And the BIG Question goes

by Sweety on 1 ივნისი, 2009 · 46 comments

in ბლოგი

Suggestion-ებს გადავხედე ამას წინათ და ყველაზე მაღალი რეიტინგი ბლოგების მიმოხილვას აქვს. მინდოდა დამეწერა ზოგიერთი კარგი ბლოგის შესახებ, მაგრამ ერთი შეკითხვა დამებადა რასაც ვერაფრით გავეცი პასუხი.

რატომ კითხულობთ ჩემს ბლოგს?

რა გაიძულებთ ყოველ დღე აკრიფოთ ბრაუზერში sweet.ge და მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ჩემი ბლოგი მართლა ჭედავს მოთმინებით ელოდოთ მის სრულად ჩატვირთვას?

რატომ გაინტერესებთ ჩემი ცხოვრება? მე ხომ სხვა არაფერზე ვწერ…

ჩემთვის გასაგებია, რატომ კითხულობთ დოდკას, იმიტომ რომ ის ყოველთვის კონკრეტულ საკითხებს საინტერესოდ განაზოგადებს. მე კი მხოლოდ კონკრეტულზე ვჩერდები და სიღრმისეულად არ ვაანალიზებ იმას, რასაც ვწერ.

გასაგებია რატომ კითხულობთ თინის, იმიტომ რომ მის ბლოგზე ყოველთვის არის საკმარისი რეალური დრამა ან დრამისგან recovery, იმიტომ რომ ყველა ადამიანს სჭირდება მძაფრი შეგრძნებები. მე კი მხოლოდ ამ დრამების შექმნაში ვარ, რადგან ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად უდრამო, მშვიდი და მოსაწყენია.

გასაგებია, რატომ კითხულობს ხალხი თომუშკას, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად ყველანაირ საზოგადოებრივ თემას განიხილავს და შემდეგ კონკრეტულ შეკითხვებში აყალიბებს, ხალხს კი მოსწონს გამარტივებული ცხოვრება. მე კი ვერ ვიტან ზოგად თემებს და კიბერსექსს.

გასაგებია, რატომ კითხულობს ხალხი სოფის. იგი ყოველთვის სითბოს ასხივებს და თან კონსტრუქციულად აყალიბებს თავის აზრს. მე კი კონსტრუქციულობასაც მოკლებული ვარ და ზოგჯერ უხეშობაშიც გადავდივარ.

გასაგებია, რატომ კითხულობს ხალხი ყვავას. იმიტომ რომ იქ წასაკითხი არაფერია. მე კი ხანდახან უსაშველოდ გრძელ პოსტებს ვწერ.

გასაგებია, რატომ კითხულობს ხალხი პიკოლინას… well… actually… არ არის გასაგები :D მაგრამ ხო არის ხალხი ვინც  კითხულობს?

გასაგებია რატომ კითხულობს ხალხი თაზოს ბლოგს. იმიტომ რომ ის პროფესიონალია. მისი ბლოგი კი საკმაოდ სერიოზულია. მე კი… God dammit!

მე ვარდისფერი ბლოგი მაქვს! ვარ-დის-ფერი!

რატომ მკითხულობთ? რატომ მოგწონვართ? ან თუ არ მოგწონვართ რატომ გძულვართ?

Why do YOU read ME???

sorry guys, ამ პოსტში ბექლინკები არ იქნება.

{ 1 trackback }

რაღაცნაირი ბლოგი » Love My Personal Blog
11 ივნისი, 2009 at 6:15 pm

{ 45 comments… read them below or add one }

1 ჩორვენი 1 ივნისი, 2009 at 11:50 pm

ნე ხუია სებე სულ გამოშტერდი შენც ხოო???
არაფერი არ მესმის ნუთუ ქალაქში ისე დაცხა რომ ტვინები გამოგიშრათ??

პასუხი

2 Sweety 1 ივნისი, 2009 at 11:52 pm

რა მეტყობა? o_O

პასუხი

3 BigCrow.wordpress.com 1 ივნისი, 2009 at 11:58 pm

+ ადინ…

პასუხი

4 BigCrow 1 ივნისი, 2009 at 11:59 pm

სახელი.. ბლიად… ამსიგრძე…

პასუხი

5 Sweety 2 ივნისი, 2009 at 12:02 am

შენი და ლილიანის რეაქცია გაუგებარია o_O

პასუხი

6 ling 1 ივნისი, 2009 at 11:53 pm

…და ვინ თქვა რომ ვკითხულობთ? :D

პასუხი

7 Sweety 1 ივნისი, 2009 at 11:55 pm

აბა აქ რა გინდა???

პ.ს. თუ შეიძლება სახელი შეიცვალე. ;)

პასუხი

8 ხატუსია 1 ივნისი, 2009 at 11:54 pm

ინტრიგა და სკანდალი მარის ბლოგზე…. :ევილ:
რავიცი, პირადად ჩემთვის სერიალივითაა :D

პასუხი

9 Secrets 1 ივნისი, 2009 at 11:55 pm

სხვა საქმე რო არ მააქვს მაშინ შემოვდივარ ხომე და ეგ ხშირად ხდება :user:

პასუხი

10 taso 1 ივნისი, 2009 at 11:56 pm

იმიტომ რომ კარგ ხასიათზე ვდგები ხოლმე
ადრეც გითხარი რომ ძალიან დადებითი ადამიანი ხარ
მოკლედ კარგი ხარ

პასუხი

11 Sweety 1 ივნისი, 2009 at 11:57 pm

აჰა ესე იგი ჯერ ჯერობით შეგროვდნენ:
1 უსაქმური
1 სერიალების და ინტრიგების მოყვარული
1 დაქალი რომელიც თავის გიჟ დაქალს ყურადღებას აქცევს
1 ჩუმად მძრომიალე ადამიანი რომელიც ირწმუნება რომ არ დაძვრება
და 1 რომელსაც უყვარს კარგ ხასიათზე ყოფნა

:love:

I am troubled. I am gonna take a moment! :D

პასუხი

12 თინი 2 ივნისი, 2009 at 12:02 am

მაგ სიას ერთი მკითხველი მიუმატე, რომელმაც იცის რატომ კითხულობს შენს ბლოგს :პ
და თუ ვერ მიხვდი კიდე, ერევანში რომ ვიყავით და იამ რომ კომენტარი დაგიწერა,ის გადაიკითხე : )

პასუხი

13 Pink Panthere 1 ივნისი, 2009 at 11:57 pm

nda, ჯერ ერთი თუ ვინმე არ მოგწონს არ ნიშნავს რომ ის გძულს :)
ამიტომ შეკითხვა არასწორადაა დასმული :)

ზოგადად მე კი არ მიყვარს პირადი ხასიათის ბლოგები, რაც უფრო პირადია მით უფრო უკურეაქცას მაძლევს :) ტარაკანები ჩემს თავშიც მეყოფა სხვებისა რომ არ ვიკითხო :D :D

პასუხი

14 Sweety 2 ივნისი, 2009 at 12:03 am

ანუ კითხულობ თუ არ კითხულობ?
მოგწონვარ თუ არ მოგწონვარ?

ვერ გავიგე…

თუ ფაქტის კონსტატაციას ახდენ?


ა ხო და კიდევ ეს:

როცა ვიღაცა არ მოგწონს მაგრამ არც გძულს ეგ იმას ნიშნავს რომ გკიდია. და თუ გკიდია მის ბლოგზეც არ შეხვალ. პროსტა არ გაინტერესებს.
მაგრამ როცა შედიხარ და გაინტერესებს და კითხულობ, ესე იგი ან მოგწონს ან გძულს.

როგორც ერთმა ცნობილმა ბლოგერმა დაწერა – “Love me or Hate me it’s still an obsession”.

პასუხი

15 piccolina 1 ივნისი, 2009 at 11:57 pm

ლოოოოოოოოოლ
არ გეყო ამ სკოლობანას თამაში? )))

პასუხი

16 BigCrow 2 ივნისი, 2009 at 10:45 am
17 linguistuss 2 ივნისი, 2009 at 12:08 am

მე არ მევასები!

პასუხი

18 Sweety 2 ივნისი, 2009 at 12:13 am

“თუ არ მოგწონვართ რატომ გძულვართ?”

რატომ?

პასუხი

19 nebiera 2 ივნისი, 2009 at 12:23 am

რა ვიცი აბა… ჩერეზ ნატოშას ბლოგით მოვხვდი ერთი თვის წინ აქ და მას მერე მეკითხინება… :)

პასუხი

20 ჩორვენი 2 ივნისი, 2009 at 12:42 am

აჰაჰაჰა რა მაგარი როჟა ვარ ეე :D
მაღიარე როგორ სუპერ დაქალი და ბლოგზე მას არეულობის მომწყობი :D

პასუხი

21 თაა (TT+) 2 ივნისი, 2009 at 12:47 am

მშვენიერი განსახილველი თემაა

მაგრამ გასაკვირი არაფერია, რატომ კითხულობ მარ მხატვრულ ლიტერატურას?
რატომ იკითხება დედოფალი მარგო, ლამაზი მეგობარი, სამოსელი პირველი და ასე შემდეგ
იმიტომ რომ იქაც ყველაფერი ადამიანებზეა
და დამიჯერე ადამიანებს ისე არაფერი აინტერესებთ დედამიწაზე, და ისე არაფერი იზიდავთ როგორც ადამიანები.
მეც მაგიტომ ვკითხულობ, ძალიან ბევრი ბლოგი დავიწყე, ისევე როგორც დავიწყე ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობა
მაგრამ უმეტესობა ამ ბლოგთაგან ისევე მივატოვე, როგორც უმეტესობა იმ ადამიანთაგანაც რომელიც არ მაინტერესებდა.
ყველა ადამიანს ჩვენი ბზიკები გვაქვს, ვარდისფერია ეს ბზიკები თუ ფერადი, მაგრამ ყველა ადამიანი რაღაცით საინტერესო ვართ სხვებისთვის.
ხოდა აი ეს რაღაცა აკავებს მკითხველებს შენს ბლოგზეც …

დისერტაცია დავიცავი :)

პასუხი

22 Kate 2 ივნისი, 2009 at 12:50 am

მე აბსოლუტურად ყველა პოსტს ვკითხულობ, რასაც კი გუგლ რიდერი მიგდებს.

და ანუ ყველა GR–ში არსებულ ბლოგს ვკითხულობ.
და რომ დავფიქრდე იმაზე, თუ რატომ ვკითხულობ, მაშინ აღარ მომინდება წაკითხვა და მივატოვებ.

რატომ გაგიჩნდა ეს კითხვა???
თან ახლა???
უკვე ამდენი ხანია ბლოგერი ხარ და ახლა რატომ დაფიქრდი ამაზე???

პასუხი

23 Sweety 2 ივნისი, 2009 at 12:52 am

კაი მაშინ:

რატო ამატებ ბლოგებს გუგლ რიდერში?
რა კრიტერიუმის მიხედვით?

:D

პასუხი

24 დოდკა 2 ივნისი, 2009 at 1:00 am

მმ, ორი მიზეზის გამო:

1. To catch up [საჭირო არაა ყოველდღე იკითხო "რახდება შენკენ" :D ]
2. პროფ.ბლოგერულ პონტში, მეზარება ახსნა, მოკლედ მიხვდები ალბათ

პასუხი

25 Kate 2 ივნისი, 2009 at 1:03 am

რა კრიტერიუმით და იმით, რომ ეწოდება ბლოგი და ოდნავ მაინც შეესაბამება ბლოგის ფუნქციებს.

პასუხი

26 თინი 2 ივნისი, 2009 at 1:12 am

ოდნავ მაინც-ებს ვერ ვკითხულობ მე კიდე :user:

პასუხი

27 Kate 2 ივნისი, 2009 at 1:04 am

ფუნქციებს კიარადა
კრიტერიუმებს.

