Blinged Camera

მე-1000 პოსტი!

როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი კრისტალები!

5 თვის ლოდინის შემდეგ ჩამოაღწია მალაიზიიდან. თუმცა მე უკვე იმედი სრულიად გადაწურული მქონდა და გამყიდველს ფული უკან დავაბრუნებინე.

ამის გამო თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ 5 თვე ლოდინი ძალიან ბევრია… თან ათასჯერ შეცვალა ჩემი შეკვეთა, ზოგი რაღაც გაუთავდა იქიდან რაც მინდოდა და სხვა რაღაცეები შემომტენა…

ყოველ შემთხვევაში…

გუშინ გამეთიშა მაგთიფიქსის 48 საათიანი საცდელი პაკეტი და გააქტიურება დამავიწყდა. სახლში ადრე მივედი იმ იმედით რომ ვიდეო პოსტს ჩავწერდი ონლაინ-შოპინგზე, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა.

გადავწყვიტე ფოტოაპარატი მომერთო ჩემი ახალი კრისტალებით და ეს გადამეღო ვიდეოზე.

ამის გაფიქრება და შესრულება ერთი იყო!

ვიდეო გამოვიდა 2 საათიანი, ბევრი უაზრო კადრებით, ამიტომ გადავწყვიტე მკაცრად დავამონტაჟო, თანაც ზოგადად ჩემი პირველი ვიდეო პოსტია, სადაც გავბედე რამე თემაზე ლაპარაკი და ცოტა უცნაურად მეჩვენება საკუთარ თავს რომ ვუყურებ…

როგორც კი მონტაჟს მოვრჩები, ვიდეოს დავდებ Show-ს გვერდზე.

დოდკას ეწერა სადღაც რა პროგრამით ამონტაჟებდა, ადვილიაო, და არ მახსოვს, adobe premiere იყო ვითომ?

P.S. მირჩიეთ რამე ადვილი სამონტაჟო პროგრამა!

ესეც ჩემი ფოტოაპარატი:

blinged camera
Sweety's blinged camera
ყველაზე ლამაზი კამერა მსოფლიოში
ყველაზე ლამაზი კამერა მსოფლიოში

24 thoughts on “Blinged Camera”

  1. ვაა, გილოცავ!
    კაი რა… საქართველოში 5 თვესაც რო ელოდები ადამიანი, ეგ ნორმალურია.
    ფრთხილად მოეპყარი და მაინც და მაინც თავში ნუ გაუქანებ არასასურველ ადამიანებს :))
    dobe premiere ძაან მაგარია. ტელევიზიების დიდი ნაწილი მაგას ხმარობს. თან ადვილი სასწავლია, ხელმისაწვდომია… ტაკ ჩტო, воляй! ;)

  2. power director არის ძალიან ადვილი და ადობე პრემიერი :) გილოცავ თითქმის ახალ კამერას ლამაზია ფრიად :)

  3. Wow! გილოცავ მეათასე პოსტს :) :) :)
    აუ და ონლინე-შოპნგზე პოსტი მართლა დაწერე, საინტერესო იქნებოდა, თან შენ გამოცდილი ხარ მაგ საკითხში ;)
    P.S: კამერა ძაან სასაცილოა, პატარა ბავშვის ნივთს ჰგავს :D

  4. ძალიან ლამაზად გაგიფორმებია… გილოცავ მეათასე პოსტს,მახსოვს,ამბობდი,უნდა ავღნიშნოო :)

  5. Rogorc iqna gegirsa sheni kristlebi..ise 5 tve martlac bevria :) P.S. ar ginda tbilisshi rom gaxsna magazia da es lamazi kristalebi sxvebsac qondes?

    1. სადა მაქვს მაღაზიის გასახსნელი ფული :(

      ისე რომელიმე მაღაზია თუ შემოიტანს, უფასო რეკლამას გავუკეთებ!

  6. რა საყვარელია კამერა :) და ჩვენთან არ იყიდება ეგეთი კრისტალები? ლამაზია, სანო, ვარდისფერი :)

Leave a Reply