხულობ

By Sweety at 8:47 pm | წაიკითხულია 33945-ჯერ |
55

რახან ბლოგერი ვარ, ძალიან ხშირად მეკითხებიან, ვკითხულობ თუ არა რომელიმე ბლოგს, ხანდახან თუ ჩემი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდება, მსაყვედურობენ კიდეც, როგორ თუ მაგას არ კითხულობო.

ერთმა პირდაპირ ის მკითხა, კომენტარებს რატო არ ტოვებ ჩემთანო. ჯერ ეკითხა, მის ბლოგს საერთოდ თუ ვკითხულობდი. :) )

ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ დღეს გადავწყვიტე დავფიქრებულიყავი, თუ რა შეიძლება ვუპასუხო ადამიანს შეკითხვაზე -

რატომ არ კითხულობ [ჩასვით აქ ნებისმიერი ბლოგის სახელი/მისამართი, რომელსაც არ ვკითხულობ]?

ვიზუალური მხარე:

როგორ შეიძლება შეჭამო შოკოლადის კარაქი, რომელიც ტალახიან ქაღალდშია შეფუთული, რაც არ უნდა გემრიელი იყოს? ან როგორ შეიძლება უყურო საინტერესო ფილმს, რომელსაც ცუდი რუსული გახმოვანება ადევს და ბოლომდე ისიამოვნო?

დამიჯერეთ, ზუსტად იგივე ვრცელდება ბლოგებზეც.

ბლოგზე რომ შევდივარ, თვალში რაც პირველი მხვდება – დიზაინია!

არ დამიწყოთ ახლა, წიგნს გარეკანით არჩევო და ადამიანებს გარეგნობითო. Bullshit! ვერ დამარწმუნებთ, რომ პირველი ნახვისას ყველა გარეგნობით არ სჯის ადამიანებს. არ მჯერა და მორჩა!

შესაბამისად, არ ვკითხულობ ბლოგს – თუ:

  • მუქ ფონზე ღია ფერის ასოებით იწერება. ასეთ ბლოგებს ზანგ ბლოგებს ვეძახი (ძირს რასიზმი!) – თვალები მტკივდება და ეგრევე ვხურავ.
  • არ აქვს ისეთი ელემენტარული ვიჯეტები როგორიცაა – არქივი, კატეგორიები და ბოლო რამდენიმე პოსტი. როგორ წავიკითხო თუ პოსტებს ვერ ვიპოვი?
  • შესვლისთანავე მუსიკა ავტომატურად ირთვება – იცოდით, რომ youtube.com და last.fm უკვე არსებობს? მადლობა, მეც.
  • ფლეშ-ვიჯეტები, საათები, თევზები აკვარიუმში, ძროხების და ყვავილების ცვენა ციდან, ოცდათოთხმეტი კალენდარი, სამოცდაშვიდი მთვლელი და მილიონ-ტრისტა სოციალური ბუქმარქინგის ღილაკი – კაით რა ხალხო, ბლოგი ნელდება მაგით.

ტექნიკური მხარე:

დავუშვათ, არსებობს ზანგი ბლოგი, თეთრი ტექსტებით და იმდენად გაინტერესებს, რომ იძულებული ხარ თვალები დაითხარო და მაინც წაიკითხო?

კარგი, ასეთ შემთხვევაში მე Google Reader-ს ვიყენებ. მაგრამ ვაი უბედურებას, თუ ბლოგს მოკლე Feed-ები აქვს ჩართული. ძალაუნებურად ბლოგერი “გაიძულებს” მის ბლოგს ესტუმრო და თვალები ითხარო. (ვაშა რასიზმს!)

საერთოდაც, მე ბლოგებზე არასდროს დავდივარ. ბლოგები მოდიან ჩემს რიდერში. (მუჰამედის ისტორია…)

შესაბამისად, ყველა ჩემს “საკითხავ” ბლოგს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სრული Feed-ის მხარდაჭერა, რომ ნორმალურად წავიკითხო.

ზოგი მოკლე feed-ს იმით ამართლებს, უნიკალურ ვიზიტორებს მპარავსო. შემომხედეთ, გრძელ-Feed-იანი ვარ და როგორ გგონიათ, ვიზიტორების ნაკლებობას ვუჩივი?

ტექნიკურ მხარეში ითვლება გაუმართავი კომენტარების სისტემაც.

როგორ შეიძლება დააკომენტო ბლოგზე რომელსაც Word Verification აქვს ჩართული? პასუხი – ვერანაირად.

Blogspot-ის ბლოგებისთვის უკვე შესაძლებელია სხვა კომენტარების სისტემების დაყენება. – სრულად ამის შესახებ უწერია მისტერ პიკასოს .

“გვიყურეთ და ისწავლეთ” © Sunwaited

შინაარსობრივი მხარე:

იმედია ნათელია, რომ შინაარსი ერთობ სუბიექტური რამაა. ზოგს რა მოსწონს და ზოგს – რა. ამიტომ ამ ნაწილში მხოლოდ ჩემს პირად გემოვნებას შევეხები. პირადად არავინ მიიღოს.

მაშ ასე, დიდი აღიარება – არასდროს ვკითხულობ თემატურ ბლოგებს, გარდა იმათი, რომლებიც ბლოგინგზე და სოციალურ მედიაზეა.

მე მჯერა პირადი ბლოგების ძალის. მე მჯერა ადამიანების და მათი სახასიათო თვისებების.

მე მჯერა, რომ თუ ბლოგზე რაღაც პირადს არ წერ, ის ბლოგი ძალიან მოსაწყენია.

ჩემი საყვარელი ბლოგების ტოპ 10 -დან 9 პირადი ბლოგია (3 ინგლისური დანარჩენი ქართული) და მხოლოდ ერთი თემატური (პრობლოგერი – ვკითხულობ იშვიათად, მაგრამ ბევრ პოსტს ერთად).

ჩემი სუპერ-ტოპ-საკითხავი – სიაშუეს ბლოგია. მისი ახალი პოსტების წასაკითხად ვხსნი რიდერს და მერე ვკითხულობ დანარჩენ ფავორიტებსაც.

ქართული ფავორიტების სიას არ დავდებ, ვინმეს რომ არ ეწყინის. თანაც არ მინდა, რომ ვინმე განსაკუთრებულად გამოვარჩიო.

თუმცა ვისაც ვკითხულობ, იმათ ისედაც იციან კომენტარებიდან, რომ ვკითხულობ.

მაინც ვთვლი, რომ არც ერთი ქართული ბლოგი, (მათ შორის ჩემიც!) არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს კარგი და წარმატებული ბლოგი.

საბოლოო ჯამში, როგორ ბლოგები მომწონს? მარტივად რამდენიმე სიტყვით -

ისეთი, სადაც შესვლისთანავე გამეფიქრება, ნეტავ ჩემი ბლოგიც ოდესმე ასეთი გახდეს.

ამ ახალ 2010 წელს ყველა ბლოგერს გისურვებთ წარმატებას და ბლოგ-მიზნების მიღწევას! :*

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

55 კომენტარი

huh ar momwons me komentarebis es sistema :)

კონკრეტულად რა არ მოგწონს?

rogo gamoiyureba da moWmuli rom aqvs marjvena mxare da rom araa qratuli klaviatyura

 

მარჯვენა მხარე მოჭმული აქვს???? o.0 ჩემთან რო არ ჩანს? შეგიძია დამისკრინო და საღამოს გამომიგზავნო???

 
 
 
 

ვიზუალურ მხარეს მეც დიდ ყურადღებას ვაქცევ ბლოგზე შესვლისას : )

Word Verification მეც ძალიან მეკვეხება თვალებში : ))) ისე ბევრს აქვს და ყველას კომენატრის ბოლო ვუწერ ხოლმე რომ მოაშოროს თორე მოუხერხებელია მკითხველისთვის : )

მეც მკითხველებისგან რჩევებსაც ვიღებ და ყველას მოვუწოდებ აქვე რომ რაც არ მოწონთ მითხრან დაშეძლებისდაგვარად შევასწორებ : ) ადრე მეც მედო სიმრერა მტავარს გვერდზე და მერე არ მახსოვს მგონი პიკოლინამ მითხრა მოაშორეო და რო დავფიქრდი მომეწონა იდეა და მოვაშორე : )

ჩემი ბლოგის ვიზუალურ მხარეს დიდ დროს ვუთმობ და ძალასაც ვახარჯავ ! : D

ამიტომ ყველამ მივაქციოთ ყრუადღება დიზაინს და ყველაფერ იმას რაც სვითიმ ზევით ახსენა :)

პს – მეც ასევე გისურვებ წარმატებულ უფროსწორად კიდევუფრო წარმატებულ ბლოგს და თქვენც ყველას :)

ძაან საყვარელი ხარ :*

 
 

მეგონა ჩემ ბლოგს აკრიტიკებდი ჩემი სახელი რომ დავინახე და გული გამისკდა :D

კი ვიცი რომ ბევრი რამე აქვს დასახვეწი, მარა როგორ გავაკეთო არ ვიცი : )

მაგალითად, თუნდაც კომენტარების სისტემის შეცვლა მინდა და ათასი რამე კიდე .

პ.ს. მთვლელები ხომ აქაც ბევრია? o_0

არა შენ არ გაკრიტიკებ შენი გამონათქვამი მომეწონა :)

პ.ს. მერე ვინ თქვა რომ ჩმეი ბლოგი იდეალურია :) )) ან რომ ჩემს ბლოგს ვკითხულობ ^_^

 

ise shen yvelaze originaluri xar zangi blogebis kategoriashi tetr fonze witeli shrifti ramdenjerme vcade wakitxva magram tvalebma ver gamidzlo . shegvibrale :|

 
 

ui :) sul mkidia chemi blogi zangi romaa :) arc is vivci sheni google reader-idan feed chartulia tu ara. I feel ok with or without it :)

შენ ჩართული გაქვს. თორემ ხომ აგიკლებდი ხვეწნით – ჩართე ჩართეეე!

ჩემი ზანგი :D <3

 
 

Mec Piradi Blogebi ufro momtsons :D gemrielad ikitkheba.. amas cinad cavackdi erti americeli kalis blogs, "my teen" tu ragac aseTi saTauriT da cerda Tavis 13 clis tineijer gogoze..koveldgiur cxovrebas, ra da rogor esmoda Tavisi Svilis kcevebisa da saubrebisgan.. ver movckdi :D

იქნებ ლინკი დადო მერე <3

 
 

ისა…
feed-ები რა არის და რისთვის? : )))
თუ მოკლე პასუხი არ დაგეზარება მადლობელი დავრჩები. : ))

პ.ს. წინა კომენტების სისტემა ჯობდა, ეს რაღაც ნამეტანი გადატვირთულია.

 
 

ar vkitxulob blogebs romlebsac postebi aqvt xelovnurad gaweili anu rasac 5 xazshi atev nu dawer 1434556 xazshi, mosabezrebelia =]

 

კაი ახლა, ამის დაწერისას:

"ფლეშ-ვიჯეტები, საათები, თევზები აკვარიუმში, ძროხების და ყვავილების ცვენა ციდან, ოცდათოთხმეტი კალენდარი, სამოცდაშვიდი მთვლელი და მილიონ-ტრისტა სოციალური ბუქმარქინგის ღილაკი – კაით რა ხალხო, ბლოგი ნელდება მაგით."

მფრინავი ყვავილები რომ არ ჩავთვლაოთ, კაკ მინიმუმ შენი ბლოგი უნდა გაგხსენებოდა. :)

nothing personal :*

+ მოკლე ფიდი გქონდა შენც ადრე და გავბედნიერდი, რაც აღარ გაქვს :D

მე რომელი ერთი მაქვს მთვლელების გარდა? o_O

მოკლე ფიდი აღარ მაქვს მგონი 1 წელია :) ))

 
 

+ ეს ძალიან დიდი სლეობაა, Verification-ს არ ჩამოუვარდება, იმჰო

Your comment must be approved by the site admins before it will appear publicly.

 
 

ზანგი ბლოგები-ჩემი ტკივილი:D

 

sashinlad momwons es komentirebis sistema . mec daaxloebit mag principit varchev blogebs romlebsac vkitxulob. ;) imedia gaitvaliswineben am rchevebs

 

მეგონა მარტო მე მაღიზიანებდა ეგეთი ვეშები ბლოგებზე.. :D

 

me axali var da aucieblad gavutvaliscineb
Shen kritikas!! :D

 

მე კიდევ მთვლელები არ მიყენია და ნაკლად ვუთვლი ბლოგს :( ერთი მაინც უნდა დავაყენო. თოვლი აღარ მოდის ჩემთან :D

 

კარგად შემოუტყლაშუნე ზოგიერთ ბლოგერს შენი პოსტით. გაქვს-არ გაქვს უფლება ეგ სხვა საქმეა. ერთია, რომ შენ გაქვს დიდი გამოცდილება და ხარ წარმატებული. პირადად მე ამისა და შენთან მეგობრობის გამო ვიღებ შენს რჩევებს ;)
კარგი პოსტი იყო მეტ-ნაკლებად ყველასთვის ;)

უფლებები რა შუაშია? :) )))))

პ.ს. მთვლელები მეც მიყენია ბლოგზე მაგრამ სხვისაზე არ მომწონს. ვოტ ი ვსიო ^_^

უფრო სწორად, ბევრი არ მომწონს თორემ ერთი პირიქით – მაინტერესებს ხოლმე :)

 
 
 

vapshe blogebi ristvis gaqvt? me mgonia ro gasartobad ( me magistvis maq )
warmatebis migweva gindat tqveni blogit?

დიდი ხანია მე მხოლოდ გასართობად აღარ მაქვს ბლოგი. :)

ეს ჩემი საქმიანობის ნაწილია.

 
 

კარQი პოსტია, ზანგი-ბლოგების კითხვა მართლა შეუძლებელია..

 

მეც ზანგი ბლოგი მაქვს… :$ მაგრამ სხვა დიზაინი ვერ შევითავსე, თუ რამე ისეთს წავაწყდები, რაც ჩემს ხასიათში ჯდება, აუცილებლად შევცვლი.,.. :) ჯერჯერობით ეს ძალიან მომწონს…

 

chem blogze ras ityvi mari? :)

 

ყველაფრის ატანა შეიძლება : D

P.S. ადრე თუ გვიან ყველა ბლოგერი მივა თავის “ოპტიმალურ” ბლოგთან.

ეჰ ოთო… ატანით, მარტო სიკვდილს ვერ აიტან.

არა მაგასაც აიტან : (

 
 
 

მილიონ ტრისტა მთვლელიო და ჯერ შენი ბლოგისთვის შეგეხედა რაიქნებოდა? xD
+ მე პირადად შენ ბლოგზე 2 წუთის მერე თვალები მტკივა xD

როგორ შეიძლება ჩემს ბლოგზე თვალები გეტკინოს? :o

 
 

აუ, მეც რაღაც არ მომწონს ეს ახალი კომენტების სისტემა :უსერ:

შეგიძლია კონკრეტულად ამიხსნა რითი არ მოგწონს???=/

 
 

გავითვალისწინებ რაღაცეებს

 

ანუ, ჩემს ბლოგსარ კითხულობ?..

რასისტო.. :უსერ:./.

:)

 

რა პრეტენზიული ხარ(თ).. შ(თქვ)ენ ალბათ მარტივი დიზაინის წიგნებს არ კითხულობ(თ) ვფიქრობ ილუსტრირებული წიგნები გიტაცებთ, როგორც ბლოგები, არაა??

ილუსტრირებას ვინ შეეხო? :) )))

 
 

აუ, რა მაგარია, მეც გამომივიდა… :) მეც ეგეთი კომენტარების დასაწერი მაქვს! :)

 

ეს კომენტარების ახალი სისტემა მართლაც საშინელებაა : )

[quote] ფლეშ-ვიჯეტები, საათები, თევზები აკვარიუმში, ძროხების და ყვავილების ცვენა ციდან, ოცდათოთხმეტი კალენდარი, სამოცდაშვიდი მთვლელი და მილიონ-ტრისტა სოციალური ბუქმარქინგის ღილაკი – კაით რა ხალხო, ბლოგი ნელდება მაგით. [/quote]

არ გეწყინოს მაგრამ ამათ გარეშეც საკმაოდ აჯაფსანდალებულია შენი ბლოგი :x

 

"ამოცდაშვიდი მთვლელი და მილიონ-ტრისტა სოციალური ბუქმარქინგის ღილაკი – კაით რა ხალხო, ბლოგი ნელდება მაგით. " :D :D :D
შენ ბლოგზე რომ მთველელები აყენია მაგდენი მთველეი კერ არსად შემხვედრია :D :D :D

 

მერე რა რომ მუქზე ღიად ვწერთ მე და ქენდი :)
ორივეს უდერსკესი დიზაინები გვაქვს :)

გრძელი და მოკლე ფიდები არ ვიცი რა არის

კომენატრები ძალიან მარტივად წერება ჩემთან

შენ მოკლე ფიდი გაქვს :/

 
 

მართალია საკმაოდ მოუვლელი ბლოგი მაქვს, იშვიათად ვწერ, მაგრამ უკვე ძალიან შემიყვარდა :)
მერე რა რომ არასრულყოფილია, ნელ-ნელა მოწესრიგდება,

ისე მუსიკა რომ ირთვება არც მე არ მიყვარს, როგორც წესი ყოველთვის საკუთარს ვუსმენ და ხელის შემშლელია

Good luck :)

 

მართალია!! დიზაინი პირველ ყოვლისა. მე ძალიან ხშირად ვცდები და ამიტომ ბევრი ბლოგი მაქვს გაკეთებული ახლა ვაკეთებ ახალს ვთვლი რომ ადამიანმ ბლოგზე ის უნდა წეროს რაც კარგად იცის!! მე კი კარგად საკუთარი თავი ვიცი :D . . დიზაინს ვერ ვარცევ იქნებ საიტები დააგდოთ რამდენიმე? და სვიით ისე ბოლო პოსტები და კომენტარები ბლოგგერზე როგორ გავაკეთო??

 

ზანგ ბლოგებს მეც არ ვკითხულობ.

 

ხო მართალი ხრა თვალებს რო გლიჯავენ ძაან ცუდია

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: