რატომ არ უყვართ ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი?

by Sweety on 26 აგვისტო, 2009 · 40 comments

in ბლოგოსფერო

სანამ ბლოგერებს ერთმანეთი არ შეუყვარდებათ, არაფერი გამოვა ;) if u know what I mean. პიკნიკზე ისეთ ადამიანებთან ერთად ვერ წახვალ, ვისაც წესიერად არ იცნობ ან ერთხელ გინახავს და მაშინაც გამარჯობა დაავიწყდათ. ~ Sophie Golden

რატომ არ გვიყვარს ერთმანეთი? ისედაც ასე ცოტანი ვართ…

არა-გულითადი ბლოგოსფერო რომ შეგვრჩა ხელში, ამაში მერამდენედ ვრწმუნდები. იმიტომ კი არა რომ წინა სხოდკა ჩაიშალა, არა! – იმ სხოდკაზე წასვლა მეც ძალიან მეზარებოდა და ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო რომ ჩაიშალა.

არამედ იმის გამო, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარს.

სად არის სიყვარული? სად არის გაგება? სად არის კომუნის ძალა?

თქვენს ბექლინკებს ვეღარ ვხედავ ხალხო!

ადრე, – marushkin.blogspot.com რომ მქონდა და როცა ცოტანი ვიყავით, სულ სხვა დამოკიდებულება იყო ბლოგოსფეროში. 15-20 ბლოგერი არსებობდა და ყველა ერთმანეთს ეფერებოდა, უკომენტებდა, რჩევებს აძლევდა.

ახლა კი დღეში საშუალოდ 300 უნიკალურ ადამიანს ვმასპინძლობ, ვინც 1000 ჯერ ნახულობს ამ ბლოგს და “სიყვარული” უფრო ნაკლებია ვიდრე ადრე…

არ მინდა იმ ბებერი კაცივით გამომივიდეს, ახალგაზრდებს რომ ეუბნება, “ეხ რა დრო იყო, მოსკოვში 37 მანეთად რომ დავფრინავდიო”, მაგრამ კომენტარების და ემოციების ratio ყველა ბლოგზე (მათ შორის ჩემსაზეც) ბევრად ნაკლებია, ახლა ვიდრე მაშინ.

ზოგმა კრიჭაში ჩადგომა დაიწყო, ზოგმა სხვის ბლოგზე საკუთარი კლიკების დათვლა, ზოგი კომენტარებს მხოლოდ ოთხშაბათობით ტოვებს და იმასაც ცინიკურს,  ზოგი “read more”-ს არ აჭერს იმის შიშით რომ მეგობარ ბლოგერს  ტოპ.გე-ზე page view-ები არ მოემატოს :D

გული ამაზეც არ მწყდება. მხოლოდ იმაზე, რომ პატარა, იდეალისტი სოფი გოლდენი, რომელიც ახლახანს შემოგვემატა ბლოგოსფეროში, თავისი დაკვირვებების საფუძველზე ფიქრობს, რომ ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართ და “სანამ არ შეიყვარებენ, არაფერი გამოვა”.

ეხ, ჩემო სოფი…

მწუხარებით ვიუწყები, რომ ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი უკვე უყვარდათ.

შორეულ 2005-ში.

:(

Update: კომენტარებში დავწერე გრძელი პასუხი, რაც ვფიქრობ პოსტში დამატების ღირსია…

ყველა კომენტარი წავიკითხე და ყველაზე მეტად ტუკიჯას აზრები მომეწონა.

ამ პოსტს რომ ვწერდი, საკუთარ თავს არ გამოვუტყდი, რომ ”პრობლემის” პასუხი რეალურად გულის სიღრმეში უკვე ვიცოდი და პოსტის ფინალი, რომ ბლოგერებს უკვე უყვარდათ ერთმანეთი შორეულ 2005-ში, სწორედ ამ ”სიმართლის” გამოძახილი იყო.

სინამდვილეში, პირადად ჩემს ბლოგზე არც კომენტარებმა დაიკლო და არც ვიზიტორებმა, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ ყველა სხვა თქვენგანის ბლოგზე.

მაგალითად ქენდის და მარი ახსიაშვილის კომენტარებს გავშიფრავ:

როცა ახალი სანამ სხვადასხვა სტატისტიკურ მაჩვენებელში კარგად გაერკვევი და იგივე top.ge-ს მთვლელს სანამ დააყენებ, გგონია რომ ის ვინც ბლოგზე შემოდის ყველა კომენტარს გიტოვებს, რადგან კომენტარებით ხვდები მხოლოდ რეალურად რამდენი ადამიანი ნახულობსშენ ბლოგს.

როდესაც რამე მთვლელს აყენებ, ხედავ რომ თითქოს ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ კომენტარები ისევ იმდენი, ან ოდნავ უფრო ნაკლებია… ვიზიტორების მომატება შესაძლოა მთვლელთანაც იყოს დაკავშირებული, რადგა ტოპ.გე მაგალითად ძალიან ბევრ ვიზიტორს გმატებს ყოველდღე. მაგრამ ისინი არა-ჩართული სასტავია. კომენტარს ძალიან იშვიათად ტოვებენ და დაახლოებით 2 კლიკის მერე ტოვებენ ბლოგს.

