blogroll.ge

ფოტოაპარატში არცერთი ახალი სურათი არ მაქვს. ნეტავ რას ვაკეთებდი? o_O

ახ გამახსენდა.

blogroll.ge-სთვის ტუტორიალებს ვამუშავებდი.

25-ში უნდა გაგვეშვა მაგრამ საიტი მზად არ იყო. wtf? დედლაინები ამხანაგებო :(

წუთი-წუთზე ველოდები როდის შემატყობინებენ რომ ვუშვებთ.

გიჟივით ვარეფრეშებ ყოველდღე იქნებ გამოჩნდეს :(

4-5 ტუტორიალი მოვამზადე. ახლა კიდევ ვმუშაობ…

ბლოგსპოტის მომხმარებლებო!

იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ რის შესახებ გსურთ ტუტორიალები იხილოთ blogroll.ge-ზე.

გაიხსენეთ როდესაც ახლები იყავით რა შეკითხვები გებადებოდათ და მომწერეთ კომენტარებში.

ძირითადი ტუტორიალები გავაკეთე და ახლა ისევ ვფიქრობ თემებზე.

ასევე შეგიძლიათ მომაწოდოთ თქვენი დაწერილი ტუტორიალები (კიკიტო! სად ხარ?) და მათაც გადავამუშავებ და დავდებ.

blogroll.ge-ს ტუტორიალების ბანკი ყველაზე დიდი იქნება ბლოგოსფეროში.

* * *

პარიკის გამყიდველმა ფული დამიბრუნა. ვაშა!

19 Comments

  1. არტომ დაგიბრუნა პარიკის გამყიდველმა ფული? და შენ დააბრუნე პარიკი??
    ბლოგსპოტის მომხმარებელი ვარდ ა მაინტერესებს ფეიჯების დამატების ტუტორიალი თემფლეითის გამოცვლის გარეშე. კიდე მიანტერსესბ აი ის ვარსკვლავური შეფასება რომაა ყველა პოსტის ქვეშ რროგორ გავაჩინო და რატომ არ ჩნდება ჩემთან როცა ვუთითებ ?? ხოდა ვსო :D

    1. იმიტომ რომ დროზე არ ჩამოვიდა…

      და თან ის პარიკი არ იყო რაც შევუკვეთე.

      გაიხარე ტუტორიალების იდეებისთვის :)

  2. კაი რაღაცაა ^^

    ხოო.. მე ძაან მაინტერესებს read more როგორ გავაკეთო „blogspotze”?
    აი სადაც ეს html კოდი დავწერე იმის ქვეშ ტექსტი აღარ ჩანდა, ხოდა არც read more ეწერა :(

    1. თავიდან ვწერ, ამდენი ავკრიფე და დაიკარგა:

      Read More ადვილად ირთვება, აი აქაა ტუტორიალი: http://buzz.blogger.com/2009/09/you-might-as-well-jump.html

      კიდევ ერთი კაი ფუნქცია – ფოტოები კომენტარების გვერდით: http://buzz.blogger.com/2009/09/show-your-face.html

  3. მარ ჯერ ბეტა ვერსია მაინც ავამუშაოთ და მერე დროც გვიჩვენებს რისი დამატება იქნება საჭირო და რისი არა : )

  4. read more ძალიან ადვილია, პოსტის ედიტორის ახალი ვერსია უნდა ჩართო ბლოგერზე, აი აქაა ინსტრუქცია – http://buzz.blogger.com/2009/09/you-might-as-well-jump.html

    ვაბშე მანდ კაი ტუტორიალებია – თვითონ წერენ და იმიტომ :)

    აი კიდევ ერთი – კომენტარებთან ფოტოების გამოჩენა როგორ უნდა – http://buzz.blogger.com/2009/09/show-your-face.html

    მარი, ალბათ მაქედან რომ აიღოთ და თარგმნოთ (და მიუთითოთ ორიგინალი) არ იქნება ცუდი

  5. აქ ვარ აქ, მოვედი :D
    ძალიან მაგარი გამოვა, ყველანაირი ტუტორიალი სასარგებლო იქნება

  6. პეიჯებზე მინდოდა ტუტორიალი და ლილიანმა მოგაწოდა უკვე იდეა, და კიდევ, ‘შესაბამისი პოსტები’ როგორ მივუმატო ახალ პოსტს ბოლოში, რამდენიმე ბლოგს აქვს და მეც დამაინტერესა :)

  7. ვაა მალე დაქოქეთ რაა საიტი
    მაგრად მაინტერესებს :)

    წარმატებები

    1. დეველოპერები გვპირდებიან ამ კვირის ბოლოსოოო….

      შეიძლება ორშაბათს უკვე იყოს :jump:

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.