სახელი

ჩემი სკოლის მეშვიდე-მეთერთმეტე კლასის გეომეტრიის წიგნში ორასორმოცდამეცხრე გვერდზე წერია:
”მრავალწახნაგს, შექმნილს ყველა იმ მონაკვეთისგან, რომელიც მოცემულ წერტილს აერთებს ბრტყელი მრავალკუთხედის წერტილებთან, პირამიდა ეწოდება. პირამიდის ზედაპირი შედგება ფუძისა და გვერდითი წახნაგებისგან. თითოეული გვერდითი წახნაგი სამკუთხედია.
სამკუთხა პირამიდას ტეტრაედრი ეწოდება.”

სამი საკრალური ციფრია. ეგვიპტელებს სწამდათ რომ პირამიდა კოსმოსიდან უცნობ ენერგიებს იღებს.
მეტი არ მინდა დავამატო.
უბრალოდ სიტყვა კარგად ჟღერს.

:user:

“წარმოიდგინე სივრცე პატარა გორაკებით… ყველაფერი თოვლით არის დაფარული, მხოლოდ ნაძვების ტოტებიდან გადმოცურებული თოვლის ხმა ისმის…
ჰაერი გრილია, ოღონდ არ სუსხავს… ყოველ ამოსუნთქვაზე თბილი ჰაერი სახეს გითბობს …
შენ ზიხარ პატარა ბორცვზე და თბილ ქურთუკში თბილი სხეული თბილ აზრებს ბადებს… ირგვლივ კი გრილა სასიამოვნო ნიავი უბერავს…
დრო გაჩერდა და თითქოს გადმოსავარდნად გამზადებული ნამის წვეთი გაირინდა აბრეშუმივით ნაზ და სასიამოვნო სიჩუმეში…” ~ გ. ა.

მუზა

როცა გინდა რაღაც დაწერო და შენი მუზა სხვასთან გაფრინდება… როცა შენს მუზას სხვა გატაცება გამოუჩნდება… აი, ნეტავ, რას იზამ მაშინ?

მე – ვიღებ კალამს, ვწერ იმ ფრაზებს რაც თავში მომდის… ვფიქრობ იქნებ სიყვარულმა დამაწერინოს ორიოდ სიტყვა, იმ უსაზღვრო და ყოვლისმომცველმა სიყვარულმა ასე რომ ბობოქრობდა ჩემს გულში. იქნებ თვითონ სიყვარული გახდეს ახლა ჩემი მუზა?!
ქაღალდზე ვქსოვ სიტყვების აბლაბუდას, ვხლართავ სტრიქონების ქსელს… არაფერი გამომდის… როცა ჩემი მუზა სხვასთანაა, მე მაინც მასთან ვარ ფიქრით და დარდით…
ყოველღამე ჩემი სიზმრების სტუმარია, დაუკითხავად მობრძანდება და ათასგვარ მოსაფერებელ სიტყვას მეჩურჩულება ყურში… მისი თბილი თითების თამაში თავს მახსენებს ყოველ წამს…
მუზა მღალატობს…
ამ ღალატით დამცირებული, დამძიმებული და დარდიანი ვეღარ ვასხივებ ძველებურ სითბოს…
როცა შთაგონების წყარო დაგეწრიტება, წამი უსასრულოდ იწელება…
სიყვარულისგან რჩება რაღაც ნალექი ტკივილიანი მონატრებისა.
მუზა აღარ მყავს, ხალხნო, მიშველეთ…

When you feel that love is starting

აუ… პახმელიაა თუ რაღაც უბედურებაა…
წუხელ გვიან მოვედი სახლში, სადღა მქონდა ინტერნეტის თავი?
მარიკას დაბადების დღე იყო… იუბილარი არსად ჩანდა, ველოდებოდით. (არ მეგონა თუ მოვიდოდა) მაგრამ მოვიდა.
დაბადებისდღე უკლებამ გადაუხადა
ყველაფერი მომეწონა.
ცოტა დავიღალე, მაგრამ…

PS. Something Happened to me, and it IS great!!!
მიხარია, ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი დამთავრდა და მეორე დაიწყო
Waiting .