ბლოგინგის საყოველთაოდ პოპულარიზაციამ ხელი შეუწყო იმ ფაქტს რომ ყოველი ახალი მკითხველი უფრო ნაკლებად ”engaged” არის ბლოგში – რადგან ბლოგები უკვე ბევრია და ერთ ბლოგზე ყველაზე პატარა ხარვეზის წარმოქმნის შედეგადაც, უკვე სხვა ბლოგზე/საიტზე მირბის მკითხველი.

მაგალითად ჩემი ბლოგი ძალიან ჭედავს, ზოგი ადამიანი კომენტარს ვერ ტოვებს (თუმცა საბოლოოდ ყველა კომენტარი მაინც მოდის ჩემამდე და მერე მე ვააქტიურებ მათ), ზოგს ვარდისფერი აღიზიანებს და ა.შ.

პამეხებს ანუ ხარვეზებს ვინ მოსთვლის რა შეიძლება არ მოეწონოს ახალბედა მკითხველს ბლოგზე ერთი შეხედვით, მაგრამ…

არის მეორე საკითხიც ძველი მკითხველები. რომლებიც ხანდახან ძალიან არა-ადექვატურად იქცევიან.

უბრალოდ მაგალითად მოვიყვან წინა პოსტს, სადაც მთელი გულით მყავდა დოდკა დატაგული და ველოდებოდი და მაინტერესებდა მისი კომენტარი და აზრი იდეის შესახებ, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ 90% წაიკითხა პოსტი, კომენტარი მაინც ამ პოსტზე დამიტოვა, (და თანაც სამი) სადაც მის აზრს შედარებით ნაკლებად მოველოდი, და მეგონა 100% დააიგნორებდა.

ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ დოდკას რამე განზრახული მიზანი ამოძრავებდა ამა თუ იმ პოსტზე კომენტარის დატოვებით ან არ-დატოვებით, არამედ ის, რომ რაღაცამ აიძულა – არ დაეკომენტებინა პოსტზე სადაც მის აზრს ითხოვდნენ და 3-ჯერ დაეკომენტებინა იქ სადაც თვითონ ნახსენებიც არ იყო.

უბრალოდ ეს და კიდევ ძალიან ბევრი შემთხვევა სხვა მკითხველებთან დაკავშირებით, მაფიქრებინებს რომ ყველა მკითხველი თავისებურ არაადექვატურობას ავლენს ხანდახან.

ხო რაც შეეხება სიყვარულს.

ცოტანი როცა ვიყავით, ერთმანეთი უფრო გვეძვირფასებოდა.

რატომ უყვარდათ ადამს და ევას ერთმანეთი? იმიტომ რომ მათ გარშემო სხვა არ იყო არავინ. :D
იგივე პრინციპი მოქმედებდა ქართულ ბლოგოსფეროში 4 წლის წინ.
ახლა კი, აქაოდა ბევრნი ვართო – ისეთი ჩართულობა აღარ არის ბლოგებზე.
მაგრამ მე ამას არც პრობლემად მივიჩნევ და არც ტრაგედიად.

უბრალოდ მინდოდა ჩემს საკუთარ ბლოგზე ჩემი საკუთარი თავისთვის პატარა გარდამტეხი პოსტი დამეწერა და გამეაზრებინა რომ მორჩა – ეს ის ბლოგოსფერო აღარ არის, და ნუ ვეპოტინები უაზრო სოციალისტურ-კომუნისტურ-უტოპიისტურ იდეებს.

ბოდიშს ვიხდი ამხელა კომენტარისთვის და გმადლობთ ყურადღებისთვის.

პ.ს. დოდკას აზრი წინა პოსტზე კვლავ მაინტერესებს :D

- marushkin.blogspot.com როცა მქონდა

{ 40 comments… read them below or add one }

1 Natalia 26 აგვისტო, 2009 at 3:54 am

რავიცი, არ გვიყვარს ერთმანეთი? მე ამ ბოლო დროს ადამიანები შემიყვარდა ზოგადად და ბლოგერიც ხომ ადამიანია? ასე რომ, I love you bloggers!

პასუხი

2 mr.picasso 26 აგვისტო, 2009 at 4:04 am

მე ჯერ არ გიცნობთ მაგრამ უკვე ყველა ძალიან მიყვარხართ. ერთმანეთს გულახდილად ვუზიარებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრბას და აქ ინტრიგები არა მგონია საჭირო იყოს.

პასუხი

3 2კიჯა 26 აგვისტო, 2009 at 4:06 am

ცოტა კრიტიკულად გამომივა;
ზოგადსაკაცობრიო საკითხი დააყენე. კონკურენციისთვის დამახასიათებელი პირადულში “გადასვლები” უსაფუძვლო კომუნის შექმნის უტოპიური მცდელობა.
რატომ უტოპიური? იმიტომ, რომ ეს კითხვა დაახლოებით ასე ჟღერს – რატომ არ უყვართ ქარტველ ტელეფონზე მოლაპარაკეებს ერტმანეთი? ან რატომ არ უყვართ ქართველ ტელევიზორის მაყურებლებს? )) გასაგებია რომ ბოლო ორი სასტავი კი არ ქმნის ან გარდაქმნის, არამედ იღებს ინფორმაციას. მეორეს მხრივ ბლოგინგმა ზუსტად ისეტივე მასშტაბები მიიღო (მსოფლიოში) როგორც ფოტოგრაფიამ. ვისაც უნდა იღებს და მოსწონს, ვისაც უნდა წერს და მოსწონს. ყვავას ვიდეო იყო ცოტა ხნის წინ, ზუსტად არ მახსოვს ტექსტი, მაგრამ მთასვარი აზრი ის იყო რომ ბლოგოსფერო არ არსბეობს. თავისთავად ზუსტად ისე, როგორც არ არსებობს მაგალითად: “ფოტოსფერო” ))) ის რომ ბლოგერები კომუნაა არის deep bullshit )) რატომ? იმიტომ რომ კომუნასი საერთო ინტერესების, იდეოლოგიის, შეხედულებების ან ტუნდაც რელიგიის ადამიანები არიან გაწევრიანებულები.

მეორეს მხრივ ის რომ ბლოგერები ქმნიან გარკვეულ განსხვაებულ საზოგადოებას არის არასწორი მიდგომა. და კაკრაზ იქიდან მომდინარეობს 13ნი რომ იყავით და ყველანი მეგობერბი რომლებიც კარგად უგებდნენ ერთმანეთს.

წინა სეკრებაზე მოსვლა ვერ მოვახერხე ჩემი ნამდვილი კომუნის შეკრება დაემთხვა :დ (psy.ge) ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი გაცნობა (ვისაც არ ვიცნობ) იმიტომ რომ ბლოგერისგან (განსაკუთრებით პერსონალკების ავტორებისგან) უკვე გარკვეული ინფორმაცია გაქვს მასზე, აფასებ მის დადებით მხარეებს და ა.შ. მაგრამ არასდროს არ ჩავთვლი ვინმეს “ჩემნაირად” “ჩემიანად” და ა.შ მარტო იმიტომ რომ ბლოგი აქვს :დ ტუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მაჰმუდ აჰმადინიჯადიც ბლოგერია )))

ეს ალბატ ისედაც მარტივი გასაგები იყო და ცნობილი პოსტის ავტორისტვის და დანარჩენი მკითხველისტვის (წესიტ ასეა თუმცა მათი ფრაზებიდან და აზრებიდან ნამდვილად არ “გამოვდინარეობ” პროსტო მიმაჩნია რომ ძალიან ადვილია მიხვდე ეს:დ ) პ.ს კამატის გულისთვის არ დამიპოსტოთ რეფლაი :პ არ მევასება )))

უფრო მნიშვნელოვანი კითხვა სოფის და ყველას :დ რატომ არ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი? (ანუ დაყოფების თავზეც გავიარე პარტ 1) )))

პასუხი

4 თაზო 26 აგვისტო, 2009 at 8:39 am

მეც ბლოგერთა სიყვარულისა და ძმობის მომხრე ვარ, თუმცა, მთლად ასე ტრაგიკულადაც არ ვუყურებ დასახულ პრობლემს :) მარი, უსიყვარულო ხალხის სასჯელი რა არის, აბა თუ გამოიცნობ? უნდა შეიყვარო და ამ სიყვარულით სული ამოხადო. ბოლოს იძულებული გახდება და მასაც შეუყვარდები. ნუ, სინდისი მაინც ხომ შეაწუხებს, სხვა თუ არაფერი :ფილოსოფოს: :D

პასუხი

5 Candy 26 აგვისტო, 2009 at 10:19 am

ეგ ტენდენცია მე გუშინ შევამჩნიე, მარი. უნიკალური ვიზიტორების (ეს სიტყვა არ მიყვარს) რაოდენობის ზრდასთან ერთად დატოვებული კომენტების რაოდენობა ავტომატურად შემცირდა. ჰოდა მოკლედ.

პასუხი

6 ჯორჯ პაიკი 26 აგვისტო, 2009 at 10:41 am

ფული და კლიკები აფუჭებს ადამიანს. :)

პასუხი

7 Kate 23 აპრილი, 2010 at 2:26 am

გეთანხმები.

პასუხი

8 კატიე 26 აგვისტო, 2009 at 11:19 am

“ზოგმა კრიჭაში ჩადგომა დაიწყო, ზოგმა სხვის ბლოგზე საკუთარი კლიკების დათვლა, ზოგი კომენტარებს მხოლოდ ოთხშაბათობით ტოვებს და იმასაც ცინიკურს, ზოგი “read more”-ს არ აჭერს იმის შიშით რომ მეგობარ ბლოგერს ტოპ.გე-ზე page view-ები არ მოემატოს :D

უი დედა,
ნეტა რატომ არ კიდიათ ეგ ამბავი :)

პასუხი

9 Clown^^ 26 აგვისტო, 2009 at 11:33 am

მე ბლოგერთა სიყვარულის მომხრე ვარ :ლავ: ^^

[quote] ზოგი “read more”-ს არ აჭერს იმის შიშით რომ მეგობარ ბლოგერს ტოპ.გე-ზე page view-ები არ მოემატოს ” [/quote]

ეს რა მარაზმია :|

პასუხი

10 მარი 26 აგვისტო, 2009 at 11:33 am

მე საერთოდ ვისა დავკარგივარ:-), მაგრამ ეს მეც შევამჩნიე.. ადრე, ტოპ.ჯი – ს მთვლელი არ მქონდა, მაგრამ კომენტებიც ბევრი მქონდა და ლინკებც..
რომ ვთქვა, რომ ყველა ბლოგერზე ვგიჟდები ისე მიყვარს მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ არავისი რომ არ მშურს და ვცდილობ ყველგან დავტოვო კომნტი(თი ხორდპრესმა ტექნ.პრობლემა არ შემქმნა), ეს ვიცი…
ისე, მარტო იმიტომაც მიყვარან, რომ ბლოგერები არიან და მათგანაც ვსწავლობ..
რავი აბა..

პასუხი

11 ნან 26 აგვისტო, 2009 at 11:42 am

რა უცნაურია, რატომ ფიქრობ რომ ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართ? მე მგონი სულ პირიქით, ჩემი აზრით ბლოგერების სოლიდარობა არსებობს და ეს ეს შესამჩნევია. 2005 წელს როგორ გიყვარდათ ერთნანეთი არ ვიცი, ცოტანი იყავით და ალბათ კარგად იცნობდით ერთმანეთს, თანაც პატარა ჯგუფში ურთიერთობები ხომ უფრო კომფორტულია :)
მე გულწრფელად მიყვარს ქართველი ბლოგერები!
ვოტ!
:)

პასუხი

12 დოდკა 26 აგვისტო, 2009 at 12:48 pm

ეუუუუ

არავის არ ვიცნობ, ვინც რიდ მორს არ აჭერდეს რაიმე მიზეზის გამო. ან საერთოდ ეგეთი აზრები აწუხებდეთ. თუ არ დაააჭირა – ესე იგი, არ დააინტერესა დასაწყისმა, რიდ მორის ფუნქციაც ეგ არის იმჰო.

ნუ განსჯით სხვას თქვენს მიხედვით, მოკლედ.

მე ვერ ვხედავ მაგ არსიყვარულს.

ყველა ქვეყანაში, ყველა ბლოგზე ასეა, სინამდვილეში ძალიან ცოტა ტოვებს კომენტარს წაკითხულზე, ეს არსიყვარულის და კომუნის და ბლაბლა გამო არაა.

მეორეც კიდევ,რ ა საჭიროა ყველას ყველა უყვარდეს, რა უბედურებაა.

პასუხი

13 დოდკა 26 აგვისტო, 2009 at 12:50 pm

კომენტარების რატიომაც აშკარად მოიმატა ჩემტან ყოველ შემთხვევაში.

მითუმეტეს, თუ რაიმე აქტუალურზე წერ.

რატომ ელით ბევრ კომენტარს “ასე გავატარე გუშინდელ დღეზე” ვერ ვხვდები. მასეთ პოსტს რომ ვწერ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს ხოლმე, რომ აგსკდება სამყარო ჩემს ბლოგზე კომენტარებით და ვორდპრესს სერვერები გაეჭედება ტრეფიკის გამო :D

პასუხი

14 დოდკა 26 აგვისტო, 2009 at 12:53 pm

კომენტარების რატიომაც აშკარად მოიმატა, ჩემტან ყოველ შემთხვევაში ასეა, მითუმეტეს თუ აქტუალური თემაა.

უბრალოდ როდესაც პოსტს ვწერ “რა გავაკეთე გუშინ”, იქ არ ველოდები კომენტარების წვიმას და ვორდპრესის სერვერების გადატვირთვას ჩემს ბლოგზე შემოსეული კომენტების გამო.

ადრე 10 ბლოგერი ვიყავით და 10 კომენტარი იყო 10 ნახვაზე. ახლა 20 ბლოგერი ვართ და 200 კიდევ ისე მკითხველი, რატიომ დაიკლო კომენტების? და შო ვი გავარიწე :D

ნუ იგონებთ პრობლემებს.

პასუხი

15 ქეთი 26 აგვისტო, 2009 at 3:31 pm

მე პირადად ყოველდღიურად ვათვალიერებ ბლოგროლში ჩამატებულ ბლოგებს- ზოგს ვკითხულობ, ზოგს უბრალოდ გადავხედავ, ზოგზე კომენტარსაც ვწერ. ალბათ ადრე უფრო სიმყუდროვე იყო ბლოგოსფეროში- ვიწრო ჩაკეტილი წრე-ახლა უამრავი ხალხია, განსხვავებული აზრებით, თემებით და ინტერესებით.
ჩემს ბლოგზე რომ შემოდიან და კომენტარის დატოვების გარეშე გადიან- ცოტა კი მწყინს, მაგრამ ვფიქრობ რომ ალბათ საკმარისად ვერ დააინტერესა თემამ(მითუმეტეს რომ ჩემი ბლოგი მაინც სპეციფიურია).
ვფიქრობ ბლოგები, რომლებსაც ბევრი მკითხველი სურს და ტოპ.ჯის მთვლელს დიდ ყურადღებას ანიჭებს- არ უნდა იყოს გათვლი მხოლოდ ბლოგერებისთვის და ბლოგერი მეგობრებისთვის საინტერესო თემებზე- ხანდახან შევალ სადმე- და დამხვდება ორი წინადადება დაახლოებით ასეთი: “აუუ როგორ მინდა ეეეს”, ან იდება რაღაც ერთი უაზრო სურათი და ეგაა- ესეთი რაღაცეები ჩემს ყურადღებას ვერ იპყრობს და ალბათ არც ვინმე ჩვეულებრივი ადამიანის.
მოკლედ იმის თქმა მინდოა რომ ალბათ ახლა უფრო დიდია სამყარო და შესაბამისად უფრო დიდია თვალსაწიერი და კონკურენცია- შესაბამისად მეტი ძალისხმევაა საჭირო არა მხოლოდ სტატისტიკის არამედ კომენტარების მოსაპოვებლად.

