blogroll.ge – აუცილებელი საკითხავი

ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე იმ აზრს, რომ მკითხველებს ყველაფერი დაწვრილებით უნდა აუხსნა.

ჩემი დაწერილი პოსტის კითხვა ყველასთვის ადვილი საქმეა, მაგრამ ზოგი საერთოდ ვერ ახერხებს იმის რეალურად გაკეთებას რაც იქ მიწერია.

მაგალითად blogroll.ge-ს შესახებ მეწერა – დარეგისტრირდით, დამამატეთ მე და ერთმანეთი თქვენს ფავორიტებში და იაქტიურეთ მეთქი.

მაგრამ ჩვენი რიცხვების გვერდი მაინც აჩვენებს, რომ ბლოგოსფეროს 204 ბლოგერი და 146 მკითხველი ჰყავს, რაც ცოტა არარეალურად ჩანს.

ცხადია მკითხველები მეტი უნდა იყვნენ ვიდრე ბლოგერები ხო? მარტო ჩემს ბლოგს დღეში თუ 500-მდე ადამიანი ათვალიერებს, სად არის ეს ხალხი?

ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას (განსაკუთრებით არა-ბლოგიერებს) მოგიწოდებთ და გირჩევთ დარეგისტრირდეთ ბლოგროლზე!

ამით ჩემს ბლოგსაც დაეხმარებით და სხვებსაც.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ბლოგერებს, არამედ იმ მკითხველებსაც ვისაც ბლოგები არ გაქვთ.

თუ არ იცით როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მიყევით ამ ტუტორიალს:

1. შედიხართ blogroll.ge-ზე და აჭერთ “დარეგისტრირება“-ს.

register

2. მოცემულ ველებში შეგყავთ:

  • “მომხმარებლის სახელი”,

  • “თქვენი ელ-ფოსტა”,

  • “პაროლი”,

  • “სქესი”,

  • და ადასტურებთ რეგისტრაციას.

register2

3. წინა საფეხურის წარმატებით გავლის შემდეგ გადახვალთ გვერდზე რომელიც გეუბნებათ რომ რეგისტრაცია დასრულდა და უნდა შეამოწმოთ წინა საფეხურზე მითითებული e-mail-ი.

activation

4. ამოწმებთ e-mail-ს სადაც დაგხვდებათ ასეთი ტიპის წერილი. (დააჭირეთ წერილში არსებულ”ამ ბმულზე“)

activation2

5. ბმული დაგაბრუნებთ ისევ blogroll.ge-ზე სადაც შეგეძლებათ შეავსოთ თქვენი პროფილის პარამეტრები

activated

6. აირჩიეთ ფავორიტები

ამის შემდეგ იწყებთ თქვენი ფავორიტი ბლოგების მოძებნას. რადგან ამ შემთხვევაში ამ ბლოგის მკითხველები ხართ გადადით ამ ბმულზე – Sweet.ge და დააჭირეთ “ფავორიტებში ჩამატება”-ს.

გილოცავთ! თქვენ უკვე ჩაამატეთ ჩემი ბლოგი ფავორიტებში. დიდი მადლობა!

სხვა ბლოგები შეგიძლიათ მოძებნოთ ძებნიდან, ან განყოფილებიდან “ბლოგები

favorite

7. პოსტების შეფასება შეგიძლიათ პოსტების გვერდიდან

posts

8.მწვანე ცერა თითი ნიშნავს პლიუსს და წითელი – მინუსს. ეს მგონი ადვილია :))

plus

რატომ უნდა დარეგიტრირდეთ ბროგროლზე?

იმიტომ რომ აღმოაჩინოთ ახალი ბლოგები, გამოხატოთ თქვენი აზრი ამა თუ იმ ბლოგის ან პოსტის შესახებ და მიიღოთ ინფორმაცია დამხმარე მოდერატორებისგან.

22 thoughts on “blogroll.ge – აუცილებელი საკითხავი”

  1. ეხლა ვაპირებდი მეკითხა რა იყო ეს ბლოგროლლი :) დიდი მადლობა ;) და თუ დამხემარებით და გამაგებინებთ RSS არხი რა არი დიდად დამხმარებით ;)

  2. სხვას კი მოუწუდებ, რომ დაამატონ შენი ბლოგი ფავორიტებში და შენ პირიქით აკეთებ ჩემი ბლოგის შემთხვევაში. :D ნუ გაურბიხარ სიმართლეს და მაღირსე პასუხი :)))))

    1. ვერ გავიგე რას მეკითხები? მე ამოგიღე ფავორიტებიდან? თუ რით გაწყენინე?

        1. კარგად გამაგებინე რას მერჩი :(

          ფავორიტებში ჩაგამატე, თუ ეგ იყო პრობლემა.

  3. ეს ყველაფერი კარგი მაგრამ სიტყვაზე მე როგორც უბრალო მკითხველი რატომ უნდა დავრეგიტრირდე ბლოგროლზე? კი ამბობ 500 მკითხველი ყავსო ჩემ ბლოგს, სინამდვილეში მაგ 500 დან რამდენია მკითხველი და რამდენი უბრალოდ რამე სიტყვას გამოყვა ან ტოპ.გე დან დააწკაპუნა ცნობისმოყვარეობის გამო კიდე სხვა.

    მაგ ბლოგროლის ციფრები კი სრულიად ნორმალურია. ეგ მკითხველები ისევ თავად ბლოგერები არიან (ვართ ხანდახან). და ზოგადად არ ვიცი რატომ უნდა გამოვიყენო ბლოგროლი საკითხავად თუ მაქვს მშვენიერი გუგლ რიდერი. (სადაც ყველანაირი გამოწერები მაქვს არა მხოლოდ ბლოგები და არა მხოლოდ ქართული)

    1. 90% მკითხველია

      აბა შენ წარმოიდგინე, ჩემი 500-დან თუ “სინამდვილეში” როგორც შენ ამბობ არა-მკითხველია, მაშინ სხვა ბლოგებმა რაღა უნდა თქვან ვისაც 100 და 200 უნიკალური ჰყავს დღეში? o_O

      უბრალო მკითხველი იმიტომ უნდა დარეგისტრირდეს, რომ ყველა ქართული ბლოგი ერთი დაწკაპუნებით ჩაამატოს ე.წ. “რიდერში” (რომლის გამოყენებაც საქართველოში მომხმარებლების 80%-მა არ იცის)

      შეაფასოს პოსტები და იმეილზე მიიღოს განახლებები…

      1. სხვა ბლოგერებმაც იგივე უნდა თქვან. ანუ რამდენი კლიკიცაა არ ნიშნავს რომ იმდენი მკიხველია.

    1. არა, პრობლემა არ აქვს, უბრალოდ ზოგი ვერ აკეთებს იმ მარტივ ნაბიჯებს რაც რეგისტრაციისთვისაა საჭირო.

      მაგალითად – ბლოგზე ლინკის ჩასმა,… :spy:

  4. 2 ბლოგი მაქვს და შესაბამისად 2 პრობლემა

    1) პირველ ბლოგზე უპრობლემოდ ჩვსვი ის ლინკი… მაგრამ ბლოგროლზე ახალი პოსტები არ ჩნდება… ერთ პოსტზეა გაყინული და რა ვცი
    2) მეორე ბლოგზე ლინკი ჩავვსი, აშკარდ ვხედავ რომ არის ლინკი და ბლოგროლზე მიწერს რომ არ გაქვს ჩასმულიო :(

    ჰოოდა :(

      1. ჯერ პოსტა.გეთი დავრეგისტრირდი

        და მერე მაილ.რუთი

        არცეთგან არ მომივიდა

        (აუ როგორ გამიხარდა რომ გამომეხმაურე!:))))

        თუ სხვა პოსტაზეა დარეგისტრირება საჭირო, დავრეგისტრირდები!

  5. გამარჯობა :) იქნებ აქ მაინც მიშველოთ. ბლოგროლიდან ელ-ფოსტით შეტყობინება არ მომსვლია. Gmail-ს ვიყენებ. არ არის გამორიცხული რომ შემთხვევით spam-იდან წავშალე. როგორ უნდა გავარკვიო? ან თავიდან როგორო დავრეგისტრირდე? log-in-ს რომ ვცდილობ, მიწერს თქვენი ანგარიში გასააქტიურებელიაო :)

Leave a Reply