BFF

BFF (plural BFFs) – English, Acronym

  1. (Internet slang) Best friend forever.
პოსტერი: Mean Girls

პოსტერი: Mean Girls

ბავშვობიდან ყოველთვის ბევრი მეგობარი მყავდა.

როცა სიტყვა “ბევრს” ვხმარობ, მართლაც “ბევრს” ვგულისხმობ, რადგან როგორც “უახლოესი დაქალები” სკოლაში მერვე კლასამდე ოთხნი ვიყავით, მეათე კლასში კი უკვე შვიდნი შევგროვდით.

როგორც სკოლის დროინდელ მეგობრობას სჩვევია, ჩვენ ვავსებდით ერთმანეთის მეგობრობის დღიურებს, ვდებდით ფიცს რომ არასოდეს დავიშლებით. ახლა კი, ვინ სად გაიფანტა, არც ვიცი.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდან მქონდა “სამაგალითო მეგობრის” კომპლექსი. მინდოდა მყოლოდა ადამიანი, ვისაც მივბაძავდი, ვისზეც ვიტყოდი რომ “აი ასეთი მინდა ვიყო” და მერე მართლა ასეთი გავხდებოდი. შედეგად, ძალიან ადვილად ვექცეოდი მეგობრების გავლენის ქვეშ, მითუმეტეს რომ ერთდროულად შვიდი ჭკუის დამრიგებელი მყავდა.

მაგალითად, აბიტურიენტობის პერიოდში ჩემი ”სამაგალითო მეგობარი” ლილიანი იყო. მეგონა რომ მასზე მხიარული, ჭკვიანი, საყვარელი, ფერადი და კრეატიული ადამიანი არ დაიარებოდა დედამიწაზე. მისი აქსესუარები და ჩაცმის სტილი, გატაცებები, ტალანტები, აზროვნება იმდენად მხიბლავდა და ყველასგან გამოირჩეოდა, რომ ვნატრობდი, მეც ვყოფილიყავი ასეთი “მასებისგან გამორჩეული პიროვნება”. მისი სიტყვა ჩემთვის თითქმის კანონი იყო, “ანა სკაზალა – ბოხ სკაზალა!”-ს პრინციპით.

კიდევ ერთი ფაქტი:

არასდროს მყოლია მხოლოდ ერთი დაქალი და ჩემი ყველა დაქალი ყოველთვის ერთმანეთის დაქალებიც იყვნენ.

ამის გამო ხანდახან მიპყრობდა საშინელი ეჭვიანობის და გარიყულობის გრძნობა, რასაც ჭკუიდან გადავყავდი და არაერთი ღამე გამითენებია ტირილში და იმაზე ფიქრში, რომ ისინი ერთმანეთის უკეთესი მეგობრები არიან, ვიდრე – ჩემი…

ასეთ დროს კატასტროფულად მინდებოდა, რომ მყოლოდა ერთი და ერთადერთი, ვინც მეცოდინებოდა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მუდამ ჩემს გვერდით იქნება და მეც მუდამ მის გვერდით ვიქნები.

და ეს საშინელი ეჭვიანობის გრძნობა აღარ შემაწუხებს, რადგან მე ერთი ვარ მისთვის და ის ერთია ჩემთვის!

დღემდე მაქვს შერჩენილი ეს მოთხოვნილება და რამდენიმე წელია, ყოველთვის როდესაც ვიღაც ახალს გავიცნობ და მასში ბევრ ნაცნობ რამეს აღმოვაჩენ ვფიქრობ:

“იქნებ ეს ის  არის?!”

ლილიანის შემდეგ დოდკა გავიცანი, რომელმაც ერთხელ “საბედისწერო შეცდომა” დაუშვა და ჩემს მე-19 დაბადების დღეზე ეს სიტყვები მომწერა:

(იმედია არ გაუტყდება, რომ ვაკოპირებ)

