9 მაი 09

Angel Wears Prada

By Sweety at 11:21 pm | წაიკითხულია 7154-ჯერ |
21

2009 წლის რეზოლუცია რომ დავწერე, მესამე პუნქტად მეწერა “კოსმოში დავიწყებ მუშაობას”.

ჰოდა აღსრულდა ოცნება!

ერთი წლის ნაოცნებარი სამსახური მივიღე! ის რაც ამდენი ხანი მინდოდა, ვგეგმავდი, ვფიქრობდი…

შემიძლია ამაყად ვთქვა ხოლმე: მე ჟურნალ კოსმოპოლიტენში ვმუშაობ!

გუშინ ვიყავი, ასე ვთქვათ, გასაუბრებაზე. სინამდვილეში “გასაუბრება” ერთი წლის მანძილზე რედაქტორთან ვირტუალური მიმოწერით მიმდინარეობდა. პირველი მიმოწერა შარშან ივნისში შედგა და მას შემდეგ ძალიან ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი ერთმანეთს შევხვედროდით, თუმცა გუშინ როგორც იქნა მივაღწიე კოსმოს ოფისში და ყურებამდე გაღიმებული ვიჯექი და ვუსმენდი staff-ის პოლემიკას უკანასკნელი პოლიტიკური ამბების შესახებ.

სამუშაო გრაფიკი ძაან თავისუფალი მაქვს. მარშუტკა 20 წუთში მიდის ოფისამდე.

ორშაბათიდან ვიწყებ მოკლედ კოსმო-დღიურების წერას და კიდე ძალიან ძალიან საინტერესო პროექტებს. ^_^

ჩემი პოზიცია რედაქტორის თანაშემწეობა იქნება. ზუსტად ისე, როგორც Anne Hathaway-ა ფილმში Devil Wears Prada.

ოღონდ ამ შემთხვევაში რედაქტორში გამიმართლა. :sweet:

Devil Wears Prada

Devil Wears Prada

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

21 კომენტარი

ვგონებ ჩემი ბლოგი ჯადოსნურია… :love:

 

Yay!!!! გილოცავ :) ) მე მგონია შენ და კოსმოს გჭირდებათ ერთმანეთი და უხდებით :) :yes:

ხოო, ვუხდებით, indeed :jump: :love:

 
 

გილოცავ…გამიხარდა :)

 
 
 
ხატუსია
at 2009-05-10 00:19:32

უჯადოსნურესია სვიით… გილოცავ! :*

მადლობა ბეიბ! :2kiss:

 
 

ისა, არ გინდა ჩემზეც დაწერო ბლოგზე რაღაცეები? (რაღაცეები რა… მოგწერდი, რა დაწერო) :user:

გილოცავ :)

 

ვაუ ძაან მაგარი გილოცააააავ შენ და კოსმოპოლიტენი ნმდვილად მოუხდებით ერთმანეთს

 

რა კარგი გრძნობაა როცა რაღაც მიზანს მიაღწევ! :)

გილოცავ,sweet :)

 

მხოლოდ პირველი აბზაცი წავიკითხე და ეგრევე კომენტარი გავხსენი :)
გილოცავ ჩემო კარგო, წარმატებებს და შენს საკუთარ ვარდისფერ ჟურნალს გისურვებ სამომავლოდ
წერა კი გეხერხება და რედაქტორიც მშვენიერი იქნები ვგონებ :)

 

ვგიჟდები ამ ფილმზე
და იმ ადგილზე ჩაცმას რო ისწავლის უკვე და ერთგან ქუჩაზე გადადის ჩექმები აცვია და კაბა
აი მაგ ზმანზეც ვგიჟდები

და საერთოდ კიდევ

I :love: PRADA

 
 

რა მაგარია საოცნებო სამსახური რომ გქონდა და ეხლა საოცნებო აღარაა.

კოსმო ძაან მიყვარს და სულ მგონია, რომ განსაკუთრებული ხალხი მუშაობს მასზე.

მოკლედ, ქუუულ. ასე გააგრძელე. წარმატებები <3

განსაკუთრებულ ხალხზე +1 :user: მეც სულ მასე ვფიქრობდი/ვფიქრობ..

 
 

გილოცააავ !!!
რა მაგარია კარგი სამსახური :ლავ:

 

ვაუ, მართლა ძალიან გამიხარდა. მგონი იპოვე რასაც ეძებდი :)

 
პერწკლი
at 2009-05-11 23:35:43

წოწ გილოც, წარმატებები ;) ))

 

გილოცაააააააავ გამიხარდა ძაან მაგარია… წარმატებები და კიდევ უფრო წარმატებები… :*

 
იაკო
at 2010-02-13 16:38:29

მშვენიალურია როცა მიზანს მიაღწევ და ტკბები მიღწევით!!!
მეც მაქვს ერთი მიზანი, ცოტა უფრო ძნელი ან რთული ან ზოგმა შესაძლოა აბსურდულიც უწოდოს მაგრამ, მეც ავისრულებ ჩემსას!! :) :)))))))

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: