Back to the Routine!

by Sweet on 9 March, 2010 · 23 comments

in დღიური

წუხელ ღამის 4-ზე ჩამოვედი ბათუმიდან!

უკან წამოსასვლელი მატარებლის ბილეთები წინასწარ ნაყიდი არ გვქონდა და სადგურში რომ მივედით უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო… მეორე დილის ბილეთებიც…

არადა მეორე დღეს ყველას სამსახური გვქონდა.

ბოლოს ტაქსი დავიქირავეთ 150 ლარად და 4 საათში ჩამოგვიყვანა…

იმ მატარებელსაც ჩამოვასწარით.

რა ვაკეთე:

  • მეძინა
  • ვჭამდი
  • ბულვარში ვსეირნობდი
  • ბლოგზე შემოვდიოდი და თქვენს ბოლო კომენტარებს ვკითხულობდი
  • ზღვას ველაპარაკებოდი
  • ისევ ვჭამდი
  • ისევ მეძინა
  • Facebook-ზე და Twitter-ზე სტატუსებს ვანახლებდი
  • თინის სკაიპში ვეჩატავებოდი
  • ყველაფერს ვივიწყებდი
  • ვმღეროდი
  • სარკის წინ თმას ვივარცხნიდი
  • და კიდევ ერთხელ მეძინა…

რაზე მომეშალა ნერვები:

  • ყველა ნაცნობი (თუ უცნობი) მწერს თუ როგორ წუხს ჩემი და კოტეს დაშორების გამო და ცდილობენ თანაგრძნობა გამოხატონ. ვიცი, რომ ამას მართლა გულით განიცდით და გინდათ მხარდაჭერა დამანახოთ, მაგრამ მართლა არ მჭირდება… თავს კარგად ვგრძნობ. I am absolutely fine! Really!
  • ლიტერატურულში ბეკონიანი პიცის მაგივრად ლორიანი პიცა შევუკვეთე :|
  • მეორე დღეს გაწვიმდა.

რა აღმოვაჩინე:

  • ყოველ ჯერზე, როცა დავეცემი, შემიძლია უპრობლემოდ წამოვდგე და გზა გავაგრძელო…
  • რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა წავიდე, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ნამდვილი მეგობრები მუდამ ჩემს გვერდით იქნებიან.
  • ტუნის სალათი ბათუმის ლიტერატურულ კაფეში!
  • ზღვას თუ დიდხანს ელაპარაკები, ბოლოს – გაიგებს… : )
  • ჩემი სამსახური მიყვარს…
  • ახალი ზარი ტელეფონზე – ლაი-ლაის რეკლამაში გაჟღერებული სიმღერა
  • Update: ახლა გამახსენდა კიდევ ერთი აღმოჩენა! ონლაინ-შოპინგი მატარებელში! ლოლიტას საჩუქრად წიგნი ვუყიდე ამაზონზე შუა გზიდან! :love:

ეს სამ დღიანი დასვენება საკმარისი აღმოჩნდა სრული რესტარტისთვის.

ახლა ორმაგი ძალისხმევით შევუდგები ჩემს ჩვეულ ყოველდღიურობას, რომელიც თურმე არც ისე მოსაწყენი ყოფილა. :love:

{ 23 comments… read them below or add one }

1 Landish March 9, 2010 at 5:02 pm

welcome back (sun)

მსგავსი “მედიტაცია” მეც არ მაწყენდა (sun)

Reply

2 candy March 9, 2010 at 5:22 pm

enjoy refreshed life !

Reply

3 AngelDilo March 9, 2010 at 5:54 pm

ici chemi dac dashorda sheyvarebuls tumca ukve daqorwinebas gegmavdnen.. :( chemi da ki sashinel depresiashia. iqneb mishvelo da mitxra ra gavaketo an riti davexmaro? :(

Reply

4 Sweety March 10, 2010 at 12:12 am

არცერთი კაცი არ ღირს ცრემლად…

უნდა შეეცადოს, რომ რამე საქმეში იპოვნოს ცხოვრების მიზანი ან რამე ინტერესი გაიჩინოს და ადვილად დაავიწყდება დარდი.

