ბლოგის დიზაინის ცვლილება

გუშინ თინი შემხვდა და ბევრი მისმინა.

ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:

“ერთი შეკითხვა მაქვს, აი, ამდენს ერთად როგორ უძლებ?”

მანდ მივხვდი, რომ სასწრაფოდ მჭირდება ახალი თეთრი ფურცელი ცხოვრებაში.

ჯერ ბლოგის დიზაინს მოვიყვან ჭკუაზე, მერე ჩემს ოთახს ჩემებურად მოვაწყობ, მერე გარდერობს განვაახლებ და მერე დასასვენებლად წავალ ერთი კვირით სადმე მიკარგულ სოფელში. ბევრს დავწერ, ბევრს ვისეირნებ, საღამოობით წითელ ღვინოს დავლევ.

დღეს დიზაინით დავიწყე – ეს რამოდენიმე თვის წინ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერაფრით თავი ვერ მოვაბი.

ახლა რასაც ხედავთ, საბოლოო არ არის. ერთ-ორ დღეში დავასრულებ.

შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ შეეჩვევით. წინა დიზაინი უკვე ძალიან ბევრ რაღაცას მახსენებდა და ვერაფრით ვერ ვწერდი ბლოგზე.

დიზაინთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები კომენტარებში მომწერეთ.

მადლობა!

34 Comments

  1. კარგია ეს.
    ძალიან არ აჭყიტებს ვარდიფრად და თვალსაც არ ღლის.

    დღეს დილას მეც შევცვალე დიზაინი, საზაფხულოზე გადავედი.
    ზოგადად ვფიქრობ რომ კარგია დიზაინის ცვლა, ყოველ სეზონზე ახალი დიზაინი. რატომაც არა? :D

  2. მე ეს მომცონს,არვიცი როგორი იკნება საბოლოო მაგრამ მე ლიკეზ იტ :* ანდ ი ლოვე უ

  3. მე ეს უფრო მომწონს.. თითქოს ისეთი გადატვირთულიც არ მეჩვენება და ისა.. აი იმ დროს მახსენებს სულ პირველად რო შემოვედი შენს ბლოგზე.. როცა ის ყველაფერი არ გენატრებოდა წინა პოსტში რო წერდი და როცა არც არაფერი იყო ისეთი, განსაკუთრებულ გაძლებას რო საჭიროებს.. ჩემს ნოსტალგიურ-მელანქოლიურ ხასიათს რა ვუთხარი.. :|

  4. მარ, კარგი დიზაინია, ალბათ მალე უფრო დახვეწ კიდევაც, მაგრამ ბრაუზერში არ ეტევა სიგანეზე გვერდი და სქროლბარით გვერდძე გაწევას ითხოვს. ნუ შეიძლება ჩემი ეკრანის რეზოლუციის გამოა ასე, მაგრამ რასაც ვხედავ ის გითხარი :)

  5. ძალიან კარგია!!!!!!
    მეც მიყვარს ერთი ხელისმოსმით გადაწყვეტილების მიღება…
    “დავუტოვოთ დღევანდელ დღეს შენი ყველა დარდი”…………და გავატანოთ იმ ყდას…..(თუ რაც იყო…)

  6. ძველი უფრო მომწონდა მაგრამ შევეჩვევი ამასაც . მომენატრება ბევრი ვარდისფერი :(

  7. მე ყველაზე მეტად შენი წინსაფრიანი და ქაფქეიქიანი გოგონა მაკლია თვალში; ხომ დააბრუნებ??? :(

  8. ეს ჯობია;) ახალია, და ყველა სიახლე კარგია… წარმატებები ;)

  9. ძალიან ლამაზი ფერია, მაგრამ ცოტა თვალები მატკინა. ნუ შევეჩვევი.. მაგარია…ველოდები საბოლოო ვარიანტს :)

  10. დასაწყისისთვის ძალიან ლამაზია! :))))))

    დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო შედეგი, წინა თემაზე უფრო კარგი იქნება! :***

  11. სვით ძაან საყვარელი თემაა, კარგია რომ გადაწყვიტე ასევთქვათ ცხოვრების განახლება :)

  12. შედარება არ არის მარ, იმდენად მომწონს ეს დიზაინი წინასთან შედარებით. უფრო დახვეწილია და უფრო როგორი იცი? აი, თითქოს გაიზარდე და ეს აისახა ამ დიზაინზე…
    მომწონს.

  13. ძალიან სასაიამოვნოა შენს ბლოგზე მოხვედრა… გამიხარდა რო DEVI’S მეგობარი აღმოჩნდი.. ახლა კი რაც შეეხება რჩევას იმის შესახებ რამდენად კარგია ახლაი დიზაინი, მართალი გითხრა წინას ჯობია, მაგრამ პირველი მაინც პირველია…კარგი იქნება თუ http://themedemo.bestwpthemez.com/ ამ თემის ელემენტებსაც გამოიყენებ, რადგან უფრო დახვეწილი იქნება და მგონი ეს ორი თემა სავსებით თავსებადია ერთმანეთან ვიზუალური მხარის გათვალისწინებით. პატივისცემით GNM

  14. კარგია, მომეწონა. უფრო სოლიდურია და თან რადიკალურად განსხვავებულიც არა.

  15. ეს კარგი დიზაინია და ჰედერიც მომწონს, აღარ შეცვალო :)

  16. ჰედერი მეჩვენება ცოტა გადატვირთული დანარჩენი ყველაფერი მომწონს. აშკარად ბევრად უფრო უკეთესი დიზაინია ეს წინასთან შედარებით

  17. როგორ მომწონს ეს სიახლეები შენს ბლოგზეეეეეეეეეე <3

  18. ერთადერთი ბლოგია რომელსაც ვკითხულობ და ძალიან გამეხარდა ახალი დიზაინი :D Simple and stylish არის <3 Keep up the good work

  19. კარგი დიზაინია! მაგრამ მემგონი ჯობია გოგონას სალე-ს მაგივრად სვით ეწეროს :) თუ არა… არ ვიცი… ფასდაკლებაც კარგია… ძალიან მაგარი ბლოგი გაქვს!

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.