ბლოგის ბრენდინგი

by Sweety on 13 იანვარი, 2010 · 28 comments

in ბლოგი,რჩევები და ხერხები

ეძღვნება მარიანას, ჩემს ბრენდინგის ლექტორს

მიუხედავად იმისა რომ მარკეტინგის მეცნიერებები ყოველთვის მაინტერესებდა და გულმოდგინედ ვსწავლობდი, ESM-ში ბრენდინგის ფინალურ გამოცდაზე სამარცხვინოდ ჩავიჭერი. თომას გედის “4D ბრენდინგს” გავდიოდით, საგანი ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა, მაგრამ გამოცდაზე ტესტები პირდაპირ წიგნიდან იყო მოტანილი და წიგნის ეგრე დეტალურად წაკითხვა ძალიან დამეზარა.

დედაჩემმა ამ ჩაჭრის ამბავი რომ გაიგო, ისე ინერვიულა, კინაღამ გულმა დაარტყა. მისი აზრით, ნიშნები რადგან გამიფუჭდა, მარკეტინგის სფეროში ვერასდროს მივაღწევდი წარმატებას.

დედა, შეხედე ამ ბლოგს! უამრავი ადამიანი ხშირად მეუბნება კომპლიმენტებს მის ბრენდზე და პიარზე. დიდი ამბავი, მეოთხე კურსზე ბრენდინგში ნიშანი თუ ვერ მივიღე.

ახლა კი ვბედავ და ბლოგის ბრენდინგზე და მარკეტინგზე ერთი-ორი სიტყვასაც დავწერ.

ამ პოსტის იდეა ნატოშას პოსტმა შთამაგონა. ნატოშა ეძებს ახალ დიზაინს და ბრენდს, რომელსაც კარგად გააპიარებს და დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეცვლის. მე მის პოსტზე უკვე დავაკომენტარე საკმაოდ ვრცლად და აღარ მინდა აქ განვმეორდე. თუმცა იქ მხოლოდ დიზაინთან დაკავშირებული რჩევები მივეცი. ბლოგის ბრენდინგი კი ბევრად უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე ადვილად დასამახსოვრებელი ლოგო, მსგავსი ჰედერი და ფოტოსურათების watermark-ი.

ჩემი აზრით ბლოგის ბრენდინგი ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია მის პიარში და სამომავლო წარმატებაში.

წინა პოსტშიც დავწერე და აქაც ვიმეორებ – მთავარი კონტენტი მაინც არასდროს არ არის! ხანდახან შეფუთვა და რეკლამა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ კარგი ხარისხის პროდუქტი.

მაგრამ სანამ პროდუქტის შეფუთვაზე გადახვალთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ მის იდეაზე.

ამაში თომას გედის ბრენდ-კოდიც დაგეხმარებათ, რომელიც ბრენდის ოთხი აბსტრაქტული განზომილებისგან შედგება: ფუნქციონალური, სოციალური, სულიერი და მენტალური. თითოეულზე უფრო ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი.

მოახდინეთ ბრეინშტორმინგი, რას გინდათ რომ ემსახურებოდეს თქვენი ბლოგი, როგორი მკითხველი გინდათ რომ ჰყავდეს მას, გააკეთეთ თქვენი იდეების ვიზუალური რუკა (ბრეინშტორმინგის ტექნიკის შესახებ მიწერია აქ: მოიფიქრე 10 პოსტი)

მხოლოდ ამ იდეების შეგროვების შემდეგ დაფიქრდით დიზაინზე, ლოგოზე და ბრენდინგის ელემენტებზე.

გთავაზობთ პატარა მაგალითს უკეთესი თვალსაჩინოებისთვის.

Sweet.ge-ს ბრენდ-კოდი თომას გედის ოთხ გნაზომილებიანი ბრენდინგის მიხედვით:

ფუნქციონალური განზომილება

– პროდუქტის ან მომსახურების მომხმარებლის მიერ აღქმული სარგებელი

ეცადეთ დაანახოთ მკითხველს თქვენი ბლოგიდან (პროუქტიდან) მიღებული სარგებელი.

“Sweet.ge – მაძლევს სასარგებლო რჩევებს ბლოგინგის შესახებ, საინტერესო ფოტოსურათებს, გასართობ ამბებს, სხვა ბლოგერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას.”

სოციალური განზომილება

– განსაკუთრებულ სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობის შეგრძნება

ადამიანებს ყოველთვის აქვთ მოთხოვნილება, რომელიმე სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. იქნება ეს პოლიტიკური (მემარცხენე, მემარჯვენე, მთავრობა ოპოზიცია, ლიბერალი, კონსერვატორი თუ სხვა), სქესობრივი (ქალი, კაცი, LGBT), სუბ-კულტურის (ჰიპი, პანკი, ემო) თუ სხვა ნიშნით, ნებისმიერ შემთხვევაში – ადამიანებს უყვართ დაყოფა და კამათი.

მიეცით მათ ეს შესაძლებლობა. თქვენი ბლოგის მეშვეობით შექმენით ვირტუალური ჯგუფი კონკრეტული თემის შესახებ, სადაც შესაძლებელი იქნება სხვების შეკრება და დისკუსია. ამით არა მარტო იმათ მოიზიდავთ ვისაც ზემოთ აღნიშნული თემა აინტერესებს, არამედ მათ მოწინააღმდეგეებსაც. (იმ დღეს კომენტარი დამხვდა ერთ-ერთ პოსტზე, “მეზიზღება ვარდისფერი და იმიტომ არ ვკითხულობ შენს ბლოგსო”. მე ვუპასუხე – “აბა, ახლა აქ რა გინდა?”-მეთქი)

”მე ვკითხულობ Sweet.ge-ს, ვუყურებ Sex and the City-ს, ვფურცლავ კოსმოპოლიტენს, მომწონს ვარდისფერი ნივთები, შოპინგი და რაც მთავარია, ბლოგერი ვარ სულით ხორცამდე.”

სულიერი განზომილება

– გლობალური ან ლოკალური პასუხისმგებლობის აღქმა

აიღეთ რამე იდეა და იბრძოლეთ მისთვის. ამ ქვეყნად იდეისთვის ბრძოლაში უფრო მეტი ადამიანი დაღუპულა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

მთავარია, არ მოიტყუოთ. იბრძოლეთ მხოლოდ იმ იდეისთვის, რაც მართლა თქვენი ცხოვრების მიზანს წარმოადგენს, რაც მართლა გაინტერესებთ და მთელ თავისუფალ დროს ამ იდეის განხორციელებას უთმობთ. თუ გინდთ იყოს ეს ცხოველების და გარემოს დაცვა, ან ქართული ფეხბურთის განვითარება, ან ადამიანების გაღიმება, ან ავტობუსში ორსული ქალებისთვის ადგილის დათმობა.

”მე ვკითხულობ Sweet.ge-ს და ვხვდები თუ რაოდენ დამოკიდებულია თითოეულ ბლოგერზე ქართული ბლოგოსფეროს, ახალი მედიისა და ზოგადად ინტერნეტის განვითარება. მე მსურს და მზად ვარ მივიღო ამაში მონაწილეობა.”

მენტალური განზომილება

– მომხმარებლისადმი მენტალური თანადგომა

დატვირთეთ ხალხი იდეებით და მოუწოდეთ მათ მოქმედებისკენ. დაუდექით მათ მხარში რომელიმე საქმეში. მაგალითად, მათემატიკის დავალებების წერაში ან ყოველდღიურად სახლიდან კარგ ფორმაში გასვლაში.

”Sweet.ge შემოქმედებითად მავსებს, ‘მაიძულებს’ ვიყო კრეატიული, მაძლევს ახალ იდეებს, მეხმარება საკუთარი ბლოგის უკეთ მოწყობაში, მომიწოდებს თვით-განვითარებისკენ და მარწმუნებს, რომ ამქვეყნად ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი!”

* * *

ვიცი, ცოტა რთულია ყველა განზომილებაში თანაბრად ძლიერი ბრენდი გქონდეს. მაგრამ მინიმუმ ორი განზომილება თუ გაქვს განვითარებული და ჩამოყალიბებული, მაინც შეგიძლია დიდ წარმატებას მიაღწიო.

ყველაზე კარგი რჩევა:

გიყვარდეს შენი ბრენდი, როგორც საკუთარი შვილი!

მაგრამ არ დაგემართოს მარკეტინგული მაიოპია.

ძალიან ბევრი ბლოგერი არ აქცევს ყურადღებას, თუ რა აინტერესებს მკითხველს, არამედ წერს იმას, რაც მხოლოდ თვითონ აინტერესებს.

წინა პოსტზე რამდენიმემ დააკომენტა, არ გვაინტერესებს ვინ რას ფიქრობს, მთავარია ჩვენ მოგვწონდესო.  ეს არის მარკეტინგული მაიოპია. ეს მიდგომა გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბლოგს არ უყურებთ როგორც საქმეს, ბიზნესს, ბრენდს. სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევთ.

- სიყვარულით, ბრენდინგში ჩაჭრილი სტუდენტი

{ 28 comments… read them below or add one }

1 mr.picasso 13 იანვარი, 2010 at 4:44 am

mec vapireb axali saxe mivce blogs. ufro zustad ki garkveuli brendis elementebi shemovitano . dasamaxsovrebeli logo domen misamarti da ase shemdeg. dizaini jer jerobit makmayofilebs mcired koreqtivebs shevitan axlo momavalshi da egaa. madlob saintereso rchevebistvis gavitvaliswineb aucileblad

პასუხი

2 ვასასი 13 იანვარი, 2010 at 2:19 pm

ჩემს ბლოგს სათაურის მხრივ არაფერი სჭირდება..

მშვენიერი ბრენდია..

IMHO…

:D

პასუხი

3 ზურა 13 იანვარი, 2010 at 2:25 pm

რა მაინტერესებს ამ ბლოგიდან შემოსავალი თუ გაქვს :) :P

პასუხი

4 Sweety 13 იანვარი, 2010 at 2:37 pm

ცხადია მაქვს :)

პასუხი

5 ზურა 13 იანვარი, 2010 at 2:41 pm

და დაახლოებით რამდენს შეადგენს თუ დასამალი არ არის :)

პასუხი

6 Sweety 13 იანვარი, 2010 at 2:46 pm

2009 წელს 3000 ლარამდე ავედი :) /შეიძლება ცოტა მეტიც, ზოგი არ დამითვლია…/

+ მოგზაურობა ერევანში და სხავდასხვა სიკეთეები რაც ფულად თანხაში როგორ გამოვიყვანო არ ვიცი.

ამაში იგულისხმება ყველა ის შემოსავალი, ბლოგის გარეშე რომ ვერ მივიღებდი.

პასუხი

7 ზურა 13 იანვარი, 2010 at 2:49 pm

გასაგებია და რითი შემოდის ეგეც დასამალია ?

პასუხი

8 Sweety 13 იანვარი, 2010 at 3:00 pm

შრომით :)

პასუხი

9 ზურა 13 იანვარი, 2010 at 3:46 pm

საკმარისად კარგად გიშრომია :) თვეში დაახლოებით 250 ზე მეტი გამოგდის :)
მეც ვშრომობ ჩემს”ბლოგზე” მარგამ ჯერ წაგების მეტს ვერაფერს ვხედავ :D :D

პასუხი

10 Sweety 13 იანვარი, 2010 at 3:58 pm

რამდენი წელია შრომობ?

პასუხი

11 ზურა 13 იანვარი, 2010 at 4:01 pm

1 შემისრულდება ეხლა 1 თვეში მგარამ გათიშული იყო ხოლმე ჩემი ბლოგი გადაუხდელობის გამო :) :D

პასუხი

12 თაზო 13 იანვარი, 2010 at 3:59 pm

ზურა, მგონი მარიმ 300(სამასი) დოლარი იგულისხმა და არა 3 000(სამი ათასი). წელიწადში 3 ათასი წაროუდგენლად დიდი შემოსავალია ქართული ბლოგისთვის.

პასუხი

13 ზურა 13 იანვარი, 2010 at 4:04 pm

3000 ს რომ წერ არამგონია 300 ს გულისხმობდე :) ნუ თუ შეეშალა შეიძლება. ისე მეც გამიკვირდა 3000 მართლაც რომ ძალიან ბევრია და თუ მართლა მაგდენი შემოსდის ღირს კიდეც ამდენი შრომა :)
მე ეხლა ცოტა ხანში ველოდები შემოსავლებს იმის გათვალისწინებით რომ ჩემი ბლოგი არის ხელბურთის შესახებ და ეს საქართველოში არის პირველი და ერთადერთი ბლოგი თუ საიტი ….

პასუხი

14 Sweety 13 იანვარი, 2010 at 4:07 pm

ათასი ვიგულისხმე :)

თან ავღნიშნე რომ ეს მარტო რეკლამებიდან კი არა ყველა შემიოსავალია რომელსაც ბლოგის გარეშე ვერ მივიღებდი მეთქი

პასუხი

15 ბაბისა 13 იანვარი, 2010 at 4:02 pm

არ ვუყურებ როგორც საქმეს და ბიზნესს, არც როგორც შვილს ,
კარგ ფილმებად არაკომერციული ფილმები, კარგ წიგნებად- არაკომერციული და მასაზე გათვლილი, კარგ მუსიკად არა პპოპი მიმაჩნია, არც ბლოგია გამონაკლისი :) )))))
ჩემია და ვწერ რასაც მინდა, როცა მინდა, ბევრი მკითხველი კარგია, მაგრამ უშინაარსო პოსტების წერა მხოლოდ იმიტომ რომ – აი დაპოსტვის დროა და ეს მასას მოეწონება- სისულელეა :] იმჰო
ვინც წარმატებას ამ გზით ეძებს – წარმატებას ვუსურვებ :) )

პასუხი

16 Sweety 13 იანვარი, 2010 at 4:09 pm

ანუ შენი ჭკუით წამესწერვე? :D

პასუხი

17 ბაბისა 14 იანვარი, 2010 at 8:19 pm

არანაირად :)
საკუთარი აზრის ღიად გამოთქმა სწერვობისგან შორსაა
სწერვობა კი ჩემგან.

პასუხი

18 ბაბისა 13 იანვარი, 2010 at 4:03 pm

მასაზე არგათვლილი მინდოდა მეთქვა :დ

პასუხი

19 ჯორჯ პაიკი 13 იანვარი, 2010 at 7:48 pm

როგორც ვხვდები, კიკინებიანი სმაილებიც ბრენდის ნაწილია. :)

პასუხი

20 ♥ The Dream Teller ♥ 14 იანვარი, 2010 at 12:23 am

ბლოგს მაგ სახით მგონი ძალიან იშვიათი უყურებს:) უემტესობისთის დღიურის დატვირთვა აქვს და ფულის წყაროს ან ბიზნეს იდეას ბლოგში ძაან ო~ცოტა თუ ხედავს:) მეც მასე ვარ:) უბრალოდ რაც გულიდან მომდის , რაზეც ვფიქრობ და რაზეც მეწერინება იმაზე ვწერ :)

პასუხი

21 ზურა 14 იანვარი, 2010 at 1:23 am

კი ეგრეა მაგრამ ამ ბლოგს უფრო სერიოზული სახე აქვს მიცემული ვიდრე ვთქვათ შენსას თუნდაც დომენის მხრივს და ა.შ

პასუხი

22 თაა 14 იანვარი, 2010 at 1:36 pm

ათიათასჯერ მიფიქრია მაგ საკითხზე
განსაკუთრებით სათაურზე
და ჯერ კიდევ ვფიქრობ
როცა მივაგნებ იმ რაღაც განსაკუთრებულს, მერე დავწყნარდები
მანამდე 1000000 ვარიანტი მაქვს ხოლმე

პასუხი

23 Sweety 14 იანვარი, 2010 at 7:46 pm

შენი დომენი დღემდე ვერ ამიხსნია… რატომ აირჩიე?

პასუხი

24 თაა 19 იანვარი, 2010 at 6:59 pm

taa.ge ratom avarchiee?
taa-s mezaxis yvela da magitom :)

პასუხი

25 David 20 იანვარი, 2010 at 3:04 am

”მე ვკითხულობ Sweet.ge-ს, ვუყურებ Sex and the City-ს, ვფურცლავ კოსმოპოლიტენს, მომწონს ვარდისფერი ნივთები, შოპინგი და რაც მთავარია, ბლოგერი ვარ სულით ხორცამდე.”

ეს მაგალითი ვერ არის მთლად კარგი მაგალითი სოციალური განზომილებისა. უფრო სწორი ალბათ ასე იქნებოდა:

“მე (ის) ვკითხულობ sweet.ge-ს, რაც ნიშნავს რომ მინდა მეც მიმაკუთვნონ იმ ღირებულებებს, რასაც გადმოსცემს sweet.ge”. ანუ, ეს “მე” შეიძლება სულაც არ უყურებს Sex and the City-ს, სულაც არ ფურცლავს კოსმოს და ა.შ. მაგრამ იმის დაფიქსირებით, რომ კითხულობს ამ ბლოგს, უნდა რომ სწორედ ასეთად მოიაზრებოდეს.

აქ იწყება სწორედ ბრენდინგის ხელოვნება: რომელი დოზით და მახასიათებლები შემოიტანოს, რათა არც ვარდისფერის მოყვარულები დააფრთხოს და არც ბლოგინგით დაინტერესებული “შავ ვერსაჩეში გამოწყობილი მომავალი სვანი” ბლოგერიც არ აიძულოს აქ მორცხვად იჯდეს და არავის გაუმხილოს რომ აქაურობას ფურცლავს ხოლმე :) )

პასუხი

26 Katiee 21 აპრილი, 2010 at 2:18 am

უი, თომას გედი ის არ არის, თბილისის რებრენდინგი ვინც გააკეთა?:) ახლახანს დავესწარი მაგის პრეზენტაციას თბილისის პროექტის შესახებ. ცოტა რთული იყო ჩემთვის, მაგრამ საინტერესო :)

ბლოგის ბრენდინგზე ასე კონცეპტუალურად სამწუხაროდ არასდროს მიფიქრია, ალბათ იმიტომ, რომ უმრავლესობის არ იყოს, მეც ჩემთვის ვწერ.

შენ ბლოგის რა ნაწილიც წამიკითხავს, თუ მეხსიერება არ მღალატობს, 50/50 პირადი და ბიზნეს (მათ შორის ბლოგინგის განვითარების და სხვა) საკითებზე წერ.

სასაცილოა, საკუთარ ბლოგზე ასე ნათლად ჩამოყალიბებული შეხედულება არ მაქვს :D მე ალბათ ძირითადად ვწერ პირადზე (20%), საზოგადოების მენტალიტეტთან და მის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე (30%) და გასართობ თემებზე (50% – მუსიკა, ხელოვნება, ეტც)

ალბათ კარგად უნდა დავფიქრდე და ხელახლა გადავფუთო ბლოგი :D მაგრამ, დომენს და სათაურს უკვე ვერ შევეხები. უფრო შინაარსობრივად ჩამოვაყალიბო რამდენიმე მიმართულება.

ყველაზე კარგად რასაც ვასრულებ, არის ის, რომ
მიყვარს ჩემი ბრენდი (ისეთი, როგორიც არის), როგორც საკუთარი შვილი :D

პასუხი

27 Katieé.Ge 21 აპრილი, 2010 at 2:18 am

ვაი, წინა პოსტი ჯერ კიდევ ძველი URL-თი დამიპოსტავს.

პასუხი

28 Sweety 21 აპრილი, 2010 at 3:47 pm

თუ გინდა ჩაგისწორებ… :)

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</