ფიქრები აბაზანაში : D

6 Feb 2006, 02:04

მე მაგარი შენძრეული ვარ ხომ იცი. ფანტაზია მაქვს რაღაც ძალიან განვითარებული და კი ვცხოვრობ, მაგრამ ათი იმდენი ფანტაზიებში აქვს ნაცხოვრი, ასე ხომ ვზივარ, დავდივარ ვჭამ,პახოდუ თავში ტრიალებს ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდების კადრები, ოღონდ არარეალური : )
წეღან აბაზანაში ვიყავი, ჰოდა რა უნდა აკეთო ბანაობისას ბანაობის გარდა? რა თქმა უნდა, ათას სისულელეზე იფიქრო.
ოღონდ არ დამცინო ახლა რასაც გეტყვი : D და რაც ხშირად მიფიქრია, და წარმომიდგენია.
შენც ხომ მაგრად გიყვარს ჰაისქულებზე და კოლეჯებზე ფილმები. ჰოდა მანდ თითქმის ყოველთვის არის ხოლმე სკოლაში “მაგარი გოგოების” კლანი, დაჯგუფება, თუ რაცაა, რომელიც ხან სწერვები არიან,ხ ან საყვარლები, მაგრამ ყოველთვის – ყველაზე პოპულარულები, სხვა ყველა გოგო კი ან შურით უყურებს, ან ცდილობს დაუდაქალდეს. ბიჭების უმეტესობას კი მოსწონს. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში მთლად ასეთი მასშტაბებით არა, მარა მუდამ ამ “პოპულარული” გოგოს როლის თამაში მიწევდა და ფილმებშიც ჩემს თავს მაგ გოგოებთან ვაიგივებდი ხოლმე.
უფ რამდენს ვწერ რა : )
მოკლედ, შენ რომ გაგიცანი, მაშინვე ვიფიქრე, იქოურ ჰაისქულში ერთად რომ გვესწავლა, ჩვენ ერთი კამანდა ვიქნებოდითთქო, სულ ერთად, ერთიდაიგივე პრობლემებით. ან კიდო ორი კლანი გვექნებოდა ერთმანეთს მაგრად დაპირისპირებული : D
ჰოდა თავში მსგავსი ფანტაზიები რომ მაწუხებს და ჩემი არარეალური ცხოვრების კადრები მირბის თავში, ჰაი სქულის სერიებში, რომლებიც ძალიან მიყვარს, შენც ხარ ხოლმე ჩემთან ერთად.

: )) : P ხოდა
ძაან მოკლედ რომ ვთქვა კიდევ, მაგრად მიყვარხარ რა : D

ამის წაკითხვის შემდეგ, მაშინვე გავიფიქრე რომ “ეს ის არის” და მომდევნო სამი წელი გავატარეთ “უიმედო” მეგობრობაში.

* * *

მხოლოდ ბოლო ხანებში მივხვდი, რომ არ შეიძლება ადამიანს აპატიო ერთი და იგივე შეცდომა, ენდო მაშინ, როდესაც გული გაგიტყდა, მხოლოდ იმიტომ, რომ აკვიატებული გაქვს – “ეს ის არის” და არა იმიტომ, რომ დაიმსახურა.

კიდევ მივხვდი იმას, რომ არ შეიძლება ადამიანი შეაყენო კვარცხლბეკზე და ეთაყვანო, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი სიყვარული უზომოა, თუმცაღა მისი – მცირე.

საბოლოოდ, რამდენიმე საშინლად დანგრეული მეგობრობის შემდეგ მივხვდი, რომ არასდროს უნდა დაიწყო ურთიერთობა შეგრძნებით – “ეს ის არის”.

არამედ საერთოდ არანაირი შეგრძნებით არ უნდა დაიწყო.

ურთიერთობა უბრალოდ თავისით მიმდინარეობს და ძალიან ბევრი მასში არ უნდა ჩადო, რადგან შესაძლოა საკმარისი უკან ვერასდროს ამოიღო. სამაგიეროდ არავინ იცის, დროთა განმავლობაში რა გამოდნება ამ ყველაფრიდან.

თუმცა დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისტორია თითქმის ყოველთვის ერთნაირია:

ლინდსი ლოჰანი, ჰილარი დაფი ან სულაც კირსტენ დანსტი ახალ სკოლაში  გადადის, სადაც ”ძალაუფლება” ყველაზე ლამაზებს, ჭკვიანებს და სექსუალურებს გააჩნიათ. იგი ცდილობს მათთან დამეგობრებას, გავლენის მოპოვებას ან უბრალოდ საკუთარი თავის დამკვიდრებას და ამ პროცესში გაიცნობს სულ სხვა ადამიანს, ვინც ნამდვილ მეგობრობას გაუწევს.

მთვარი გმირი ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ არავითარ ძალაუფლებას, გავლენიანობას ან თვითგამოხატვას აზრი არ აქვს თუ გვერდით ნამდვილი მეგობარი არ გიდგას.

და კიდევ – მეგობრობას ვერ დაგეგმავ!

* * *

მე კვლავ ველოდები, თუმცა აღარ ვეძებ. :)

იმედია, ის თვითონ მოვა…

I love my bff

44 Comments

  1. პირველ რიგში ისე გყავარ აღწერილი ჩემი თავი დამევასა :kiss: :love:

    და მეორე კარგად ხარ?? :s (ძალიან სერიოზულად გეკითხები)

  2. რამდენიმე საათის წინ შემოვედი და ახალი და საინტერესო არაფერი რომ არ დამხვდა გამიტყდა :) აიი ისე რა რაღაც გამოთქმა რომაა მეთქი ” გადიდკაცდა” სვითი და თავისი საიტიც დაივიწყა თქო… თუ რაღაცა ასეთი…
    რაც შეეხება ამ პოსტს… შენსავით მეც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იმის გამო რომ ჩემთვის ძალიან საინტესო,მაგარი ადამიანები იყვნენ ზე ადამიანებად აღიარებული… მეც ძალიან ბევრი მეგობარი მყავრდა,იდიაში ახლაც მყავს მაგრამ… ყოველთვის ასე ხდება ან მე ”ვეთაყვანები” ვიღაცას ან აქეთ ”მეთაყვანებიან”… წეღან სწორად თქვი ესეთი დამოკიდებულება ერთმანეთთან იმიტომ ჩნდება რომ ”სათაყვანო” ადამიანისგან რაღაც სიახლის,შენთვის უცხოს იგებ…ისეთს რა რომ მოგწონს.მაგრამ მათი მხრიდანაა მერე ცუდი დამოკიდებულება,იმიტომ რომ შენგან იგივეს არ ირებენ რასაც გაძლევენ… :) ეს მათი ”ცუდობის” ბრალი არაა… ეს ცალმხრივი ურთიერთობები მეც აღარ მიყვარს…
    ყელაზე მეტად ამწუთად ისეთი მეგობრები მჭირდება ჭიქა ყავასთან ერთად რომ გადმოვალაგებთ ჩვენი ცხოვრების ინტიმურ(პირადულ) დეტალებს და აი მართლა რომ ვიგრძნობთ ერთმანეთის ცხოვრებას… ანუ როცა ეს ლექტორი სტუდენტის დამოკიდებულების მაგივრად გაზიარების მომენტი იქნება… მივხვდი რასსაც ვგულისხმობ ? :*

    1. ხოოო…

      ერთმანეთისა ისევ რომ გტკივათ როგორც საკუთარი.
      გაფასებენ ისეთს როგორიც ხარ და არა ისეთს როგორიც იქნებოდი იდეალურ შემთხვევაში.

      ჩემს მეგობრებთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ რაღაც თითქოს უფრო მეტს მოველოდი ყოველთვის ”მეგობრობისგან”.

  3. მეც მეტს ველოდებოდი…რაღაცა სხვას…
    პრინციპში საპრობლემო ნამდვილად არაა არაფერი… უბალოდ:)
    აი ისევ sex and the city ს 4 განუყრელი მეგობარი ავიღოთ მაგალითად :)
    სულ მინდოდა რომ რაღაც მსგავსი მქონოდა მეც…
    რეალობაში კიდევ ჯერ ერთი ჩემი მეგობრები ერთმანეთს კონკურენციის თუ იმის გამო რომ რადილალურად განსხვავდებიან ალბათ უფრო ვერ იტანენ ერთმანეთს… არა პრობლემა,როცა გვჭირდება ყოველთვის ერთმანეთი გვყავს,მაგრამ რაღაც მაინც აკლია ამ მეგობრობას :) შეიძლება უფრო მეტი დამოკიდებულება ერთმანეთზე და უფრო მეტი სიყვარული. დღეს თითქოს ყველა თავის პატარა სამყაროშია ჩაკეტილი და ის რამდენიმე საათი ან თუნდაც დღეც ცდილობენ ნაკლებად შემოგიშვან თავიანთ სამყაროში…

  4. სანამ ეგეთი დამოკიდებულება გექნებათ სულ ეგრე იქნებით ძებნა ძIებაში!

    დაინახე და მიიღე ის რაც გაქვს. და თუ არ გაქვს ნუ დაიბრმავებ თვალებს ქექვით, თუ არის რეალობაშI სადმე ცოტა შენც შეგხვდება ეგეთი რამე და თუ არაა დროს ხარჯავთ ტყუილად რაც შეიძლბა უკეთესად გამოიყენოთ

      1. მომისმინე სვიით :))) მე ამაზე პოსტიც მიწერა

        http://angeldilo-vanesa.blogspot.com/2009/11/blog-post_9130.html თან ერთი კი არაა ორი :)

        http://angeldilo-vanesa.blogspot.com/2009/11/blog-post_27.html

        ვიცი დიდი არაფერია ….ამგრამ მაინც გადახედე თუ გინდა რავიცი.
        მეგობრობა სულიდან უნდა მოდიოდეს! საბედნიეროდ მე მყავს უკვე ეგეთი მეგობარი :) ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს ….და კიდე გირჩევ რომ არ შეიცვალო მხოლოდ იმიტომ რომ მეგობარს უნდა!! ყოველთვის იყავი ის რაც ხარ

  5. არადა ყოველთვის მეგონა რომ კარგი მეგობრები ვიქნებოდით რომ გვქონოდა საშუალება…
    რატომღაც ვერ ვურთიერთობთ ბევრს…

    :(

  6. მეც ყოველთვის ძააან ბევრს მოველი მეგობრისგან და მეც ძააან ბევრს ვაკეთებ მათთვის, მაგრამ მაიც არ მყავს ისეთი მეგობრები როგორიც მინდა..აი, ბოლომდე რომ გმიგონ და ძალიან გული მწყდება!

  7. პირველ რიგში თავისი თავი უნდა შეიყვაროს ადამიანმა და მერე სხვა : )

  8. მარ. მადლობა ამ პოსტისთვის. თუ რატომ – არ ჩავუღრმავდები.(ბოლოს მაინც ასე გამოვიდა) იმიტომ არა, რომ მასში ჩემი თავი ვიპოვე. პირიქით, სულ მ ი ნ დ ო დ ა ასე ვყოფილიყავი, თუმცა როცა შესაძლებლობა იყო, ძნელად ვეგუებოდი ასეთ ყოფას. სულ ვფიქრობდი: ნუთუ ამდენი ახლობელი ჰყავს მართლა ამა თუ იმ ადამიანს, თუ ასეა, მე რატომ მჭირდება ცოტა მაგრამ ღრმა და ნამდვილი-მეთქი? (არ ვიცი, ზუსტად აგდმოვცემ თუ არა ჩემს ემოციებს)დავკომპლექსდი, მოკლედ. და შენი პოსტით მივხვდი, რომ სხვას რომ უყურებ , იქ გგონია იდეალურად ყველაფერი, თუმცა შენ ანუ ‘ჰაი სქულის სასტავის პოპ-გოგონა’ :) ისევე ეძებ ‘იმ’ ადამიანს, როგორც მე, – მშვიდი, წყნარი, მგრძნობიარე, დღემდე რომ ვაგროვებ ამ მხიარულ სასტავს.
    პ.ს. ხვალ ჩემი დაბ.დღეა და ჩემი ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩამოყალიბებულ-ნაპოვნ-გადაფასებული მეგობრები მინდა ერთად შევკრიბო. და უკვე მშვიდად და ბედნიერი ვარ. :) ეს უკვე არის რაღაც ეტაპი, რომელიც იმ კომფორტს და ბედნიერების გრძნობას ჰგავს, რომელსაც შვიდი წელი ვეძებდი..
    პ.ს. i love u , u r very lovely & good girl

    1. მადლობა :*
      ძალიან საყვარელი ხარ თათა :* <3

      P.S გილოცავ დაბადების დღეს :)

  9. არასოდეს არ მყოლია ბევრი დაქალი
    ჯერ სულ 1 მყავდა ხოლმე
    ეხლა სულ 2 მყავს უკვე 7-8 წელია
    არც მჭირდება დანარჩენი.

    აი დოდკა ქუსლოჩკებიან ვარდისფერსათვალლებიან ქერათმიან ჰაი სქულის ნაშოჩკებს შორის ვერ წარმომიდგენია
    ბევრად უფრო ინტელექტუალური ადამიანია :)

    ამის წაკითხვის შემდეგ, მაშინვე გავიფიქრე რომ “ეს ის არის” და მომდევნო სამი წელი გავატარეთ “უიმედო” მეგობრობაში.

    დასანანია მაგრამ რაც გგონია ყველაფერი ეგრე ხომ არ არის ცხოვრებაში :(
    მოდი არ ეძებო არავნ და იმ ადამიანებით შემოიფარგლე ვინც ირგვლივ გყავს და ერთი რამე დაიმახსოვრე პირადად ჩემგან:
    რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს
    ყველა ადამიანს თავისი პირადი ცხოვრება აქვს
    და დაჟე 80%_ითაც ვერ იქნება შენი
    საუკეთესო ვარიანტში 75% თუ იქნება შენს განკარგულებაში :)
    ისიც ალბათ ოჯახის წევრი

    1. შეიძლება ეგ “ქუსლოჩკებიანი ვარდისფერსათვალლებიანი ქერათმიანი ჰაი სქულის ნაშოჩკები” ფრიად ინტელექტუალებიც იყვნენ ნაშოჩკობასთან ერთად :D სტერეოტიპების მსხვერპლები არიან :user:

      პ.ს. მარუს, ამ სურათში გავხარ ბლუსჰ სმაილიკს :blush: :love:

      1. ჰაი სქულის ნაშოჩკები” ფრიად ინტელექტუალებიც იყვნენ ნაშოჩკობასთან ერთად

        მხოლოდ უკიდურესი გამონაკლისები

    2. დოდკა ეგეთი იყო როდესაც გავიცანი. :D რომანტიკოსი, მეოცნებე. ლექსებს წერდა.
      უყვარდა გოგოშკური რაღაცეები…
      და მე ეგ ძალიან მომწონდა.

      ახლა დაიწყო ცხვირის აბზუება თორემ უნივერსიტეტში Legally Blonde-ს რომ ბუმბულებიანი პასტა აქვს ეგეთით დადიოდა :D

      Ask her :)))

      * * *

      “ინტელექტუალი”

      loooool ROFL :lol:

      WTF?

  10. რამდენჯერაც მიფიქრია ‘ეს ის არის’, ყველაფერი იქამდე მისულა რომ მეთქვა – ‘არა,ეს სულაც არ ყოფილა ის’. ნებისმიერ ასპექტში, მარტო მეგობრობაზე არ მაქვს ლაპარაკი.

    ამიტომ, ჭკუა ვისწავლე და ბოლო დროს წინასწარი პროგნოზისგან თავს ვიკავებ ხოლმე : ))

  11. მეგობრობა ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის(და როგორც ჩანს არა მარტო ჩემთვის).ნამდვილი მეგობრები კი დიდი ფიქრის(უფრო სწორად იმედგაცრუების)შემდეგ მივხვდი, რომ ბუნებაში არ არსებობენ(ზოგადად ადამიანის ეპითეტი არაა ერთგული). ხშირია მომენტი რომ გგონია ეს ადამიანი მთელი ცხოვრება შენს გვერდით იქნება ჭირში თუ ლხინში, ერთად გაგიხარდებათ,ერთად იტირებთ.. აგებ ოცნების კოშკებს… გგონია რა მნიშვნელობაც აქვს შენთვის მას, როგორი ძვირფასიცაა შენთვის ის, ისეთივე ხარ მისთვის მაგრამ “ვდრუგ” გამოჩნდება მის ცხოვრებაში “ვიღაც სხვა” (და ეს სხვა უმეტეს შემთხვევაში ბიჭია )და მიგატოვებს ან ისეთს გააკეთებს, რომ შენ თვითონ აღარ გინდა გააგრძელო ურთიერთობა ( ხანდახან თავი იდიოტი მგონია და ვფიქრობ ნუთუ მარტო სიცარიელის შესავსებად ვჭირდებოდი მეთქი). რატომღაც ყველა შემთხვევა ჩემ ცხოვრებაში ანალოგიურად დამთავრდა..
    არც მე ვარ იდიალური და არც პრეტენზია მაქვს ამის, მაგრამ რასაც გავცემ იმასვე ველი უკან,სამწუხაროდ ამაოდ ხოლმე..
    ახლა ჭკუა ვისწავლე..
    და აღარ ვაგებ ოცნების კოშკებს და არ ველი ისეთ ადამიანს რომელსაც შეუძლია დაინახოს ჩემი მე… ნამდვილი მე. და ვაი მეგობრებისგან გულის ტკენას მირჩევნია ჩემი სათქმელი ფურცელს ან კლავიტურას გავუზიარო. არასდროს არ უნდა გადაუხსნა გული ბოლომდე სხვას( ის მართლაც სხვაა, ამას მაშინ მიხვდები როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები), უკან მოსაბრულებელი გზა ყოველთვის უნდა გქონდეს.
    და რაც მთავარია არასდროს არ უნდა ეცადო საკუთარი თავი გამოცვალო, ეგაა ყველაზე ძვირფასი რაც სხვისგან განგასხვავებს და სწორედ მაგით უნდა დაგაფასოს სხვამ.და შენში ის ცუდი მხარეებიც უნდა მოსწონდეს რომელიც მე ვთვლი რომ ყველა ადამიანს აქვს.
    ( აბა იდიალური რო ყველაფერი კარგია ამაზე არავინ დაობს).
    მგონი მომეშვა ცოტა გულზე.

  12. რა უნდა გააკეთო აბაზანში ბანაობის გარდა? :D შაყირობ ხო?
    1. წიგნი, ჟურნალი, გაზეთი ვიკითხოთ
    2. გამოცდისათვის მოვემზადოთ ან დავწეროთ მომავალი საგამოცდო ნაშრომის მცირე ესკიზი.
    3. ვიმღეროთ
    4. ვიგინოთ :D
    … და ა.შ. მეტს არარ გავაგრძელებ :D

  13. მეგობრობა ძალაინ მტკივნეული თემაა ჩემთვის(და როგორც ჩანს არა მარტო ჩემთვის).დიდი ხნის ფიქრის(უფრო სწორად იმედგაცრუების) შემდეგ მივხვდი რომ, ნამდვილი მეგობრები არ არსებობენ( ზოგადად ერთგული არაა ადამიანის ეპითეტი).
    ხშირია ცხოვრებაში მომენტები როცა გგონია რომ ეს ადამიანი მთელი ცხოვრება შენ გვერდით იქნება, ჭირშიც და ლხინშიც…ააგებ ოცნების კოშკებს(რომელსაც შემდეგ სწორედ ის გიგიქცევს ნამსხვრევებად)…გგონია მუდამ ერთად გაგიხარდებათ.. ერთად იტირებთ… ისეთივე ძვირფასი იქნები მისთვის შენ,რასაც ის შენთვის წარმოადგენს, მაგრამ გამოჩნდება მის ცხოვრებაში “ვიღაც სხვა”(ის სხვა უმეტესად ბიჭია) და მიგატოვებს ან ისეთ რამეს გააკეთებს, რომ შენ თვითონ აღარ მოგინდება ურთიერთობის გაგრძელება (ხანდახან თავი იდიოტი მგონია და ვფიქრობ ნუთუ მარტო სიცარიელის შესავსებად ვჭირდებოდი მეთქი).რატომღაც ყველა შემთხვევა ანალოგიურად დამთავრდა…
    იდიალური არც მე ვარ და არც პრეტენზია მაქვს, მაგრამ რასაც გავცემ იმის დაბრუნებას ველი უკანვე, მაგრამ სამწუხაროდ ამაოდ…
    ახლა ჭკუა ვისწავლე..
    აღარ ვაგებ ოცნების კოშკებს და აღარ ველი ისეთ ადამიანს რომელიც დაინახავს ჩემს მეს.. ნამდვილ მეს… და ვაი მეგობრებისთვის გულის გადაშლას მირჩევნია სათქმელი ფურცელს ან კლავიტურას გავანდო.. მივხვდი ბოლომდე არასოდეს არავის არ უნდა ენდო( სწორედ ის გიღალატებს ვინც საუკეთესო გგონია და ისეთ დროს, როცა ყველაზე ნაკლებად ელი).ყველანაირ ურთიერთობაში უკან დასაბრუნებელი გზა ყოველთვის უნდა გქონდეს..
    არასოდეს არ უნდა ეცადო საკუთარი თავი შეცვალო ,არ უნდა დაკარგო მეობა და არ დაამსგავსო სხვისას(თუნდაც მისაბაძს), რადგან სწორედ ისაა რაც განგასხვავებს და გამოგარჩევს სხვისგან, სწორედ ამით უნდა დაგაფასოს სხვამ, ის უნდა აღმოაჩინოს შემნში რაც უნიკალური გაქვს(თუნდაც ცუდი).უნდა მიგიღოს შენი უარყოფითი და დადებითი მხარეებით…
    აბა იდიალური ყველაფერი ისედაც შესაშურია…

    p.s მგონი ცოტა მომეშვა ..

  14. რაც ძალიან გინდა აუუუცილებლად აგისრულდება :)
    ეგეთი “მეგობრობის” ისტორიები ყველას ყველას ყველას გვაქვს,
    ურთიერთობას მეც ყოველთვის “ეს ის არის” შემართებით ვიწყებ… ჩემი ცივსისხლიანობის მიუხედავად :) luv ya!

  15. ჩემი აზრით, მეგობრებს უნდა ემეგობრო, თაყვანი კი არ უნდა სცე… ეგ ურთიერთობა თანასწორობაზეა დამყარებული და ვერ იტანს გადახვევებს…

    ორმხრივი გრძნობაა! როდესაც ისიც და შენც ერთმანეთისათვის ყველაფერს გააკეთებთ! მაგალითად შენს სემინარს გააცდენ, რომ მეგობარს არ გაუფუჭდეს საქმე და კოლოქვიუმს დაუწერ, ისე, რომ საგნის გარტყმაში არ ხარ და მაქსიმუმს აუღებ… :D მერე რა მოხდა, თუ ეტყვი, რომ ვერ მოახერხე შესვლა, და აღდგენისათვის მოემზადება… მთავარია, წინა ღამით დარეკვა არ დაგავიწყდეს, რომ უთხრა, დილით ტყუილად არ ადგეს… :D და მერე რა თუ მადლობის ნაცვლად კარგად გაგლანძღავს!!!
    ეს ისე, წარსული ამბები გავიხსენე : ))) :D

    უმეგობრო ადამიანი ყველაზე ცოდვაა! მაგრამ, როგოც ვატყობ, შენ ეგეთი არა ხარ! გაუფრთხილდი ადამიანებს შენს ირგვლივ და ასეთიპოსტებით გული არ ატკინო იმას, ვინც შენს მეგობრად თვლის თავს :)

  16. რა საყვარელი პოსტი იყო :( ჩემმა სენტიმენტალურმა მხარემ გამოაბოტა :შ
    ისე მეც ეგრე ვარ მეგობრებთან, უამრავი მეგობარი მყოლია და მაგათთან მეგობრობის დროს მითქვია რო ბოლომდე გავყვებოდი მაგრამ სამწუხაროდ ხდებოდა ისეთი რაღაცეები რასაც ვეღარ შეეგუები და ვერ მიიღებ, ეხლაც მასე ვარ, მაგრამ ვიცი რო აქც ბოლოს ასე მოხდება :)

  17. გამახსენდა მეც ამ პოსტზე- ჩემი სკოლანდელი თუ უნივერსიტეტის – ”მეგობრების” არჩევის და დაჯგუფებების ჩამოყალიბების ამბები და ჩემი აზრები და უუუუუუუუუუუუ
    მსგავსი რაღაცეები
    ახლა სიმართლე ვთქვა – აღარ ვფიქრობ მსგავს რამეებზე, მაგრამ ბლომად კი გამოვიარე და ახლოს იყო ჩემთანაც ეს პოსტი>

  18. მეგობრობა ჩემთვის ყველაზე მძიმე თემაა.. იმიტომ კი არა რომ ცოტა მყავს, ბლომად არიან ღმერთმა ამრავლოთ … უბრალოდ წელს 2 საუკეთესო. 2 ყველაზე ახლობელი, 2 ყველაზე ”სულის მეზობელი ” ადამიანი დავკარგე და ეს მაგიჟებს… არც ვიცი თვითონ მაინც თუ განიცდიან… თვითონ მაინც თუ ფიქრობენ…
    აღარავის ვენდობი :) მხოლოდ მე და ჩემი თავი…

  19. რა კარგია ამდენი მეგობარი :)
    მე, პირიქით, ყოველთვის ჩემი საკუთარი დაქალები მყავდა, რომელსაც არავის ვუყოფდი :) მაგრამ მინდოდა მყოლოდა ბევრი, ერთმანეთთან დაკავშირებული გოგოები :)
    მოკლედ, ცოტა ვერ ცამოვყალიბდი, მაგრამ აზრი გასაგებია, იმედია :D

  20. თავს უფლებას მივცემ, გამოვთქვა ჩემი აზრი. მეგობრობრობა რაც უფრო ძველია, მით უფრო ძვირად ფასობს(ღვინოსავით!) და ცხოვრების მანძილზე ისიც ვითრდება, სხვადასხვა ეტაპებს გადის, რაც ბუნებრივია, რადგან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები იცვლებიან და ვითარდებიან. ჩემი ასაკი მაძლევს დასკვნების გაკეთების უფლებას და საშუალებას.
    მთავარი მეგობრობაში გულწრფელობის და პიროვნული ურთიერთინტერესის შენარჩუნებაა. ადამიანი როგორც კი უინტერესო ხდება როგორც პიროვნება, მეგობრობაც კარგავს ძალდაუტანებლობას და უშუალობას, და განხიბლვაც იწყება. და ეს სულაც არაა ტრაგედია. არაა სავალდებულო, კარები გაიჯახუნო და შუბლზე გამოიკრა “მე შენი მეგობარი აღარ ვარ!” რა დიდებულია, თუ თბილი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაგრჩებათ. თქვენ ხომ ბევრი მოგონება გაკავშირებთ ერთმანეთთან! და თანაც, რა იცი, რომ რაღაც დროის გავლის შემდეგ შენ არ აღმოაჩენ მასში რაღაცას ახალს და საინტერესოს? მერე რა, რომ აღარ გაქვთ ინტენსიური ურთიერთობა, სამაგიეროდ თქვენ კარგად იცნობთ ერთმანეთს და რაც ყვეეეეეეელააააზეეეეე მთავარია: თქვენ მეგობრები იყავით რაღაცა დროის განმავლობაში. ეს უკვე ბევრს ნიშნავს.
    და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: მეგობრობის შენარჩუნება დიდსულოვნებას და თვითშეწირვასაც გულისხმობს რაღაც დოზით. წვრილმანები, კინკლაობა, შური მეგობრობას ასამარებს ისევე, როგორც სიყვარულს. და განა მეგობრობა სიყვარულს არ გულისხმობს და მოიცავს? ასე რომ, საკუთარ სულში ეძიე ჭეშმარიტების ყლორტები, ჩემო მარი, და როცა თავად იქნები ჰარმონიული, მეგობრობა შენთვის გახდება ის დასაყრდენი, რომელიც გაგილამაზებს და გაგიადვილებს ცხოვრებას.

    1. დიდი მადლობა! :)

      ძალიან დამეხმარა თქვენი სიტყვები…

  21. “კიდევ მივხვდი იმას, რომ არ შეიძლება ადამიანი შეაყენო კვარცხლბეკზე და ეთაყვანო, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი სიყვარული უზომოა, თუმცაღა მისი – მცირე.” _ეს სენი მაქვს მე დღემდე… არ ვიცი რატომ ვხვდები მაგდენს რომ ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც იგივეს ვაკეთებ და იგივე ტკივილებს ვიღებ და ვიღებ უზომოდ… უკვე იმდენი იმედგაცრუება მაქვს ნანახი, რომ ვეღარ ვენდობი ამიტომ განსაკუთრებით მდედრი სქესის წარმომადგენლებს… მეც ეგეთი ეჭვიანი ვიყავი ყოველთვის ეხლა უფრო იმდენად აღარ, იმიტომ რომ ამდენი ეჭვიანობისგან სულ კომფლიქტი მქონდა დაქალებთან და ბოლოს გავიზარდე… ეხლა დაქალმა ერთხელ შეიძლება ისეთი კარგი გაგიკეთოს რომ შენი კუმირი იყო, მაგრამ მერე ისეთი ჩააშხამოს, რომ საერთოდ მისი სახელის გაგონება აღარ გინდოდეს… და ასეთი იმდენია რო რავი… ან რა სიამოვნებას ხედავენ ამაში არ ვიცი და ალბათ ვერც გავიგებ… მაგათ დონემდე ვერ მივალთ … და დავიგრუზე საშინლად ვატყობ… ვსო მოვრჩი… კარგი პოსტი იყო… ძალიან… :*

  22. ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები ყველას ვაფასებ, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა.:( რისთვისაც მზად ვარ მე მათთვის მინდა, რომ ისინიც მზად იყვნენ ამავეს გასაკეთებლად ჩემთვის. აზრი ვერ ჩამოვაყალიბე. ერთი სიტყვით მინდა ისეთი დაქალიი ვინც ყველაფერში გამიგებს, დამეხმარება, ვეყვარები და მისთვის ვიქნები ერთი. ისევე როგორც ის ჩემთვის :((

  23. მეგობრობა… კომპლექსი ამკიდა უკვე ამ სიტყვის გაგონებამ. ბევრჯერ დამიჭერია ჩემი თავი იმაში, რომ შურით ვუყურებ იმ ადამიანებს ვისაც (ნამდვილი) მეგობრები ყავს, სულ ერთია ვინ იქნება ეს ადმიანი. ჩემი დედამთილის დაქალებს რომ ვუყურებ (გაგეცინებათ ალბათ ))))))))))))))))) და ბევრჯერ ცრემლები მადგება თვალებზე, ისინი მახსენდებია, ჩემები… ) ჩემი ერთადერთი და ნამდვილი მეგობარი არის ჩემი მეორე ნახევარი. ღმერთმა ბოლომდე არ გამწირა და როცა ერთდროულად დავკარგე ყველა უძვირფასესი მეგობარი (მაშინ შემოვიდა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში) უკვე ერთი წელი გავიდა და დღესაც ზუსტად ისე მტკივა , როგორც იმ დღეს…. ყველა მოგონება, ყველაფერი იმათ უკავშირდება, ყველაფერზე ისინი მახსენდებიან…… მიუხედავად იმისა, რომ შერიგება არ მინდა (არ შემიძლია ვაპატიო სამწუხაროდ, თუმცა თვითონაც არ კვდებიან შერიგების სურვილით :(((((((((( ) ძალიან თბილი მოგონებები დამრჩა. შემთხვევით თუ დავინახე რომელიმე, ან რამე გავიგე მათ შესახებ, სრულიად საკმარისია იმისთვის რომ 1 კვირა ცუდ ხასიათზე ვიყო……… როდესმე გამივლის ნეტა? :((( თავიდან სახელით და გვარით მინდოდა დაკომენტარება, მინდოდა თუ შემთხვევით რომელიმე წაიკითხავდა, მიმხვდარიყო რას ვფიქრობ მათზე, როგორ ძალიანნ მიყვარს ისინი და როგორ არ ვაპატიებ არასდროს…. მაგრამ მერე ვერ შევზელი და სახელი შევცვალე. მაგრამ თუ რომელიმე ამ კომენტარს წაიკითხავს, დარწმუნებული ვარ, მიხვდება რომ ეს მე ვარ….. ჩვენ საკმაოზე მეტად ახლოს ვიცნობდით ერთმანეთს და არ გაუჭირდებათ ჩემი ცნობა. ძალიან მიყვარხართ…. მაინც ჩემები ხართ, ოღონდ ჩემთვის, გულში :(((((((((((((((((((((((

  24. სახელი, თარიღი და რაღაცეები მაინც შევცვალე, მაინც არ მინდა მიცნონ :((((((((((((((

  25. არა, მაინც უნდა დავწერო სახელი…. ოღონდ სწრაფად, თორემ ისევ გადავიფიქრებ. ინგა ვარ, ჯაყელი!

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.