31 იან 10

ავატარი

By Sweety at 4:36 am | წაიკითხულია 33999-ჯერ |
16

მგონი როგორც იქნა დაგინახე…

აქ ბნელა…

თითქოს გვირაბში ვარ…

მის ბოლოს კი სინათლე არ ჩანს.

მეშინია…

ტანზე ცივი ოფლი მასხამს, ხელისგულები მისველდება და ერთმანეთზე მეწებება.

არ მინდა ვიფიქრო, რომ გკარგავ. მე შენში ვარ, შენ კი ჩემში. უერთმანეთოდ ვერ გავძლებთ.

არც ის მინდა ვიფიქრო, რომ ერთად ვართ. ჩვენ ისეთი განსხვავებულები ვართ, ამის გაფიქრებაზეც კი მაჟრჟოლებს და ტანში მცრის!

არადა, დილა შენით იწყება, ღამე კი შენით მთავრდება.

შენ სრულიად სხვა სამყარო ხარ, ამოუცნობი, მიმზიდველი, საშიში, მაგრამ მაინც ყველაზე მშვენიერი!

შენი სილამაზით მოხიბლული, ვდგავარ უღრან ტყეში და არ ვიცი საით წავიდე.

მინდა ვიყვირო, ხმა მოგაწვდინო, მაგრამ ვიცი, გარდაუვალი სიკვდილი მელის.

მინდა თვალები დავხუჭო და მივეცე შენს წიაღში ნეტარებას, მაგრამ ვიცი, უფსკრულში ჩავიჩეხები.

მინდა გაგექცე და თან შემოვიჭრა შენში. ამაზე მარტივი არასდროს ყოფილა ჩემი ცხოვრება. გადადგი ერთი ფეხი, შემდეგ მეორე.

აქამდე ხომ სიარულიც არ შემეძლო…

ჰოდა, გავრბივარ!

უკან გტოვებ და წინ მხვდები. რა არსება ხარ?

გავრბივარ! გავრბივარ უსასრულოდ!

მე არ ვიცი, ვინ ვარ.

არც ის ვიცი, რას ვაკეთებ ან რას ვაკეთებდი აქამდე… სანამ შენ დაგინახავდი.

შენ არ გესმის ჩემი ენა, მე კი ლექსებს გიკითხავ.

შენ უსულო ხარ, მე კი შენს სულს ვხედავ.

შენ არ ჩანხარ, მე კი გიყურებ.

შენ შეგიძლია დამიცვა. მე შემიძლია განუგეშო.

მოდი, მაგრამ არ მომიახლოვდე.

შემომხედე, მაგრამ ნუ დამინახავ.

შემეხე, მაგრამ არც ეცადო, რომ იგრძნო ჩემი გულის ცემა!

მე შენი ვარ, შენ კი ჩემი.

მაგრამ ჩვენ არასდროს ვიქნებით ერთად.

მე და ჩემი ავატარი.

მე გხედავ შენ!

—-

P.S. ბილეთები იყიდება კინოთეატრ “ამირანის” სალაროებში. დაჯავშნა – 999955.

:)

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

16 კომენტარი

სხვა გზა არაა, უნდა ვნახო

 
 

ვაუ!…
გიგრძვნია, ყოჩაღ :) )

 

აუუუ, რამხელა ენეგეტიკა მოაქვს ამ პოსტს, შენ ვერც კი წარმოიდგენ! :O

 
 

აუ დღესე უნდა ვნახო ბილეთები მაგრამ ვიყავი რამდენჯერმე და გაყიდული იყო :) არაუშავს რამეს მოვახერხებ… :)

 

უალამაზესი , უგენიალურესი , უფანტასტიკესი ფილმი ! მხოლოდ კინოში უნდა უყუროს კაცმა და მხოლოდ წინა რიგებიდან !!!

 

ავატარის ტეგი რატომ არ არის ? :(

 
ანა
at 2010-01-31 15:02:32

საოცრება <3

 

სისხლი გამეყინა :) ))))

 
ოთო
at 2010-01-31 23:58:07

ეეეეე კიდე მინდა ავატარი!!!

გინდა კიდევ ვუყუროთ? :)

 
 

მე ვნახე, შვეიცარიაში, კარგი ფილმია, თუმცა უფრო მეტ 3დ ეფექტს ველოდი, შინაარსი უფრო მომეწონა, ეფექტები არ მეყო: )
შეიძლება იმიტომ, რომ მე როგორც ვიცი არ გადაუღიათ თავიდან 3დსთვის და მერე “დაანავაროტკეს”, ამიტომ არ დაფრინავენ შენს თავზე ბაბუაწვერები და თვითმფრინავები :)

 

საოცრება ხარ :)

 

უძლიერესი,გუშინ ვნახე :) და მიყვარსს უკვე :)

 
gvancaaaaa
at 2010-03-01 20:18:27

vaiimeee zeg unda wavide da vnaxo…ise mejajgureba daqali….vnaxot aba ra iqnebaa…

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: