Blogger Party: Halloween Carnival, 2008 – იდეების დამუშავება

Jenny-ს ველაპარაკებოდი ემესენში წუხელ რაღაც შეკრებაზე და მოუვიდა არაჩვეულებრივი იდეა: მოვაწყოთ კარნავალი!!!

ბლოგერების ვიწრო წრეში. დავიქირავოთ დარბაზი, კოსტუმები, და ა.შ.

მერე მე მომივიდა იდეა, რომ კარნავალი დავამთხვიოთ 31 ოქტომბერს ჰელოვინს. თავის ჰელოვინური პროგრამით, დეკორაციებით და მთელი ამბებით.

იდეები ყველას მოეწონა. კარნავალში მონაწილეობის მსურველიც უკვე 15-მდე ადამიანი აღმოჩნდა. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება!!!

ეს სურათი მე და ჯენის გვგავს ^_^

დღეიდან მიდის მზადება და იდეების დამუშავება ჰელოვინისთვის. წინ გვაქვს თვენახევარი. მე პირადად ვარ ნამყოფი, ჩისტა ამერიკულ ჰელოვინზე და შემიძლია ორგანიზებაში ჩავერთო. ძალიან ბევრი იდეა მაქვს ამ წუთას. ამ პოსტში დავწერ ყველა იმ იდეას რაც მომივა და განვიხილოთ.

დეკორაციის აუცილებელი ატრიბუტები:

  • გოგრები  ვიყიდით ცოცხალ გოგრებს და ჩვენით გამოვჭრით, შიგთავსს გამოვიყენებთ სხვა დეკორაციებისთვის. ;)
  • ობობას ქსელები – ქსელები იყიდება მზა, შეგვიძლია ჩვენითაც გავაკეთოთ, ან ვუთხრათ დარბაზის პატრონს რომ 1 თვე არ დაალაგოს დარბაზი და გაჩნდება ბუნებრივად :D
  • ერთი-ორი კუბო  ეს ცოტა ძნელი საშოვარია :)) თუმცა შეგვიძლია მუყაოსგან გავაკეთოთ და შევღებოთ. ჯენიმ ფურლონგი გააკეთა და ჩვენ კუბოს რავა ვერ შევკრავთ კაცო :D
  • ბევრი ჩონჩხის და ღამურის ფიგურა – შეგვიძლია დავბეჭდოთ A4 ზომის ქაღალდებზე, გამოვჭრათ და მივაკრათ კედლებზე, ფანჯრებზე, ფარდებზე.
  • აუცილებელია: სცენა, მიკროფონი, კარგი აკუსტიკა.

პროგრამა:

  • პროგრამა უნდა დავწეროთ წინასწარ და თან კარგად დავგეგმოთ. ამისთვის სადმე უნდა შეიკრიბოს რამოდენიმე ორგანიზატორი და მოაწყონ ბრეინშტორმინგი. ჩემი აზრით პროგრამა უნდა იცოდეს რამოდენიმე ორგანიზატორმა, რათა მოულოდნელობის ეფექტი არ დაიკარგოს. ^_^ ამიტომ ყველა იდეას არ გავახმოვანებ. :ჵ
  • კომენტარებში ყველამ გამოთქვას თავისი აზრი: რა შეიძლება ვაკეთოთ ჰელოვინზე. 1006241
    • ტრადიციული ჰელოვინური თამაშები. რომლებიც ძირითადად ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს. მაგალითად, საშიში ლაბირინთი. ნუ დარბაზის შესასვლელში კეთდება ლაბირინთი და შიგ გავლა არის ძააალიან საშიში. დეტალებს არ გავამხელ. 
    • უბრალოდ ვიცეკვოთ და ვსვათ და ვჭამოთ მთელი საღამო
    • კონკურსები: კარაოკე, კოსტუმების, წყვილების, ცეკვის, მოჭრილი თითების სწრაფად ჭამა
    • გავათამაშოთ საინტერესო სამახსოვრო საჩუქრები…

[დანარჩენს თანდათან დავამატებ]

 halloween2004_1280

25 Comments

  1. da es yvelaferi sadme migdebul/miyruebul saxlshi rom gagveketebina, daxuravda, magram echvi maq gamovides, ase rom albat klubshi an sadme iqneba xo dekoraciebi? da nu tito blogger-ma tito arablogger rom wamoiyvanos, ogond list da ragac ro gavaketot , me mgoni ar iqneba cudi ;)
    btw, mec var namyofi hellowinze rigashi da mec chamovyri mere ideebs ;)

  2. @ინდივიდი, ჩამოყარე ჩამოყარე. ოღონდ ისეთი იდეები რომლებსაც მოულოდნელობის ეფექტი უნდა ჰქონდეს არ დაწერო. ანუ რამე საშიში თამაში თუა ან ეგეთჳ.

    ერთ პატრარა ნოუთფადში ჩაწერე და მეილზე ან პიემში გამოუშვი ^_^

    მე იმდენი იდეა არ დამიწერია ამ პოსტში. ცალკე ვიწერ. ;)

  3. კსტაწი, მიგდებული და მიყრუებული სახლის იდეა ძალიან მომწონს. თავის ეზოთი რომ იყოს და რამე.

    იმიტომ რომ Outdoor თამაშები ვიცი საჰელოვინო ძააან ბევრი.

    ვინმეს არ გაქვთ საკუთარი სახლი ეზოთი? :))))

  4. es helovini gavakeTot sololakshi rom eshmakebini saxli dgas 6 nomershi, 6 fanjara rom aqvs da mokled sul yevlaferi 6-6ia ra :D :D

  5. ეემ ისა “ბლოგერების ვიწრო წრე” კი არა რაც მეტი ბლოგერი იქნება მით უკეთესი! :D

    ხოდა ისა კიდე მესიჯში რაც მომწერე რავი მგონი სასურველია რომ მაგდენი არ დაჯდეს..
    იმ პონტში რომ ეგ თანხა ზოგისთვის თვიური შემოსავლის 1/5, 1/6 შეიძლება იყოს და ნუ შეიძლება ფიზიკურად ქონდეს, მაგრამ უბრალოდ კარნავალზე უფრო მნიშვნელოვანი რაღცეებისთვის ჭირდებოდეს.
    ხოდა რავი გატეხავს თუ ვინმე არ წამოვა ფინანსური იმის პონტში და ამიტომ რაღაც ისე რო ვქნათ რომ კაცი 20გელაში ჩაეტიოს?

    ვ მამენტ 15 კი არა 30ზე ბევრი წამოვა ჩემი აზრით ;)

    ხოდა ისა ვამპირია მიტოვებული სახლი=აბშესტვენნი ტუალეტს, არა? :D ggg

  6. @jenny, ბაზარი არაა, ეგ თანხა ჩემთვისაც ძალიან დიდია. მითუმეტეს რომ 2-ნი მოვდივართ.

    დაახლოებით რა ჯდება დარბაზის დაქირავება იცი? :((

  7. @jenny,
    |ეემ ისა “ბლოგერების ვიწრო წრე” კი არა რაც მეტი ბლოგერი იქნება მით უკეთესი! :D|

    blogerebi ukve viwro wrea gogo :)))))))))

    20 lari zzaan cotaa imho.

  8. ეე, ეს რა ჰელოვინია…
    ჰელოვინი ის იყო, ბარში რომ გავაკეთეთ, ნამათხოვრალი გოგრებით :-)))

  9. და ვაბშემც თქვენ, საზიზღარი ბლოგსპოტელები, რა უფლებით თვლით თავს სრულყოფილ ბლოგერებად? თქვენ ხართ ბლოგინგის ზანგები!

    :D :givi:

  10. მოკლედ საჰელოუვინო კარნავალზე რა გითხრათ, მაგრამ მაშინ ფორუმის საახალწლო კარნავალი ჩატარდა ჯემ კლუბში. რუსთაველზეა, ერთი მყუდრო დარბაზი იყო დაბლა დაყრილი პუფებით და ამბებით, შუაში შედარებით დადაბლებული იყო ადგილი და საცეკვაო მოედნის როლს ასრულებდა.. მაშინ იყო წამოსული დაახლოებით 40 ადამიანამდე და კაცზე 30 ლარი დაჯდა..

    მიტოვებული სახლის ამბავი ემმმ :დ რა ვთქვა აბა, მაშინ იქ მოგვიწევს ტექნიკის მიტანა, ამის პატრულთან და მერიასთან შეთანხმება და ა.შ. :დ კიდევ შეიძლება გაკეთდეს ვინმეს აგარაკი თუ აქვს იქ, მაგრამ ალბათ მაინც ისევ სადმე დარბაზის დაქირავება უკეთესია.

  11. @cheshireCat, ჯემ კლუბის იდეაზე ვიფიქრებთ. მე არ ვიცი ეგ კლუბი მაგრამ სანახავია. :)

  12. @ მარი. ახლა აღარ ვიცი როგორი სიტუაციაა იქ :დ ის ამბავი მგონი 3 წლის წინ იყო, ხოდა ნუ მაშინ კარგი გამოვიდა 40 კაციანი ტუსოვკისთვის :) ნაკლებისთვისაც კარგი იქნება :)

  13. @ Ismail,

    No, I tried but I failed. for the first time in my life, I couldn’t convert the design to what I wanted :(

    I think I was tired. I’ll try harder later… :)

    I can’t see your message, you should come online, I guess.

    thanks for remembering me… :)

  14. მაგ დროს გაგანია დედის როლი უნდა შევასრულო :D
    კაი იდეაა ჰელოუინის მოწყობა. სურათები დადეთ მერე, ვნახავ და დაგათვალიერებთ ;)

  15. isadaaa helovnuri sishlebit unda micuc mocuccot kedlebi da iatakebi? :`user:
    “sishlze cudat vhdebi..
    hoda ..
    arada minda…
    kiarada ideam momhibla

  16. @Secrets, ბიჭო იქამდე იმდენი დროა მგონი შენც გაიზრდები… :)))))

  17. მე თუ წამოვედი ადამი ვარ დაგასწარით :დ

    ხოდა იმედია ლეღვის ფოთოლი არ გახმება მანამდე :(

  18. მიგიღებთ მგონი, იქამდე ჯერ კიდე 1 თვეა და გააქტიურდი ბლოგზე :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.