პასუხი

16 chaotic 26 აგვისტო, 2009 at 3:59 pm

მე საერთოდ, არცერთ ბლოგერს არ ვიცნობ პირადად და კარგა ხანი ვერც გავიცნობ, ვგონებ. თუმცა, არც ვდარდობ, ზუსტად რომ ნეტში მსიამოვნებს კონტაქტი ამ ბლოგერებთან. რეალში შეიძლება სულ არ გაგვიჩნდეს კონტაქტის სურვილი. აუცილებელი ხომ არაა ეძმაკაცო ყველა ბლოგერს, მარტო იმიტომ, რომ ბლოგერია.

რაც შეეხება 2005 წელს, მაშინ ერთი წრის ხალხს ჰქონდა ბლოგი და რასაკვირველია, ყველა აკომენტებდა. რა უნდა 10 კომენტარის დატოვებას. ახლა იმდენი ბლოგია, ყველა რომ ვაკომენტო, საქმეს ვინ გააკეთებს ჩემს მაგივრად? :D

+ არის კიდევ ასეთი ტენდენცია: რაც უფრო “ბლოგის დედა, მამა, ღმერთი, ექსპერტი” და ხზ კიდევ რა აღარ ჩითავს ბლოგერი, მით ნაკლებ კომენტს ტოვებს, დასტოინობის პონტში :chuckle:

:D

ჰოდა, რიდმორის ტიპი მე ვარ :user: მაგრამ იმიტომ, რომ საშინლად ვერ ვიტან რიდერიდან გადასვლას. ჩემთვის მყუდროდ მინდა მთლიანი პოსტის წაკითხვა, ვა… და ამ დროს რიდმორი. მაგრამ მერწმუნე, იმ ბლოგებზე მაინც ეგრევე ვაკლიკავ, რომელიც მაინტერესებს. ზოგს ვინახავ და მერე ერთიანად ვკითხულობ. ასე რომ, ეგ დიდი პრობლემა არ არის მგონი.

პასუხი

17 Sweety 26 აგვისტო, 2009 at 4:37 pm

ყველა კომენტარი წავიკითხე და ყველაზე მეტად ტუკიჯას აზრები მომეწონა.

ამ პოსტს რომ ვწერდი, საკუთარ თავს არ გამოვუტყდი, რომ ”პრობლემის” პასუხი რეალურად გულის სიღრმეში უკვე ვიცოდი და პოსტის ფინალი, რომ ბლოგერებს უკვე უყვარდათ ერთმანეთი შორეულ 2005-ში, სწორედ ამ ”სიმართლის” გამოძახილი იყო.

სინამდვილეში, პირადად ჩემს ბლოგზე არც კომენტარებმა დაიკლო და არც ვიზიტორებმა, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ ყველა სხვა თქვენგანის ბლოგზე.

მაგალითად ქენდის და მარი ახსიაშვილის კომენტარებს გავშიფრავ:

როცა ახალი სანამ სხვადასხვა სტატისტიკურ მაჩვენებელში კარგად გაერკვევი და იგივე top.ge-ს მთვლელს სანამ დააყენებ, გგონია რომ ის ვინც ბლოგზე შემოდის ყველა კომენტარს გიტოვებს, რადგან კომენტარებით ხვდები მხოლოდ რეალურად რამდენი ადამიანი ნახულობსშენ ბლოგს.

როდესაც რამე მთვლელს აყენებ, ხედავ რომ თითქოს ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ კომენტარები ისევ იმდენი, ან ოდნავ უფრო ნაკლებია… ვიზიტორების მომატება შესაძლოა მთვლელთანაც იყოს დაკავშირებული, რადგა ტოპ.გე მაგალითად ძალიან ბევრ ვიზიტორს გმატებს ყოველდღე. მაგრამ ისინი არა-ჩართული სასტავია. კომენტარს ძალიან იშვიათად ტოვებენ და დაახლოებით 2 კლიკის მერე ტოვებენ ბლოგს.

ბლოგინგის საყოველთაოდ პოპულარიზაციამ ხელი შეუწყო იმ ფაქტს რომ ყოველი ახალი მკითხველი უფრო ნაკლებად ”engaged” არის ბლოგში – რადგან ბლოგები უკვე ბევრია და ერთ ბლოგზე ყველაზე პატარა ხარვეზის წარმოქმნის შედეგადაც, უკვე სხვა ბლოგზე/საიტზე მირბის მკითხველი.

მაგალითად ჩემი ბლოგი ძალიან ჭედავს, ზოგი ადამიანი კომენტარს ვერ ტოვებს (თუმცა საბოლოოდ ყველა კომენტარი მაინც მოდის ჩემამდე და მერე მე ვააქტიურებ მათ), ზოგს ვარდისფერი აღიზიანებს და ა.შ.

პამეხებს ანუ ხარვეზებს ვინ მოსთვლის რა შეიძლება არ მოეწონოს ახალბედა მკითხველს ბლოგზე ერთი შეხედვით, მაგრამ…

არის მეორე საკითხიც ძველი მკითხველები. რომლებიც ხანდახან ძალიან არა-ადექვატურად იქცევიან.

უბრალოდ მაგალითად მოვიყვან წინა პოსტს, სადაც მთელი გულით მყავდა დოდკა დატაგული და ველოდებოდი და მაინტერესებდა მისი კომენტარი და აზრი იდეის შესახებ, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ 90% წაიკითხა პოსტი, კომენტარი მაინც ამ პოსტზე დამიტოვა, (და თანაც სამი) სადაც მის აზრს შედარებით ნაკლებად მოველოდი, და მეგონა 100% დააიგნორებდა.

ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ დოდკას რამე განზრახული მიზანი ამოძრავებდა ამა თუ იმ პოსტზე კომენტარის დატოვებით ან არ-დატოვებით, არამედ ის, რომ რაღაცამ აიძულა – არ დაეკომენტებინა პოსტზე სადაც მის აზრს ითხოვდნენ და 3-ჯერ დაეკომენტებინა იქ სადაც თვითონ ნახსენებიც არ იყო.

უბრალოდ ეს და კიდევ ძალიან ბევრი შემთხვევა სხვა მკითხველებთან დაკავშირებით, მაფიქრებინებს რომ ყველა მკითხველი თავისებურ არაადექვატურობას ავლენს ხანდახან.

ხო რაც შეეხება სიყვარულს.

ცოტანი როცა ვიყავით, ერთმანეთი უფრო გვეძვირფასებოდა.

რატომ უყვარდათ ადამს და ევას ერთმანეთი? იმიტომ რომ მათ გარშემო სხვა არ იყო არავინ. :D
იგივე პრინციპი მოქმედებდა ქართულ ბლოგოსფეროში 4 წლის წინ.
ახლა კი, აქაოდა ბევრნი ვართო – ისეთი ჩართულობა აღარ არის ბლოგებზე.
მაგრამ მე ამას არც პრობლემად მივიჩნევ და არც ტრაგედიად.

უბრალოდ მინდოდა ჩემს საკუთარ ბლოგზე ჩემი საკუთარი თავისთვის პატარა გარდამტეხი პოსტი დამეწერა და გამეაზრებინა რომ მორჩა – ეს ის ბლოგოსფერო აღარ არის, და ნუ ვეპოტინები უაზრო სოციალისტურ-კომუნისტურ-უტოპიისტურ იდეებს.

ბოდიშს ვიხდი ამხელა კომენტარისთვის და გმადლობთ ყურადღებისთვის.

პ.ს. დოდკას აზრი წინა პოსტზე კვლავ მაინტერესებს :D

პასუხი

18 Sophie Golden 26 აგვისტო, 2009 at 10:50 pm

გაუმარჯოს კომუნიზმს-მეთქი, ამდენი ხანია გავიძახი! მაგრამ უტოპიაა რა, მეც კი მივხვდი უკვე მაგას ;)

პასუხი

19 Candy 26 აგვისტო, 2009 at 5:03 pm

მე ტოპ გეზე საერთოდ არ ვარ, შეგიძლიათ შეხვიდეთ და დარწმუნდეთ, ჩემ ბლოგს ვერ იპოვნიტ :) უბრალოდ მთვლელი მაქვს. ია მირავოი ბლოგერ

პასუხი

20 kate_alukard 26 აგვისტო, 2009 at 6:18 pm

მოკლედ კომენტარები არ წამიკითხავს უბრალოდ გადავხედე… არც ბლოგის ზუსტი დანიშნულება ვიცი თან აქ ძალიან ახალი ვარ ვჯღაპნი იმას რაც მინდა და სულ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ვინმე შემოვა თუ არა ჩემს ბლოგზე… :) უბრალოდ რაღაცნაირად მიხარია როცა კომენტარს დავინახავ ხოლმე ჩემს პოსტზე. ვერც ამ მთვლელებში და უბედურობებსი ვერკვევი და გპირდებით არც იმაზე დავიბოღმები თუ ვინმეს ჩემზე მეტი რეიტინგი ექნება :) ))) პირიქით :) )) თავიდან ბლოგერობა ხომ იმისთვის დაიწყეთ რომ თქვენი თავი გაგეხალისებინათ და არა იმიტომ რამდენი მკითხველი გეყოლებოდათ ან რამე ეგეთი :) ხოდა ეგრე გააგრძელეთ და მეც ეგრე დავიწყებ :) “რიბიატა დავაიწე ჟიც დრუჟნო” :) )) მე მიყვარხართ ყველა ვისაც არ ვიცნობ და ვიცნობ :) წარმატებას გისურვებთ ყველას!!!

პასუხი

21 კიკიტო 26 აგვისტო, 2009 at 9:42 pm

sxvatashoriss ამდაგვარიი რაგაც გავიფიქრე გუშინ, თუმცა არასიყვარულის კი არა მობეზრების მომენტია მგონი, მაგალითად ჩემთან,ხან მატულობს , ხან არა, თუმცა საინტერესოსაც არაფერს ვწერ და შესაბამისად ბეზრდება ხალხს და ნაკლები შემოდის დღითიდღე, ან ისეთები შემოდიან აი თუ შეხვალ დაუკომენტარებ და ისინიც მერე მოგყვებიან და ზა კომპანიუ გიწერენ შენც, თუმცა მე ეგ არ მწყინს, იმიტომ რომ ჩემ ბლოგს სასარგებლო დატვირთვა არ აქვს, ვწერ ხან სასარგებლოს ხან კიდე მარაზმს, მეთვითონ მყავს რამოდენიმე ბლოგი რომელსაც ყოველდღე ვსტუმრობ თუნდაც არაფერი იყოს ახალი და უბრალოდ სხვის კომენტებს ვკითხულობ, აი მაგალითად შენთან :) ხოდა რავი ყველა მასეა და ყველას თავის ფავორიტი ყავს მგონი, და აქ სიყვარულზე ლაპარაკი ცოტა უადგილოსავით არის :) რადგან როცა ბლოგერი ხარ, ყველაზე მეტად შენი ბლოგი გიყვარს, ვაჭრობას ჰგავს , გვერდში მდგომი შეიძლება უყვარდეს ვაჭარს თუმცა ცდილობს მაინც თავის საქონელი გაასაღოს და სხვიდ მოგებას ნაკლებად უყუროს, ვინც ბლოგს უკვე მარტო თავის ჩანაწერებისთვის არ იყენებს და ბევრნაირ დატვირთვას აძლევს აი მაგათზეა ზუსტად :) _

პასუხი

22 კუდა 26 აგვისტო, 2009 at 9:47 pm

რა საჭიროა ამდენი ნერვიულობა? არასდროს დამითვლია შემომსვლელთა რაოდენობა, მთვლელიც იმიტომ მაქვს, რომ საძიებო სიტყვებზე ვხალისობ.

პასუხი

23 OTO 26 აგვისტო, 2009 at 9:55 pm

უყვართ ! : )

პასუხი

24 OTO 26 აგვისტო, 2009 at 9:57 pm

В глубине души : D

პასუხი

25 Sophie Golden 26 აგვისტო, 2009 at 10:44 pm

ჰეჰეჰე
აქ რაები ხდება თურმე! :D
ხო, ვინც “სიყვარული და აღმაფრენა” პირდაპირ აღიქვა, შეცდა, რა თქმა უნდა; მაგრამ სვითი იმაში არ ტყუის, რომ ზოგს ეზარება ბექლინკების გაკეთება, რიდმორიც და კომენტარებიც, გასაგებია ყველას არ უნდა დაწერა და ვერ დააძალებ. კომენტარები მკიდია, უბრალოდ, მარის პიკნიკი რომ ჩაიშალა და ბლოგერებს ერთმანეთის ნახვის სურვილი არ აღმოაჩნდათ, ამიტომ ვთქვი – დანარჩენი ყველამ ისე გადაწყვიტეთ, როგორც გინდოდეთ, მაინც მე ვერ მოვიყვან ამ სიყვარულს :LOL: ერთი პატარა იდეალისტი ვარ ;)

პასუხი

26 Sweety 26 აგვისტო, 2009 at 11:37 pm

რაც უნდა ის თქვან – ”სიყვარული არ არსებობს” ეგიდით, მაგრამ შენს მიმართ ემოციები გამიმძაფრდა :D :2kiss:

პასუხი

27 tomushka 27 აგვისტო, 2009 at 12:36 am

ოხ კარგი რააა, პერსონალურ გევრდებში სამასზე მეტი იუზერია დარეგისტრირებული და შენ ამბობ რომ მათ ერთმანეთი უნდა უვარდეთ? პატისვისცემა კიდე კაგი მაგრამ სიყვარულს ნამდვილად ვერ მოსთხოვ :)

კეთილი სურვილებით
კატენი :P

პასუხი

28 ალისა 27 აგვისტო, 2009 at 1:09 am

მე პირველ ნაბიჯებს ვდგამ ბლოგსფეროში :D ძალიან მინდა ბლოგერები გავიცნო და “შევიყვარო” :) ) :)

პასუხი

29 Sweety 27 აგვისტო, 2009 at 1:36 am

გაააგვიცანიიი

შეეგვიყვაარეეე

:სიმღერით:

პასუხი

30 2კიჯა 27 აგვისტო, 2009 at 4:08 am

სოფი, ყველა იდეოლოგია უტოპიაა, არსებობს ჩვეულებრივი ცხოვრება რომელსაც არ არეგულირებს ვინმეს მიერ შექმნილი მეთოდები და წესები არამედ თვითრეგულირებადია. ის თვითრეგულირებადი როგორია რომ გავიგოტ ჯერ უამრავი რამისგან უნდა გავთავისუფლდეთ. მორალი (ამ პოსტს განსაკუთრებით ეხება) რელიგია, სამართალი, პოლიტიკური და ეკონომიკური იდეოლოგიები. რავი ჩემთვის სრული თავისუფლება დღესდღეობით ყველაფრის თვითრეგულირებასთან ასოცირდება ოღონდ მოკლედ და კონკრეტულად არ გაიგოთ – წიპა არ “დაიჭიროთ მკვლელი და არ იქნება მვლელობა” უაზრო მიდგომაა. ის მიეზები ზემოთაა ჩამოთვლილი რატომაც ადამიანები კლავენ, მათ შორის ერთ-ერთი მორალია.

პასუხი

31 ირინა_ქ 27 აგვისტო, 2009 at 6:48 pm

მე მიყვარხართ .. სხვისი არ ვიცი :)

პასუხი

32 scorpion 27 აგვისტო, 2009 at 7:42 pm

საიდან მოიტანე? :P

პასუხი

33 Kate 28 აგვისტო, 2009 at 1:11 am

ამაზე საერთოდ არ მიფიქრია.
კიარადა.
მკიდია რა.
არანაირად არ ვთვლი, რომ ვინმეს ვინმე არ უყვარს.
და მართლაც რომ ეგრე იყოს, მკიდია.
მე მიყვარს და სულ მკიდია ის რას გრძნობს.
ძალიან ბევრ ბლოგზე ვტოვებ კომენტარს და რავიცი, ეგეთი აზრები არ მაწუხებს.
დაიკიდე რა.
“read more” რაც შეეხება, პოსტი თუ თავიდანვე არ მომეწონა, მივაგდებ და მორჩება.
თუ მომწონს, “read more”–საც დავაჭერ და კომენტარსაც დავტოვებ.

პასუხი

34 nastasia 29 აგვისტო, 2009 at 10:12 pm

ნამდვილად არ ვიცი შორეულ 2005ში როგორ გიყვარდათ ბლოგერებს ერთმანეთი,მაგრამის ვიცი,რომ არის აუცილებელი ყველას სიყვარული მოთხოვო,ან პოსტის ბოლომდე წაკითხვა…

ხოოოდა,დაძაბულ გარემოს და ვიზიტორების თვლას და მსგავსებს რაც შეეხება,მე მგონი იმის ბრალია,რო ზოგი ბლოგერი ზომაზე სერიოზულად უყურებს თვის ბლოგს და იმას,რასაც წერს და მერე თუ ვინმე არ აღფრთოვანდება თავისი ნაწერით,არც თვითონ დატოვებს კომენტარს და ვოტ ტაკ!

ისე,კი,რაც უფრ იზრდება სოციუმი,მით ნაკლებად იდეალურია და მაგაზე ჯავრი არ ღირს აშკარად :) ))))))

პასუხი

35 თაა 29 აგვისტო, 2009 at 11:36 pm

ეს სიყვარული რა საჭიროა?
ბლოგერი უნდა გაინტერესებდეს და პატივს სცემდე
თორე რატომ უნდა გიყვარდეს?

პასუხი

36 Rocko 30 აგვისტო, 2009 at 7:59 pm

გილოცავთ ვარდისფერი სათვალეების მოხსნასა და რეალურ სამყაროში შემობიჯებას : D

ისე კი, ერთმანეთისადმი “კონკურენტული” დამოკიდებულების ჩამოყალიბება გარდაუვალი იყო, უბრალოდ ზოგ-ზოგიერთმა ჰიპერაქტიურმა ბლოგერმა ეს პროცესი დააჩქარა ; )

მარტივად შეხედეთ უფრო.
და ნუ გაქვთ პრეტენზია, საზოგადოება რატომ ყარსო, როცა თავადაც ძალიან იშვიათად იპკურებთ დეოდორანტს : P

(სვითი, ეს სმაილიკები ან შეცვალე ან რამე უქენი, თორემ drag queen მგონია თავი)

პასუხი

37 Secrets 3 სექტემბერი, 2009 at 7:52 pm

Cooooz ყველაფერი უფრო კომერციული გახდა..

პასუხი

38 Secrets 3 სექტემბერი, 2009 at 7:59 pm

კომენტები ეხა წავიკითხე :D

მოკლედ რა, სვიტ, დოდკა რო არ იყოს შენ ბლოგს არ წავიკითხავდი და პირიქით :D

პასუხი

39 ERM0NIA 22 აპრილი, 2010 at 2:32 pm

lol. ნეტაი თქვენ, რეები გადარდებთ! : ) ))

პასუხი

40 მაკუს 31 ივლისი, 2010 at 10:15 pm

მეზარება იმდენი კომენტარია ყველას წაკითხვა..
არა რა არის იცი? მე თავიდან მქონდა ბლოგი ვერ გავუგე დავიკიდე მაინც გავაკეთე და გავაუმჯობესე.. მართალია ერთი ჩვეულებრივი და რიგითია მაგრამ მაინც მიყვარს და ყველას ბლოგს დიდი ინტერესით ვკითხულობ და ვუკომენტარებ კიდეც. არ ვიცი რა იყო 5 წლის წინ.. მე საერთოდ ბლოგი რა იყო და პერსონალური გვერდის შექმნა საერთოდ არ ვიცოდი.. ხოდა ნამდვილად არ ვიცი ზუსტად რა იყო რა არა და შენი პოსტიდან გავიგე ყველაფერი.. სამწუხაროა რომ ასეა მაგრამ მე მაინც მიყვარს ყველა ბლოგერი..

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</