პასუხი

28 ბას 2 ივნისი, 2009 at 3:14 am

ჯასთ რა :)

პასუხი

29 Неуловимыи Джо 2 ივნისი, 2009 at 11:04 am

იმიტომ ვკითხულობ რო ზოგჯერ ძაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააალიან მეცინება ამ ბლოგის კითხვისას

სიცილი კიდევ კარგია :) )))))))))))))))))))

პასუხი

30 Lekolas 2 ივნისი, 2009 at 2:24 pm

+1 სიქრეთს =] საქმე არ მაქ… თან რავი… შიგადაშიგ ხასიათზე რო ვარ შეილაბა კამათის Opportunityც გაეძროს =] რაიცი რახდება :D

პასუხი

31 Sophie Golden 3 ივნისი, 2009 at 12:19 am

ადვილი მისახვედრია ;) ზუსტად იმიტომ გკითხულობ შენ, რომ ვინც ზემოთ ახსენე, იმათგან განსხვავებულ პოსტებს წერ, აბა ყველა ერთნაირი მოსაწყენი იქნებოდა, შენც იცი, პრინციპში :) ზოგჯერ ვარდისფერი ძაან განმტვირთველია და თან თავს ვაჯერებ, რომ საქართველოშიც არსებობს კოსმო-ცხოვრება და რამე :ლოლ: :D :D :D

პასუხი

32 mr.picasso 3 ივნისი, 2009 at 12:51 am

sweet ცხოვრება ვარდისფერ ფერებში ბევრად უფრო საინტერესო და ლამაზია….. რთულია ღამის 1 2 საათზე ვიღაცის დეპრესიული შინაარსის პოსტის კითხვა. შენთან კი ყოველთვის იმედი და ბედნიერებაა….ხშირად ვკითხულობ და ყოველთვის კარგი განწყობით ვტოვებ შენ ბლოგს დიდი მადლობა ამისთვის

პასუხი

33 ჩორვენი 3 ივნისი, 2009 at 2:02 am

ბოლოს რა აზრამდე მიხვედი სვით ვიყავი თუ არა მე მართალი? :D

პასუხი

34 პერწკლი 3 ივნისი, 2009 at 2:30 am

ავტომატურად ვაჭერ ლინკს მარცხენა გვერდით პანელში და ავტომატურად ვკითხულობ : ) )) განსაკუთრებით შენი დრამატული პოსტებია მაგარი : ) ))

თავის დროზე იმიტო ჩაგამატე რომ ქართველი ბლოგერი იყავი.
მარა მაშინ ძაან სენტიმენტალური პოსტები გქონდა ; ) ))

პასუხი

35 თორნიკე 3 ივნისი, 2009 at 2:00 pm

საინტერესო კითხვაა…შეიძლება ზოგი რამ არ მომწონდეს(პირველიგში ის,რომ ინგლისურ სიტყვებს ხშირად იყენებ..მოგწონს ის სერიალი,რომელიც ჩემი აზრით არ უნდა გაეშვათ ქართულ სატელევიზიო სივრცეში…არაფერს არ იძლევა ეს სერიალი…უფრო სწორედ ადამიანში ცხოველურ ინსტინქტებს აღვიძებს…)მაგრამ როგორც ადრე გითხარი კოტე ჩემის დის კლასელი იყო…საკმაოდ დიდი ხანია რაც ვიცნობ…სასიამოვნო აღმოჩენა იყო მისი მეუღლის ბლოგსფეროში ხილვა…შენ მიერ ჩამოთვლილი ბლოგებიდან თითქმის არცერთს არ ვკითხულობ…და არც არავინ მძულს,და არც არავინ მიყვარს აქ(როცა ადამიანს არ იცნობ,როგორ შეიძლება რაიმე გრძნობა გქონდეს მის მიმართ)…ზოგს უაზროდ აქვს აკვიატებული ამათუიმ ბლოგის კითხვა…რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ განსაზღვრავს ხარისხს…ჩემთვის მთავარია რას იღებენ ჩემი ბლოგიდან ადამიანები…

პასუხი

36 კუდა 3 ივნისი, 2009 at 11:07 pm

“რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ განსაზღვრავს ხარისხს…” უი, ეს რა კარგი რამაა. სულაც არ ვკითხულობ ყოველდღე. ზოგადად ბლოგი ერთგვარი დროის გაყვანის საშუალებაა, თუ პირადია. როცა სამსახურში სხვა საიტი არ იხსნება, გუგლ რიდერი მშველის (მარა შენს ბლოგს არ მიხსნის). თან როცა სხვის ბლოგს კითხულობ, ზოგჯერ რწმუნდები, რომ არც ისე უბედური ხარ ან პირიქით, პოზიტივით ივსები, გააჩნია userს და პოსტს :D

პასუხი

37 Sweety 3 ივნისი, 2009 at 11:33 pm

ჩემს ბლოგს რიდერში არ გიხსნის? o_O

პასუხი

38 მარიამი 3 ივნისი, 2009 at 11:11 pm

უმაგრესია შენი ბლოგი…ვკითხულობ იმიტომ რომ მეკითხვინება და მორჩა!მეკითხვინება იმიტომ რომ რაღაც არის მასში საინტერესო ,როგორიც არ უნდა იყოს იგი….ყველაფერი ინდივადუალურია და აქ თუ ვინმეს შენი შურს ,ეგ რამედ არ ითვლება!მე ყოველი შენი ნაწერი წაკითხული მაქვს და უბრალოდ მომწონს,მეტს ვეღარ ავხსნი,რადგან ვერ ავხსნი იმას რაც არ იხსნება…………

პასუხი

39 Sweety 3 ივნისი, 2009 at 11:35 pm

Woooooow! ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა :) )
ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს ვისაც ამ ბლოგზე ყველა ჩანაწერი აქვს წაკითხული.
მადლობა :)

პასუხი

40 Andy 4 ივნისი, 2009 at 11:18 pm

კარგი ბლოგი გაქვს და უნდა დაგამატო ჩემს ბლოგ ლისტში , თუ ბანერებსაც გავცვლით მაგაზე მაგარი არ არაფერი იქნება.

პასუხი

41 Sweety 4 ივნისი, 2009 at 11:25 pm

ბანერებს არ ვდებ საერთოდ მაგრამ ლინკებში ჩაგამატებ მეც.

პ.ს. ახლა დროებით არ ჩანს ლინკების გევრდი მაგრამ ვმუშაობ მაგაზე რომ გამოჩნდეს :)

პასუხი

42 ნინი 6 ივნისი, 2009 at 9:25 pm

აუ შენი ბლოგი ძაან მიყვარს ყოველდღე შემოვდივარ. რატომ?

მიყვარს შენი ბლოგის კითხვა საინტერესო რაღაცეები წერია. თან ლამაზია..
და სხვა ბლოგებისგან განსხვავებული

პასუხი

43 სიფ 25 ივნისი, 2009 at 6:34 pm

მოკლედ,

ლ2 სერვერი გათიშულია…
არ ვიცოდი რა მექნა… საქმის კეთება მეზარება იმიტომ, რომ ცხელა…
ავდექი და შევედი მსნ-ში… დავინახე გოშა, რომელსაც უწერია “yvela bozi qalis dedas sheveci”… ნუ გასაგებია ყველაფერი თქო და ზუსტად ქვემოთ არის სვითი რომელსაც ლინკი უგდია და უწერია “love my creation და დიდი ძახილის 3 ნიშანი” რაც იმას ნიშნავს რომ რაღაცაზე შეიძლება ვიკაიფო…
ავდექი მივაჭირე და პოსტის წაუკითხავად გადავხედე კომენტებს… წაკითხვა დამეზარა და პირდაპირ დავპოსტე რატომაც შემოვედი აქ

პასუხი

44 ელენე 6 დეკემბერი, 2009 at 1:34 pm

მიყვარს ეს ბლოგი <3 იმიტომ ვკიტხულობ რომ მაინტერესებს ! რატო მაინტერესებს არ ვიცი.. უბრალოდ ძალიან მომწონს როგორ წერ და შენი ძალიან ბევრი პოსტი საინტერესოა ჩემტვის და ბევრ რამეში დამხმარებია :) :*

პასუხი

45 name 10 აგვისტო, 2010 at 11:39 pm

shen ratom kitxulob kosmopolitens?

me magisi gamowera da yidva da
kiarda yidva da gamowera da kitxva da tvaliereba mezareba

da akkide armezareba

oda
ase

chemi kosmopoliteni egaris

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</