ყურადღება!

ქართული სტუდია ”ფორმულა კრეატივი” [”ჩვენი ოფისი”-ს და ”ბიჭები და გოგონები”-ს შემქმნელები] იღებს მხატვრულ ფილმს ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”, რომელიც გამოვა კინოთეატრებში დეკემბრის ბოლოსთვის. ამასთან დაკავშირებით პატარა ივენტიც იგეგმება ბლოგერებისთვის. ანუ ეს ”ის ივენტი” არ არის, რაზეც მე სიტყვას გიკრავდით… ისიც იქნება…

იქამდე კი…

ხვალ, 15 დეკემბერს, კინოთეატრ ”რუსთაველში”, 15:30-ზე გაიმართება ამ ფილმის საუნდტრეკზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია.

საუნდტრეკს ასრულებს კორკოტა. სიმღერის ავტორი – ნიაზ დიასამიძე. კლიპის რეჟისორი – გიორგი ლიფონავა.

დაპატიჟებულია ყველა ბლოგერი!!!


სამწუხაროდ გვიან მომაწოდეს ინფორმაცია. შეძლებისდაგვარად შევეცდები ყველას მივწერო ესემესით.


იმედია გაგიხარდათ და ბლოგებზე დაწერთ რა იყო და როგორ ამ საღამოზე! მე აუცილებლად იქ ვიქნები და იმედია ყველას გნახავთ ვინც დღეს არ მოვიდა სხოდკაზე იმათაც ;) :love:

36 Comments

  1. იმ ფილმზე ხომ არაა საუბარი ,”ფორმულა კრეატივი” -ს წარმომადგენლები კურიერში რომ ამბობდნენ საახალწლოდ ვიღებთო ?

    1. გოგო, იასნია უნდა მოხვიდე,ნადა ვიიწი ვ სვეტ თუ როგორც იძახიან.
      ბლოგერები მაგარი სასტავი უნდა გაიჩითოს!

  2. კურიერში ვნახე , მგონი მერე მთელი კლიპიც გაუშვეს , მმმ , ან ნაწყვეტი :თვალებისტრიალი:

  3. ისაისაისა

    კამერები იქნებაა?

    ტელევიზორში გამოვჩთებიით?

    :კამერაშიშეტენვისსმაილი:

  4. ხომს
    ესეიგი მე თუ ხვალ რამე ჩპ არ გამეჩითა მოვდივარ :bis:
    მანდ ვიქნები და მერე შთაბეჭდილებებსაც დავწერ :D

  5. მეჩ მინდა.

    მარა ყველაზე პროჭული რა არის იცი? :)

    აი მანდ რომ ვიყო რა, ვსმისლე რომ არ წამოვსულიყავი აქ. განა წამოვიდოდი, ვეგდებოდი სახლში :D

  6. და ბლოგერობა რა პონტში იჩითება მანდ ვერ მივხვდი :)

    მე სავარაუდოდ მოვალ,მაინტერესებს .. ;)

  7. დაგვაფასეს ხო? სხვა რა გზა აქვთ.. ნუ დასაწყისისთვის არაუშავს :) მოვდივარ , მოვდივარ..

    1. ეს მხოლოდ შესავალია. ანუ ალბათ ნახავენ რა გამოხმაურება მოჰყვება მერე ჩვენს ბლოგებზე…

      ასე გვპირდებიან წყალსაც ჩაგისხამთო :D

  8. უი, დღესაა?

    იქნება დაწეროთ მერე როგორი იქნება საღამო?
    მარ, შენ უფრო დაწერ და არ გამომაპარო კაი? :)
    და კიდე რა მაინტერესებს, რატომ მინცდამაინც ბლოგერებისთვის?

    1. ”მაინცდამაინც” არა, – ბლოგერებიც. :D
      იმიტომ რომ მერე დააპიარონ ბლოგებზე. :)
      ნელ-ნელა ბლოგერებსაც აღიქვამენ ადამიანებად :D

  9. რას ნიშნავს ”ბლოგერები დაპატიჟებული არიან”, ოფიციალურად იმინნა ბლოგერები, თუ პროსტა შენ გინდა რომ მოვიდეთ?

    ანუ კითხვის არსი იმაში მდგომარეობს – გავიკეთო თუ არა გალსტუკი :D

    1. მე მითხრეს, რომ ყველა ბლოგერს გააგებინე, მოვიდნენო.
      იმინნა ბლოგერები ხო!
      პროსტა სხვებიც იქნებიან ბლოგერების გარდა. გაიგე?
      გაიკეთე გალსტუკი :yes:

  10. არადა ვაბშე არ გამხსენებია დოდკა, რომ არ იყო…
    :დოდკას_თვითშეფასების_დაგდების_სმაილიკი:

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.