Reply

5 AngelDilo March 10, 2010 at 3:41 pm

რაიცი არ მისმენს მე. არავისთან ლამაპარკობს არ ჭამს ვაფშე. ყველზე ბევრი დღესი ერთი ჭიქა ყავა ან წვენი დალიოს და პატარა ორცხობილა მიატანოს. მთელი დღეები ტირის თავისი ოთახხიდანაც არ გადის :( აუ მიშველეთ ვიღაცამ რა :( :( ;(

Reply

6 ალისია March 9, 2010 at 5:55 pm

F5 Your life! :D

Reply

7 Maya Jims March 9, 2010 at 6:39 pm

ამ პოსტმა ეს სიმღერა გამახსენა:

♫ “You’re wanting me to say I’m barely hanging on.
Well, maybe that was true for a night or two.
But now, I’ve got better things to do…
I don’t need to waste my time crying over you
I’ve got better things to do…” ♫

და ეს:

♫ “I’ve got all my life to live,
I’ve got all my love to give
and I’ll survive.
I will survive…” ♫

Reply

8 Sweety March 10, 2010 at 12:11 am

exactly! ;)

Reply

9 Curly Eko March 9, 2010 at 8:23 pm

ვაიმე მეც მინდა ზღვაზე თუნდაც ესეთ ამინდში. “ზღვას თუ დიდხანს ელაპარაკები, ბოლოს – გაიგებს…” მაგიტომ მიყვარს ზღვა, ადამიანებს კი არ ჰგავს :D
კარგია ყველაფერი თუ გვარდება შენს ცხოვრებაში, მომწონს შენი ოპტიმისტური განწყობილება! ;)

Reply

10 Dear Spring March 9, 2010 at 8:34 pm

ძალიან მომწონს შენი პოსტები
ზღვას თუ დიდხანს ელაპარაკები, ბოლოს – გაიგებს… : )

ძალიან საყვარელი ხარ…

Reply

11 Sweety March 10, 2010 at 12:10 am

მადლობა! :user:

Reply

12 zurriuss March 9, 2010 at 9:15 pm

ყოველ ჯერზე, როცა დავეცემი, შემიძლია უპრობლემოდ წამოვდგე და გზა გავაგრძელო…
ზღვას თუ დიდხანს ელაპარაკები, ბოლოს – გაიგებს… : )
ეს ორი მაგრად ემთხვევა ჩემს აზრს!
ასე რომ, 13–ში არაფერი დაგეგმო. შობის მე12 ღამე გელის რუსთაველის თეატრში ;) )

Reply

13 Sweety March 10, 2010 at 12:10 am

ვაშა! ვაშა!
13-ში საღამოს შენი ვარ :D <3

Reply

14 Agasfer March 9, 2010 at 9:29 pm

მე ზღვაზე მეტს კი არაფერს ვაკეთებ ხოლმე :D

Reply

15 ლილიანი March 9, 2010 at 10:21 pm

ჰმ რა მაგარია როპმ იცი რა გჭიორდება და იმას რომ იღებ რაც გჭირდება ^_^ აი ეგ ემოცია მიყვარს მე : )

Reply

16 Kate March 9, 2010 at 10:38 pm

მაგარია…
ყოჩაღ!!!
ეგრე უნდა.

ჩემზე მოდერაცია გაქვს ჩართული???

Reply

17 Sweety March 10, 2010 at 12:10 am

არა :( ვერ გავიგე რატომ არ ევასები აკისმეტს. რამოდენიმეჯერ მოგწერე დაჟე რომ არ მაქვს მოდერაცია…

Reply

18 gabo March 10, 2010 at 7:01 pm

მაგარია რელაქსისთვის ბათუმი მეც მინდა :)

Reply

19 Social Drinker March 10, 2010 at 11:40 pm

ბათუმოთერაპია ?:)

Reply

20 კიკიტო March 11, 2010 at 2:13 am

ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი რომ “გამოძვრებოდი” ;)
ყოჩაღი ხარ ყველაფერში :)

Reply

21 Taa March 11, 2010 at 10:44 am

WB

დიდი სიამოვნებით წავიდოდი მეც 2 ან 3 დღიან დასვენებაში
მომენატრა სიმარტოვე და დასვენება

Reply

22 დიანიკო March 11, 2010 at 6:32 pm

“შეურაცხყოფისაგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისაგან კი – არა…” (ე.მ. რემარკი – “ტღიუმფალური თაღი”)

Reply

23 სანი March 16, 2010 at 4:37 pm

მეც მინდა ასე დასვენება (
ზღვა უბრალოდ განსატვირთად მიყვარს
არც ზაგრისთვის, არც საბანაოდ, არაფერი…
უბრალოდ განმარტოებულად სასეირნოდ ♥

Reply

Leave a Comment

Previous post:

Next post: