Back to the Routine!

წუხელ ღამის 4-ზე ჩამოვედი ბათუმიდან!

უკან წამოსასვლელი მატარებლის ბილეთები წინასწარ ნაყიდი არ გვქონდა და სადგურში რომ მივედით უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო… მეორე დილის ბილეთებიც…

არადა მეორე დღეს ყველას სამსახური გვქონდა.

ბოლოს ტაქსი დავიქირავეთ 150 ლარად და 4 საათში ჩამოგვიყვანა…

იმ მატარებელსაც ჩამოვასწარით.

რა ვაკეთე:

  • მეძინა
  • ვჭამდი
  • ბულვარში ვსეირნობდი
  • ბლოგზე შემოვდიოდი და თქვენს ბოლო კომენტარებს ვკითხულობდი
  • ზღვას ველაპარაკებოდი
  • ისევ ვჭამდი
  • ისევ მეძინა
  • Facebook-ზე და Twitter-ზე სტატუსებს ვანახლებდი
  • თინის სკაიპში ვეჩატავებოდი
  • ყველაფერს ვივიწყებდი
  • ვმღეროდი
  • სარკის წინ თმას ვივარცხნიდი
  • და კიდევ ერთხელ მეძინა…

რაზე მომეშალა ნერვები:

  • ყველა ნაცნობი (თუ უცნობი) მწერს თუ როგორ წუხს ჩემი და კოტეს დაშორების გამო და ცდილობენ თანაგრძნობა გამოხატონ. ვიცი, რომ ამას მართლა გულით განიცდით და გინდათ მხარდაჭერა დამანახოთ, მაგრამ მართლა არ მჭირდება… თავს კარგად ვგრძნობ. I am absolutely fine! Really!
  • ლიტერატურულში ბეკონიანი პიცის მაგივრად ლორიანი პიცა შევუკვეთე :|
  • მეორე დღეს გაწვიმდა.

რა აღმოვაჩინე:

  • ყოველ ჯერზე, როცა დავეცემი, შემიძლია უპრობლემოდ წამოვდგე და გზა გავაგრძელო…
  • რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა წავიდე, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ნამდვილი მეგობრები მუდამ ჩემს გვერდით იქნებიან.
  • ტუნის სალათი ბათუმის ლიტერატურულ კაფეში!
  • ზღვას თუ დიდხანს ელაპარაკები, ბოლოს – გაიგებს… : )
  • ჩემი სამსახური მიყვარს…
  • ახალი ზარი ტელეფონზე – ლაი-ლაის რეკლამაში გაჟღერებული სიმღერა
  • Update: ახლა გამახსენდა კიდევ ერთი აღმოჩენა! ონლაინ-შოპინგი მატარებელში! ლოლიტას საჩუქრად წიგნი ვუყიდე ამაზონზე შუა გზიდან! :love:

ეს სამ დღიანი დასვენება საკმარისი აღმოჩნდა სრული რესტარტისთვის.

ახლა ორმაგი ძალისხმევით შევუდგები ჩემს ჩვეულ ყოველდღიურობას, რომელიც თურმე არც ისე მოსაწყენი ყოფილა. :love:

23 thoughts on “Back to the Routine!”

  1. ici chemi dac dashorda sheyvarebuls tumca ukve daqorwinebas gegmavdnen.. :( chemi da ki sashinel depresiashia. iqneb mishvelo da mitxra ra gavaketo an riti davexmaro? :(

    1. არცერთი კაცი არ ღირს ცრემლად…

      უნდა შეეცადოს, რომ რამე საქმეში იპოვნოს ცხოვრების მიზანი ან რამე ინტერესი გაიჩინოს და ადვილად დაავიწყდება დარდი.

      1. რაიცი არ მისმენს მე. არავისთან ლამაპარკობს არ ჭამს ვაფშე. ყველზე ბევრი დღესი ერთი ჭიქა ყავა ან წვენი დალიოს და პატარა ორცხობილა მიატანოს. მთელი დღეები ტირის თავისი ოთახხიდანაც არ გადის :( აუ მიშველეთ ვიღაცამ რა :( :( ;(

  2. ამ პოსტმა ეს სიმღერა გამახსენა:

    ♫ “You’re wanting me to say I’m barely hanging on.
    Well, maybe that was true for a night or two.
    But now, I’ve got better things to do…
    I don’t need to waste my time crying over you
    I’ve got better things to do…” ♫

    და ეს:

    ♫ “I’ve got all my life to live,
    I’ve got all my love to give
    and I’ll survive.
    I will survive…” ♫

  3. ვაიმე მეც მინდა ზღვაზე თუნდაც ესეთ ამინდში. “ზღვას თუ დიდხანს ელაპარაკები, ბოლოს – გაიგებს…” მაგიტომ მიყვარს ზღვა, ადამიანებს კი არ ჰგავს :D
    კარგია ყველაფერი თუ გვარდება შენს ცხოვრებაში, მომწონს შენი ოპტიმისტური განწყობილება! ;)

  4. ძალიან მომწონს შენი პოსტები
    ზღვას თუ დიდხანს ელაპარაკები, ბოლოს – გაიგებს… : )

    ძალიან საყვარელი ხარ…

  5. ყოველ ჯერზე, როცა დავეცემი, შემიძლია უპრობლემოდ წამოვდგე და გზა გავაგრძელო…
    ზღვას თუ დიდხანს ელაპარაკები, ბოლოს – გაიგებს… : )
    ეს ორი მაგრად ემთხვევა ჩემს აზრს!
    ასე რომ, 13–ში არაფერი დაგეგმო. შობის მე12 ღამე გელის რუსთაველის თეატრში ;))

  6. ჰმ რა მაგარია როპმ იცი რა გჭიორდება და იმას რომ იღებ რაც გჭირდება ^_^ აი ეგ ემოცია მიყვარს მე : )

  7. მაგარია…
    ყოჩაღ!!!
    ეგრე უნდა.

    ჩემზე მოდერაცია გაქვს ჩართული???

    1. არა :( ვერ გავიგე რატომ არ ევასები აკისმეტს. რამოდენიმეჯერ მოგწერე დაჟე რომ არ მაქვს მოდერაცია…

  8. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი რომ “გამოძვრებოდი” ;)
    ყოჩაღი ხარ ყველაფერში :)

  9. WB

    დიდი სიამოვნებით წავიდოდი მეც 2 ან 3 დღიან დასვენებაში
    მომენატრა სიმარტოვე და დასვენება

  10. “შეურაცხყოფისაგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისაგან კი – არა…” (ე.მ. რემარკი – “ტღიუმფალური თაღი”)

  11. მეც მინდა ასე დასვენება (
    ზღვა უბრალოდ განსატვირთად მიყვარს
    არც ზაგრისთვის, არც საბანაოდ, არაფერი…
    უბრალოდ განმარტოებულად სასეირნოდ ♥

Leave a Reply