შემოდგომა პრაღაში

უკვე ერთი კვირაა, რაც პრაღაში ვცხოვრობ. შეღვინებული ოქტომბერია. დღისით 7-დან 10 გრადუსამდე სითბოა. ცივა, მაგრამ მზე თბილია და ალერსიანი. გარეთ გასვლის წინ ჩემს ყველაზე თბილ წითელ ქურთუკს და ლურჯ ბათინკებს ვიცვამ. ამ ერთი წყვილი ბათინკის გარდა სხვა ფეხსაცმელი არ გამაჩნია, მაგრამ წავა.

#Autumn in #Prague

A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

 

კევინთან ერთად სასტუმრო პროკოპკაში დავსახლდი. ის ახლახანს გადმოვიდა პრაღაში საცხოვრებლად და Accenture-ში დაიწყო მუშაობა. მე კი 31 ოქტომბერს ევროპაში ცხოვრების უფლება მიმთავრდება. გადავწყვიტეთ ოქტომბრის ბოლო ორი კვირა ერთად გავატაროთ და ეს დროსა და სივრცეში გაჭედილი, უიღბლო ურთიერთობა ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ.

Autumn theme in #starbucks ♥

A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

 

ყოველ დილით 7 საათზე ვიღვიძებთ. 8-ის ნახევარზე სასტუმროს სასადილო დარბაზში ჩავდივართ და საუზმეს ზანტად შევექცევით. 9-ის ნახევარზე ერთმანეთს ვემშვიდობებით. ის სამსახურში მიდის. მე კი ჩემი ლეპტოპით ნომერში ან ლობიში ვჯდები და მუშაობას ვიწყებ.

  Sunday morning at French brasserie, Café Amandine. This is a breakfast menu – 200ck (20 GEL) for everything. Whoop! #happinessincarbs   A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

დაახლოებით 12 საათისთვის შიმშილი თავს მახსენებს და სუპერმარკეტში ან შორიახლო კაფეებში მივბოდიალებ ლანჩის საჭმელად. ნაშუადღევს ისევ მუშაობას ვაგრძელებ. უამრავი საქმე მაქვს. ბრენდის ახალ სტრატეგიაზე ვმუშაობ. კონკურენციის ანალიზს სამუშაო დღის უმეტესი ნაწილი მიაქვს, მაგრამ ეს აუცილებლად შესასრულებელი საშინაო დავალებაა. ზარები მაკედონიასთან, თბილისთან და ლონდონთან ძირითად საქმიანობას მწყვეტს, მაგრამ მათი უგულებელყოფა არაფრით შეიძლება.

Break fast, but slow… #breakfast #monday #morning #MondayMotivation A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

ვერც ვიგებ, ისე ხდება ხოლმე 6-ის ნახევარი და მხარზე მსუბუქი შეხება მაბრუნებს რეალურ სამყაროში. ეს სამსახურიდან დაბრუნებული კევინია. შევპირდი, რომ აქ ყოფნის განმავლობაში ვიქნები “კეთილშობილი დედამიწელი” და არა “აგრესიული ა.მ.ო.“, რაც ნიშნავს, რომ პრაღაში მხოლოდ ოფიციალური 8 საათი შემიძლია დავუთმო მუშაობას, და არა – 12 ან 16, როგორც სხვა დროს. მერე სავახშმოდ მივდივართ. ყოველდღე სხვადასხვა ადგილებს ვარჩევთ, რომ არ მოგვწყინდეს. Foursquare-ი ჩვენი მეგობარია. ხანდახან მის თანამშრომლებთან ერთად ლუდის დასალევად დავდივართ. მეტროს ესკალატორზე ერთმანეთს ვკოცნით. პრაღის არქიტექტურას ვათვალიერებთ. ძილის წინ წიგნებს ვკითხულობთ. ვტირით.

  Church of Prokop   A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

 

#Prague #architecture #travelnow #travel #instatravel #travelgram #travelling #traveling #wanderlust #praha#castle #medieval #tower

 

A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

ერთხელ იკეაშიც მივდივართ, ჩვენი მომავალი სახლებისთვის საოცნებო ავეჯის ასარჩევად. მე ფემინურ თეთრ ხეს ვირჩევ, ყვავილებიანი ტექსტილით. ის კი ყავისფერი ხისა და მეტალის მინიმალიზმისკენ იხრება. ორივემ ვიცით, რომ ჩვენი მომავალი სახლი არ იქნება საერთო სახლი, ამიტომ ორივეს არჩევანი უკომპრომისოა. ჩემი მომავალი სახლი სკოპიეშია, მისი მომავალი სახლი კი – პრაღაში.

A girly living room ♥   A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

ერთ მომენტში ორივე ვჩერდებით თეთრ მინიმალისტურ საძინებელში, სადაც ორივეს გემოვნება თანაბრად არის გათვალისწინებული. ერთმანეთს ჩუმად ვეთანხმებით, რომ ჰიპოთეტურ, ალტერნატიულ რეალობაში ორივესთვის სწორედ ასეთი საძინებელი გამოდგებოდა და გზას ვაგრძელებთ. ეს კი არასდროსაა იოლი.

გზის გაგრძელება ნიშნავს არჩევანის გაკეთებას ამ ურთიერთობასა და ორივეს პირადი ოცნებებისკენ უკანმოუხედავად სვლაში. გზის გაგრძელება ნიშნავს ერთმანეთის გეგმებისა და მიზნების მიმართ თავაზიანობის გამოჩენას და პატივისცემას. გზის გაგრძელება ნიშნავს ერთმანეთის გაშვებას, უკეთესი მომავლისთვის. მაგრამ ძალიან ძნელი ყოფილა თავაზიანობის გამოჩენა მაშინ, როცა შენი პრიმიტიული, პირველყოფილი ინსტინქტები გიბიძგებენ თავდასხმისკენ, დათრგუნვისკენ, ჩახშობისკენ, განადგურებისკენ…

ძალიან ძნელია რაციონალურობის შენარჩუნება ირაციონალურ საკითხებში, მაგრამ ამას მაინც ვახერხებთ. მიუხედავად ურთიერთობის დასრულების გარდაუვალობისა, ერთმანეთის მიმართ დაუღალავად ვიჩენთ სიკეთეს და გულისხმიერებას.

#Cool #vintage #graffiti of @Pepsi in #Prague #pepsi #cola #coke #old #pinup

A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

ის ბევრს ხუმრობს, მე ბევრს ვიცინი. მომავალზე ცოტას ვსაუბრობთ. როცა ვტირი, ის მამშვიდებს. მერე სამყაროზე, კაცობრიობის ბედზე და კოსმოსზე ფილოსოფიური საუბრებით ვიქცევთ თავს. კინოში მივდივართ “მარსელის” სანახავად და ყველაზე აღმატებულ მომენტებში ერთმანეთს ხელს ხელზე ვუჭერთ.

ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ილუზიური უსასრულობის შეგრძნებით. არადა ყოველგვარი უსასრულობა სასრულია. ყოველი წამი უსასრულობაშია განფენილი. ჩვენ ვცხოვრობთ ახლა. ხოლო, რაც არ უნდა ცუდად იყოს ყველაფერი, ბედნიერება მაინც არჩევანია. სხვა არაფერს მნიშვნელობა არ აქვს.

პრაღაში შეღვინებული ოქტომბერია და ყველა ქუჩაზე ისმის მუსიკა კელვინ კლაინის ახალი სუნამოს რეკლამიდან…

9 Comments

  1. მარი ძალიან სენტიმენტალური ვარ ალბათ. გული ამიჩუყდა და ცრემლები მომადგა.

    ძალიან გმირი გოგო ხარ

    ძლიერი ქალი.

    მე ვერ შევძლებდი გამეშვა უკეთესი მომავლისთვის კაცი. შენზე უკეთესი აღარაფერი შეემთხვევა ცხოვრებაში და იმიტომ.I’m sure.

  2. ძლიერ გოგონებს შემოდგომის გადატანაც შუძლიათ პრაღაში და საკუთარი ცხოვრების შეცვლაც. სენტიმენტები ხომ მაინც ფონია. მთავარი შენ ხარ.

  3. “მიუხედავად ურთიერთობის დასრულების გარდაუვალობისა, ერთმანეთის მიმართ დაუღალავად ვიჩენთ სიკეთეს და გულისხმიერებას”- რამხელა ძალა სჭირდება ჯერ ამის მიხვედრას, მერე გააზრებას და ბოლოს შესრულებას!
    შენ წერის დროს გეტირებოდა და მე ამის კითხვისას…

  4. სულ ძალიან მიყვარხარ – პრაღაშიც, უპრაღოდაც, შეყვარებულიც და არაშეყვარებულიც და საერთოდ- არ შემშლია როცა სულ, სულ პირველად წაგიკითხე <3

    1. არ ვიცი რით დავიმსახურე, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. გული გამითბა

  5. Oh man! Stop it. არ მიყვარს მე ასეთი სიტკბო, სითბო და მერე ბახ, ყველა თავისი გზით. არ არის მართალი და სწორი. It’s just not.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.