Blogroll – New!!!

ძალიან მიხარია ბლოგსპოტის ახალ-ახალი წვრილმანი საყვარლობები რომ გამოდის.

ამჯერად უკვე რამოდენიმე დღეაა ვტკბები ახალი ბლოგროლის feature-ბით. აქამდე ბეტა ვერსია იყო და ბაგები ჰქონდა, ახლა კი უკვე რამოდენიმე ბლოგზე შევნიშნე ახალი ბლოგროლი.

screenუნიკალური თვისებები (თითოეული მათგანი ექვემდებარება ინდივიდუალურ ჩართვა-გამორთვას):

  • ბლოგ-სისტემის ლოგო. უეცარი თვალის შევლებით საზღვრავ ლინკი ბლოგსპოტზე გადაგიყვანს, ვორდპრესზე თუ როკოს ბლოგზე ^_^
  • უკანასკნელი პოსტის სათაური – ეს იმისთვის, წარმოდგენა რომ შეგექმნას ლინკზე დაჭერით სად გადახვალ.
  • უკანასკნელი პოსტის დრო – ბოლოს როდის განახლდა მეზობელი ბლოგი? 2 თვის წინ? მგონი დროა, გადარეკო, ისევ ცოცხალია ავტორი?
  • უკანასკნელი პოსტის მოკლე შესავალი – შეგიძლია ესეც ჩართო. მე გამორთული მაქვს ადგილის მოგების მიზნით და დღეს ყვავას პროვოკაციულ სათაურს წამოვეგე. ^_^ ჩართჲლი რომ მქონოდა მივხვდებოდი რომ Fake-ია! :D
  • პოსტის thumbnail-ი – თუ მეზობელმა ბლოგერმა ფოტოსურათი დაპოსტა, ის შენს ბლოგროლში აუცილებლად გამოჩნდება. თანაც მკითხველის მიზიდვის საუკეთესო საშუალებაა!!!

ბლოგების სიის დალაგება შესაძლებელია როგორც ალფავიტის მიხედვით, ისე – უკანაასკნელი პოსტის ხნოვანების მიხედვით (როგორც მე მაქვს) – ყველაზე ახალი ბლოგები მაღლა!!!

გარდა ამისა ბლოგროლში შეგიძლია გამოაჩინო 5, 10 ან 25 უახლესი ბლოგი. დანარჩენმა არა-აქტიურმა ბლოგებმა დიდი ადგილი რომ არ დაიკავონ შენი ბლოგის საიდბარში.

ყველაზე მარტივი კი ლინკები შეყვანის პროცესია!!!

შეგიძლია მეგობარი ბლოგების სია Google-Reader-იდან გადმოიტანო ან Followed-ბლოგების სიიდან.

 

აბა, ასეთ ბლოგროლს სხვაგან სად ნახავ? ^_^

12 Comments

  1. mec chavrte amas cinat blogroll-i.
    magrad momwons, arcerti ganaxlebuli blogi ar mrcheba casakitxi :D

    chemi ganaxleba ar chans shentan, ara da gyavar blogroll-shi :)

  2. შენი ფიდი არ მუშაობს მემგონი…

    ჩასართველი ხო არ გაქვს? :(

  3. მარიიი არ ვიცოდი სად მომეწერა და აქ მოგწერ (angel) მე, რომ ბლოგზე თოჯინის სურათი მიდევს იმის ლინკი ვიპოვე და დაგიტოვებ, მგონი მოგეწონება :)

    http://flickr.com/photos/so-calledanna/2671083663/

  4. აუ ეს დედააფეთქებული სურათები როგორ მოვაშორო ლინკებიდან???

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.