ანონიმურ სიყვარულომანთა კლუბი

– მოგესალმებით, მე მარიამი მქვია და მე სიყვარულომანი ვარ.

– გამარჯობა, მარიამ! – თქვენც მესალმებით, აქა-იქ აპლოდისმენტები ისმის.

– მე დღეს აქ იმისთვის მოვედი რომ დახმარება გთხოვოთ. ეს დახმარება არ გულისხმობს არც მატერიალურს, არც მორალურს, არც ფიზიკურს, არც სხვა რაიმე სახის დახმარებას… მე დღეს აქ რწმენის განსამტკიცებლად მოვედი.

ბოლო რამოდენიმე თვეა ვფიქრობ, რომ სიყვარული არ არსებობს…

რომ არ მოვსულიყავი, ალბათ ბევრიც არაფერი დაშავდებოდა, კიდევ ერთი იმედგაცრუებული და ხელმოცარული ადამიანი შეემატებოდა სამყაროს და ყველა სხვა ადამიანის ცხოვრება კი ჩვეული დინებით გაგრძელდებოდა, მაგრამ მე სიყვარულომანი ვარ! მე არ შემიძლია სიცოცხლის ფიზიკურად გაგრძელება რწმენის გარეშე – რწმენის, რომ სიყვარული არსებობს და რომ ის ატრიალებს დედამიწას!

დიახ, თქვენ მართალი ხართ, წითელ თმიანო გოგონავ, მარჯვნივ მესამე რიგში! დიახ, დაბადებიდან მეოცნებე ვარ! ყველაზე დიდი მეოცნებე, რასაც კი შეიძლება თქვენი ფანტაზია გასწვდეს!

ყოველ საღამოს ჩაძინებამდე ჩემი ოცნების სამყაროში მიმიხარია,  ხოლო ყოველ დილით გაღვიძებისას იმავე სამყაროდან გადმოსვლა ისე მიჭირს თითქოს სიცოცხლეს ვთმობდე!

დიახ, ჭაბუკო, ბოლო რიგში, თქვენც მართალი ხართ, ბავშვობაში ძალიან ბევრი ზღაპარი წამიკითხავს! რასაც არ ვკითხულობდი, მამიკო და დედიკო მიკითხავდნენ და მიყვებოდნენ.

ვისაც არ დაეზარა, ყველამ ჩემი სული ასაზრდოვა სიყვარულზე დაწერილი ზღაპრებით, სადაც მთავარი მოქმედი გმირები – უფლისწული და მზეთუნახავი – ბოლოს ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებდნენ.

სამწუხაროდ, “ჭირი – იქა და ლხინი – აქა”-ს შემდეგ რა ხდებოდა ისევე არავის უთქვამს, როგორც არავინ გვიყვება თუ რა ხდება ფილმებში ტიტრების შემდეგ, ან როგორც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას გვიმალავენ.

ახლა კი ჩემი ცხოვრების მეოთხედზე ვდგავარ და სიყვარულის აღარ მჯერა.

ინგლისურ ენაში კარგი გამოთქმა არსებობს – getting over (to get over – To overcome something; To recover from something; To forget, and move on) – ანუ რაღაცის გადალახვა, რაღაცის დავიწყება და ცხოვრების გაგრძელება.

პირველად რომ შემიყვარდა 10 წლის ვიყავი. ასაკთან შედარებით ძალიან, ძალიან დიდხანს მიყვარდა… დაახლოებით 4 წელი… თან ისე პლატონურად, უაზროდ და შთაგონებით, რომ ახლაც ნერვები მეშლება! როგორ შემეძლო ასეთი სიყვარული საერთოდ?

იმ დროს დავიწყე დღიურების წერა და საკუთარი აზრების ქაღალდზე გადატანა. იმ დროს შევქმენი ჩემი ოცნებების სამყარო, სადაც მხოლოდ მე და უფლისწულს უნდა დაგვედო ბინა. მხოლოდ მასთან ერთად უნდა მეფრინა მფრინავი ხალიჩით და ჯადოსნურ ხეივნებშიც მხოლოდ მასთან ხელჩაკიდებულს უნდა მესეირნა…

დღემდე ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებისა და სიყვარულების მანძილზე მხოლოდ მაშინ ვიყავი ჭეშმარიტად ბედნიერი, მეოცნებე, თავისუფალი და ბოლომდე შეყვარებული!

ან რატომ მეგონა რომ 10 წლის ასაკში შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა და სწორედ ის ყოფილიყო ჩემი ოცნებების უფლისწული?

Stupid Kid!

ოთხი წლის მერე როგორც იქნა გავიზარდე, ხელი ჩავიქნიე და გავაგრძელე ცხოვრება. I got over it!

მერე მეორედ შემიყვარდა… ისიც დიდი ხანი გაგრძელდა, მაგრამ პირველივით გრძელი აღარ ყოფილა. 2 წლის შემდეგ დავივიწყე…

მერე ისევ შემიყვარდა. ამჯერად ერთი წელიწადიც არ დამჭირდა დასავიწყებლად…

მეოთხედ რომ შემიყვარდა 6 თვეც არ გაუძლია ამ სიყვარულს.

მეხუთე საერთოდ არც მახსოვს, რამდენ ხანს მიყვარდა ან მიყვარდა თუ არა…

ამასობაში შევეგუე სიყვარულის დავიწყებას, გადატანას, get-over-ებს. ყოველ ახალ ჯერზე უფრო ნაკლებად მიმქონდა ის სიყვარული გულთან. ყოველ ჯერზე ვცდილობდი ნაკლებად მნიშვნელოვანი ყოფილიყო ჩემთვის ყველაფერი, რომ დავიწყება არ გამჭირვებოდა…

ურთიერთობას ვიწყებდი იმ შეგრძნებით, რომ “მალე მაინც დავშორდებით”.

ბოლოს მოხდა სასწაული და კიდევ ერთხელ როდესაც შემიყვარდა, ეს საოცრად დიდ ხანს გაგრძელდა…

ეს მაშინ მოხდა, როდესაც ცხოვრების ყველაზე დიდი აზრი – სიყვარულის რწმენა – დაკარგული მქონდა.

ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი.

ეს მაშინ მოხდა, როდესაც შეიძლებოდა ყველაზე დიდი და გამოუსწორებელი შეცდომები დამეშვა ცხოვრებაში.

მაგრამ სიყვარულმა კიდევ ერთხელ გადამარჩინა.

მეგონა, ჩემი ძიება სიყვარულისა აქ დასრულდებოდა. მეგონა, სულ ერთად ვიქნებოდით. მეგონა, “ჭირი – იქა, ლხინი – აქა”-ს შემდეგ აღარაფერი აღარ იყო ბედნიერების და სიყვარულის გარდა. მეგონა ამას მუშაობა არ სჭირდებოდა…

მეგონა ყველაფერი ისე იყო როგორც ზღაპრებში, სადაც თურმე არ ჩანს რომ მზეთუნახავი და უფლისწული ხშირად ჩხუბობენ და ცხოვრებისეულ შეხედულებებს არ იზიარებენ, სადაც არავის აუხსნია ჩემთვის, რომ მხოლოდ მზეთუნახავობა და უფლისწულობა არ კმარა იმისთვის, რომ ბედნიერება შეინარჩუნო.

არც ის უთქვამთ, რომ ერთ დღესაც შესაძლოა ერთმანეთიც აღარ უყვარდეთ, მზეთუნახავი აღარ მზეთუნახავობდეს და არც უფლისწული იკლავდეს თავს საგმირო საქმეების შესრულებით.

აღარ მჯერა სიყვარულის.

როგორღა შევძლებ ოდესმე ვინმეს შეყვარებას, თუკი ყველა წარსული სიყვარული – ნამდვილი სიყვარული მეგონა და სინამდვილეში კი ყოველი მათგანი ისე გაუჩინარდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი, ყოველი მომდევნო კი წინაზე უფრო მალე მავიწყდებოდა?!

როგორ ვისწავლი, არ მეშინოდეს, როდესაც ამდენი იმედგაცრუების შემდეგ სულ უფრო და უფრო ნაკლებ ძალისხმევას ვდებ ურთიერთობებში, სულ უფრო და უფრო მეშინია ადამიანების და უფრო და უფრო ვშორდები იმ იდეალს, რაც ოცნებაში მქონდა…

ახლა აქ ვდგავარ, თქვენს წინაშე, ანონიმურ სიყვარულომანთა კლუბის ჩაბნელებული დარბაზის ტრიბუნაზე და ყველას გთხოვთ, ისევ შთამინერგოთ რწმენას სიყვარულისა! რომ ის არსებობს ამ სამყაროში!

თორემ ამდენი ხეტიალის შემდეგ უკვე აღარ მჯერა, რომ ყველაფერი მხოლოდ შეჩვევა და ქიმიური რეაქციები არ არის!

რომ მართლა არსებობს ადამისთვის – ევა, რომეოსთვის – ჯულიეტა, ტარიელისთვის – ნესტან-დარეჯანი, ოდისევსისთვის – პენელოპე, ანტონიუსისთვის – კლეოპატრა, ნაპოლეონისთვის – ჟოზეფინა, როჩესტერისთვის – ჯეინ ეარი, ჯონ ლენონისთვის – იოკო ონო!!!

მანუგეშეთ, რომ უოლტ დისნეი ერთადერთი მამრი არ არის, ვინც ჩემი ოცნების სამყაროს გასაღები იპოვა…

დამარწმუნეთ, რომ თქვენ უკვე დიდი ხანია ნაპოვნი გაქვთ ჭეშმარიტი სიყვარული!

გთხოვთ, არ მითხრათ – “კიდევ სცადე!”; სჯობს მითხრათ – “გადაფხიკე და მოიგე!”

თორემ ამჯერად – I can’t get over!

მე თქვენ ვერ გხედავთ, მაგრამ ვგრძნობ თქვენს ანთებულ გულებს და ვიცი, რომ ბევრნი ხართ. ისიც ვიცი, რომ ნამდვილი სიყვარულის რწმენა ჯერ არ დაგიკარგავთ და დამეხმარეთ, მეც სიყვარულომანი ვარ, ერთ-ერთი თქვენგანი, უბრალოდ – მეტისმეტად თავ-გზა აბნეული!

82 Comments

  1. პრინცები ბევრნი არიან-უბრალოდ ყველას არ ყავს თეთრი ცხენი. ამიტმაც აგვიანდებათ :)
    სიყვარული საკმაოდ უცნაური რელიგიაა. თუ შენ არ იცი რომჩემს მაცივარში შოკოლადის ტორტი დევს, ეგ სულაც არ გამორიცხავს იმას რომ ეგ ტორტი ჩემს მაცივარში არ არსებობს.
    მაგარი სულელი მაგალითია. მაგრამ გემრიელი…
    მთავარი მართლა მისდამი რწმენაა. ამ რწმენის გარშე გაუფერადებელი დარჩება სამყარო.
    ნუ ეძებ პრინცს. ეძებე ადამიანი რომელიც სიმშვიდეს გაცუქებს და ეგ იქნება შენი პრინციც,ტრისტანიც,ლენონიც და ბოლოს და ბოლოს საკუთარი, კონკრეტული სახელის მატარებელი ადამიანიც :)
    ის არსებობს. დიახ. ახლა დაიძინე. შენი ზღაპარეთი გელოდება

  2. მე ახლა არ მძინავს და შენს პოსტს ვკითხულობ. ესე იგი, სიყვარული არსებობს.
    შენ ერთხელ მითხარი, რომ ამ სამყაროს პირმშო ხარ და მას ენდობი. ესე იგი, სამყარო გიყვარს და მასაც უყვარხარ.
    ახლა, სავსე დარბაზის წინ დგახარ და ამბობ, რომ სიყვარულომანი ხარ. ესე იგი, ამ დარბაზში მყოფებს უყვარხარ და შენც გიყვარს ისინი. იმ წითელთმიან გოგოსაც, აი იმ ბიჭსაც, ბოლო რიგში რომ ზის.
    ამბობ, რომ არაერთხელ გიყვარდა. ესე იგი გეწვია სიყვარული და იცი, რომ ის არსებობს.
    გგონია, რომ რწმენა დაკარგე. ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარულის უნარი წაგერთვა.
    ღამეა. ყველა ღამეს აუცილებლად მოსდევს განთიადი, პოლარულ ღამესაც კი.
    მოკვდავს არ შეუძლია იყოს მარადიული. სიყვარულს _ კი!
    ამიტომ ჩვენ ბევრჯერ გვიყვარს.
    მე ახლა შენს პოსტს ვკითხულობ და ველოდები, როდის გათენდება.

  3. აუ დღეს ზუსტად ამ პოსტის წაკითხვის განწყობაზე დავდექი ორი ადამიანის ნახვის შემდეგ,პოსტიც დავწერე მაგათზე და იცი რა ,არსებოსბ სიყვარული, მართლა არსებოსბს, და უბრალოდ უნდა გენახა ის ორი ადამიანი და ამაში დარწმუნდებოდი :)

  4. ყველა წყვილის ურთიერთობაშია მომენტი როდესაც მცირედი პაუზა საჭიროა ურთიერთობის განახელებისთვის. ყველაფერი კარგად იქნება სიყვარული რომ არ იყოს ამ პოსტს არ დაწერდი და მკითხველთა ნაწილს ცრემლებამდე არ მიიყვანდი. ბედნიერებას და მალე შერიგებას გისურვებთ

  5. ჰმმ, ალბათ დროა რომ შენი მიზნების განხორციელებას მიაწვე :3 სიყვარული შეგიძლია გადადო და საყვარელ საქმეს გაცილებით მეტი დრო დაუთმო. მიდი გოგო აიზეკში და სინგაპურში წადი, რაზე კარგავ დროს??! :)

  6. კარგი რა სვიით : ) შენც ხო იცი რომ თავს ატყუებ ა ? : ) ის რომ სიყვარული კი არა ჰეპი ენდები არ არსებობს უბრალოდ : ) სიყვრული ილევა და ქრება… ანუ მაშინ ქრება როცა ორ ადამიანს ერთმანეთის გარდა ყველაფრის დაკიდება არ შეუძლიათ… მერე რა… სხვა მოვა…. ადამიანი რომელიც უფრო შეგიყვარდება… ხო ხო მოვა :* აი ნახე თუ არა… უბრალოდ მანამდე ძველ სიყვარულს უნდა გამოეთხოვო,თუ გრძნობა არ გაქრება ახალი არ მოვა :*

  7. ასეთ დროს შენი თავის გარდა ვერავინ დაგეხმარება. ჯერ არ მოგონილა სიტუაცია, რომლის გადახარშვას ადამიანს არ შეუძლია. შენ კი ძალიან მიზანსწრაფული მგონიხარ. ბედნიერი იქნები : )

  8. იცი მეც არასდროს მიფიქრია რომ როდესმე ვიღაც შემიყვარდეა რადგან მე მძულს სიყვარული!! მას მხოლოდ ტკივილი და ცრემლები მოაქვს ხოლო მე არ მინდა ტირილი…მირჩევნია უგრძნობოდ ვიყო ვიდრე გრძობით დატანჯული!

    1. არ შეილება სიყვარულს მარტო ტირილი და ცრემლი მოჰქონდეს,მას აქვს თავისი დადებითი და უარყოპითი თვისებები…….გისურვებ ბედნიერებას და უსაზგვრო სიყვარულს……

  9. კომუფლაჟი უნდა მოვირგო, მე ხომ სიყვარულის სამხედრო პილოტი ვარ :) ზალიან ძნელი ყოფილა პირადულის გამომზიურება, არა და მე ისე ჯიუტად მოვითხოვხოლმე თქვენგან …. :/ .სხვა რა გზაა, უნდა მოგიყვეთ რამე მაინც :) თუნდაც ძალიან ბანალური, მეამიტური, არცთუისე საინტერესო ალბათ….ვიდრე ჩავრთავ პულტს, გეტყვით, რომ სიყვარული იმდენია, რამდენჯერაც გეწვევა, საოცა… Подробнееრი ის არის, რომ გვახსოვს ყველაზე მტკივნეული, იმედგაცრუებული, დამცირებული, გამქრალი, ჩამქრალი, ჯანდა და დოზანა სიყვარული.. არა და პირიქით უნდა იყოს. ეს ოხერი სიყვარული ალბათ მართლა ზღაპარია, დაბადებული და გაზრდილი იმისთვის, რომ შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვეთ, ან ლექსად, ან ….რავი თუნდაც რაიმე ან ”ვინმეს” სახით შემოვინახოთ…
    შარშან ჩემი საწერი მაგიდის ”უბორკა” განვიზრახე, 10წელიწადში ერთხელ ხომ უნდა მოხდეს :), ჩემდა გასაოცრად ბავშვობაში დაწერილი ერთი ლექსი აღმოვაჩინე, როგორც ”წესი” ყველაფრის გადაყრა ვიცი, ამიტომაც გამიკვირდა რა ზალამ შემოინახა ეს ”ბოდვა” .
    დავწერო? :)
    სასაცილოა, რატომ უნდა დავწერო, არ ვიცი, მაგრამ , ხომ ვთქვი, რაღაცით შემოვინახავთხოლმე პირველი, პეორე, მესამე ან სულაც ურიგოდ მოსული სიყვარულის ნაგლეჯს, ხო და დავწერო? :)

  10. ჰმ, რატომ გგონიათ, რომ თემის სათაური არასწორად გავიგე? ძალიანაც კარგად ძვირფასად ვიცი რასაც ”ითხოვთ” :) მე ბევრი რამ ვიცი, ისიც ვიცი დიალექტიკური ლოგიკა აზროვნების დიალექტივის ანუ აზრის დიალექტიკური კავშირის ფორმების შემსწავლელი ფილოსოფიური დისციპლინა რომ არის, ვიცი, ბევრი რამ ვიცი :), მაგრამ სულაც არ მინდა ვიცოდე, მინდა ახლაც ვწერდე ლექსს იმ წყ… Подробнееობით, იმ რითმას გათვალისწინებით, იმ მართლწერით, მაშინ, იმ დროს რომ დავწერე:) მოთმინება მეგობარო, ლექსიც იქნება ცოტა ქვემოთ:). მინდა ზაზ სიცოცხლის ბოლომდე ისე მიყვარდეს, როგორც ახლა, და არ ავყვე ”ჭორებს”, თითქოს წლებთან ერთად სიყვარულიც ბერდება, უფერული და უინტერესო ხდება, მინდა მისთვის ასეთ ლექსებს ვწერდე ახლაც, მინდა და რავი .. :)

    ახლა ლექსი :)

  11. მე მიხარია ჩემი სიცოცხლე, შენით ნატიფი,
    შემყვარებია ცის კაბადონი
    ზღვის პეიზაჟი, მისი მარინე,
    მიყვარხარ შენ და იგი-არა!
    რატომ? რავი მე..…
    მე მიხარია ვარსკვლავთა ხროვა,
    კოვზი, დათვი და მათი ძირს ვარდნა,
    და კიდევ—-რავი..
    მიყვარხარ შენ და არა იგი!
    მე მიხარია შენი ცხოვრება, ჩემთვის ზღაპარი,
    შენი ოცნება-ჩემთვის ლამაზი, შენთვის?? რავი მე..
    მე მიხარია შენი სიბრძნე ჩემი დაკვეთიტ,
    მიტვარხარ შენ და ..
    რავი მე..
    მე მიხარია იანვრის მარტი,
    მარტის -აგვისტო,
    სიცივე შნით გამთბარი,
    შენი ფრანგი და შენი ლათინო,
    მე მიხარია შენი ტკივილი ჩემთვის ნაბოძი,
    გტკივა? მიხარია და რავი მე..
    მე მიხარია შენი ასაკი, ჩემთვის-არაკი,
    სულ ერთი წუთით შენამდე მოსულს,
    თრთოლვით, კანკალით,
    მიყვარხარ შენ და არა იგი,
    რატომ? რავი მე …
    მე მიხარია ჩემი ბავშვობა შენთვის გაზრდილი,
    მე მიყვარს ჩემი 15 წელი, შენ-ათით მეტი ..
    დამელოდე რა, გთხოვ, შაჩერე დრო,
    როლიკებით მოგსდევ,
    ვერ გაიქცევი შორს შენი მოპედით,
    ვერ გასცდები შოვს,
    შოვში თოვს..
    სულ..სულ..სულ თოვს..
    დამელოდე, გთხოვ!!
    მე მიხარია ჩემი ბავშვობა შენთვის გაზრდილი,
    მე მიხარია ჩვენს შორის წლების დიდი მანძილი,
    ჩემი თხუთმეტი,შენ ათით მეტი..
    ოოოოოხ, რამდენია..
    ღმერთო ბევრია..
    გთხოვ დამელოდე ათად ათია,
    მხოლოდ ათია.
    ——————————————————-

    აი, ასეთ ”ანონიმურ ” ლექსებს მინდა ვწერდე დღეს..
    მინდა და რავი მე :)

  12. შენ რომელ სიყვარულზეც წერ – alas, დროთა განმავლობაში გადის. სხვა სიყვარულები (მეგობრის, შვილის, etc.) უფრო ხანგრძლივია. Move on.

    1. მაგას შენი გამოცდილებიდან გვეუბნები თუ ბრძენი ხარ?
      მემგონი აქ სხვა სიტუაციაა და შენი პოსტი შეუსაბამოა.

  13. Sweety, siyvaruli, ra tqma unda, aris. Amas milionobit adamiani dagimtkicebs, da meore milioni kidev imas ityvis, rom siyavruli ar arsebobs da es ubralod michveva da qimiuri reaqciaa. Zogjer ise xdeba, rom ggonia vitom ipove is ertaderti adamiani, rom is sheni meore naxevaria da usityvodac gagigebs, magram rac ufrto axlos gaicnob ufro vxdebi, rom sul sxva da sxva adamianebi xart da saertoc titqmis araferi gaqvst… Magram amas jobia exla mixvde, vidre axalgazrda xar, da ara rodesac 50 clis iqnebi da ukve shilishvilebi geyoleba. Sanam axalgazrda da lamazi xar edzebe sheni siyvaruli, imitom rom exla zustad amis droa. :*

    1. Слова золотые, только вот после их прочтения может сложится впечатление, что у тебя тоже “не сахар” в любви. Уточните пожалуйста. :)

      1. :) Как я уже сказала выше, каждый человек должен найти свою половинку. И это может произойти в любую минуту и в любом возрасте. Главное не зацикливаться на этом и будет всем счастье :) Я, к примеру, без пяти минут жена и очень счастлива. Желаю всем, всем, всем не отчаиваться и не разочаровываться в любви. Она была, есть и всегда будет на планете земля. Любви вам, друзья!

        1. Пять минууут, пять минут… :D Я уже потихоньку начинаю ненавидеть эти “пять минут” :)

  14. ძალიან ემოციური პოსტია. არ შემიძლია რამე არ გირციო. პირველ რიგში მინდა შეგახსენო, რომ ბევრ ადამიანს უყვარხარ და ყველას უხარია შენი ბედნიერება.
    შენ სჯობს გაარკვიო ნამდვილად გიყვარს თუ არა ის ადამიანი და უყვარხარ თუ არა მას. როცა ამასი დარწმუნდები, რომ გიყვარს და უყვარხარ მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. მაგრამ რაც შეეხება ურთიერთობას, ურთიერთობაში სიახლეა საჭირო, იყავი განახლებადი იმ ადამიანთან ვინც გიყვარს. გახადე შენი თქვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და ფერადი. ამაში კი ოჯახის პატარა წევრი მოგეხმარებოდა. აი თქვენ რომ შვილი გყავდეთ წვრილმანი პრობლემები აღარ შეგაშინებდათ და დაგაბრკოლებდათ. იქნებოდით ბედნიერები და სიყვარულით სავსეები :)
    პ.ს.შენი პსოტებიდან როგორც ვიცი დედა მეგობარივით გყავს, ყოველთვის ჰკითხე მას რჩევა, ყოველთვის სწორად გიპასუხებს :)

  15. ჩემო “მეტისმეტად თავგზააბნეულო”,
    “ვისაც არ დაეზარა, ყველამ ჩემი სული ასაზრდოვა სიყვარულზე დაწერილი ზღაპრებით, სადაც მთავარი მოქმედი გმირები – უფლისწული და მზეთუნახავი – ბოლოს ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებდნენ.”
    გახსოვს ამას წინ რა უძღოდა,ამის წინ რას გიამბობდნენ, მარი?
    “ბოლოს ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებდნენ”-ს წინ დაბრკოლებები და ხიფათები რომ უნდა გაევლოთ, დაგავიწყდა?
    პავლე მოციქული ამბობს: „სიყვარული არ აიმაღლებს თავს, ყოველივეს ზედა უხარის, ყოველივეს დაითმენსო“.
    შორს ნუ წახვალ, მიიხედ-მოიხედე და სულ ახლოს დაინახავ ჩუმ, დიდ და და მრავალ ხიფათგამოვლილ ნამდვილ სიყვარულს, უკვე 25 წელი რომ ულამაზებს ცხოვრებას ორ ადამიანს…
    სიყვარული არსებობს და რომ ის ატრიალებს დედამიწას!თავს ნუ მოიტყუებ, ეს შენ კარგად იცი!
    რაც შეეხება ურთიერთობებს-შენს სულში და გულში ჩაიხედე, პრობლემების მოგვარების გზები იქ ეძიე და რაც მთავარია, მუდამ გახსოვდეს-ოჯახი მხოლოდ სიყვარული არ არის, ის სიყვარულზე ბევრად მეტია! ოჯახის სილამაზე კი-შვილებია…

  16. ზუსტად 1 საათის წინ გნახე საბურთალოს მაკ-ში.. ზუსტად ამ პოსტს გამოხატვს შენი სახე რომელიც ცხოვრებაში პირველად ვიხილე Live-ში :)

    გაიღიმე და Get it Over!

    გბალერშიკობ მთელი გულით.. DEVI

    1. ვააა, რა ყველგან ვიღაცაა ჩასაფრებული :D ქალაქში ვეღარ გამივლია მშვიდად… :P

      1. :D :D :D მშვიდად იყავი, მფარველი ანგელოზები დაგყვებით.. :D :D

        უნებურად შემომენახე .. :))

  17. სვით ძაან გთხოვ აჩქარებულ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ. ძაან გულზე დამაწვა შენი პოსტი. სიყვარული ნამდვილად არსებობს. უბრალოდ ხანდახან მომენტები გვაქვს ისეთი, ერთმანეთთან დიდი ხნის ყოფნის შემდეგ, ყველა მათი საქციელი გვაღიზიანებს. ეს არ ნიშნავს რო აღარ გიყვარს ან იმას არ უყვარხარ.ცოტა ხანი იყავი მარტო და შენთვითონვე იგრძნობ რო ეს გრძნობა არ დაკარგულა. მემგონი ყველას ჭირდება ეს პერიოდი რო საკუთარ თავებში დარწმუნდნენ. არ გიცნობთ შენ და შენს მეუღლეს მაგრამ რაღაც საყვარელი წყვილი ხართ და მეწყინება რამე ცუდის გაგება.

    ამხელა კომენტარი პირველად დავწერე :). წარმატებებს გისურვებ და არ დანებდე. საკმაოდ ჭკვიანი გოგო ხარ და ვიცი ნამდვილად შეძლებ.

  18. Get over კი არა დაჯექი, გაანალიზე იაღლიშები ორივე მხრიდან, მერე დაჯექით სადმე ხის ქვეშ, ხალხი და ინტერნეტი რო არ იქნება და დაილაპარაკეთ. შერიგებაზე უკეთესი გამოსავალი არაა, როცა მხრებზე ამდენი წლის ურთიერთობები დევს. ვოტ ტაკ.

  19. როგორ მახსენებს ეს პოსტი საკუთარ თავს, მეც ამ სიყვარულის ძიებაში ვარ, სწორედ ისეთის, რომელსაც სიყვარული ჰქვია და არა შეჩვევა, ან ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობა, ან ბავშვების გამო შენარჩუნებული გრძნობა და არ ვეთანხმები ლექსოს, უფრო სწორედ ვერ, რომ ასეთი სიყვარული წარმავალია, ხოლო მეგობრის სიყვარული ან შვილის უფრო მუდმივი და სტაბილური.
    მე მჯერა ორთა შორის სიყვარულის, რომელიც მუდმივია და ვეძებ, მაგრამ ვეძებ საკუთარ პატარა კერაში, რომელსაც ოჯახი ჰქვია. არიან შვილები, არის ქმარი, მაგრამ არ არის აი ის იდეალი, რომელიც სიცოცხლეს გიხალისებს, მარტო სიყვარულს არ ვგულისხმობ, ხალისს, როდესაც ყოველი დღე შეყვარებულობის პერიოდს ჰგავს, როცა არ იცი, რა სასიამოვნო სიურპრიზით გაგაოცებენ და შენც ცდილობ რამე მოიფიქრო, როცა ერთმანეთთან შეხვედრის წამი ისეთია, თითქოს საუკუნეა არ გინახავთ ერთმანეთი, არადა გუშინ ასეთ დროს ერთად იყავით. სამაგიეროდ არის შეჩვევა, უამრავი ვალდებულება და ოჯახის სითბო, რომელსაც ამომავალი მზის სხივივით ანათებს დაუოკებელი სიყვარულის შედეგად ამქვეყნად მოვლენილი შვილი, შვილები. და კიდევ როცა მონატრების გრძნობა გიჩნდება, როცა თუნდაც ერთი დღით მოგვიწევს დაშორება.
    ამიტომ მჯერა ასეთი დაუოკებელი, მუდმივი სყვარულის, მერე რა თუ ის იდეალს არ ჰგავს, მთავარია ეძებო შენს პარტნიორში ის თვისებები, რომელიც შენი იდეალია, ბოლო ბოლო განა იდეალებს ჩვენ თვითონ არ ვქმნით? ოდესღაც ყველაფერი დალაგდება, უბრალოდ მართლა ძნელია როდესაც პატარა ასაკში ქმნი ოჯახს, და გგონია რომ ზღაპარი დაიწყო, ამ დროს ეს ზღაპარი თავადვე უნდა შექმნა და გაუფრთხილდე.
    ასე რომ, შეიძლება სულ არ გჭირდებოდეს “get over”, იქნებ ღირდეს ყველაფერი თავიდან დაიწყო, სწორედ იმ წერტილიდან სადაც ერთ დროს შეწყვიტე, იქნებ ღირს უკან დაბრუნდე. თუმცა ამის სწორად გაანალიზება და გადაწყვეტა მხოლოდ შენ შეგიძლია.
    მე მაინც მჯერა უკვდავი სიყვარულის, მხოლოდ მას დიდი, ძალიან დიდი ძალისხმევით უნდა მოპოვება. და არა ყოველ ჯერზე თავიდან დაწყება.

  20. თითქმის ყოველდგე შემოვდივარ შენთან და თითქმის ყველაფერი წაკითხული მაქვს, ყველაზე დიდი ინტერესით შენი სიყვარულის ამბებს ვკითხულობდი, როგორ შეიძლება არ გჯეროდეს იმის რასაც ესე ლამაზად გადმოსცემდი. აქ შემოსვლის შემდეგ ხშირად მიფიქრია რომ მეც მიდნა ესე მიყვარდეს და ესე ვუყვარდე. არ მჯერა რომ ეს ყველაფერი რასაც ამდნეი ხანი ვკითხულობდი უკვალოდ გაქრეს და მჯერა რომ ყველა პრობლემა მოგვარებადია და დროებითი

    წარმატებებს გისურვებ მართლა მთელი გულით :)
    არასდროს არასდროს არასდროს არ დაკარგო სიყვარულის რწმენა , მაგის გარეშე ბედნიერი ვერ იქნები

    :*

    შენი უსაყვარლესი უვარდისფრესი ბლოგის მუდმივი სტუმარი

  21. არ არსებობს ადამიანი ვინც ზუსტად იმას გეტყვის რის მოსმენაც გინდა, რა სიტყვებიც ძალას გაპოვნინებს, იმიტომ რომ ყველა ამ კითხვაზე პასუხი შენშია (თავში ან გულში, რა მნიშვნელობა აქვს ) და ეს შენც კარგად იცი :) :*

  22. იმაზე იფიქრე რამდენ ხალხს უყვარხარ .. :) და იმაზეც რომ ამდენი პრობლემის მიუხედავათ (რომელიც ყველას გვაქვს), ცხოვრება მაინც მშვენიერია! :D

    პ.ს. ძალიან მინდა რომ სკაიპში დაგელაპარაკო ;)

  23. იცი რა არის…
    სიყვარული არ უნდა ეძებო, არ უნდა იბრძოდე მისთვის.
    ის თავისით მოვა.

    10 წლის ასაკში სიყვარულზე ფიქრი საკმაოდ ადრეა.
    მე მაგ პერიოდში ბავშვი ვიყავი და ალბათ ბარბით ვთამაშობდი.
    ყველაფერს თავისი დრო აქვს და მოვლენები არ უნდა დააჩქარო.
    რაც მოსახდენია, ის აუცილებლად მოხდება.
    ნუ ფიქრობ მაგაზე.

    რაც უფრო მეტს ფიქრობ რაღაცაზე, მით უფრო არ გამოდის.
    და კიდევ, სიყვარული რომ არ არსებობს, ეგ ახალი ამბავი არაა.

    ამ პოსტის კომენტარები როგორ გამოვიწერო???ოღონდ მხოლოდ ამ პოსტის.

  24. არც “კიდევ სცადე”-ს გეუბნები და არც “გადაფხიკე და მოიგე”-ს…
    მე გეუბნები “ცხოვრება გააგრძელე”.

  25. არსებობს, ნამდვილად არსებობს, მაგრამ რაც უფრო ძლიერ გიყვარს, მით მეტი რამის გადალახვა გიხდება.
    როცა რამე უთანხმოებაა წყვილს შორის, როგორც წესი, ორივე მხარეს მიუძღვის წვლილი. მთავარია ისევ ერთად ყოფნის სურვილი გქონდეთ და დანარჩენი მოგვარდება.
    მაგრამ ფაქტია, ბევრი კარგი ოჯახი ინგრევა და მერე უკვე ვინ რა დააშავა, ამაზე კამათი უაზრობაა.

  26. სიყვარული არსებობს… უბრალოდ დამახინჯებული სტერეოტიპი არსებობს რომ ნამდვილი სიყვარული დიდხანს უნდა გაგრძელდეს… სამწუხაროდ სიყვარული ხანმოკლე მოვლენაა და მისი საუკეთესო მკვლელი ქორწინებაა… ბავშვი კი მისი ცოცხალმკდრად ყოფნის საშუალება…
    კიდე რას ვიტყვი… მე მწარე გამოცდილებამ მასწავლა რომ არ ღირს მასში გრძელვადიანი ინვესტიციების ჩადება…
    ასე რომ ჯობია მივიღოთ საგნები ისეთებად როგორებიც არიან…

  27. სალამი. ჩემი აზრით, აქ მთავარი პრობლემა სიყვარულის არსის გაგებაშია. მართალია, სიყვარულს რაიმე კონკრეტული განსაზღვრება არ გააჩნია და ადამიანიდან ადამიანამდე იცვლება მისი აღქმა და გამოვლინება, თუმცა რაღაცეების განზოგადება შიეძლება. პირველ რიგში, სიყვარული რეალურია და არა ოცნების იდეალური ნაყოფი და ამიტომ, როგორც ყველაფაერი რეალური მასაც ბევრი არასრულყოფილება ახლავს თან. სიყვარულს კონკრეტული ფერი არ გააჩნია, მაგრამ თუ თვლით რომ ის ვარდისფერია, ვარდისფერი სათვალეების მოხსნა მოგიწევთ რომ დაინახოთ. სიყვარული არ იზომება ნაჩუქარი საჩუქრების სიმრავლით და ფასით, რესტორნებში და ბარებში დახარჯული დროით და ფულით, სუნამოებით, ფანჯრის წინ დანტებული სანთლებით, გაგზავნილი სმსებით. სიყვარული არ მოითხოვს მსხვერპლშეწირვას არცერთი მხრიდან. თუ ფიქრობთ, რომ სიყვარული თქვენთვის ყველაფერია, არ დაგავიწყდეთ, რომ სიყვარულს ვერ შეჭამთ, ვერ ჩაიცვამთ, ვერ გყიდით ან იყიდით და ვერც ლატარიაში მოიგებთ. მისი ხანგრძლივობა სიყვარულში მყოფი ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული და ამიტომ ვერასდროს იტყვი, რამდენ ხანს გასტანს.
    აქვე დავამატებ მტკიცე სიყვარულის ინდიკატორებს: როცა შენ ხდები შენი საკუთარი თავი და არაფრის თამაში არ გიწევს რაიმეს დასამტკიცებლად; როცა მოსიყვარულეებს შეუძლიათ საკუთარის აზრის ქონაა და ერთმანეთისთვის გაზიარება; კომპრომისზე წავლის უნარი ორივეს მხრიდან; მინიმალური ეგოიზმი; ერთმანეთის ნაკლოვანებების ცოდნა, ობიექტურად შეფასება; მზადყოფნა ბევრი მუშაობისთვის, რომ სიყვარული არ გაუფერულდეს; რაგაც ეტაპის მერე სიყვარული ემსგავსება მეგობრობას, ნამდვილ მეგობრობას და პარტნიორობას ცხოვრებაში- რაც არაჩვეულებრივია.
    ასე რომ, სანამ წუწუნს დაიწყებთ, რომ სიყვარული დაკარგეთ ან ვერ იპოვნეთ, კარგად დაახედეთ თქვენს გრძნობებს, ემოციებს. ბოლოსდაბოლოს აირეთ ფურცელი და ჩამოწერეთ რა იყო პოზიტიური თქვენს ურთიერთობაში და რა ნეგატიური. როცა პარტნორს აბრალებთ რომ ის თქვენს აზრს არ იზიარებს, დაფიქრდით, თქვენ რამდენჯერ გაიზიარეთ?

  28. “ანტონოვკას” პოსტი მომეცონა და თითქმის ყველაფერში ვეთანხმებვი, არ ვეთანმხები იამს რო სიყვარულის მკვლელი ქორწინებაა !!! სისულელე!!! და ბავშვი მით უმეტეს!!! ეს ორი რაგაც უბრალოდ სიყვარულის შემდეგი ეტაპებია, რომელსაც ზოგი გადალახავს და ზოგი ვერა, და თავიდან ბევრი სურთილე და უეცარი სიახლე შეიძლება შეგხვდეს, მაგრამ როცა ამას გადალახავ, თუ მართლა გიყვართ ერთმანეთი და ზრუნავთ იმაზე რომ ერთად იყოთ და გიყვარდეთ ერთმანეთი, მაშინ შენზე ბედნიერი არავინ იქნება! რაც შეეხება იმ “ერთადერთ” სიყვარულის ძებნას და პოვნას თუ რაც ქვია..თუ ჩაიბეჭდავთ თავში ამ სეტრეოტიპს,მიიღეთ ის რასაც ცხოვრება გაძლევთ და საბოლოოდ ნამდვილია სიყვარულია თუ არა შეიძლება ვაბშე სიცოხლის ბოლოს მიხვდე :) ამიტომ, გადააგდე ეს სტერეოტიპები: “პრინცი” იდეალური” “მარადიული” და ა.შ. მოკლედ ყველა სხვადასხვანაირად ხედავს სიყვარულს და უყვართ, მაგრამ ერთი ისაა რო სიყვარული როგორიც არ უდნა იყოს, რა ფერიც, რა ხანგრძლივობის და ა.შ. შეიცავს სამ კომპონენტს: 1. მეგობრობა. 2. პატივისცემა. 3. კარგი სექსი . ამ სამის გარეშე ის სიყვარული რასაც “ნამდვილს” ეძახით..რავი არა მგონია არსებობდეს;) (და 10 წლის ასაკში რო გიყვარდა, ისიც სიყვარულია, ოღონდ ბავშვური:) )

    პ.ს. და სიყვარული არ არსებობსო…ეგ ყველაზე დიდი სისულელეა რაც კი გამიგია!!!

  29. უნდა გაგამხნევოსავით,უნდა ვეცადო,არა კი არ გაგამხნევო..
    დაგაჯერო რომ არსებობს..
    მე და შენ გაჯერებ რა დრო დადგა არა?! :))
    მეც ბევრჯერ ბევრჯერ მტკენია და მწყენია თუმცა, თუმცა ყველაფერი უკვე სხვანაირადაა ..
    სიყვარული გვიყვარს ჩვენ სვით , სიყვარული და არა კონკრეტული ადამიანი იმ ძალით რასაც სიყვარული ჰქვია..
    არვიცი..
    მე ეს გავიაზრე და იმის მერე ბევრად ლაღად და კარგად ვარ..
    სიყვარულისაც მჯერა და ღირსეული ადამიანების არსებობისაც ვის მიმართაც გაცემული გრძნობა არასოდეს გამოიწვევს ჩემში სინანულს, არასოდეს მექნება იმედგაცურების და დაცარიელების შეგრძნება..
    მე კი მართლა ბედნიერი ვარ რომ მაქვს ძალა მიყვარდეს..
    მიყვარდეს ადამიანები და სიცოცხლე,მიყვარდეს სიყვარული..
    გუდ ლაქ :*

  30. სიყვარულის, პრინცების და პრინცესებს კარგ ხანია არ მჯერა. სადაც ნერვების მოშლა და ცრემლების ღვარღვარი დაიწყო, იქ დამთავდა ჩემთვის სიყვარული. ადამიანს სიყვარული იმისთვის უნდა, რომ სულიერი სიმშვდე მიიღოს და ბედნიერად იცხოვროს, და არა-ნერვების მოსაშლელად და უაზრო პრეტენზიების მოსასმენად. ჩემი იდეალური სიყვარული მაქსიმუმ საღამოდან დილამდე გაგრძელებულა. დნარჩენი ყველფერი ტრუხაა… პაემნები, წერილები, კაი რაა! ერთს გირჩევ: პრინცის ძიებაში დედაბერს არ დაემსგავსო, ნუ დაბერდები. იცხოვრე ისე, თითქოს ის დღე შენს ცხოვრებაში უკანასკნელი იყოს. მე მაპატიე ფლოსოფოსობა ამ საღამოს, ცოტა გრადუსი შემომეპარა და ზოგიერთი პრინცისმაძიებელი გამახსენდა, რომლისთვისაც პრინცი არ აღმოვჩნდი. :)

  31. ჩესნად გეტყვი, დამგრუზა შენმა პოსტმა. მაგრამ იმასაც გეტყვი, რომ სიყვარული მართლა არსებობს!.. უბრალოდ.. ეს არც ისე “ვარდისფერია”, როგორც 12-14 წლის ასაკში გვგონია. ურთიერთობა კი ორმხრივ კომპრომისს მოითხოვს..

    ჩახედე საკუთარ გულს და საკუთარ თავს მაინც გამოუტყდი – მართლა წავიდა და გაქრა შენი სიყვარული? მართლა აღარ არსებობს? იმიტომ, რომ მე ასე არ ვფიქრობ, მარი! მე ვფიქრობ, რომ შენი სიყვარული არსადაც არ წასულა, არ გამქრალა და რომ შენ ჯერაც გიყვარს! და კიდევ მგონია, რომ თქვენს ურთიერთობაში მრავალწერტილია დასმული და არა წერტილი. წინააღმდეგ შემთხვევაში you would get over it და ამ პოსტს აქ არ დაწერდი.:)

    ჰოდა, თუ ჯერაც გიყვარს, ამ სიყვარულისთვის უნდა იბრძოლო!
    “თავი უნდა დაიფასო” და “სამი ბუმბული ერთ ადგილას” არ ვიცი მე – თუ სიყვარულის გარეშე ბედნიერი არ ხარ, მაშინ იბრძოლე ამ ბედნიერებისათვის, იბრძოლე შენი სიყვარულისათვის!!! :2kiss:

    დარწმუნებული ვარ, უკვე მოსმენილი გაქვს ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ კარგად მოუსმინე:
    http://www.youtube.com/watch?v=wB_vjpRhLxM

    “love will be the gift you give yourself…
    NEVER let him go!”

    good luck, sweety! :2kiss:

  32. სიყვარული საოცარი რამეა.ბევსრს გატაცებაში მოწონებაში ეშლება,მაგრამ როცა ანმდვილი სიყვარული ეწვევა მიხვდება რომ ის ყველაფერი მოჩვენებით იყო..სიყვარულს დაფასება უნდა.როცა გიყვარს სულ ბედნიერი ხარ ცრმელები და ტანჯვა წამების გარეშე…ნამდვილი სიყვარული ასეა

  33. სიყვარულზე ლაპარაკობთ?… და რა იცით რა არის სიყვარული?… სიყვარულზე ხო ჯერ არავის, არასოდეს, არაფერი შესაბამისი შესატყვისი სიტყვები არ დაუწერია, არ დაუხატია, არ უმღერია, არ გადაუგია… მხოლოდ უგრძვნია და დამუნჯებულა… ე.ი. ვინც არ დამუნჯებულა ჯერ არ იცის რა არის სიყვარული … და დამუნჯება ვისაც არ უნდა არ შეგიყვარდეთ

  34. ამ ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ ვიტირე.ყველა სიტყვაში და აბზაცში გეთანხმბი.უბრალოდ ცხოვრება ძალიან ტკენს გულს მათ ვისაც ძალიან უნდა სჯეროდეს!მესმის შენი!და ძალიან დიდს გისურვებ ცხოვრებაში-ეგ რწმენა დაგბრუნებოდეს!….შენ ნამდვილად იმსახურებ ამას…..

    1. გაიხარე ჩემო კარგო,შენც იგივეს გისურვებ ცხოვრებაში,სიყვარული არ მოგკლებოდეს…

  35. სიყვარული ყოველი ჩვენგანის მაცოცხლებელი ძალაა. თუმცა ის ყოველთვის არ არის ბედნიერების მომტანი. რამდენადაც ტკბილი შეიძლება იყოს სიყვარულით შენიღბული ილუზია, იმდენადვე მწარე შეიძლება აღმოჩნდეს სიმართლე. როდესაც ვინმე ძლიერად გვიყვარს, ძნელია, ობიექტურად შევაფასოთ იგი. ხშირად არ გვსურს ჩავწვდეთ საყვარელი ადამიანის უარყოფით თვისებებს და გავაანალიზოთ ყოველივე. ასეთ ”ბრმა” სიყვარულს კი, უმეტეს შემთხვევაში, არცთუ სახარბიელო სიტუაციამდე მივყავართ. რამდენად ძლიერადაც არ უნდა გვიყვარდეს ადამიანი, არ შეიძლება მისი განდიდება, ”გაღმერთება”, რადგან ასეთი სიყვარული მონებად გვაქცევს. სიყვარულის მიერ დამონებული ადამიანი კი კარგავს ანალიზის, სწორად შეფასების უნარს, ხდება უინტერესო და ნაკლებად მიმზიდველი. ამირომ უნდა შეგვეძლოს, რომ რჩეული გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის. თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით.

  36. არც ის უთქვამთ, რომ ერთ დღესაც შესაძლოა ერთმანეთიც აღარ უყვარდეთ, მზეთუნახავი აღარ მზეთუნახავობდეს და არც უფლისწული იკლავდეს თავს საგმირო საქმეების შესრულებით.

    მაგას არავინ გეტყვის :)
    მაგას ცხოვრება გაჩვენებს
    ერთადერთები არ არსებობს, არსებობენ ერთ ერთები რომლებთანაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს და უფრო მეტ დათმობებზე მიდიხარ – თუნდაც ქორწინებაზე.

    ასე რომ სიყვარული არსებობს, მაგრამ ყველასთვის ერთნაირი არაა
    ზოგი ყველაფერს თმობს ამ ერთ ერთების გულისთვის – თავის თავსაც კი
    ზოგი ვერაფერს თმობს და ისევ ტავიდან იწყება სიყვალულობანები და ერთ ერთების ძებნები :)

    1. გეთანხმები,როცა ადამიანი მართლა გიყვარს, შეიძლება ბევრ რამეზე დახუჩო თვალი…….

  37. სიყვარული არსებობს და ირგვლივ ყველგანაა! მხოლოდ ქალ-ვაჟური გრძნობებით ნუ შემოიფარგლები! ამ ქვეყნად ყველაფერში სიყვარული და სითბო დევს! ამის ტექსტს მოსუმინე: http://www.youtube.com/watch?v=1KjpyHX7X-o :*

  38. ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის,ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან… როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ… ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე ვერავიზე შეძლებ ფიქრს. გგონია რომ ყოველთვის ერთად იქნებით, სიცოცხლის ბოლომდე ვერაფერი დაგაშორებთ,მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია,ზოგჯერ არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო, გინდა იყვირო რომ გიყვარს, გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენენებს შენს სიყვარულს, ვერავინ შეეხება, როცა დაცვა გჭირდება ყველაზე ძლიერი ხდები და ყველას შეებრძოლები მთებსაც კი შეძრავ. როცა იჩხუბებთ ფიქრობ რომ სამუდამოდ დაკარგე, ამ დროს გავიწყდება ყველაფერი, სამყარო წყვეტს არსებობას, გახსოვს მხოლოდ მისი სახე, ხმა, შეხება, კოცნა… ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს, სიყვარული ყოველდღე იზრდება არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, ხუნდება…. პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა 10-ის 15-ის თუ 25 წლის ასაკში. ყველაზე ლამაზი ალბათ სიყვარული გარდატეხის ასაკშია, ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია თითქმის შეუძლებელი. ყველაფერი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა…….
    პირველი სიყვარული ყოველთვის შენში რჩება!!

  39. მე ვინც მიყვარს ის ადამიანი მიმტკიცებს რომ თურმე ერთისთვის ერთი მაინცდამაინც არ არის, შეიძლება ბევრი გიყვარდეს ერთ ცხოვრებაჰსი და ბოლოს თქვა ბედნიერი ვიყავი ყველასთანო, მითხრა რომ საკმარისად “სანდო” არ ვარ, რომ არსებობენ სხვები ჩემზე ბევრად უფრო “სუფთები” უფრო ვინც უერთგულებს და ისიც მითხრა შეიძლება იმისკენ გამიწიოს გულმაო.მე კიდე როცა მის ხმას ვიგებ მაკანკალებს, სუნზე მაჟრიალებს, ხელებს რო ვუყურებ მინდა მივვარდე და მთელი დარჩენილი ცოხვრება ვეფერო, მისი თმების სუნი მინდა ვისუნთქო , ზამთარში გაყინული ხელები გავუთბო… იცით ყველაზე ყველაზე ბოლოს სიმართლე რა არის?? მე ვარ ერთადერთი რაც მართალია მის ცხოვრებაში , მე თვითონ ვარ სიყვარული,ის კიდე ცდება.ჩემი სიზმრები ჩემთვის უფრო ძვირფასია ვიდრე რეალობა.არ მინდა მოვიდეს ვინმე ჩემს ცხოვრებაში თუ ოდესმე წავა,არ მინდა მეტკინოს თუ არ მოშუშდება , ოდესმე მაინც…მე ან სულ… ან არასოდეს.. ეხლა სულ მჭირს .მე მიყვარს!ესე იგი არსებობს სიყვარული!

  40. ეს გრძნობა ყოველთვის უდროო დროს ეწვევა ხოლმე ადამიანს… შეიჭრება მის ჩვეულ ცხოვრებაში… აურევს გეგმებს… თავგზას… გრძნობებს… და ააფორიაქებს… სიყვარული ავადმყოფობას ჰგავს: აგატკიებთ გულს… სხეულს… თავს…იგი ადამიანს ისე ცვლის, რომ საკუთარი მშობლები ვეღარ ცნობენ ხანდახან… და მათი საქციელი უკვე აღარ ექვემდებარება ლოგიკას… მაშ, რა არის სიყვარული… რაში გვჭირდება იგი? სიყვარული – უცნაური საჩუქარია… რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს… რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი… არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს… ხოლო შემდეგ… ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს… ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული… მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული… შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული… და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს… გახშირებული გულისცემა… ციებიანივით სუნთქვა… კუნთების კანკალი… სველი ხელისგულები… აწითლებული ლოყები… უმიზეზო ღიმილი… უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა… იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია… ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს…. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა…. ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე… ვიღაცისთვის 1–2 წელი… ერთი სიტყვით, სიყვარული ან თანაბარ… თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან ტკივილიან განშორებას იწვევს… მაშ, რაში გვჭირდება იგი… თუ ტანჯვა–წამების მოტანაც შეუძლია? მაგრამ, როცა უყვარდება, ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში… რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა… რომ გვერდს აუვლის გაუმართლებელი სასიყვარულო განცდები… ხოლო მისი სიყვარული მარადიული იქნება… და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს… როგორც ამბობენ, ნამდვილი სიყვარული 40 წლის ასაკისათვის მოდის. სიყვარული ყველაზე მეტად სიყვარულს სწორედ ამ ასაკში ჰგავს. მისი დამტკიცება არავისთვისაა საჭირო – ორმოცი წლის ქალმა (ან მამაკაცმა) შესანიშნავად იცის, რომ თუ დასამტკიცებელია რამე, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა… გიყვართ უკვე, არა გარეგნობისათვის… არა ფულისათვის, არა ძლიერებისათვის… საერთოდ არაფრისათვის… უბრალოდ გიყვართ… და ამას, ყოველი უჯრედით გრძნობთ… თქვენ უბრალოდ ტკბებით იმის გამო, რომ ხედავთ და შეიგრძნობთ ამ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გიყვართ და რომელსაც ნამდვილად უყვარხართ… სიყვარული მრავალსახიანია… და ვერავინ გვეტყვის ზუსტად… თუ როდის და ვინ შეგვიყვარდება… და რომელი სიყვარული გვეწვევა… მაგრამ იმაში, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ეს, ეჭვი ნუ შეგვეპარება… * * * როცა გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ…. შენს სიყვარულს, ვით ზღვას უსაზღვროს, ვერ დაიტევდა ცხოვრების ზღუდე… უნდა გესმოდეს, რომ….. ასე მხოლოდ, შენ არ იქნები, რომ იქნება სხვასაც შეუძლია უსაზღვროდ და უსაშველოდ შეყვარება… რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანი რომლის გულისთვისაც ღირს ცხოვრება, რომლისთვისაც ღირს თავის გაწირვა… ადამიანი, რომელიც სულიერად და შინაგანად შენთანაა… იცი?… ხანდახან გვეშინია კიდეც, რომ ერთი არ გავხდეთ… ორი ადამიანისგან შემდგარი… ერთი პიროვნება…. ხანდახან იმასაც კი ფიქრობ, რომ…. რასაც გრძნობ… ამ გრძნობის მქონე ადამიანებს ყველაფერი კარგად და ლამაზად ეჩვენებათ… არადა, ცხოვრებამ გვასწავლა… რასაც არ გვინდა არ ვიღებთ მისგან და რასაც არ გვინდა, არ ვხედავთ… მადლობა ღმერთს… არიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო არ ხედავენ… ან არ ესმით… არამედ, უმეტესად არც იგებენ ხოლმე და…. არც უსმენენ ვინმეს… როცა ჩვენს თავში დარწმუნებულები ვართ… როცა ჩვენი თავის გვჯერა… როცა ვიცით რასაც ვაკეთებთ… როცა…. უერთმანეთოდ ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია… როცა… სამყარო მხოლოდ შენთვის ტრიალებს… როცა… სიცივეში დგახარ და სიცივის არ გეშინია… როცა ცხოვრება გიხარია…. როცა გიხარია, რომ იპოვე ვიღაც… ვისაც ენდობი… როცა ის შენშია….

  41. ამ ცხოვრებაში ყველაფერი სიმბოლურია სვიით. სიყვარული არსებობს, და თანაც იცი როგორი აი ყველაფერს რო შეგაძლებინებს, ყველაფერს რომ გაგაძლებინებს,ყველაფერს რომ გაპატიებინებს… და მაინც რომ გიყვარს.

    ჩემი პატარა ანგელოზია ჩემთვის ამის დასტური , თუმცა ჩემმა სიყვარულმა შეიძლება ითქვას ფერი იცვალა,რადგან ის ვინც მიყვარს გვერდით არ არის, მაგრამ მაინც სიყვარული არსებობს!!!!

    (ძალიან მომწონს შენი ბლოგი და მუდმივად ვკითხულობ,მაპატიე შენობით რო მოგმართე, უბრალოდ ასემგონია გიცნობ უკვვე :) )

  42. imis rwmena, rom siyvaruli arsebobs unda gkondet.martalia bevri dabrkoleba gvxvdeba am siyvarulis gzaze,magram merwmunet tu namdvili siyvarulia,ik yvelanairi dabrkoleba gadalaxulia.

  43. თუ კი ჩემსავით არ ყოფილხართ,არ გყვარებიათ
    არ გყვარებიათ,თუ კი ჩემსავით არ ხართ დაღლილი,
    თუ სულის ტკივილს აღარ გრძნობდით,არ გყვარებიათ
    არ გყვარებიათ თუ კი ცრემლებად,სულის წვენად არ ხართ დაღვრილი

    არ გყვარებიათ,თქვენ ჩემსავით არ გყვარებიათ
    მონატრებისგან ვინ გამხდარა ცუდად ჩემსავით
    სიმწრისგან შეშლილს,განა ხელზე ვის უკბენია,
    ისე,რომ ღამეს ათენებდით ნათელ დღესავით.

    არ გყვარებიათ,თქვენ ჩემსავით,არ გყვარებიათ
    მე განშორებით გავნადგურდი,მეტკინა გული
    ისე რომ მინდა ამოვიღო,დანა ჩავასო,
    რომ ამ ტკივილმა გადაფაროს ტკივილი სულის.

    ისე მიყვარდა,უანგაროდ,უსაზღვროდ,მაგრად
    რომ ვერ გადმოვცემ ჩემს სიყვარულს მხოლოდ სიტყვებით
    ის კი წავიდა,გამიმეტა,დამთმო და გაქრა
    თუ რას განვიცდი ,როგორა ვარ,ლექსით მიხვდებით

    და ისმის კითხვა -თუ მყვარებია,რად მყვარებია?
    თუ ამდენ ცრემლში და ნაღველში ვწერე რითმები?
    სჯობს არ გიყვარდეთ,არ მომბაძოთ,ნუღარ გარისკავთ
    თუკი ჩემსავით სამუდამოდ ,მარტო იქნებით !!

  44. ეს ლექსი ჩემი სულის ძახილია და თემას ანუ საყვარელ ადამიანთან დაშორებას ეხება !!არავის გრძნობის სიძლიერეს არ ვუარყოფ ამ ლექსით,უბრალოდ შედარების ხარისხშია დაწერილი,რათა გავაძლიერო ჩემი განცდები !! მეც მაქვს ესეთი პერიოდი,ძალიან ძნელია,გგონია რომ აზრი დაეკარგა ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რაღაცეები აზრს აძლევენ ცხოვრებას, მითუმეტეს შენს შემთხვევაში ,მაგრამ იმედი ბოლოს კვდებააა!!! შენი თავის დარწმუნება თვითონ შენვე უნდა შესძლო და აუცილებლად გამოგივა !! მე ვცდილობ ღმერთის წყალობით და მგონი გამომოდის !!! მტკივა, მაგრამ მაინც … ღმერთი გფარავდეს და იმედია შენც გამოგივა !!!
    და ბოლოს, ყველა განშორება გადატანილ და ძლიერ ქალებს მინდა მივუძღვნა ეს ლექსი შენი ბლოგის მეშვეობით,ძალიან მტკივნეული თემაა,ჩემზე ძან იმოქმედა და ამიტომაც მოკრძალებული ადგილი მინდა ქონდეს ამ კომენტარებს შორის !! იქნებ ვიღაცას რაღაცაში დაეხმაროს :))ვსემ უდაჩი : ))

  45. თავის გამხნევება ანუ ნეგატივზე პოზიტივი :)

    აღარც ერთი მამაკაცი არ ღირს ქალის ცრემლად,
    როგორ უნდა დაიტირო ის,ვინც გაგიმეტა
    როგორ უნდა მოგენატროს თუ არ ენატრები,
    როგორ უნდა დაგენანოს თუ არ ენანები!!

    ვინ გიფასებს დეპრესიას,სევდას,ნაღველს,დარდებს
    ვინ შეამჩნევს შენს თვალზე ცრემლს,გასიებულ სახეს
    დაგიკიდა??? – დაიკიდე !!! არ ღირს მასზე გლოვა
    გაიღიმე ,აი ნახავ,ღირსეულიც მოვა !!!
    M.K

    ღმერთმა ყველა ქალი გაგვაძლიეროს !!!

  46. გამარჯობათ.არვიცი მაგრამ რაც წავიკიტხე ვგრძნობ ყველა სასოწარკვეთილია.ამტკიცებთ რო აარვინ იმად და აამდ არ ღირსო და სიყვარული არ არსებობსო.სინამდვილეში თვენივე სიტყვების გეშინიათ ან არ გჯერათ.არავის არ ვაკრიტიკებ ან რა უფლება მაქ .არც სურვილი.უბრალოდ მინდა გითხრათ სიყვარული არსებობს ერთეულთათვის.აი მაგალითად ჩემთვის ის არ არსებობს.ცხოვრებამ ბევრჯერ მატკინა გული..არა მარტო სიყვარული აარამედ ბევრ რამეზე მაქ გამახვილებული ყურადღება მაგრამ,სიყვარულს მთელი ცხოვრება ვეძე და დღემდე ვერ ვიპოვე..ის ვინც მიყვარდა გაქრა ისე რო არვიცი რა მზეზი შემთხვევით გავიგე ცოლი მოიყვანა..გავიდა დრო გამოჩდა ადამიანი და შემიყვარდა ეხლა ისევ მტკენს გული ყველაფერს ვაკეთებ რო მიზეზი არვიყო.მაგრამ არვიცი რა ხდება ჩემ თვს მარტო ერთ რამეზე ვოცნებობ უფაკმა იცის ეს.პრინცი არ მინდა.მინდა ადამიანი რომელიც მართლა შემიყვარებს და ამ გრძნობით მატარებს.მაპატიეთ ბევრი რამის დაწერა მინდა მაგრამ ვერ გადმოვცემ ჩემს ტკივილს..

  47. თუ სიყვარული თქვენი მეგზურია, გაჰყევით. თუმცა მძიმეა სავალი მის და ეკლიანი. თუ ფრთა მოგადოთ თვისი, მიენდეთ, მაშინაც კი თუ ბუმბულებში მალული ნალესი დაშნით დაგესერათ გული.

    რადგან სიყვარული გწერთ ჯვარს და ჯვარზეც იგივე სიყვარული გაცვამთ.
    ის გამოგზრდით თქვენ, ხეხილივით აგაყვავებთ, მაგრამ ძირშიც ის მოგჭრით.

    ის გმოსავთ, რათა გაგაშიშვლოთ.

    სიყვარული არაფერს ფლობს, ამიტომაა მისი ფლობა შეუძლებელი.
    და სიყვარული სიყვარულითვეა თვინიერი.

    ჯიბრან ხალილ ჯიბრანი გამახსენდა ამ პოსტზე. )) რა ვიცი.

  48. ყოველტვის ისე ხდებოდა რომ ვუყვარდებოდი ისეთ ადამიანებს, რომლის შეყვარებაზეც ვერც კი ვიფიქრებდი, ძირითადად ასაკის გამო ( სულ ჩემზე პატარები იყვნენ, მინიმუმ 5 წლით :) ) ან იმიტომ რომ უბრალოდ მეგობარი მეგონა და, უცბად ის სიყვარულში მიტყდება… ხოდა სულ ცოტა ხნის წინ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ბიჭი, რომელიც ძალიან მომწონს და მოვწონვარ, არ ვიცი რა ქვია იმ გრძნობას, რაც ჩვენს შორის არის, მაგრამ იმედია სიყვარულში გადაიზრდება, მე ჯერ კიდევ მწამს, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს და არ მინდა იმედი გამიცრუვდეს, აქამდეც სულ მომწონდა ვიგაც… სულ… მაგარმ მემგონი მე თვითონ სიყვარული მიყვარს :) იცოდე აუცილებლად გეწვევავა ნამდვილი სიყვარული, სასოწარკვეთაში არ ჩავარდე :)

  49. ვერავინ დამარწმუნებს, რომ სიყვარული არსებობს… მე მჯეროდა, რომ ,,თუ ამქვეყნად სადმე ღმერთია, სიყვარულია ალბათ ის ღმერთი”… მაგრამ მე ამის აღარ მჯერა… უდიდეს ცოდვაში ვვარდები, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეა.. მე დავკარგე რწმენა… დავმთავრდი!

Leave a Reply