როგორ ფიქრობთ, ღირს ამ ბლოგის გაგრძელება?

მართალია დაახლოებით 6 თვეზე მეტია აქ არაფერი დამიწერია, მაგრამ სტატისტიკას სულ ვამოწმებ და ვიცი, ზოგიერთი თქვენგანი ისევ შემოდის ახალი პოსტების მოლოდინში.

არ ვიცი ამ ბლოგს რა ვუყო. მართალია აღარ ვმუშაობ (უკვე ერთი თვეა “მეცხრე არხიდან” წამოვედი), მაგრამ ჩემს დროს და ენერგიას მეორე ბლოგი – Pink.ge ისრუტავს. მიუხედავად ამ “ლეგიტიმური” მიზეზისა, ეს ბლოგი ისე მენატრება, რომ ხანდახან შემოვდივარ და ჩემს ძველ პოსტებსა და კომენტარებს საათობით ვკითხულობ.

ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედო.

იმდენი რამ დამიგროვდა მოსაყოლი: განსაკუთრებით ევროპაში მოგზაურობა მაწუხებს. დღემდე ვერსად ამოვთქვი.

მე თოვლიან რიგაში

ვხვდები, რომ წერა არ უნდა შემეწყვიტა. ეს ერთადერთი რამ იყო, რაც გონებას მიმშვიდებდა და მილაგებდა.

ეს ბლოგი მჭირდება.

მაგრამ ერთადერთი, რაც მაჩერებს იმისგან, რომ ისევ წერას მივუბრუნდე, არის შეკითხვა: ვინმე წაიკითხავს იმას, რასაც დავწერ?

ასე მგონია, იმდენი წელი გავიდა, რომ ჩემთან ერთად ყველა ჩემი ბლოგის მკითხველი გაიზარდა და არავის აღარ დააინტერესებს ჩემი ახალი პოსტები.

ვფიქრობდი უამრავ რამეს:

  1. შემეცვალა ბლოგისთვის პროფილი და პროფესიულ ბლოგად გადამეკეთებინა;
  2. ახლანდელი ბლოგი არქივის სახით შემენახა, ხოლო პირველი გვერდი ჩემი CV-ს და პორტფოლიოსთვის დამეთმო
  3. გამეკეთებინა Food-ბლოგი, სადაც ადგილობრივ კაფეებს და დესერტის წერტილებს მიმოვიხილავდი – ამ იდეისკენ დომენის სპეციფიურობამ მიბიძგა.
  4. უბრალოდ გამეგრძელებინა წერა როგორც ადრე…

არ ვიცი ამ ბლოგს რა ვუყო.

არ ვიცი შემომრჩა თუ არა მკითხველები.

და თუკი შემორჩნენ, არ ვიცი რაც სათქმელი მაქვს იმას როგორ მიიღებენ.

ეს ბლოგი მჭირდება, მაგრამ თქვენ თუ გჭირდებათ?

26 Comments

  1. გააგრძელე, მეც მქონია მსგავსი შემთხვევა და ეხლა ვნანობ დაწყებული საქმე რომ მივატოვე…

  2. ამ ბლოგის მკითხველი 2009 წლიდან ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ახალ პოსტებს სულ უფრო და უფრო იშვიათად ვკითხულობ, მაინც არ ვაპირებ მის წაშლას რიდერიდან. ვფიქრობ, რომ ბლოგის გაუქმება, დაარქივება ან პროფილის შეცვლა არასწორი იქნება. პირადად მე ნაკლებად მაინტერესებს პროფესიული, კულინარიული და ზოგადად, თემატური სახის ბლოგები. Sweet.ge-ს კითხვაც იმიტომ დავიწყე, რომ ძალიან მრავალფეროვანი და სხვა ბლოგებისგან გამორჩეული იყო. შესაბამისად, მე-4 ვარიანტი ყველაზე მეტად არის მისაღები ჩემთვის :) წარმატებებს გისურვებ!

  3. პირველად ვაკომენტარებ, თუმცა დიდი ხანი ვკითხულობდი. უბრალოდ ადექი და გააგრძელე

  4. მეც მომხრე ვარ რომ გააგრძელო :))) კარგა ხანია არ შემოვსულვარ აქ. ნიჭიერი გოგო ხარ უდავოდ ;)

  5. რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელო!
    არავინ რომ არ წაიკითხოს, მაინც უნდა გააგრძელო, იმიტომ, რომ შენ გინდა ასე და მითუმეტეს – ამდენი მსურველია :*

  6. რა თქმა უნდა, გააგრძელე. შენზე კარგი ბლოგი კაციშვილს არ ჰქონდა თავის დროზე. ჰაჰა კი ჰქონდათ და აქვთ დღემდე, იმას ვგულისხმობ, მე მომწონდა შენი პოსტები და ფოტოები. You’re a helluva good girl, you know it. Rock on, or pop on, or do it as only you know! :)

  7. კი, გააგრძელე. არ შეუცვალო შინაარსი და საერთოდ არაფერი. გააგრძელე ისევ იმ სტილში, როგორშიც წერდი ადრე. ანუ “4) უბრალოდ გამეგრძელებინა წერა როგორც ადრე…”

    “მაგრამ ერთადერთი, რაც მაჩერებს იმისგან, რომ ისევ წერას მივუბრუნდე, არის შეკითხვა: ვინმე წაიკითხავს იმას, რასაც დავწერ?”
    კი, მე წავიკითხავ და სულ ვკითხულობ მიუხედავად იმისა, რომ შენ ჩემთან არათუ არ შემოდიხარ და კომენტარებს არ მიტოვებ, არამედ მგონი ბლოგის ურლ-ც არ იცი :))

    მე-9დან რატომ წამოხვედი??

  8. გააგრძელე მარი, ძალიან მიყვარს ეს ბლოგი:* მეც ხშირად შემოვდივარ და ვკითხულობ ძველ პოსტებს :) სტიმულს მაძლევს ^_^

  9. მარი გააგრძელე, დატოვე ისეთი როგორიც იყო. მე არასოდეს დამიტოვებია კომენტარი და ახლა პირველად გწერ. კვირაში ერთხელ მაინც შემოვდივარ და ვნახულობ ხოლმე რამე ახალი ხომ არ დაიწერია :) მგონია საკმაო მოტივები მოგწერეს.

  10. ვერ ვიტყვი რომ დიდი მოყვარული ვიყავი ამ ნლოგის, მაგრამ მაინც ვადევნებდი თვალს იმიტომ რომ პირადული იყო. ხალხს აინტერესებს პირადული ბლოგები და არა პროფესიული)

  11. გააგრძელე,აუცილებლად გააგრძელე მე ალბათ ახალი გაკეტებული როცა იყო ეს ბლოგი მაშIნაც კი(მაშინ ბავშვი ვიყავი) ვკითხულობდი და დღეს ძველ პოსტებს რომ ვნავულობ ისეთი ნოსტალგია მაქვს და პლიუს ჩვევა შემოსვლის,აუცილებლად შემოვდივარ მიუხედვად იმისა რომ წინა 798561 შემოსვლაზე ახალი პოსტი არ დამხვედრია,ასე რომ წარმატებები და ველით პოსტებს <3

  12. ჩვენ გვჭირდება ^_^
    გააგრძელე და რატომაც არა რომ ყველაფერი ერთად იყოს? ანუ აუცილებელია ერთ მხარეს წავიდეს თემატიკა?

  13. I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge! I Need Sweet.ge!

  14. გააგრძელე ხშირად კარგ რაღაცეებს წერ ხოლმე მაგრამ ხანდახან უაზრობებსაც კი გამოურევ

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.